რას აჩვენებს ბათუმში ციფრები ავტობუსის ტაბლოზე, დროს თუ გაჩერებების რაოდენობას

იცოდით, რომ ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელებთან ტაბლოზე გამოსახული ციფრები კონკრეტული ავტობუსის დარჩენილი გაჩერებების რაოდენობას აჩვენებს და არა დროს? მოქალაქეების ნაწილისთვის ეს ამბავი ცნობილია, ნაწილს კი ჰგონია, რომ ციფრები ავტობუსის მოსვლამდე დარჩენილ წუთებს ასახავს. ბათუმში ჩამოსული ტურისტები, რომლებიც მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობენ, დიდი ალბათობით მიიჩნევენ, რომ ციფრები ტაბლოზე კონკრეტული ავტობუსის გაჩერებასთან მისვლამდე დარჩენილ დროს ასახავს, რადგან მსოფლიოს …

რუსული სანქცირებული კომპანიის რეკლამები ბათუმის ავტობუსებზე – რა კითხვებს არ პასუხობს მერია და „ალმა“

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე რუსული, დასანქცირებული ონლაინ სავაჭრო კომპანიის, „ვაილდბერიზის“ რეკლამებია განთავსებული. მუნიციპალურ ავტობუსებს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ განაგებს. თავის მხრივ, ეს კომპანია ბათუმის მერიას, ანუ სახელმწიფოს ეკუთვნის. „ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ და ჰკითხა, თუ რატომ განათავსეს რუსული, ამავე დროს სანქცირებული კომპანიის რეკლამები ავტობუსებზე და რამდენი ხნით არის განთავსებული? როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, მუნიციპალურ ავტობუსებზე სარეკლამო მასალის განთავსება, …

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის პირველ საათამდე იმუშავებს

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის დრო იზრდება. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 2026 წლის 1-ლი ივლისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ყოველდღიურად 07:00 საათიდან 01:00 საათამდე მოემსახურება.  

ბათუმის ავტობუსებში კონტროლიორებს სამხრე კამერები ექნებათ ბილეთის შემოწმებისას

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ ტრანსპორტში სამხრე კამერებით აღჭურვილი კონტროლიორები იქნებიან, რომლებიც უბილეთო მგზავრებს გააკონტროლებენ. „კონკრეტულ ლოკაციაზე მომუშავე კონტროლიორების ჯგუფიდან კამერით აღიჭურვება ერთი თანამშრომელი, რომელიც პროცესის ვიდეოფიქსაციას განახორციელებს. ახალი სისტემა უზრუნველყოფს მგზავრთა უფლებების დაცვასა და  სპეციალისტების საქმიანობის მეტ გამჭვირვალობას“ – წერს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია. ინსპექციის ინფორმაციით, მგზავრთა ნაკადების ზედამხედველობის განყოფილებამ, მიმდინარე წელს მუნიციპალურ ტრანსპორტში  საფასურის გარეშე …

აეროპორტის გზატკეცილი ნაწილობრივ ჩაიკეტება – იცვლება ავტობუსების მარშრუტი

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 1-ლი ივნისის 00:00 საათიდან 5 ივნისამდე, აეროპორტის გზატკეცილის №1-დან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე მონაკვეთზე [„ვოქსიდან“ ანგისის საავადმყოფომდე] სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ შეცვლილი მარშრუტებით, კერძოდ: №2 ინასარიძის ქ. – კობალაძის ქ. – შ. ხიმშიაშვილის ქ. – კაჩინსკების ქ. – ლორთქიფანიძის ქ. – კოტე აფხაზის …

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა 8 მარტს ქალებისთვის უფასო იქნება

ბათუმში, 8 მარტს, მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა ქალებისთვის უფასო იქნება. ინფორმაციას დღეს, 7 მარტს ბათუმის მერია ავრცელებს. „ბათუმის მერია გაცნობებთ, რომ 8 მარტს, ქალთა დღეს, მუნიციპალური ტრანსპორტი ქალ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმი ქობულეთს 8 ახალ ავტობუსს უსასყიდლოდ გადასცემს – მათი ღირებულება 2,7 მილიონი ლარია

ბათუმი ქობულეთს 8 ავტობუსს უსასყიდლოდ გადასცემს, შესაბამისი განკარგულების პროექტი ბათუმის საკრებულოში უკვე შეტანილია. გადაწყვეტილება ავტობუსების გადაცემის შესახებ ბათუმის საკრებულომ 2026 წლის 20 თებერვლის სხდომაზე უნდა მიიღოს. 2025 წელს გამოშვებული 8 ავტობუსი [მარკა – OTOKAT; მოდელი – CENTRO] თურქული კომპანიისგან – [otokar otomotiv ve savunma sanayi anonim sirketi] „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ 2 726 400 ლარად შეისყიდა. მიღება-ჩაბარების …

70 თეთრი 30 თეთრის ნაცვლად? – რას ამბობს ხალხი ბათუმში მგზავრობის გაძვირებაზე

2026 წლის 28 იანვარს ბათუმის საკრებულომ მერიის მიმართვა უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს, გაძვირდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ბათუმში. ახლა მგზავრობის ფასი 30 თეთრია, მერია აცხადებს, რომ მგზავრობის ფასი 70 თეთრი უნდა გახდეს, რადგან საწვავის ფასი გაიზარდა. რას ამბობს ხალხი ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირებაზე? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა. ამავე თემაზე:  მერია ბათუმში მუნიციპალური ავტობუსებით …

რა ნომერი ავტობუსები იმუშავებს ბათუმში ღამის 2 საათამდე ახალ წელს

ბათუმის მერიის განცხადებით, 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, №1, №1ა, №3, №4, №7, №7ა, №10, №10ა, №11, №12, №13 და №16 სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები, ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს. აღნიშნულ მარშრუტებზე 22:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება. მერიას დღეს, 31 დეკემბერს, ევროპის მოედანზე გალა კონცერტიც აქვს დაგეგმილი. ამ თემაზე: 1.3 მილიონს გადააჭარბა ბათუმში ახალი წლის …

ბათუმისთვის დიდ და პატარა ავტობუსებს იყიდიან – 10,5 მილიონი ლარი 18 ავტობუსისთვის

ბათუმისთვის 18 ავტობუსის შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერები გამოაცხადა. ორი ტიპის ავტობუსებში მთლიანობაში ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 10,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ავტობუსები ბათუმმა 6 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს, თანხას კი მიმწოდებელს 2027 წლის თებერვლამდე გადაუხდიან სრულად. სატენდერო პირობების მიხედვით შესასყიდი 10 ავტობუსიდან თითოეულის სიგრძე უნდა იყოს 11,5 მეტრიდან 12-500 მეტრამდე, ხოლო 8 ავტობუსის შემთხვევაში – სიგრძე 6,5 …

ბათუმისთვის ახალ ავტობუსებს ყიდულობენ – ტენდერში მონაწილეობა 10 ათასი ლარი ღირს

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად გამოსაცხადებელ ტენდერში დაინტერესებულ პირს თუ მონაწილეობის მიღება სურს, წინადადების წარდგენისთვის 10 000 ლარის გადახდა მოუწევს. შესაბამისი განკარგულება „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 12 აგვისტოს მიიღო. ბათუმისთვის 18 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა გამოაცხადოს. ავტობუსების შესაძენად კი, ქალაქის [2025-2027 წლების] ბიუჯეტებიდან, მერიის ახლანდელი გათვლებით, ჯამში 11 702 456 ლარი …

ბათუმის მერია ავტობუსებს კიდევ იყიდის – პროექტის ბიუჯეტი 11 მილიონ ლარზე მეტია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმი 2025 წელს კიდევ 18 ერთეულ ახალ ავტობუსს იყიდის, ამისთვის ბიუჯეტში 4 მილიონ 681 ათასი ლარი გაითვალისწინეს. ბიუჯეტში ცვლილების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დაგეგმილია 18 ერთეული ავტობუსის შეძენა, პროექტი 2025-2027 წლებში უნდა განხორციელდეს, რომლის ბიუჯეტიც საერთო ჯამში 11 მილიონ 702 456 ლარია. ბათუმს, ავტოპარკის არაერთხელ განახლების მიუხედავად, საკმარისი მუნიციპალური ავტობუსები არ აქვს. …

საქალაქო ავტობუსების მარშრუტი ისევ შეიცვალა

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩის მონაკვეთის [მელიქიშვილის ქუჩიდან თავდადებულის ქუჩამდე] გახსნის გამო, ავტობუსების: №1, №1ა, №7, №7ა, №10, №10ა, №11 და №15 მარშრუტი კვლავ შეიცვალა და აღნიშნულ მონაკვეთში იმოძრავებენ. კერძოდ: №1 იმოძრავებს: ხიმშიაშვილის – გორგილაძის – მელიქიშვილის – რუსთაველის – გოგებაშვილის ქუჩები №1ა: გოგებაშვილის – რუსთაველის – მელიქიშვილის – გორგილაძის – ხიმშიაშვილის ქუჩები №7: გრიბოედოვის …

7 და 7ა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი დროებით შეიცვალა

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მამია ვარშანიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიცვალა №7 და №7ა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის სქემა. შესაბამისად, N7 და N7ა მუნიციპალური ავტობუსები დროებით იმოძრავებენ შეცვლილი მარშრუტით: №7 ავტობუსი: მამია ვარშანიძის ქ. → ვახტანგ შამილაძის ქ. → სულხან-საბა ორბელიანის ქ. → გენერალ ასლან აბაშიძის ქ. → მამია ვარშანიძის ქ. №7 ავტობუსი: მამია ვარშანიძის ქ. → …

30 მარტს მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება – ბათუმის ავტოტრანსპორტი

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით 30 მარტს ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. „ავტოტრანსპორტის“ გადაწყვეტილება უფასოდ მგზავრობაზე რამადან ბაირამს უკავშირდება. მუსლიმური სამყარო დღეს რამადან ბაირამს აღნიშნავს. ამავე თემაზე: ბაირამის ლოცვა წვიმაში, ქუჩაში და აივნების ქვეშ შეფარებული მთავრობა 

ბათუმის მერია ქობულეთს მეორად ავტობუსებს აჩუქებს

ბათუმის მერია ქობულეთის მუნიციპალიტეტს მეორად ავტობუსებს აჩუქებს. ბათუმი ქობულეთს ორ ერთეულ BOGDAN-ის ტიპის ავტობუსს და ამავე მოდელის ავტობუსების სათადარიგო ნაწილებს გადასცემს. ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტი არ არის უფლებამოსილი მის საკუთრებაში არსებული ქონება საკუთრებაში გადასცეს სხვა მუნიციპალიტეტს, ამიტომ, ავტობუსებს ბათუმი საკუთრებაში გადასცემს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას – შემდგომში ქობულეთზე გადასაცემად. ქონების გაჩუქებაზე საკრებულოს თანხმობაა საჭირო. ბათუმის საკრებულო …

ბათუმში ორშაბათიდან რუსთაველის ქუჩაზე მოძრავი ავტობუსების მარშრუტი იცვლება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დროებით იცვლება 1, 1ა, 7, 7ა, 11, 10, 10ა და 15 ნომრით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა. მიზეზი რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციაა. კერძოდ, იცვლება შემდეგი ავტობუსების მოძრაობის სქემა: N1 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შ. ხიმშიაშვილის, გრიბოედოვის, გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე N1ა – ბაქოს, გოგებაშვილის, რუსთაველის [ნაწილი], თავდადებულის, გორგილაძის, გრიბოედოვისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩებზე …

ბათუმში დღეს მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის პირველ საათამდე იმოძრავებს

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის დრო გახანგრძლივდება და პირველი იანვრის 01:00 საათამდე იმოძრავებენ. „ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი „დაგეგმილ ახალი წლის ღონისძიებების“ გამო გახანგრძლივდა. ბათუმის მერია დღეს, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე გალაკონცერტის გამართვას გეგმავს ევროპის მოედანზე. ევროპის მოედნის მიმდებარედ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან კი 23:00 საათიდან დაიწყება პროევროპული საპროტესტო აქცია. საპროტესტო აქციები …

ბათუმში 10 ახალი ავტობუსი შემოვიდა, 15 გზაშია

ბათუმის საქალაქო ტრანსპორტს 10 ახალი ავტობუსი დაემატა. ქალაქის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განაცხადეს, რომ დღე-დღეზე ქალაქში კიდევ 15 ახალი ავტობუსი შემოვა. მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ახალი 12-მეტრიანი ავტობუსებით ხელვაჩაურისა [N12] და სარფის მიმართულებით [N16] მოძრავ 10-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ამ ხაზებზე მოძრავ 10-მეტრიან ავტობუსებს კი, ქალაქის სხვადასხვა ხაზზე დაამატებენ, თუმცა რომელ ხაზებზე …

ბათუმი ახალ 25 საქალაქო ავტობუსში 16 მილიონ ლარს გადაიხდის

ბათუმისთვის ახალი M3 კატეგორიის საქალაქო ავტობუსების შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ერთი ავტობუსის შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 648 ათას 402 ლარია, ანუ 25 ავტობუსის შესყიდვის მაქსიმალური თანხაა 16 210 050 ლარი. პირობა საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გეგმური ფლობის კომპონენტებსაც ითვალისწინებს. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულისგან ავტობუსებს ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ შეისყიდის. ავტობუსები უნდა იყოს: ერთი და …

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები ღამის 12 საათამდე იმოძრავებენ

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დღეიდან, 17 ივნისიდან, მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე იმოძრავებს. ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, გრაფიკის ცვლილება [სამუშაო დროის გაზრდა] ზაფხულის სეზონს უკავშირდება. ბათუმისთვის დამატებით 100 ახალი მიკროავტობუსი და 25 ავტობუსიც უნდა შეისყიდონ. ვრცლად ამ თემაზე: ბათუმისთვის 25 ავტობუსისა და 100 მიკროავტობუსის შესაძენად მთავრობამ კომისია შექმნა

ბათუმისთვის 25 ავტობუსისა და 100 მიკროავტობუსის შესაძენად მთავრობამ კომისია შექმნა

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 მარტის განკარგულებით გადაწყდა, რომ „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ 100 ახალი მიკროავტობუსისა და 25 ავტობუსის შესაძენად კონსოლიდირებულ ტენდერ[ებ]ს გამოაცხადებენ. მთავრობის ამავე განკარგულებით განისაზღვრა სატენდერო კომისიის შემადგენლობაც. ბათუმისთვის მიკროავტობუსები და ავტობუსები 2024-2026 წლებში უნდა შეიძინონ, თუმცა მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სატენდერო კომისია უფლებამოსილია აღნიშნულ ვადაში ჩაატაროს ერთი ან რამდენიმე კონსოლიდირებული …

ბათუმის ავტოტრანსპორტი 25 ახალ ავტობუსს იყიდის

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 25 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. კონსოლიდირებულ ტენდერს ავტობუსების შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გამოაცხადებს, რომელიც ფასის დასადგენად ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. „M3 ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. აღნიშნული ავტობუსები განკუთვნილია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“. გთხოვთ არაუგვიანეს 2024 წლის 24 იანვრისა მოგვაწოდოთ შევსებული ფასების ცხრილი [გთხოვთ მიუთითოთ ასევე ვალუტა] და არსებობის …

რატომ შეიზღუდა იუსტიციასთან მოძრაობა – შეცვლილია 13 და 14 ნომერი ავტობუსების მარშრუტი

ბათუმში 13 და 14 ნომერი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი მეორე დღეა შეცვლილია. მიზეზი შერიფ ხიმშიაშვილისა და შარტავას ქუჩების კვეთაში მიმდინარე სამუშაოებია. ამ ადგილზე საფეხმავლო ხიდის კონსტრუქციებს ამონტაჟებენ. სამუშაოების გამო შარტავას გამზირზე იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი მხოლოდ „მაკდონალდსის“ [რუსთაველის ქუჩის] მიმართულებით მოძრაობს, ხოლო აქედან ახალი ბულვარის მიმართულებით გზა გადაკეტილია [ავტომანქანით აქ წრეს ვერ გააკეთებ]. ხიმშიაშვილის …

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში „თიბისის“ ბარათებითაც გადაიხდით

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში „საქართველოს ბანკისა“ და სპეციალური პლასტიკური ბარათების გარდა მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე „თიბისი“ ბანკის ნებისმიერი ბარათითაა შესაძლებელი. „დაემატა „თიბისი“, არის „საქართველოს ბანკი“ და საერთაშორისო ბანკებიც. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქალაქეების 90 პროცენტს უკვე შესაძლებლობა აქვს მგზავრობის საფასური პირადი ბარათით გადაიხადოს. „ლიბერთი ბანკს“ რაც შეეხება, ვისაც ამ ბანკის ბარათები აქვს, ისინი ჩვენთან ისედაც …

როცა კონტროლიორი ავტობუსს აჩერებს, შენ კი გაგვიანდება – რას პასუხობს ბათუმის მერია

„ხომ არ გიფიქრიათ, რომ კონტროლიორები გაჩერებაზე კი არ ამოწმებდნენ ბარათებს, არამედ ერთი გაჩერებიდან მეორემდე მაინც იმგზავრონ და პარალელურად შეამოწმონ? დილით ყველას გვაგვიანდება, ამ დროს კი დანიშნულების ადგილამდე ორჯერ მაინც ჩერდება ავტობუსი ბარათების შესამოწმებლად“, – ეს ერთ-ერთ ბოლო ინფორმაციაზე დაუკომენტარეს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ მათსავე ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე. „ავტოტრანსპორტს“ კომენტარზე პასუხი არ გაუცია. კონტროლიორები კი, რომლებსაც მგზავრები ანალოგიურ კითხვებს …

16-17 აპრილს მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 16 და 17 აპრილს, 07:00-დან 22:00 საათამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. #11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანის, ლერმონტოვის, გიორგი ბრწყინვალეს, მელიქიშვილის, რუსთაველის, დემეტრე თავდადებულის, ბარათაშვილის, წერეთლის, ჯორჯიაშვილის, პუშკინის, სოხუმის, შავშეთისა და ს.მესხის ქუჩების გავლით, ფერიის სასაფლაომდე. მერია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 16 და …

18 ახალი ავტობუსი ბათუმში კვირის ბოლოს ჩამოვა

ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით,  60 ახალი ავტობუსის ეტაპობრივი მოწოდება ბათუმში მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყება. საწყის ეტაპზე ქალაქში 18 ახალი, 10 მეტრი სიგრძის ავტობუსი ჩამოვა, რომლებიც სამარშრუტო ხაზებზე მარტიდან იმოძრავებენ. ბათუმი 2023 წელს 65 ახალ ავტობუსს იყიდის, თუმცა მერიის განცხადებით, აქედან ქალაქში მხოლოდ 60 ავტობუსი იმოძრავებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით 5 ახალი ავტობუსი აჭარაში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტს გადაეცემა, სავარაუდოდ, ეს …

ბათუმის ავტობუსებში ისევ ვერ გადაიხდით ნებისმიერი ბანკის ბარათით

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ აცხადებდნენ, რომ მუნიციპალურ ავტობუსებში ნებისმიერი ბანკის ბარათით გადახდა იანვრის დასაწყისში იქნებოდა შესაძლებელი; შემდეგ იანვრის ბოლო დასახელდა, თუმცა, ჯერჯერობით, როგორც კომპანიაში განაცხადეს, ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში მხოლოდ საერთაშორისო ტიპის საბანკო ბარათებით გადახდის სერვისი დაემატა. როდის დაიწყება სხვა, ადგილობრივი ნებისმიერი ბანკის ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდა, ამ ეტაპზე კვლავ უცნობია. „მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ახალი სისტემის დანერგვა ხორციელდება …

როდის იქნება შესაძლებელი ბათუმის ავტობუსებში გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით გადახდა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განუცხადეს. „მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. სხვადასხვა ბანკთან მოლაპარაკებებს „საქართველოს ბანკი“ აწარმოებს და ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, სავარაუდოდ, იანვრის თვის ბოლოს, ველოდებით, რომ გადახდა ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი“, – გვითხრეს ავტოტრანსპორტში. ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის …

31 დეკემბერს ავტობუსები ბათუმში ღამის 2 საათამდე იმოძრავებენ

31 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, №1, №1ა, №3, №11 და №13 სამარშრუტო ხაზებზე მუნიციპალური ავტობუსები ბათუმში ღამის 2 საათამდე იმოძრავებენ. „გარდა ამისა, 18:00-დან 02:00 საათამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება“, – აცხადებს კომპანია. 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება. — ასეთი გრაფიკით საქალაქო ავტობუსები მოძრაობდნენ 25 დეკემბერსაც, როცა ევროპის მოედანზე საახალწლო …

25 და 31 დეკემბერს ბათუმში ავტობუსები ღამის 2 საათამდე იმოძრავებენ

დღეს, 25 დეკემბერს და ასევე, 31 დეკემბერს, წინასაახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსები ბათუმში 02:00 საათამდე იმოძრავებენ. „გარდა ამისა, მითითებულ დღეებში, 18:00-დან 02:00 საათამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება“, – აცხადებს კომპანია. ბათუმში დღეს, 25 დეკემბერს, საახალწლო ნაძვის ხე აანთეს. ევროპის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები სწორედ 02 საათამდე შეძლებენ მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებას. ___ ამავე …

ბათუმი 65 ახალი ავტობუსიდან 5-ს სავარაუდოდ ქობულეთს აჩუქებს

ბათუმი 2023 წელს 65 ახალ ავტობუსს იყიდის, თუმცა, მერიის განცხადებით, აქედან ქალაქში მხოლოდ 60 ავტობუსი იმოძრავებს. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, დარჩენილი 5 ავტობუსის ბედი, თუმცა, ბათუმის მერიაში კომენტარი არ გააკეთეს. 5 ახალი ავტობუსის ფასი კი, ჯამში, 2 მილიონ 683 ათასი ლარია. „ბათუმისთვის არის 60. დანარჩენი სხვა მუნიციპალიტეტებისთვის“, – მხოლოდ ეს გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში. „ბათუმელები“ შეეცადა …

რომელი ბარათებით შეიძლება ბათუმის ავტობუსებში გადახდა და როდის აჭრის 80 თეთრს

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ახალ აპარატებს ამონტაჟებენ, თუმცა გადახდის წესი ჯერ არ შეცვლილა. არ იცვლება მგზავრობის ფასიც და ერთი მგზავრობა 30 თეთრია. ახალი აპარატებით მგზავრობის საფასურის გადახდა ისევ იმ პლასტიკური ბარათებითაა შესაძლებელი, რომლებითაც ამ დრომდე ვიხდიდით. ამ ბარათების [მათ შორის საქართველოს ბანკის ბარათების] გარდა, სხვა ქართული ბანკების პლასტიკური ბარათებით გადახდა ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი. არის …

ბათუმი 65 ახალ ავტობუსს მომავალი წლის მაისამდე ელოდება

ბათუმი 65 ახალ ავტობუსს 2023 წლის მაისამდე ეტაპობრივად მიიღებს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ უთხრეს. კომპანიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსებით ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ბათუმის ავტოტრანსპორტის ავტოპარკში ამ დროისთვის 154 ავტობუსია, თუმცა ქალაქში გარკვეულ საათებში მუნიციპალური ტრანსპორტი გადაჭედილია. ეს განსაკუთრებით დილით, სკოლებში მეცადინეობის დაწყებამდე და გაკვეთილების დასრულების შემდეგ პერიოდშია საგრძნობი. „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მოქალაქე დაუკავშირდა …

ბათუმის ავტობუსებში ახალ აპარატებს ამონტაჟებენ – მალე გადახდას ნებისმიერი ბარათით შეძლებთ

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ახალი აპარატების დამონტაჟება დაწყებულია და „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით პროცესი მიმდინარე კვირაში დასრულდება. ახალი აპარატებით მგზავრებს საშუალება ექნებათ, მგზავრობის საფასური საქართველოს ბანკის ბარათების გარდა უკონტაქტო ტიპის, სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათის მეშვეობითაც გადაიხადონ. „ახალი ვალიდატორების მეშვეობით, მუნიციპალურ ავტობუსში მგზავრობის საფასურის გადახდა Visa და MasterCard-ის ტიპის, უკონტაქტო ბარათის მფლობელ საერთაშორისო ვიზიტორებსაც შეეძლებათ.“ – აცხადებენ …

Exit mobile version