ბათუმი,სიახლეები

ბათუმში ორშაბათიდან რუსთაველის ქუჩაზე მოძრავი ავტობუსების მარშრუტი იცვლება

09.02.2025
ბათუმში ორშაბათიდან რუსთაველის ქუჩაზე მოძრავი ავტობუსების მარშრუტი იცვლება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დროებით იცვლება 1, 1ა, 7, 7ა, 11, 10, 10ა და 15 ნომრით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა. მიზეზი რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციაა.

კერძოდ, იცვლება შემდეგი ავტობუსების მოძრაობის სქემა:

  • N1 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შ. ხიმშიაშვილის, გრიბოედოვის, გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე
  • N1ა – ბაქოს, გოგებაშვილის, რუსთაველის [ნაწილი], თავდადებულის, გორგილაძის, გრიბოედოვისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩებზე
  • N7, N7ა და N11 სამარშრუტო ხაზები იმოძრავებენ გორგილაძის ქუჩის გავლით
  • N10 და N10ა სამარშრუტო ხაზები – შ. ხიმშიაშვილის, გრიბოედოვის, გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე. უკუმიმართულებისას – ბაქოს, გოგებაშვილის, რუსთაველის [ნაწილი], თავდადებულის, გორგილაძის, გრიბოედოვისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩებზე.
  • N15 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს მელიქიშვილის, გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე. უკუმიმართულებისას – ბაქოს, გოგებაშვილის, რუსთაველის [ნაწილი], თავდადებულის, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩებზე.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ზემოთ აღნიშნული ავტობუსები შეცვლილი გრაფიკით ორშაბათიდან, 10 თებერვლიდან იმოძრავებენ.

მერიის ინფორმაციით მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტის ცვლილება რუსთაველის ქუჩაზე დაგეგმილ სამუშაოებს უკავშირდება.

რუსთაველის ქუჩაზე მერია ქვაფენილის აყრას და ასფალტის დაგებას გეგმავს.

საწყის ეტაპზე რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად ჩაიკეტება ალექსანდრე გრიბოედოვისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში.

ამავე თემაზე:

ორმხრივი გახდება ჭავჭავაძის, ნინოშვილის და გრიბოედოვის ქუჩები ბათუმში – ჩაიკეტება რუსთაველი

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: