მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ამბობს, რომ მის მიერ განხილული საარჩევნო დავის საქმეზე გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, თუმცა დღემდე გამოძიება არ დაწყებულა. საქმე ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნების მიხედვით გაყალბებულია. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ხმების ფარულობის დარღვევა იყო. არჩევნების შემდეგ „გაჟონილი ბიულეტენების“ საქმით …
Tag Archives: მოსამართლე
რა ბედი ეწია მოსამართლის საქმეს, რომელმაც „ოცნების“ ახალი კანონების გამოყენებაზე უარი თქვა
საკონსტიტუციო სასამართლოს ამ დრომდე არ განუხილავს მოსამართლის საქმე, რომელმაც „ოცნების“ ახალი, რეპრესიული კანონების გამოყენებაზე კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ეს კანონები ანტიკონსტიტუციურია. რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ ის წარდგინებები მიიღო არსებითად განსახილველად, რომელიც ითვალისწინებს მარიხუანას მოხმარების გამო ავტომანქანის მართვის უფლების კონკრეტული ვადით ჩამორთმევას, მაგრამ წარდგინებებზე, რომელიც ეხებოდა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისგებაში მიცემული პირის …
რას ამბობს მოსამართლე, რომელიც „ოცნების“ ახალი კანონის გამოყენებაზე ისევ უარზეა
დღეს, 10 დეკემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ უკვე მე-6 საქმეზე შეაჩერა საქმისწარმოება. თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე „ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული, რეპრესიული სამართლებრივი ნორმით ადამიანების გასამართლებაზე უარს ამბობს. „ჯარიმის გადაუხდელობის გამო ადამიანი შეიძლება იყოს ხანგრძლივ პატიმრობაში. ეს არის აშკარად არაკონსტიტუციური სასჯელი,“ – აცხადებს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ შეჩერებული საქმისწარმოება ეხება წვრილმან ხულიგნობას [ასკ-ის 166-ე მუხლი], …
Continue reading “რას ამბობს მოსამართლე, რომელიც „ოცნების“ ახალი კანონის გამოყენებაზე ისევ უარზეა”
„მეტი ბერკეტი მოსამართლეების გაკონტროლებისთვის“ – იურისტი მორიგ კანონპროექტზე
„ეს იქნება მეტი ბერკეტი მოსამართლეების გაკონტროლებისთვის“, – მიიჩნევს იურისტი, უფლებადამცველი გურო იმნაძე „ქართული ოცნების“ კანონპროექტზე, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთვის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს: მოსამართლის პედაგოგიურ საქმიანობაზე თანხმობას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასცემს. „იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისედაც დაუბალანსებლად ჭარბი ძალაუფლების მქონე ინსტიტუტია და მისი კომპეტენცია კიდევ უფრო იზრდება. ცხადია, ეს საფრთხის შემცველია, მით უმეტეს დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით: უმაღლესი …
Continue reading “„მეტი ბერკეტი მოსამართლეების გაკონტროლებისთვის“ – იურისტი მორიგ კანონპროექტზე”
მოსამართლეს მშობელმა $10 ათასი აჩუქა, ანუ რა როლი აქვთ მოსამართლეებს რუსული კანონის შემოღებაში
„ერთადერთი ვარიანტი, რომ მე აქციებზე დგომა არ გამეგრძელებინა, იყო ციხეში თუ ჩამსვამდნენ. რამდენი დღითაც შემაბრუნებდნენ, იმდენი დღე ვერ გამოვიდოდი. ცოტა ცინიკურიც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს უსამართლო სასამართლო მოტივაციას უფრო მეტად გიზრდის. შეუძლებელია, შეწყვიტო ბრძოლა ქვეყნისთვის,“ – ეს მეთორმეტეკლასელი სანდრო ჯოხაძის სიტყვებია, რომელიც მოსამართლე კობა ჩაგუნავამ რამდენიმე დღის წინ 2200 ლარით დააჯარიმა. სანდრო ჯოხაძე ერთ-ერთია მათ …
„მე ვამბობ, რომ უნდა შემოწმდეს მოსამართლე“ – 92 წლის კაცი შუახევის დაცლილი სოფლიდან
„ოცნებამ შეიძლება რუსული კანონის მიღება მოიწადინა, მაგრამ ხალხმა არ ქნა,“- პოლიტიკურ პროცესზე თავის დაკვირვებას გვიზიარებს 92 წლის თეიმურაზ აბაშიძე, რომელსაც შუახევში, სოფელ ქიძინიძეებში შევხდით. სოფელ ქიძინიძეებში სახლების დიდი ნაწილი დაცარიელებულია. მოხუცს გამოკეტილი სახლების მწკრივის ჩაყოლებაზე შევხვდით – საკუთარი სახლის კიბის საფეხურზე მზეს ეფიცხებოდა. თეიმურაზ აბაშიძე, რომელიც ყოფილი მასწავლებელია და 40 წელი მუშაობდა სკოლაში, მიიჩნევს, რომ …
„ბევრი რამ აქვთ დასამალი“ – მოქალაქეები მოსამართლეებზე, რომელთაც შემოწმება აშინებთ
მედიაში არაერთი სიუჟეტი მომზადდა მოსამართლეების ქონებაზე, გამოჩნდა, რამდენი რამ აქვთ მათ დასამალი, ზოგიერთი საკმაოდ მძიმე დანაშაულს ჩადის… ამიტომაც, არ სურთ ეს შემოწმება, ამას კი, „ქართული ოცნება“ ფუთავს ისე, რომ აი, „დამპალი ევროპა გვმართავს“, იქეთ თავდასხმაზე გადადიან ნაცვლად იმისა, რომ გამჭვირვალობას დათანხმდნენ,“ – გვითხრა ნატა ფერაძემ. „აქციებზე როცა გვაკავებენ, სასამართლო პროცესის გამართვამდე წინასწარ ვარკვევთ: რამდენი დაგვაკავეს? …
განათლების მინისტრმა პირველ მოადგილედ მოქმედი მოსამართლე დაინიშნა
განათლების მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. გიორგი ამილახვრის პირველი მოადგილე საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე, ალექსანდრე წულაძე იქნება. ალექსანდრე წულაძეს გავლილი აქვს თსუს და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს Summa Cum Laude შეფასებით. ასევე მოპოვებული აქვს სხვადასხვა დასავლურ უნივერსიტეტში კვლევითი სტიპენდიები. ალექსანდრე წულაძე 2010 წლიდან ეწევა აკადემიურ …
Continue reading “განათლების მინისტრმა პირველ მოადგილედ მოქმედი მოსამართლე დაინიშნა”
რას ამბობს ყოფილი მოსამართლე სასამართლოში „საინტერესო საქმეების“ გადანაწილებაზე
„ელექტრონული გადანაწილება ჩვენ მოცემულობაში ვერ უზრუნველყოფს თანაბრობას: ზოგიერთი მოსამართლე ნაკლებად დატვირთულია და საქმეებს ნაკლებად განიხილავს, თუმცა ჩვენთან ისეთი მოსამართლეები არიან პრივილეგირებული, უმჯობესია, მაგათ არც განიხილონ რომელიმე საქმე,“ – ხუმრობის განწყობაზე მოდის ადვოკატი ბექა ბასილაია, როცა მას საქმეების ელექტრონულ გადანაწილებაზე ვესაუბრებით. ეს სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდა საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით. ამ მოდელმა უნდა უზრუნველყოს როგორც თანაბრობა მოსამართლეებს …
Continue reading “რას ამბობს ყოფილი მოსამართლე სასამართლოში „საინტერესო საქმეების“ გადანაწილებაზე”
ნახევარი მილიონი დანაზოგი მოსამართლე როინიშვილის ანგარიშზე – 2023 წლის დეკლარაცია
„ვალდებული ვარ, ნიღაბი მეკეთოს, მაგრამ მეღიმება ამაზე. ხანდახან მგონია, რომ კლანის მნიშვნელობა არ იცის ხალხმა. ოჯახის წევრი არა ვარ… ბევრთან ვმეგობრობ“, – ასე უპასუხა ვასილ როინიშვილმა ბრალდებას სასამართლო კლანთან დაახლოებაზე 2020 წელს, როცა მას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ნიშნავდნენ. როინიშვილი იმ ექვს მოსამართლეს შორის არის, ვინც ევროპის ქვეყნებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო საქართველოს პრეზიდენტი, …
Continue reading “ნახევარი მილიონი დანაზოგი მოსამართლე როინიშვილის ანგარიშზე – 2023 წლის დეკლარაცია”
ვინ აჩუქა საკონსტიტუციოს მოსამართლე ევა გოცირიძეს 19 600 ევრო
ევა გოცირიძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, ვინც გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია – მან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, 16 ოქტომბერს მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის ინიციატივას საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე. ევა გოცირიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წლის პირველ დეკემბერს აირჩია პარლამენტმა – 90 ხმით. მან, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, 2015 წლის 25 დეკემბერს მხარი დაუჭირა …
Continue reading “ვინ აჩუქა საკონსტიტუციოს მოსამართლე ევა გოცირიძეს 19 600 ევრო”
ვინ არის ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის ახალი შემსრულებელი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის ახალი შემსრულებელი მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილია. იგი 2023 წლის 14 აგვისტოდან გაამწესეს მოსამართლედ ბათუმში. მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა 2023 წლის 2 მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და უარი უთხრა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის გადავადებაზე. მაშინ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ბათუმში მოსამართლედ გამწესებამდე ეკატერინე კულულაშვილი მოსამართლე იყო თბილისში. …
Continue reading “ვინ არის ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის ახალი შემსრულებელი”
„მოსამართლეების კლანი“, რომელმაც ანტიამერიკული კამპანია დაიწყო
რამდენიმე ქართველი მოსამართლე ჩადგა ანტიამერიკული და ანტიდასავლური კამპანიის რიგში – „ქართული ოცნების“ ორგანიზებული ანტიამერიკულ კამპანია საქართველოში 5 აპრილიდან გააქტიურდა, მას შემდეგ, რაც აშშ-მ 4 ქართველი მოსამართლე დაასანქცირა „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“. სანქცირებულების მხარდამჭერ და, შესაბამისად, ანტიამერიკულ საჯარო განცხადებებს, ჯერჯერობით, მხოლოდ „კლანის“ წევრი მოსამართლეები აკეთებენ [ამ დროისთვის ექვსი მათგანი]. თუმცა არც ის არის გამორიცხული, …
Continue reading “„მოსამართლეების კლანი“, რომელმაც ანტიამერიკული კამპანია დაიწყო”
მურუსიძის მანევრი – რატომ მობრუნდა მოსამართლე კლანის ლიდერად?
„მურუსიძის დაბრუნება ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი არ იყო,“ – თავისი ვერსია აქვს ლევან მურუსიძის დაბრუნებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს ნაზი ჯანეზაშვილს. იგი მიიჩნევს, რომ დიმიტრი გვრიტიშვილის და ლევან მურუსიძის დაბრუნება სასამართლო კლანის მანევრი იყო კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად. ლევან მურუსიძე 2013 – დან 2017 წლამდე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, დიმიტრი გვრიტიშვილი კი, რომელიც გუშინ, 23 ოქტომბერს …
Continue reading “მურუსიძის მანევრი – რატომ მობრუნდა მოსამართლე კლანის ლიდერად?”
„მურუსიძეს ვკითხე, რატომ?“ – რას ამხელს აშშ-ში სამუშაოდ წასული ყოფილი მოსამართლე კლანზე
„მთავარი კრიტერიუმი მათდამი ერთგულება იყო,“ – ამბობს ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა სასამართლო კლანის შესახებ courtwatch.ge-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ანა ღელეყვა ახლა აშშ-ში ემიგრაციაში ცხოვრობს და აღწერს სასამართლოს კლანის მოქმედებას, მაგალითად, როგორ ჩამოაშორეს სისტემას იმიტომ, რომ კლანს „გვერდით არ დაუდგა“. ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა კონკრეტულად ლევან მურუსიძის შესახებ საუბრობს, რომელიც წლებია სასამართლო კლანის ყველაზე გავლენიან ფიგურად სახელდება. …
ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ჯუმბერ ბეჟანიძე ასრულებს
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ამჯერად ჯუმბერ ბეჟანიძე ასრულებს. უცნობია, როდემდე იქნება ის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბათუმის სასამართლოში თავმჯდომარის დანიშვნას არ ჩქარობს. 2016 წლიდან 2021 წლის აგვისტომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი იყო. ის სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა. აგვისტოდან სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მოსამართლე დავით კეკენაძე ასრულებდა, რომელიც უკვე …
Continue reading “ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ჯუმბერ ბეჟანიძე ასრულებს”
ბათუმში ახალი მოსამართლე დავით კეკენაძე გაამწესეს
ბათუმში ივლისიდან ახალი მოსამართლე დავით კეკენაძე შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას. მას ბათუმში მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება ჰქონდა – დავით კეკენაძე 1994-2001 წლებში მაშინდელ აჭარის უზენაეს სასამართლოში მუშაობდა. შემდეგი ორი წელი კი, იგი აჭარის პროკურორი იყო. 2002 წლიდან დავით კეკენაძე ისევ მოსამართლეა ამჯერად საჩხერის სასამართლოში, 2003 წლიდან ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლეა, 2006 წლიდან კი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა. …
Continue reading “ბათუმში ახალი მოსამართლე დავით კეკენაძე გაამწესეს”
მოსამართლე ვასილ როინიშვილმა ფიცი საყვირების ფონზე დადო
დღეს, 17 ივნისს, მოსამართლე ვასილ როინიშვილმა ფიცი დადო. ის საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლეა. ფიცის დადების ცერემონიალი საყვირების ფონზე მიმდინარეობდა – ორგანიზაცია “ალტერნატივას” და პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” აქტივისტები საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. მათ სალომე ზურაბიშვილს ლობიო მიუტანეს. აქციის მონაწილეები ვასილ როინიშვილის მოსამართლედ დანიშვნას აპროტესტებდნენ, რადგან ის ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის გუნდის წევრია. ფიცის დადების ცერემონიალს ესწრებიან: …
Continue reading “მოსამართლე ვასილ როინიშვილმა ფიცი საყვირების ფონზე დადო”
კანონიერია თუ არა უზენაესის მოსამართლის არჩევის წესი? – დავა საკონსტიტუციოში
უზენაესი სასამართლოებისთვის მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესი შესაძლოა შეიცვალოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პარლამენტის მიერ დადგენილ წესს საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს. განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 4 დეკემბერს, გაიმართება, სადაც უნდა გადაწყდეს, განიხილავს თუ არა სასამართლო არსებითად სარჩელს, რომლის ავტორიც სახალხო დამცველია. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოსამართლის კანდიდატის შერჩევის დროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების …
Continue reading “კანონიერია თუ არა უზენაესის მოსამართლის არჩევის წესი? – დავა საკონსტიტუციოში”
ფოთის ყოფილი პროკურორი, რომლის მანქანაც დაცხრილეს, ბათუმში მოსამართლედ დანიშნეს
„მე მივაწოდე ინფორმაცია პროკურატურას ამ ფაქტის შესახებ, გამოძიება დასრულებული არ არის… ეს უკავშირდებოდა ჩემს საპროკურორო საქმიანობას,“ – გვიპასუხა მასამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დღეს, 4 ოქტომბერს, ერთ-ერთი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. ალექსანდრე გოგუაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ – 18 სექტემბრიდან გაამწესა. მოსამართლედ გამწესებული ალექსანდრე გოგუაძე 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით …
Continue reading “ფოთის ყოფილი პროკურორი, რომლის მანქანაც დაცხრილეს, ბათუმში მოსამართლედ დანიშნეს “
ბათუმის სასამართლო ლევან გელოვანმა და ინდირა მაშანეიშვილმა დატოვეს
ბათუმის საქალაქო სასამართლო ორმა მოსამართლემ დატოვა: ლევან გელოვანმა და ინდირა მაშანეიშვილმა. ლევან გელოვანი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადავიდა სამუშაოდ, ინდირა მაშანეიშვილი – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ინდირა მაშანეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის თებერვლიდან მუშაობდა. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე იგი უვადოდ გაამწესეს – 2019 წლის 14 თებერვალს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობის დაწყებამდე, ინდირა მაშანეიშვილი აბაშის, ვანის და სენაკის …
Continue reading “ბათუმის სასამართლო ლევან გელოვანმა და ინდირა მაშანეიშვილმა დატოვეს”
უვადოდ დანიშნული ბათუმელი მოსამართლე, რომელსაც უვადოდ დანიშვნა არ სურდა
24 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ როინ კახიძე გაამწესა. იგი ბათუმელია და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა. ამჯერად როინ კახიძე სამტრედიის რაიონულ სასამართლოში გაამწერეს ვანის მუნიციპალიტეტის მაგისტრ მოსამართლედ. როინ კახიძე ბოლო წლებში ცაგერის სასამართლოში მუშაობდა მოსამართლედ. ბათუმელი ადვოკატები დღეს მის განხილულ კონკრეტულ საქმეებს ვერ იხსენებენ, თუმცა ახსოვთ, რომ ამ მოსამართლეს …
Continue reading “უვადოდ დანიშნული ბათუმელი მოსამართლე, რომელსაც უვადოდ დანიშვნა არ სურდა”
ბათუმში ადვოკატები მოსამართლეების დამატებას ითხოვენ
ბათუმელი ადვოკატები მოსამართლეების დამატებას ითხოვენ. კოლექტიური განცხადების განხილვა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე დაიწყო. როგორც საბჭოს პრესსამსახურში გვითხრეს, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გაგზავნილ განცხადებას ბათუმში მომუშავე 31 ადვოკატი აწერს ხელს. „ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მოსამართლე მოვა. მთავარია, ვინმე დაინიშნოს. ფაქტია, რომ მოსამართლეები ვადებს არღვევენ, რადგან ბევრი საქმე აწერიათ, ჩვენ …
Continue reading “ბათუმში ადვოკატები მოსამართლეების დამატებას ითხოვენ”
რატომ ელის ყოფილი მოსამართლე იუსტიციის საბჭოსგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას ამჯერად?
ირაკლი შავაძე ისევ მოსამართლეობას აპირებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ელის. მან მოსამართლეობის კონკურსში უკვე მიიღო მონაწილეობა, თუმცა კენჭისყრისთვის საბჭოს წევრებს ჯერ არ მოუცლიათ. „ჩემი საკითხი პრობლემატურია, ამიტომაც არაფერს გამოვრიცხავ…“ – ეჭვობს ირაკლი შავაძე, რომელსაც მოსამართლეობის უფლებამოსილება 4 იანვრიდან შეუწყდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, დავით მამისეიშვილს ირაკლი შავაძე გასული წლის თებერვალში დაუპირისპირდა, როცა მას იუსტიციის …
ორი მოსამართლე ბათუმის სასამართლოს დატოვებას აპირებს
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ორი მოსამართლე სხვა სასამართლოში გადასვლას აპირებს. საუბარია დავით მამისეიშვილზე, რომელიც 2013 წლიდან ამ დრომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა, ასევე, თამარ ბეჟანიშვილზე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებს 2011 წლიდან განიხილავს. დავით მამისეიშვილი და თამარ ბეჟანიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობენ, მათ იუსტიციის საბჭო 24 ოქტომბერს გაესაუბრა. კონკურსის შედეგები …
Continue reading “ორი მოსამართლე ბათუმის სასამართლოს დატოვებას აპირებს”
მოსამართლეობა საპენსიო ასაკის შემდეგ – ყოფილი მოსამართლის დავა საკონსტიტუციოში
ყოფილი მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილი პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საპენსიო ასაკი არ უნდა უზღუდავდეს ადამიანს მოსამართლეობას. ნათელა ჯაშიაშვილი ბოლოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მუშაობდა. მას ასაკის გამო მოუხდა თანამდებობის დატოვება. ყოფილი მოსამართლე სადავოდ მიიჩნევს კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ იმ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც 10 წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეებს უწყდებათ უფლებამოსილება, როცა ისინი …
Continue reading “მოსამართლეობა საპენსიო ასაკის შემდეგ – ყოფილი მოსამართლის დავა საკონსტიტუციოში”
კლიპი, რომელშიც ბათუმელი მოსამართლეები მღერიან, მოულოდნელად გასაჯაროვდა [ვიდეო]
„ფეისბუქში“ ვიდეოკლიპი გავრცელდა, სადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები და აპარატის თანამშრომლები მღერიან. კლიპს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კლიპს სასამართლოს თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილი იწყებს, რომელიც სხდომათა დარბაზში მანტიით შედის. მოსამართლის მანტიით ჩნდებიან სხვა მოსამართლეებიც და სიმღერას იწყებენ. კლიპში სასამართლოს აპარატის თანამშრომლომლებიც მღერიან. სიმღერის მთავარი გზავნილებია: „ცრემლი არ იქნება“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „საქალაქო სასამართლო – უნდა …
Continue reading “კლიპი, რომელშიც ბათუმელი მოსამართლეები მღერიან, მოულოდნელად გასაჯაროვდა [ვიდეო]”