ქვესადგურში ხანძრის გამო ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე დენი გაითიშა – როდის აღდგება მიწოდება

ბათუმში, ქვესადგურ „ბათუმი 2“-ში მომხდარი ხანძრის გამო რამდენიმე საათია რაც ასობით აბონენტს დენი არ მიეწოდება. დენის მიწოდება შეწყვეტილია ნაწილობრივ ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, ორბელიანისა და მიმდებარე ქუჩებზე. ასევე დენი არ მიეწოდება ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიის ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, თუმცა ზუსტი დრო, როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება, კომპანიაში ვერ გვითხრეს. „მაქსიმალურად ვცდილობთ მალე აღვადგინოთ. …

„ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ სემეკმა 75-75 ათასი ლარით დააჯარიმა

სემეკმა სს „თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლების გაუარესებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არასრულყოფილი ინფორმაციის დაფიქსირების გამო, 75 000-75 000 ლარით დააჯარიმა. სემეკის ინფორმაციით, კომპანიებს დაევალათ დაკისრებული ჯარიმების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. „სემეკში შექმნილმა მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა განახორციელა „თელასისა“ და  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის (უწყვეტობა) მაჩვენებლების კონტროლი. კერძოდ, შეისწავლა …

რა შეიცვალა დენის მოხმარების წესებში – ახალი პირობები

ელექტროენერგიის მომხმარებლები ენერგოკომპანიისგან იღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს დენის მოხმარების წესებში ცვლილებების შესახებ. შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეიცვალა ხელშეკრულების პირობები და ცვლილებები არ ეხება მიწოდების ტარიფებს. „გაცნობებთ, რომ სემეკის მიერ „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში“ შეტანილი იქნა ცვლილებები, რომელთა ნაწილიც ამოქმედდა 2022 წლის 29 დეკემბერს. შედეგად შეიცვალა ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები. ცვლილებები არ ეხება მიწოდების ტარიფს“, …

ხულოს რამდენიმე სოფელში თოვლის გამო დენი გაითიშა

ხულოს რამდენიმე სოფელს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მიზეზი დიდთოვლობაა, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. 7 იანვრის დილის 12-ის ნახევრისთვის დენი არ მიეწოდება დიოკნისის და რიყეთის თემის სოფლებს. ამ სოფლებში დენი, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, 6 იანვრის საღამოს გაითიშა. ენერგოკომპანიაში კი „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ სოფლებში დაზიანების ადგილები ნაწილობრივ დადგენილია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. …

გაშიშვლებული დენის კაბელები ბათუმის ცენტრალურ პარკში

ბათუმის ცენტრალურ პარკში ქვის სკამები გასულ წელს დადგეს. ქვის სკამებს ქვედა ნაწილში დამონტაჟებული აქვს განათება. შესაბამისად, მას მიეწოდება დენის წყაროს. დღეს, 14 ოქტომბერს, „ბათუმელებმა“ ცენტრალურ პარკში გადაიღო ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სკამების ქვეშ დამონტაჟებული განათებები დაზიანებულია, დენის კაბელები კი – გაშიშვლებული. პარკის მარცხენა სანაპიროზე, ზოოკუთხის გასწვრივ, დაახლოებით 20 ქვის სკამია განთავსებული. უმრავლეს შემთხვევაში დენის წყარო …

სად და რამდენი ხნით გაითიშება ხვალ შუქი აჭარაში

ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 14 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბათუმის რამდენიმე ქუჩას, ასევე ხელვაჩაურისა და ქობულეთის რამდენიმე სოფელს: ბათუმში 11:00-დან 17:00 საათამდე დენი გაეთიშება აბონენტებს ნინოშვილის, ჟღენტის, დუმბაძის, კ.გამსახურდიას ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე ზღისპირა პარკსა და ურეხში. 13:00-დან 18:00 საათამდე – წერეთლის, ჭავჭავაძის, კალიევის, ჯორჯიაშვილის, ბერიძის, პუშკინის და მიმდებარე …

ხვალ ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში შუქი გაითიშება – ნახეთ განრიგი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გეგმური სამუშაოების გამო ხვალ, 18 მაისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში მცხოვრებ ზოგიერთ აბონენტს. ბათუმში დენი გაითიშება 12:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში, მონაცვლეობით შემდეგ ქუჩებზე: შერიფ ხიმშიაშვილის, ზურაბ გორგილაძის, რუსთაველისა და მიმდებარე ქუჩებზე. ასევე, ელექტროენერგიით მომარაგება შეეზღუდება ზღვისპირა პარკის ტერიტორიას. ხელვაჩაურში  10:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში მონაცვლეობით გაითიშება შუქი შემდეგ სოფლებში: გვარაში, …

აჭარის სოფლები, სადაც 19 აპრილს დენი გაითიშება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გეგმური  სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედისა და ხულოს აბონენტების ნაწილს. ხელვაჩაურში ელექტროენერია გაითიშება 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით შემდეგ სოფლებში: ფერია, მნათობი, განთიადი, კაპრეშუმი, წინსვლა და მიმდებარე სოფლები. დენი ასევე გაითიშება ურეხისა და მახინჯაურის დასახლებების ნაწილში. ქობულეთში ელექტროენერია მონაცვლეობით გაითიშება 14:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში შემდეგ სოფლებში: …

ელექტრობოძები შუა ტროტუარზე – დაბა ხულოში ამბობენ, რომ წაქცევაზეა ხის ძველი ბოძებიც 

დაბა ხულოში არაერთი ელექტროგადამცემი ბოძი, მოსახლეობის თქმით, ამორტიზებული და სახიფათოა და მათ შეცვლას ითხოვენ. მოძველებულია ტრანსფორმატორებიც, რის გამოც დენი ხშირად ითიშება. მოსახლეობის თქმითვე, საავტომობილო გზის გასწვრივ მერიამ ტროტუარები ისე მოაწყო, ელექტროგადამცემი ბოძები შუაში მოექცა და მათი ადგილმონაცვლეობაცაა საჭირო. ვერც „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ და ვერც მერიიდან, როგორც მოქალაქეები ამბობენ, კონკრეტულ პასუხს ვერ იღებენ, თუ როდის მოგვარდება ეს …

რუსეთი – დენის მთავარი იმპორტიორი, აზერბაიჯანმა მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა

დენის შეყვანის საფასური საქართველოში 2022 წლიდან გაძვირდა. საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად, ის 600 ლარის ნაცვლად 800 ლარია. კომერციული სექტორისთვის კი – გაცილებით მეტი და მოთხოვნილ სიმძლავრეზეა დამოკიდებული. ახალი ობიექტის ელექტროქსელთან მიერთების საფასურის გაზრდით, გაიზარდა დეველოპერთა ხარჯები, რაც დიდი ალბათობით, საცხოვრებელი ბინების თვითღირებულებასაც გაზრდის. მოქალაქეებისთვის ახალი აბონენტების ქსელში ჩართვის ღირებულების გაზრდის პარალელურად, იზრდება დენის …

სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დენის გადასახადის ნაწილს მთავრობა დაუფინანსებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი წლის განმავლობაში იმ ოჯახებს, რომელთა სოციალური ქულა არის 150 000 და ნაკლები, ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს მთავრობა დაუფარავს. ამის შესახებ დღეს, 17 იანვარს, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. „დაახლოებით მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა 2 წელი, ახლა იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ …

მესტიაში დენის მოხმარება არც ხატზე დაფიცების შემდეგ შემცირდა – რას ამბობენ ენერგოპროში

მესტიაში მოსახლეობის ნაწილმა 30 დეკემბერს ხატზე დაიფიცა, რომ მაინერებს, იგივე კრიპტოვალუტის მომპოვებელ აპარატებს გამორთავენ. მიუხედავად ამისა, „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება, დეკემბრის თვესთან შედარებით, იანვარში არ შემცირებულა. „450 ათასი კილოვატი იყო მოხმარება საშუალოდ დღე-ღამეში 30 დეკემბრამდე და ანალოგიური მაჩვენებელია მიმდინარე წლის იანვარშიც. ვიდრე მაინერების პრობლემა დადგებოდა, მესტია მოიხმარდა დაახლოებით 200-230 ათას კილოვატს …

დენის, გაზის და წყლის გადასახადის გადამოწმება ტელეფონითაც შეგიძლიათ – სემეკი

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმება უკვე შეგიძლიათ ტელეფონის საშუალებითაც მოითხოვოთ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის [სემეკ] ინფორმაციით, ეს ახალი ფუნქცია *303#-ის მომსახურებას დაემატა. სემეკის ინფორმაციით, *303#-ის ახალი ფუნქციით სარგებლობის შემთხვევაში: მომხმარებელს აღარ დასჭირდება კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა ან ქოლ ცენტრთან დაკავშირება, არამედ *303#-ის საშუალებით მარტივად და მოკლე დროში მიიღებს კომუნალური …

რატომ გახდა რუსეთი ისევ დენის მთავარი იმპორტიორი? – საქართველოს ენერგოუსაფრთხოება

საქართველომ რუსეთიდან წელს თითქმის ორჯერ მეტი ელექტროენერგია იყიდა, ვიდრე ნებისმიერ წელს, თუნდაც ბოლო 10 წლის განმავლობაში. ვინაიდან ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიაზე მოხმარება იზრდება, ადგილობრივი გამომუშავება კი შემცირებულია, შესაბამისად, იმპორტი კიდევ უფრო გაიზრდება. ქართული მხარე იმპორტის გაზრდას აფხაზეთს უკავშირებს, აფხაზეთში კი, დენის მოხმარების ზრდის მიზეზად მაინინგს ასახელებენ და მიწოდებაში მაინც შეზღუდვებია. ე.წ. მაინინგი სახელდება მესტიაში დენის შეზღუდვის …

როგორ გადაიხდიან „ენერგო პროს“ აბონენტები დენის ფულს აგვისტოდან

2021 წლის 1-ლი ივლისიდან ქვეყნის მასშტაბით [თბილისის გარდა], „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნაცვლად დენის მომწოდებელი იქნება ახალი სააქციო საზოგადოება „ეპ ჯორჯია მიწოდება“, რომელიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შვილობილი კომპანიაა. ვინ წაიკითხავს მრიცხველის ჩვენებებს ივნისის ბოლოს? შეიცვლება თუ არა დენის საფასურის გადახდის მექანიზმი მომხმარებლებისთვის? რა ფორმით უნდა გაფორმდეს ახალ კომპანიასთან ხელშეკრულებები? – ამ და სხვა კითხვებით „ბათუმელები“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაუკავშირდა. …

დენს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნაცვლად სხვა კომპანია მოგაწვდით – გაიზრდება თუ არა ტარიფი

2021 წლის პირველი ივლისიდან „ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ დენის მომწოდებლები აღარ იქნებიან და მოსახლეობას, ასევე მცირე საწარმოებს, დენს ახალი კომპანიები მიაწვდიან. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია [სემეკი] კი, დენის ტარიფს, მიწოდების ნაწილში, ახალი კომპანიებისთვის ხელახლა დაადგენს. „ბათუმელებს“ სემეკში უთხრეს, რომ მიწოდების ნაწილში დენის ტარიფის ხელახლა დადგენა უფრო ტექნიკური დეტალია და მომხმარებლებისთვის დღეს არსებული დენის …

რატომ ძვირდება დენი ქვეყანაში, ანუ როგორ იქცა საქართველო ბიტკოინების სამოთხედ 

რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია და პროგნოზების მიხედვით, ყოველ წელს მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი მაინც უნდა შენდებოდეს. მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად იკლებს, 2020 წელს კი ქვეყნის ეკონომიკა, პანდემიის გამო, პრაქტიკულად გაჩერდა, რატომ მოვიხმართ საქართველოში უფრო და უფრო მეტ ელექტროენერგიას, რომელსაც უცხოეთში ვყიდულობთ საკმაოდ ძვირად. რატომ …

ვის გადაუხდის გაზის, დენის, წყლის გადასახადს სახელმწიფო ნოემბრიდან

2020 წლის ნოემბერ-დეკემბრისა და 2021 წლის იანვარ-თებერვლის კომუნალურ გადასახადებს იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებს, რომლებიც თითოეულ თვეში 200 კუბურ მეტრ ან ამაზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, ასევე 200 კილოვატ/საათს ან ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, გაზის, დენის, წყლისა და სანდასუფთავების გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხდიან. მოქალაქეებს, როგორც წესი, ნოემბრის თვის გადასხადი მომდევნო, დეკემბრის თვეში მიუვათ, ხოლო თებერვლის თვის – მარტში. შესაბამისად, …

*303# – ახალი კოდი დენის, გაზისა და წყლის გადასახადებზე ინფორმაციის უფასოდ მისაღებად

კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებით უფასო ინფორმაციის მისაღებად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] ინფორმაციით, ახალი მომსახურება დანერგეს. მობილურ ტელეფონებზე კოდის *303# აკრეფით მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების შეწყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, მონაცემების მისაღებად სასურველ აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ არასასურველი ნომერი. …

შეღავათზე უარი 3534-მა პირმა განაცხადა – აპრილის შეღავათზე უარის თქმის ბოლო ვადა 11 მაისია

სემეკის ინფორმაციით, მარტის შეღავათებით სარგებლობაზე უარი 3534-მა პირმა განაცხადა. მარტის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 11 აპრილს ამოიწურა, აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლო ვადა კი, 2020 წლის 11 მაისია. მოქალაქეებს, რომლებსაც არ სურთ ისარგებლონ ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, აპრილისა და მაისის სუბსიდიაზე უარის დაფიქსირება სემეკის ვებგვერდზე შეუძლიათ: პლატფორმაზე შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ …

შეღავათი ვისაც ეხება, დენის გათიშვაზე სმს-ებს ყურადღება არ მიაქციონ – „ენერგო-პრო ჯორჯია“

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს, რომლებმაც მარტის თვეში 36 ლარის და 43 თეთრის ან ამაზე ნაკლები თანხის ელექტროენერგია მოიხმარეს, დენის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს. შესაბამისი შეტყობინებები ამ კატეგორიის მომხმარებლებმა კომპანიისგანაც მიიღეს, თუმცა ზოგიერთ მათგანს იგივე კომპანიისგან კვლავ მიუვიდა შეტყობინებები, რომ თუ მარტის თვის დავალიანებას არ გადაიხდიან, შეუწყდებათ დენის მიწოდება. „ბათუმელები“ დაუკავშირდა „ენერგო-პრო ჯორჯიას“. კომპანიაში განაცხადეს, რომ ეს არის …

მარტში გაზისა და დენის სუბსიდირებაზე უარის თქმა ხვალამდე შეგიძლიათ

მომხმარებელს, რომელსაც სურს უარი თქვას მარტის თვეში მოხმარებული დენისა და გაზის სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებაზე, ამის შესაძლებლობა სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე დღეს, 11 აპრილს, საღამოს 12 საათამდე აქვს. რაც შეეხება აპრილისა და მაისის გადასახადების სუბსიდირებაზე უარის თქმას – ეს პროცესი გაგრძელდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] ინფორმაციით, სახელმწიფო სუბსიდირებაზე უარი უკვე 1100-ზე მეტმა მოქალაქემ …

ისარგებლებენ თუ ვერა დენის გადასახადის შეღავათით „ოცნების ქალაქში“ 

ბათუმში. ე.წ. „ოცნების ქალაქში“ 700-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც ელექტროენერგიის გადასახადს საერთო მრიცხველის მიხედვით იხდიან. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასახლებაში 7 საერთო მრიცხველი აქვს დამონტაჟებული. ოჯახები კომპანიას დენის საფასურს ამ საერთო მრიცხველების მიხედვით უხდიან, პარალელურად თავიანთი მრიცხველებიც აქვთ. საერთო ჩვენებას [შესაბამისად გადასახადს] ისინი ამ ინდივიდუალური მრიცხველების მიხედვით ინაწილებენ. შეეხება თუ არა ამ ოჯახებს სახელმწიფო სუბსიდია, მაშინ, როცა …

შეძლებთ, უარი თქვათ სახელმწიფოს დახმარებაზე და კომუნალურები თავად გადაიხადოთ – სემეკი

მოქალაქე, რომელსაც ეკუთვნის სახელმწიფო სუბსიდია კომუნალურ გადასახადებზე, შეძლებს ამ შეღავათზე უარი თქვას და გადასახადები თავად გადაუხადოს კომპანიას. სახელმწიფოს მიერ მისთვის გადახდილი თანხა კი, დაბრუნდება ბიუჯეტში. რა ფორმით მოხდება ეს, როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკი] „ბათუმელებს“ უთხრეს, საკითხზე მუშაობენ. „შესაძლოა, შეიქმნას სპეციალური ინტერნეტპლატფორმა, სადაც მოქალაქე დააფიქსირებს, რომ ის უარს ამბობს ამა თუ …

მარტში 36 ლარის ან ნაკლები დენი თუ მოიხმარეთ, სახელმწიფო დაგიფინანსებთ

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ იმ აბონენტებს, რომლებმაც მარტის თვეში 36 ლარის და 43 თეთრის ან ნაკლები თანხის ელექტროენერგია მოიხმარეს, დენის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს. სახელმწიფო დაფარავს ასევე აპრილსა და მაისშიც მოქალაქეების მიერ იმავე ოდენობის ფარგლებში მოხმარებული დენის გადასახადსაც. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც თვეში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში, …

ბათუმის დენით მომარაგებისთვის „ერგე 1“ საკმარისი არ არის – იგეგმება ახალი ხაზის მშენებლობა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზის „ერგე 1“-ის რეაბილიტაციის სამუშაოები 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. აღნიშნული ხაზის ექსპლუატაციაში გაშვება, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მნიშვნელოვნად დააკმაყოფილებს აჭარაში ელექტროენერგიის მკვეთრად გაზრდილი მოხმარების მოთხოვნას. „ენერგო პროში“ არ აკონკრეტებენ, ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენმა კომპანიამ მიმართა მათ ქსელზე დაერთების მოთხოვნით და რამდენის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ენერგოდეფიციტის გამო, ძირითადად, ვერ ხერხდება მსხვილი ობიექტების ქსელზე …

4 დღის განმავლობაში ბათუმისა და ხელვაჩაურის გარკვეულ უბნებს დენის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ იწყებს მაღალი ძაბვის ქვესადგურ „ბათუმი 1“-ის რეკოსტრუქცია-რეაბილიტაციას. სამუშაოების პირველი ეტაპი 4 დღის განმავლობაში განხორციელდება, რის გამოც, გარკვეულ დასახლებებსა და უბნებში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. მუშაობის პროცესში, 9 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით, დილის 05:00 საათიდან 09:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: დაბების – მახინჯაურისა და ჩაქვის აბონენტებს, ასევე, მიმდებარე სოფლებს; თამარის, ბარცხანის, ბონისა …

როდის ვერ გათიშავს კომპანია დენს, წყალსა და გაზს დავალიანების გამო

საქართველოს  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] შესაბამისი დადგენილებებით ცვლილებები შევიდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში. აღნიშნული ცვლილებებით დენის, გაზისა და წყლის დავალიანების გადაუხდელობის გამო შესაბამისი კომპანიები აბონენტებს დენს, გაზსა და წყალს ვერ გაუთიშავენ: [checklist] საღამოს; შაბათ-კვირას; უქმე დღეებში; უქმე დღეების წინა დღეებში. [/checklist] სემეკში აცხადებენ, რომ ასეთი ჩანაწერი მიწოდებისა და მოხმარების წესებში აქამდე …

Exit mobile version