დღეს, 26 მაისს, ბათუმში, 6 მაისის პარკში, რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ დღეები გაიმართა.
Tag Archives: ბსუ
„ვეფხისტყაოსნის“ დღე რუსთაველის უნივერსიტეტში
დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილე აღინიშნება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 37-ე აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დისკუსია. შოთა რუსთაველის დარბაზში (55-ე აუდიტორია) პროფესორები – რამაზ ხალვაში და შორენა მახაჭაძე წაიკითხავენ საჯარო ლექციებს თემაზე: „შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ – საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საიდენტიფიკაციო კოდი“, ხოლო ასოცირებული …
Continue reading “„ვეფხისტყაოსნის“ დღე რუსთაველის უნივერსიტეტში”
საერთაშორისო კონფერენცია ბსუ-ში [ანონსი]
27 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია – European Students for Liberty (ESFL) ჩატარდება. კონფერენციას კავკასიის რეგიონში უდიდესი ორგანიზაცია Georgian Students for Liberty უმასპინძლებს. საქართველოში კონფერენცია მეოთხედ ტარდება, აქამდე ის თბილისში ტარდებოდა. კონფერენცია ინგლისურ ენაზე წარიმართება, ქართველ სპიკერებთან ერთად, ამერიკიდან და ლიტვიდან მოწვეული სპიკერები თანამედროვე საზოგადოების პრობლემებზე ისაუბრებენ, მათ შორის მთავრობის როლზე …
ლექცია-დისკუსია ბათუმში – „რელიგიის თავისუფლება საქართველოში“
25 მაისს „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI) ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში გამართავს საჯარო ლექციას – „რელიგიის თავისუფლება საქართველოში“. მომხსენებელი ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, მკვლევარი გიორგი ნონიაშვილი იქნება. „საქართველოს კონსტიტუცია იცავს როგორც რწმენის პერსონალურ სივრცეს, ისევე მის საჯაროდ გამოხატვას. მიუხედავად ამისა, კონსტიტუციის მიღებიდან დღემდე რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევები გვხვდება პრაქტიკულ დონეზე. დღეს საქართველოში ათეულობით რელიგიური გაერთიანება ეწევა …
Continue reading “ლექცია-დისკუსია ბათუმში – „რელიგიის თავისუფლება საქართველოში“”
აქტივისტები ბსუ-ში გიწვევენ
22 მაისს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში იმართება საქველმოქმედო საღამო არჩილ შაქარიშვილის დასახმარებლად. უნივერსიტეტის დასი „თეატრონი“ საღამოზე წარმოადგენს სპექტაკლს „ოჯახური იდილია“, რომლის რეჟისორიც არის როინ დვალი. 27 წლის არჩილს რვა წლის წინ დაუდგინდა ქვემო კიდურების სისხლძარღვების ქრონიკული იშემია (უკმარისობა), ქრონიკული თრომბანგიიტი. მას ფეხის შესანარჩუნებლად სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ ოპერაცია, მაგრამ მის ოჯახს არ აქვს საკმარისი თანხა. არჩილს აქვს …
ქართული კულტურის დღესასწაული თურქეთის უნივერსიტეტში
რამაზ ხალვაში, ბსუ-ს პროფესორი 12-14 მაისს დუზჯეს უნივერსიტეტში (თურქეთის რესპუბლიკა) შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთასორისო სიმპოზიუმი ჩატარდა, რომელშიც თურქეთსა და საქართველოში მოღვაწე მეცნიერებმა მიიღეს მონაწილეობა. სიმპოზიუმის ორგანიზების მთელი სიმძიმე დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებამ (დოცენტები: ნანა კაჭარავა, მაკა სალია, შორენა შენგელია) და დუზჯელმა ქართველებმა, ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელმა ალი ერთუღრულმა და ფევზი ჩელებმა …
Continue reading “ქართული კულტურის დღესასწაული თურქეთის უნივერსიტეტში”
მოვუსმინოთ ბავშვს – ლექცია რუსთაველის უნივერსიტეტში
17 მაისს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში გაიმართება ლექცია „მოვუსმინოთ ბავშვებს“, რომელიც ევროკავშირის პროექტის – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში იმართება და ბავშვთა დახმარების ხაზის (HelpLine) საერთაშორისო დღეს უკავშირდება. ბავშვთა დახმარების ქსელი (116 111) ემსახურება ბავშვებს, ახალგაზრდებს, მშობლებს, პროფესიონალებს, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სურს საუბარი. „ათეულობით წლის განმავლობაში მიჩნეული იყო, რომ ბავშვების მიერ მოწოდებული …
Continue reading “მოვუსმინოთ ბავშვს – ლექცია რუსთაველის უნივერსიტეტში”
სასტიპენდიო პროგრამებზე დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა
2017-2018 სასწავლო წლისთვის საერთაშორისო სამაგისტრო, სადოქტორო, სახელოვნებო და ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამებზე განათლების საერთაშორისო ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა. კონკურსთან დაკავშირებით, დღეს, 11 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. „სასტიპენდიო პროგრამების მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამებზე …
Continue reading “სასტიპენდიო პროგრამებზე დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა”
ქართველი და უცხოელი მეცნიერები მდინარეთა გონივრული გამოყენების შემთხვევებზე მუშაობენ
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში პარიზის, ანკარის, სტამბულისა და დანიის უნივერსიტეტის მეცნიერები მდინარეთა ეკონომიკური რესურსებისა და პოტენციალის კვლევის საკითხებზე მუშაობენ. უნივერსიტეტში გამართულ რიგით მეორე სამუშაო შეხვედრაზე, მეცნიერებმა მოხსენებები წარმოადგინეს მდინარეების გონივრული გამოყენების შემთხვევებზე, უძველესი წყლის წისქვილიდან თანამედროვე კაშხლების ჩათვლით. ასევე, საირიგაციო სისტემებისა და ურბანული წყალმომარაგების საკითხებზე. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს თევზჭერის როგორც უძველეს, ისე …
ბსუ ახალი სასწავლო კორპუსისა და საერთო საცხოვრებლის პროექტებს შეისყიდის
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქ. ბათუმში, ლეონიძის ქ. № 15-ში მდებარე უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული ტერიტორიის განაშენიანების გეგმას, საერთო საცხოვრებლისa და სასწავლო კორპუსის შენობების მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციას შეისყიდის. ბათუმის უნივერსიტეტი ქობულეთში, კაიკაციშვილის ქ. N1-ის მიმდებარედ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობასაც ააშენებს. მთლიანად, ქობულეთში ასაშენებელი კორპუსის ჩათვლით, მშენებლობებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში კი უნივერსიტეტი 127 ათასამდე …
Continue reading “ბსუ ახალი სასწავლო კორპუსისა და საერთო საცხოვრებლის პროექტებს შეისყიდის”
შეხვედრა და ფოტოგამოფენა 9 აპრილის თემაზე
ხვალ 9 აპრილს, თვითმმართველობისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალურ დაფას ყვავილებით შეამკობენ. მემორიალური დაფა ბათუმის ბულვარში, რუსთაველის უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს არის განთავსებული. 13:00 საათზე კი ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში სტუდენტები 9 აპრილის მოვლენების თემაზე ისტორიკოს ირაკლი ბარამიძის ლექციას დაესწრებიან. „ღონისძიებაზე მოეწყობა ფოტოგამოფენა და ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი 9 აპრილის თემაზე“-ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის 20-მილიონიანი პროექტი
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, დაახლოებით 65 ათას კვადრატულ მეტრზე ახალი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპლექსში უნდა განთავსდეს სპორტული მოედანი, რამდენიმე საერთო საცხოვრებელი, სასწავლო კორპუსი, საუნივერსიტეტო სკოლა და საბავშვო ბაღი. პროექტის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარია, თუმცა უნივერსიტეტს მიმდინარე წელს მხოლოდ საერთო საცხოვრებლის და გარკვეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. უნივერსიტეტის კანცლერის, ჯემალ ანანიძის ინფორმაციით, საერთო …
Continue reading “ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის 20-მილიონიანი პროექტი”
ვიქტორ დოლიძე უვიზო მიმოსვლის დეტალებზე სტუდენტებს ესაუბრა
დღეს 16 მარტს, ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, სტუდენტებს შეხვდა. საუბარი შეეხო ევროპასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით სტუდენტების ინფორმირებას. შეხვედრა იმ კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას შესაძლებლობებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმირებულობას და ცნობიერების ამაღლებას. შეხვედრის დროს, სტუდენტების მხრიდან კითხვები დაისვა შეჩერების …
Continue reading “ვიქტორ დოლიძე უვიზო მიმოსვლის დეტალებზე სტუდენტებს ესაუბრა”
კონკურსი გოეთეს უნივერსიტეტში სასწავლო კურსის გასავლელად
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სადოქტორო სკოლის – „დიგიტალური ჰუმანიტარია“ – პირველი შესარჩევი ტური მიმდინარეობს. წინა მოსამზადებელ ტურში გამარჯვება ქართველ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, პროგრამის ფარგლებში, სასწავლო კურსი ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში გაიარონ. საერთაშორისო პროგრამის კონკურსში 11 უნივერსიტეტის [ექვსი საქართველოს და ევროპის ხუთი უნივერსიტეტის] სულ 61 სტუდენტი მონაწილეობს. კონკურსში მონაწილე შვიდი კონკურსანტი უცხოელია, დანარჩენი ქართველი და …
Continue reading “კონკურსი გოეთეს უნივერსიტეტში სასწავლო კურსის გასავლელად”
რუსთაველის უნივერსიტეტის ოთხმა პროფესორმა სამეცნიერო გრანტი მოიპოვა
ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხმა პროფესორმა, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვა. ფონდმა დააფინანსა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების პროფესორების: მამია ფაღავას, მალხაზ ჩოხარაძის, შოთა მამულაძისა და მაია ვანიძის სამეცნიერო პროექტები. ბსუ-ს ადმინისტრაციის ინფორმაციით, შოთა მამულაძე „ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე“ იმუშავებს, მამია ფაღავას ხელმძღვანელობით სამეცნიერო პროექტი „ტაო“ (ისტორიულ-ფილოლოგიური გამოკვლევა) განხორციელდება, მალხაზ …
Continue reading “რუსთაველის უნივერსიტეტის ოთხმა პროფესორმა სამეცნიერო გრანტი მოიპოვა”
რუსთაველის უნივერსიტეტს ახალი პრორექტორი ჰყავს
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტს ახალი პრორექტორი ჰყავს. ამ თანამდებობაზე გუშინ, 6 თებერვალს, ამავე უნივერსიტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ სირაძე დაინიშნა. პრორექტორის აზრით, მასზე არჩევანი გამოცდილების გამო შეაჩერეს. „მაქვს 25-წლიანი მუშაობის გამოცდილება. უნივერსიტეტს, განათლების სფეროს ძალიან კარგად ვიცნობ, ალბათ ჩათვალეს, რომ შევძლებდი იმის გაკეთებას, რაც უნივერსიტეტის კეთილდღეობას მოემსახურება“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“. თამარ სირაძის აზრით, მთავარი …
Continue reading “რუსთაველის უნივერსიტეტს ახალი პრორექტორი ჰყავს”
რეზო ხარაზის ბრალდება ბსუ-ს რექტორს და რექტორის პასუხი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი ამტკიცებს, რომ ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი მილიონობით ლარს არამიზნობრივად ხარჯავს. მისი ინფორმაციით, გასულ წელს უნივერსიტეტის ხარჯმა ხელფასის, პრემიისა და დანამატის სახით, ასევე მივლინებებისთვის გათვალსწინებული თანხის ჩათვლით, რვა მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა, სხვას ამბობს დოკუმენტი, რომელიც მან ბრიფინგზე მტკიცებულების სახით წარმოადგინა. მტკიცებულება საჯარო ინფორმაციაა, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, ელგუჯა ბაგრატიონს …
Continue reading “რეზო ხარაზის ბრალდება ბსუ-ს რექტორს და რექტორის პასუხი”
რუსთაველის უნივერსიტეტის 16 სტუდენტი უცხოეთში ისწავლის
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის 16 სტუდენტი, ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაემგზავრება. გაცვლით პროგრამაში სტუდენტები სხვადასხვა ფაკულტეტიდან შეირჩა, რომლებიც იტალიის, ავსტრიის, ბულგარეთის, ლიტვისა და პოლონეთის ურნივერსიტეტებში ერთ სემესტრს გაივლიან. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროკომისიის სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტებმა სამეტაპიანი შესარჩევი კონკურსი გაირეს, რომელიც ინგლისური ენის ტესტირებას, აკადემიურ მოსწრებასა და გასაუბრებას მოიცავდა. ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტმა …
Continue reading “რუსთაველის უნივერსიტეტის 16 სტუდენტი უცხოეთში ისწავლის”
ბსუ-ს რექტორის განმარტება უნივერსიტეტის შენობის გაყიდვაზე
სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის შენობა საერთო საცხოვრებლისა და მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, მწვანე კონცხზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ გასაყიდად აუქციონზე გაიტანა. მთავრობისთვის გადაცემამდე ქონება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკუთვნოდა. რის სანაცვლოდ დათმო მილიონების ღირებულების ქონება ბათუმის უნივერსიტეტმა? – კითხვებს ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში პასუხობს. ბატონო მერაბ, რა მიიღო უნივერსიტეტმა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის შენობებისა და მისი მიმდებარე ფართობის დათმობის …
Continue reading “ბსუ-ს რექტორის განმარტება უნივერსიტეტის შენობის გაყიდვაზე”
„კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ“ – ლექცია უნივერსიტეტში
ხვალ, 21 იანვარს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აუდიტორია #21-ში, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი პროექტის „კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართვა“ ფარგლებში, ორგანიზაცია „ბათომთან“ ერთად საჯარო ლექციას ჩაატარებს. პროექტი დაფინანსებულია შვედეთის ინსტიტუტის მიერ. „ლექციის ფარგლებში, მონაწილეთათვის მიმოხილული იქნება კედლის მხატვრობისა და ისტორიული შენობის დეკორატიული ელემენტების კონსერვაცია-რესტავრაციის საკითხები – …
Continue reading “„კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ“ – ლექცია უნივერსიტეტში”
კონკურსი და საჯარო ლექციები ბსუ-ში
ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს ლექციების კურსი თემაზე, – კულტურა და საზოგადოება“. დღეს 20 დეკემბერს თემაზე, – „ადამიანის უფლებები და კულტურა“, ლექცია წაიკითხა გეორგ ლომანიმ. მეორე ლექციას კი თემაზე , – „თანამედროვე ხელოვნება და განვთარება“, ფილოსოფოსი, გიორგი მაისურაძე კითხულობს. ლექციების კურსი გაგრძელდება ხვალაც. 21 დეკემბერს დაგეგმილია გეორგ ლომანის კიდევ ერთი ლექცია „ადამიანის უფლებები, განათლება …
ვინ განიხილება აჭარის განათლების მინისტრის პოსტზე
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის განათლების მინისტრის პოსტზე, რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორის, ინგა შამილიშვილის კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას გვიდასტურებს ინგა შამილიშვილიც. „კი განიხილება ჩემი კანდიდატურა. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, განხილვის პროცესშია“. განიხილება თუ არა მისი კანდიდატურის გარდა სხვა კანდიდატურებიც, ინგა შამილიშვილი ამბობს, რომ ამ ინფორმაციას არ ფლობს. მიმდინარე წლის ივნისში ინგა შამილიშვილს უნივერსიტეტში გამოფენილი რუსული დროშის გამოც მოუხდა …
Continue reading “ვინ განიხილება აჭარის განათლების მინისტრის პოსტზე”
ვინ სარგებლობს ბსუ-ს ლაბორატორიებით
ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლაბორატორიების დიდი ნაწილი უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წელს ბსუ-ს ბიუჯეტიდან ლაბორატორიებისთვის 1 255 160 ლარია გათვალისწინებული. გრანტის სახით კი უნივერსიტეტის ლაბორატორიებზე 651 677 ლარი დაიხარჯა. ვინ სარგებლობს უნივერსიტეტის ლაბორატორიებით და აისახა თუ არა ძვირადღირებული ლაბორატორიების შეძენა განათლების ხარისხზე? სამეცნიერო დარგში რექტორის მოადგილე ნათია წიკლაშვილის განმარტებით, ლაბორატორიები ყველა იმ …
კრიტიკული აზროვნების კურსი ბსუ-ში
დღეს, 29 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლის – „კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში“ თეორიული კურსი გაიხსნა. კურსს პროფესორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი წაიყვანს. „საზაფხულო სკოლის მიზანია სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, რაც გულისხმობს სკეპტიციზმის გამომუშავებას, საკითხის კრიტიკული შეფასებისა და მასზე რეფლექსიის სტიმულირებას. ამავე დროს, საზაფხულო სკოლისა და სალექციო კურსის ორგანიზება „კრიტიკულ აზროვნებაში“, წაახალისებს სტუდენტებს …
ალექსანდრე თვალჭრელიძის საჯარო ლექცია ბათუმში [ანონსი]
2016 წლის 17, 18, 19 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ალექსანდრე თვალჭრელიძის საჯარო ლექციათა ციკლი თემატიკაზე: „ნედლეულის ეკონომიკა (ნედლეულის როლი მსოფლიო ეკონომიკაში)“. საჯარო ლექციათა ციკლი გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ – მასწავლებლებისათვის, ასევე თანამედროვე ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებული მსმენელებისათვის. საჯარო ლექციის ჩატარების …
Continue reading “ალექსანდრე თვალჭრელიძის საჯარო ლექცია ბათუმში [ანონსი]”
სამინისტროს გრანტი მხოლოდ წარმატებული სტუდენტებისთვის
აჭარის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტუდენტებს, რომლებიც ამ სამინისტროსგან სასწავლო თანადაფინანსებას იღებენ, დაფინანსება მოეხსნებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი პირველ სემესტრში ვერ დააგროვებენ აკადემიური ქულების 71 პროცენტს. სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს 17-მა სტუდენტმა ვერ დააგროვა ქულათა განსაზღვრული რაოდენობა, 4-მა კი – წელს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, გიორგი თავამაიშვილის განმარტებით, გრანტის მიზანი სტუდენტების სტიმულირებაა. „გრანტს ვერ …
Continue reading “სამინისტროს გრანტი მხოლოდ წარმატებული სტუდენტებისთვის”
ბსუ-ში ვალენსიის უნივერსიტეტის პროფესორი საინჟინრო გაანგარიშებების შესახებ საჯარო ლექციებს ჩაატარებს
18, 19 და 20 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვალენსიის (ესპანეთი) პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორის, ჩვიდმეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ხუთი სასწავლო პუბლიკაციის ავტორის ხულიან ალკალა გონსალესის საჯარო ლექციათა ციკლი გაიმართება. ლექციების თემაა „თანამედროვე მიდგომები საიჟინრო გაანგარიშებებში, საუკეთესო გადაწყვეტლების მიღების მიზნით, ოპტიმიზაციის მეტაევრისტიკული მეთოდებისა და სასრულ ელემენტთა მეთოდების გამოყენებით“. საჯარო ლექციათა ციკლი გათვალისწინებულია …
ქართველი და უცხოელი პროფესორების ლექციები ბსუ-ში
დღეს 6 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი პროექტის – „მედია და კულტურის მეცნიერების მიმართულების განვითარების“ ფარგლებში, ქართველი და გერმანელი პროფესორების მონაწილეობით, მედიისა და კულტურის საკითხებზე სემინარები და დისკუსიები გაიმართება. 14:00 საათზე უნივერსისტეტის 55-ე აუდიტორიაში, თემაზე, – „ადამიანი და კულტურის სამყარო“, ლექციას წაიკითხავს მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი, ლუდვიგ ზიპი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი …
Continue reading “ქართველი და უცხოელი პროფესორების ლექციები ბსუ-ში”
რუსთაველის უნივერსიტეტში 1015 პირველკურსელი ჩაირიცხა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასწავლო წელი დღეს, 3 ოქტომბერს განახლდა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე სასწავლო წელს, უნივერსიტეტში 1015 პირველკურსელი ჩაირიცხა, აქედან სასწავლო გრანტი 58-მა მიიღო, ხოლო 10 უფასო სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამაზე 419 ახალგაზრდა ისწავლის. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსას“ ორგანიზებით, წიგნის სამდღიანი ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა მწერლებთან, დათო ტურაშვილთან და …
Continue reading “რუსთაველის უნივერსიტეტში 1015 პირველკურსელი ჩაირიცხა”
ზურაბ პატარაძე ბსუ-ს სტუდენტებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა
„სანამ მე გადავალ კონკრეტულად უნივერსიტეტის თემებზე, დაფინანსებაზე და იმ საკითხებზე, რაც თქვენ გაწუხებთ კონკრეტულად და რა თემებიც გვაქვს გასავლელი – მე მზად ვარ, ამ თემებზე ვისაუბრო, თქვენთან ერთად. თუმცაღა, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი რეგიონი ვითარდება“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე და საუბარი დაიწყო რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, სოფლის …
Continue reading “ზურაბ პატარაძე ბსუ-ს სტუდენტებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა”
700 ათასი ლარი ბსუ-ს მეორე კორპუსის შესაკეთებლად
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმუმ 700 ათას ლარს გადაიხდის უნივერსიტეტის [მეორე კორპუსის] რეაბილიტაციისთვის. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „ხუთსართულიან [მეორე] კორპუსზე და სპორტულ დარბაზზე ხდება არსებული ნალესის დემონტაჟი, ასევე დემონტაჟი უტარდება შესასვლელ კიბეებზე მოწყობილ ბუნებრივი ქვის ფილებს [შემდგომი დასაწყობებით], შენობაზე ეზოს მხრიდან ეწყობა მონოლითური დამცავი ქუდები, შენობის ირგვლივ პირველი სართულის იატაკის ნიშნულამდე ხდება ხელოვნური გრანიტის …
Continue reading “700 ათასი ლარი ბსუ-ს მეორე კორპუსის შესაკეთებლად”
ბსუ-ს აკადემიურ პერსონალს ახალი საბაკალავრო პროგრამისთვის გადაამზადებენ
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის 6-7 სექტემბერს, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ვორქშოფებსა და სემინარებს გამართავენ: 6 ოქტომბერი, “ადამიანი და კულტურის სამყარო”: ლუდვიგ ზიპი, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი; თემა – „ადამიანი და კულტურის სამყარო”; გიორგი მაისურაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; თემა – „სამეცნიერო ტექნიკური მოდერნულობა და ფილოსოფიური ეთიკა”. 7 ოქტომბერი, პანელ-დისკუსია “რელიგია და კულტურის სამყარო”: მამუკა ბერიაშვილი, …
Continue reading “ბსუ-ს აკადემიურ პერსონალს ახალი საბაკალავრო პროგრამისთვის გადაამზადებენ”
ლექტორ-მასწავლებელთა ვაკანსიები იურიდიულ ფაკულტეტზე ბსუ-ში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ლექტორ-მასწავლებლების ვაკანსიაზე განაცხადების მიღება ხვალ, 9 სექტემბერს დასრულდება. სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე შვიდი საგნის ვაკანტური საათების წაკითხვის მსურველებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ განცხადება, რეზიუმე [CV], პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ქსეროასლი. ხოლო შემდგომ მათი შერჩევა მოხდება 14-15 სექტემბერს, კონკურსის წესით. ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, ვაკანტური საათები …
Continue reading “ლექტორ-მასწავლებელთა ვაკანსიები იურიდიულ ფაკულტეტზე ბსუ-ში”
ბსუ-ს, აჭარის ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს, 3 აგვისტოს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტების ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკური საავადმყოფოს სასწავლო ბაზად გამოყენებას ითვალისწინებს. ამასთანავე, მემორანდუმის ფარგლებში, საავადმყოფო აუცილებელი ტექნიკით აღიჭურვება. შეთანხმება გულისხმობს თითოეული მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შექმნას. ჯგუფის …
Continue reading “ბსუ-ს, აჭარის ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა”
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
დღეს 1 აგვისტოს, ბათუმში, ზღვისპირა კოლინადებთან ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის FAB LAB BSU და „სტუდენტური ასოციაცია“ სტუდენტების ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვას აწყობს. გამოფენა საღამოს 18:00 საათიდან 22:00 საათამდე გაიმართება. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიება საქველმოქმედოა და შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება ,,წარმატებულ და სოციალურად დაუცველ სტუდენტთა მხადაჭერის ფონდში“.
ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატის, ანთაზ ქიქავას სამოქმედო გეგმა
„დაგეგმე-შეასრულე-შეაფასე-დაგეგმე“ – უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, ანთაზ ქიქავა სამოქმედო გეგმაში წერს, რომ მისი რექტორად მუშაობის მთავარი პრინციპი ეს იქნება. კანდიდატის სამოქმედო გეგმის ამოცანების ჩამონათვალიც ამით იწყება. ეს პრინციპი ძალიან ჰგავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თვითშფასების დოკუმენტში 5.1 პუნქტს, სადაც ვკითხულობთ: „მოქმედებს საჯაროდ ხელმისაწვდომობის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც ითვალისწინებს „დაგეგმე-განახორციელე-შეამოწმე-განავითარეს ციკლს“. „ბათუმელებს“ რექტორობის კანდიდატთან ანთაზ ქიქავასთან …
Continue reading “ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატის, ანთაზ ქიქავას სამოქმედო გეგმა”