სიახლეები

რუსთაველის უნივერსიტეტის 16 სტუდენტი უცხოეთში ისწავლის

06.02.2017
რუსთაველის უნივერსიტეტის 16 სტუდენტი უცხოეთში ისწავლის

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის 16 სტუდენტი,  ერასმუს+  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაემგზავრება.

გაცვლით პროგრამაში სტუდენტები სხვადასხვა ფაკულტეტიდან შეირჩა, რომლებიც იტალიის, ავსტრიის, ბულგარეთის, ლიტვისა და პოლონეთის   ურნივერსიტეტებში ერთ სემესტრს გაივლიან.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროკომისიის სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად  სტუდენტებმა სამეტაპიანი შესარჩევი კონკურსი გაირეს, რომელიც  ინგლისური ენის ტესტირებას, აკადემიურ მოსწრებასა და გასაუბრებას მოიცავდა.

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტმა 2016-2018 სასწავლო წლებისთვის ერასმუს + საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის 22 სასწავლო გრანტი მოიპოვა.

ოფიციალური ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობდნენ როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები.

1 2ერასმუს+ გაცვლით პროგრამაში გამარჯვებული სტუდენტები.ბსუ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: