მთავარი,სიახლეები

სასტიპენდიო პროგრამებზე დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

11.05.2017
სასტიპენდიო პროგრამებზე დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

2017-2018 სასწავლო წლისთვის საერთაშორისო სამაგისტრო, სადოქტორო, სახელოვნებო და ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამებზე განათლების საერთაშორისო ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა. კონკურსთან დაკავშირებით, დღეს, 11 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

„სასტიპენდიო პროგრამების მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება“.

სამიზნე ჯგუფს ის მოქალაქეები წარმოადგენენ, რომლებიც ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

სამივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.

ელექტრონული განაცხადები 2017 წლის 28 აპრილიდან – 31 მაისის ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ-მდე) მიიღება.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014 -2017 წლებში 341  სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად.

განათლების საერთაშორისო ცენტრში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 1-ელი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: