პროფესორის გოგოზე თავდასხმის საქმე ბათუმში – რა გაარკვია ბსუ-მ, შს სამინისტრომ

რა დაადგინა გამოძიებამ და რა რეაგირება მოახდინა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროფესორის მიერ ახალგაზრდა აქტივისტების თავდასხმის საქმეზე? – შეკითხვით შსს-ს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მივმართეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. საუბარია დაახლოებით 2 თვის წინ – 2026 წლის 28 მაისს მომხდარ შემთხვევაზე: ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ბსუ-ს შესასვლელთან ახალგაზრდა აქტივისტები თაკო სურმანიძე და ნონა მირზოევა დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის პეტიციაზე …

ბათუმელი სტუდენტი, რომელიც ერაზმუსის დაფინანსებით ავსტრიაში სწავლობდა – როგორ ეხმარება ევროკავშირი ქართულ განათლების სისტემას?

22 წლის გიორგი ბოლქვაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობს. გასულ წელს ის ერაზმუსის სასწავლო პროგრამაში ჩაერთო, რომელიც საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.  2023 წლამდე მხოლოდ სასტიპენდიო პროგრამებზე ერაზმუსმა დაახლოებით 12 მილიონი ევრო დახარჯა. პროგრამის ფარგლებში, გიორგი ბოლქვაძემ ერთი სემესტრი ავსტრიაში გაატარა. ამ დროის განმავლობაში გიორგი საცხოვრებელი ხარჯებისთვის სტიპენდიასაც იღებდა.    „თავიდანვე …

რა აფერხებს ქალს გახდეს სრული პროფესორი ­- გენდერული უთანასწორობა აკადემიურ სივრცეში

„სურვილი როგორ არ მქონდა, ხომ გაგიგონიათ, ჯარისკაცი რის ჯარისკაცია, გენერლობაზე თუ არ ოცნებობსო. მეც მინდოდა სრული პროფესორობა, მაგრამ…“ – გვითხრა ასისტენტ-პროფესორმა ნუნუ ნაკაშიძემ, რომელიც 1995 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ერთ-ერთია იმ პროფესორ ქალებს შორის, რომელმაც კარიერული წინსვლა ასისტენტ-პროფესორის საფეხურზე შეაჩერა. საქართველოს მასშტაბით ბევრად მეტი პროფესორი ქალია, ვიდრე კაცი,  თუმცა სრული პროფესორები …

ბსუ-ს კანცლერის არჩევნები 1 კანდიდატით

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობა მხოლოდ ერთ კანდიდატს სურს. განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა. კანცლერს 4 წლის ვადით ირჩევენ და მისი ჯამაგირი თვეში დარიცხვით 3120 ლარია. იაკინთე ჩხარტიშვილი ამჟამად აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილეა და თითქმის იმდენივე ხელფასი აქვს, რაც ბსუ-ს კანცლერს. კანცლერობის ერთადერთ მსურველს, იაკინთე ჩხარტიშვილს 2018 წელს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრობა სურდა და აღმოჩნდა, რომ …

ბსუ-ს რექტორი უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებზე: მე როგორ გიპასუხოთ სხვის სურვილებზე? 

ხვალ, 15 ივლისს, ბათუმის რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალ რექტორს აირჩევენ. რექტორობა უნივერსიტეტში მხოლოდ ორ პროფესორს სურს. რატომ არის რექტორის არჩევნებზე მხოლოდ ორი კანდიდატი და აჩვენებს თუ არა ეს იმას, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში მთავრობის მხარდაჭერის გარეშე არ სჯერათ არჩევნების? – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც მერაბ ხალვაშს დავუსვით. ის ბსუ-ს მოქმედი რექტორია და ახლა უკვე რექტორობის ერთ-ერთი …

ბათუმის უნივერსიტეტში რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის სწავლება დაიწყეს

„რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა თითოეული მოქალაქის მოვალეობაა… იცვლება ბრძოლის წესები და მეთოდები – რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ახორციელებს როგორც ღია, ასევე ფარულ აგრესიას და მედია, განსაკუთრებით კი სოციალური ქსელი, რუსებს საკმაოდ კარგად აქვთ ათვისებული. ეს უკვე აღიარებულია, რომ რუსული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი სოციალური ქსელია. ამიტომ ეს ბრძოლა ჩვენთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის …

„ლექტორებიც ჰომოფობიურად აზროვნებენ“ – ბსუ-ს სტუდენტები დისკრიმინაციის დადგენაზე

რას ფიქრობენ ბსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტის მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაზე? – კითხვა სტუდენტებს დღეს, 21 თებერვალს, იმ დისკუსიის შემდეგ დავუსვით, სადაც ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ დისკრიმინაციის და თანასწორობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრა უნივერსიტეტის 21-ე აუდიტორიაში შედგა. ზუსტად ეს აუდიტორია არ დაუთმო უნივერსიტეტმა გასულ წელს „იდენტობას“ ლგბტქ თემის პრობლემებზე სასაუბროდ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახალხო დამცველმა 2020 წლის 31 იანვარს …

„დედამიწა ისევ ბრუნავს, ამის შეხსენება მინდოდა“ – ბსუ-ს ფიზიკის სტუდენტი

„ყოველთვის, როცა ამ „ფუკოს ქანქარას“ ჩავუვლი, მახსენდება, რომ დედამიწა მრგვალია და ისევ ბრუნავს. ეს არის გზავნილი, რომ დედამიწა მოძრაობაა, ჩვენ, ყველამ უნდა ვიმოძრაოთ, არ უნდა გავჩერდეთ,“ – ასე მიხსნის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა სურმანიძე „ფუკოს ქანქარის“ უნივერიტეტის ფოიეში მოწყობის იდეას. ანა ფიზიკის სპეციალობის მესამე კურსზე სწავლობს და ერთ-ერთი სტუდენტური პროგრამის ფარგლებში ცნობილი „ფუკოს …

ეკუთვნის თუ არა სტიპენდია მეოთხეკურსელს – სტუდენტმა ბსუ-ს სასამართლო დავა მოუგო

სტიპენდიის გამო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა სტუდენტმა მეგი ბაკურიძემ უნივერსიტეტს სასამართლოში უჩივლა. მას მეოთხე კურსის მეორე სემესტრის სტიპენდია არ მისცეს, რაც თვეში 100 ლარია. მეგი ბაკურიძემ ასევე ვერ აიღო სტიპენდია ხელვაჩაურის მერიისგან – ჯამში 400 ლარი. ამ უწყებასაც უჩივლა უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის კურსდამთავრებულმა სასამართლოში. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ ფრიადოსან სტუდენტებს აძლევენ სტიპენდიას, რომლებიც სემესტრის ბოლოს …

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორს ბსუ ხელშეკრულებას უწყვეტს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, ომარ მახარაძეს ეთიკური სტანდარტის დარღვევა დაუდგინეს. გადაწყვეტილება უნივერსიტეტის დისციპლინარულმა საბჭომ მიიღო. საუბარია 21 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაზე – სტუდენტი გოგო „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ მას ლექტორი სექსუალურად ავიწროებდა. გამოძიება თავდაპირველად იძულების მუხლით დაიწყო, შემდეგ კი, პროკურატურამ მუხლი დაამძიმა და ამჟამად ძიება „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების“ მიმართულებით გრძელდება. „დღეს, 6 საათზე, შევიკრიბეთ და ორი …

ევროპაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა საქართველოდან 18 ათასამდე გაიზარდა – დისკუსია

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანუ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან დღემდე, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებელი 18 ათასამდე გაიზარდა – ამ მაჩვენებელზე დღეს, 20 მარტს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსმა, გოგა ტაბატაძემ ისაუბრა. „შეჩერების მექანიზმზე საუბარი არ არის, მაგრამ არ გვინდა, რომ ამის წინაპირობა შეიქმნას. ამაზე მინდა გესაუბროთ,“ – უთხრა სტუდენტებს გოგა …

რატომ შეწყდა წითელას საწინააღმდეგო აცრები ბსუ-ში

წითელას საწინააღმდეგო აცრები ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ, 31 იანვარს, დღის მეორე ნახევარში მოულოდნელად შეწყდა. ვაქცინაცია უნივერსიტეტში დღესაც უნდა გაგრძელებულიყო. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით, კამპანია იმიტომ შეწყვიტეს, რომ ქალაქის პოლიკლინიკებში ხალხი მომსახურების გარეშე დარჩა. ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სტუდენტების დაინტერესება იყო მცირე, თავად უნივერსიტეტს კი არ აქვს ინფორმაცია, რის გამო შეწყდა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია …

ქალი თურქეთიდან, რომელიც ბათუმში ინგლისურს ასწავლის

გურბეთ ქართალმიზი მეორე წელია ბათუმში ცხოვრობს. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის მაგისტრატურას ასრულებს. სწავლის პარალელურად კი, ერთ-ერთ კერძო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის. გურბეთი თურქეთიდანაა. მას ბათუმის ბულვარში შევხვდით და შთაბეჭდილებებზე ვესაუბრეთ: „აქ ჩამოსვლამდე არასდროს მენახა საქართველო. გულწრფელი რომ ვიყო, სხვა ქვეყნების ნახვაზე უფრო ვოცნებობდი, სწავლის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება… როცა ჩამოვედი, ოქტომბერი იყო და …

უნივერსიტეტი პროკურატურას ულტიმატუმს უყენებს – 8 ნოემბრის აქცია მეთერთმეტედ გაიხსენეს

8 ნოემბრის აქცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეთერთმეტედ გაიხსენეს. ამჯერადაც აჩვენეს კადრები და ფოტოები, თუ როგორ შევარდნენ სპეცრაზმელები 2007 წლის 8 ნოემბრის დილას უნივერსიტეტის აუდიტორიებში და დაარბიეს სტუდენტები, ლექტორები… დარბეული და ამ დრომდე გამოუძიებელი აქცია კიდევ ერთხელ გაიხსენეს ამ აქციის თვითმხილველებმა. „ზოგი მათგანი ცოცხალიც კი აღარ არის,“ – დასძინა რექტორმა, მერაბ ხალვაშმა თავის გამოსვლაში და …

სად არიან ის ადამიანები, რომლებმაც 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები დაარბიეს

„8 ნოემბერი მხოლოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად ახსენდებათ. 11 წლის განმავლობაში ერთი დეტალი გამოიძია მაინც ვინმემ ამ საქმიდან? ვინმემ პასუხი აგო? ისინი საკუთარ თავს ვერ დასჯიან, ის ადამიანები ისევ ხელისუფლებაში არიან,“ – ამბობს რეზო ხარაზი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში. იგი 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მომსახურების სამსახურში მუშაობდა და კარგად ახსოვს ადამიანები, …

„ეხსენებიათ ტოლერანტობა მაინც“ – რელიგიის სააგენტოს ლექცია დისკუსიის ნაცვლად უნივერსიტეტში

„აქ იმართება დისკუსია ტოლერანტობაზე?“ – იკითხა ერთ-ერთმა სტუდენტმა, ვიდრე შეხვედრა დაიწყებოდა და როცა დარბაზიდან თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს, ისიც აუდიტორიას შეუერთდა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ აუდიტორიაში სტუდენტებს გამოწვევებზე სასაუბროდ დღეს, 11 ოქტომბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრამ დისკუსიის გარეშე ჩაიარა. არც ტოლერანტობა უხსენებია ვინმეს. „არ არის ეს ქვეყანა ისე წაქცეული, როგორც ამის წარმოჩენა …

რატომ იყენებენ სტუდენტები Mail.ru-ს?

დათო ბოლქვაძე ერთ-ერთია სტუდენტებს შორის, ვინც ელექტრონული კომუნიკაციისთვის Mail.ru-ს იყენებს. დათო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. ამბობს, რომ რუსულ ელექტრონულ ფოსტას მისი თანატოლებიც აქტიურად იყენებენ. რატომ ანიჭებენ უპირატესობას ახალგაზრდები Mail.ru-ს?  – „ძალიან მარტივია ფაილების გადასაგზავნად და ამიტომ ვიყენებ უკვე ხუთი წელია. ვიცი, რომ არსებობს სხვა ფოსტებიც, მაგრამ მე ეს მირჩევნია, შეჩვეული ვარ,“ – გვიყვება დათო. რაც შეეხება …

ბათუმის უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო. საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალს  აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად, მიხეილ ჩხენკელიც ესწრებოდა – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება. სამსართულიან შენობაში განთავსდება 27 აუდიტორია, კაბინეტები, საკონფერენციო დარბაზი. კორპუსი ადაპტირებული იქნება. ახალი კორპუსის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 700 ათასი ლარი დაიხარჯება.

ვინ და როგორ შეარჩია სამეცნიერო-კვლევითი პროექტების გამარჯვებულები ბსუ-ში

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. კონკურსში წარდგენილი 32 პროექტიდან საკონკურსო კომისიამ 10 პროექტი აარჩია. პროექტების განსახორციელებლად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 180 ათასი ლარი დაიხარჯება. კონკურსი ექვს მიმართულებაზე იყო გამოცხადებული – ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და აგრარულის, ეკონომიკისა და ბიზნესის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო, სოციალური მეცნიერებებისა და ინტერდისციპლინარული კვლევების მიმართულებით. ბათუმის შოთა რუსთაველის …

შეხვედრა სტუდენტებთან სტუდენტების შეკითხვების გარეშე

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ისე დასრულდა, რომ სტუდენტებს შეკითხვა არ დაუსვამთ. აჭარის კონსტიტუციაში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით მათ შეკითხვის დასმის საშუალება პრაქტიკულად არ მიეცათ. სტუდენტებთან და ლექტორ-მასწავლებლებთან შეხვედრა დღის სამ საათზე დაიწყო. კითხვების მოსმენისთვის კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა შეხვედრის დაწყებიდან ზუსტად ორსაათ-ნახევრის შემდეგ მოიცალეს. ამ პერიოდში სტუდენტებს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი თითქმის მთლიანად დატოვებული …

დავით გაბაიძე: აქამდე ნადირობის უფლება გვქონდა, მაგრამ ტყე ჩვენ არ გვეკუთვნოდა

საკონსტიტუციო ცვლილებებზე საჯარო განხილვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს აცნობენ აჭარის კონსტიტუციის ახალ პროექტს. „უნივერსალური უფლებამოსილების პრინციპს“ გაუსვა ხაზი თავის გამოსვლაში დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. მისი თქმით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ექნება ყველა ის უფლებამოსილება, რაც არ არის ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენცია. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი არ …

ირენე ესპანეთიდან, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტში სწავლობს

ირენე სანც სეპერო ესპანეთიდან საქართველოში სექტემბერში ჩამოვიდა. იგი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მენეჯმენტის მაგისტრატურაზე სწავლობს. ამბობს, რომ საქართველოს შესახებ მაშინ გაიგო პირველად, როცა ერასმუს პლუსის პროგრამაში გაცვლითი კურსისთვის რომელიმე ქვეყანა უნდა შეერჩია. ჩამონათვალში ერთ-ერთი ქვეყანა საქართველო იყო. „მე შევარჩიე საქართველო“ „ესპანეთში გავიარე ბაკალავრიატი ფიზიკურ განათლებაში. საქართველოში ჩამოსვლამდე ვმუშაობდი სხვადასხვა სპორტულ კლუბში მწვრთნელად, ასევე პირად ტრენერად. …

სტუდენტი ადევნებაზე: ოჯახი, ლექტორები მეუბნებიან, რომ პოლიციას არ მივმართო

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ამავე სასწავლებლის სტუდენტის მხრიდან ადევნებასა და ძალადობაზე საუბრობს. ნინო [სტატიაში სახელები შეცვლილია] გვიყვება, რომ სტუდენტი ბიჭი დაახლოებით 7 თვეა უთვალთვალებს, ხშირად გზაში ხვდება და სიყვარულს სთხოვს. ნინო ამბობს, რომ გივიმ რამდენჯერმე ქუჩაში სიტყვიერად შეურაცხყო და ხელიც დაარტყა. ნინომ პოლიციას უკვე მიმართა, მაგრამ ამით, ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა. „საქართველოში ზერელედ უყურებენ გარკვეულ საკითხებს,“ …

ბათუმის უნივერსიტეტმა ზიანის ანაზღაურებაზე სასამართლო დავა წააგო

მოსამართლე სალიხ შაინიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დააკმაყოფილა. უნივერსიტეტი მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. გასული წლის დეკემბერში უნივერსიტეტის ტექნიკური ფაკულტეტის შენობაში, ფიროსმანის ქუჩაზე, გათბობის სისტემა მოიშალა. სამუშაოები უნივერსიტეტის ამ შენობაში კომპანია „დიასი 2007“-მა შეასრულა. „გარანტია იყო სამი წელი. საგარანტიო ვადაში მოიშალა გათბობის სისტემა, რომლის შეკეთებაც უნივერსიტეტს დაუჯდა 6470 ლარი. კომპანიამ უარი თქვა მატერიალური ზიანის …

ასოცირებული პროფესორი უნივერსიტეტის წინააღმდეგ

პროფესორი ირაკლი მანველიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასამართლოში უჩივის. პროფესორი დეკანის არჩევნების შედეგს ასაჩივრებს. ირაკლი მანველაძე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. „დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყავი და ალბათ, ამიტომ აღმოჩნდა მიუღებელი ჩემი დეკანობა,“ – ამბობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი მანველიძე. ის იმავე ფაკულტეტის თანამშრომელია, რომლის დეკანობაც სურდა. 2014 წლის ფაკულტეტის …

სტუდენტი: რას შეცვლის ეს შეხვედრები, ბატონო პრეზიდენტო?

ვიდრე სტუდენტები შეკითხვებს დასვამდნენ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დაახლოებით ნახევარი საათი ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. კრიტიკულ შეფასებებში პრეზიდენტმა მხოლოდ ორი დადებითი მომენტი გამოყო: არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებების გაწერა ქვეყნის მთავარ კანონში. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კამპანიის – #კონსტიტუციაყველასია ფარგლებში დღეს, 20 აპრილს  შეხვდა. „ფაქტოტრივად ძნელი სათქმელია, ვის სურვილებს, ვის თანხმობას გამოხატავს …

აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლეს საბჭოში ზურაბ პატარაძე დღეს წარადგენს

აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას აჭარის უმაღლესი საბჭო სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს დაამტკიცებს. ვინ შეარჩია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრთა კაბინეტის წევრებად – დღეს გაირკვევა. მთავრობის აპარატში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ უმაღლეს საბჭოს წერილი უკვე გაუგზავნეს. ვინ ჩაწერა წერილში კანდიდატებად ზურაბ პატარაძემ, ამას მთავრობის აპარატი ამ დრომდე არ ასაჯაროვებს. „წერილი ჯერჯერობით უმაღლესი საბჭოს კანცელარიაში …

ბათუმის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობს, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში და ამავე უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანთაზ ქიქავა. მერაბ ხალვაში რექტორის მოვალეობას 2015 წლის 8 აპრილიდან ასრულებს.  შარშან დაგეგმილი რექტორის არჩევნები ჩაიშალა. მაშინ არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა, ერთ-ერთი ანთაზ ქიქავა იყო. მაშინდელმა ვერცერთმა კანდიდატმა საკმარისი ხმები ვერ დააგროვეს. …

ბათუმელი სტუდენტები სტაჟირებას რუსეთში გაივლიან

რუსეთის ტურიზმისა და სერვისების სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები რუსული უნივერსიტეტის გარდა, ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებშიც გაივლიან სტაჟირებას. ბათუმის უნივერსიტეტში მოლოდინი აქვთ, რომ ქართველი სტუდენტები ამ თანამშრომლობით რუსული ენის ცოდნის დონეს გაიუმჯობესებენ, შეისწავლიან ბაზარს და რუსი ტურისტების რაოდენობა აჭარაში გაიზრდება. „შეუძლებელია რუსი ტურისტების ნაკადის გაზრდა განათლების გარეშე. …

“უნივერსიტეტი პროფესორების წინააღმდეგ” – სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო

“ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორების წინააღმდეგ” – ამ საქმეზე გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღეს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ იგი მომდევნო კვირისთვის გადადო. მოსამართლის თანაშემწის განმარტებით, საქმის გადადების მიზეზი სხვა საქმეების სიმრავლეა. უნივერსიტეტი 6 პროფესორის გამოსახლებას მელიქიშვილის ქუჩაზე, უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლიდან მოითხოვს. საქმეს სასამართლო 2014 წლიდან განიხილავს. უნივერსიტეტის მოქმედი და ყოფილი პროფესორები უნივერსიტეტის კუთვნილ …

გაეროს მოდელირებული, ახალგაზრდული ასამბლეა ბათუმში

გაეროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უკეთ გასაცნობად და დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციისთვის ბათუმში მოდელირებული, ახალგაზრდული ასამბლეა ტარდება. სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები სესიებში, კინოჩვენებებსა და დებატებში მიიღებენ მონაწილეობას. 400-მდე ახალგაზრდა დელეგატი ასევე ესტუმრება სამთავრობო უწყებებს და დიპლომატიურ ორგანიზაციებს. „პროექტის ბოლოს გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებიც მოდელირებული ასამბლეის დასრულების შემდეგ, განახორციელებენ სხვადასხვა პროექტს გაეროს რეზოლუციების …

სტუდენტმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასამართლო დავა მოუგო

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ არ დააკმაყოფილა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი, რომლითაც იგი ყოფილი სტუდენტისთვის თანხის დაკისრებას მოითხოვდა. სტუდენტი მეგი გიორგაძე აპირებს, უნივერსიტეტს „უსაფუძლო გამდიდრების გამო“ უჩივლოს. მეგი გიორგაძეს უნივერსიტეტმა იძულების წესით უკვე გადაახდევინა ორი წლის სწავლის საფასური – 2625 ლარი. სადავო ეს თანხა გახდა, რადგან მეგის მეორე კურსი საერთოდ არ გაუვლია. სასამართლოს წინა …

სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყოფილი სტუდენტი – მეგი გიორგაძე უსაფუძვლო გამდიდრებაში სდებს ბრალს. მეგიმ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა მის ოჯახში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ და ნივთების გაყიდვა აიძულეს. უნივერსიტეტის ყოფილ სტუდენტს ორი წლის საფასური, 2625 ლარის გადახდა მოუწია, თუმცა მეგის უნივერსიტეტში ორი წელი არ უვლია. „თუ სტუდენტს უნივერსიტეტში არ უვლია, გადასახადი რისთვის გადაახდევინეთ?“ – …

Exit mobile version