ბათუმის ახალი მეჩეთი და აჭარის თურქეთის რეგიონად წარმოჩენის მცდელობა [ვიდეო]

„რუსული იმპერიალიზმი ყოველთვის მუშაობდა აჭარელი მუსლიმების წინააღმდეგ… დრომ მხოლოდ ფორმები შეცვალა. ახლა ინფორმაციებით ვიბრძვით. ჩვენ საქართველოში თავად გვაქვს ინფორმაციული ვაკუუმი ქართველი მუსლიმების შესახებ და ამ ვაკუუმის შევსებას რუსეთი იმის თქმით ცდილობს, რომ თითქოს თურქეთს აჭარის დაბრუნება სურს და თურმე, რა კარგი იყო სტალინი…“ – ეს მოსაზრება ბათუმელმა სტუდენტმა ლია დეკანაძემ გაგვიზიარა, როცა მას და ბათუმის …

ბათუმის მერიამ და მუსლიმებმაც „ახალი მეჩეთის საქმე“ სააპელაციოში გაასაჩივრეს 

სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა, თუმცა „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართა ბათუმის მერიამ, ასევე იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც მუსლიმი თემის ინტერესებს იცავენ. მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“და „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“იცავენ. ორივე მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ 30 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. მოსამართლე …

აშენდება თუ არა მეჩეთი ბათუმში – რას შეცვლის სასამართლოს გადაწყვეტილება

„უფრო თამამი შეიძლებოდა ყოფილიყო მოსამართლე“, – ასე აფასებს TDI-ის იურისტი, ანზორ ხატიაშვილი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებას „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე“. დღეს, 30 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ 2017 წელს გაცემული სამართლებრივი აქტები, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა მერიისთვის მშენებლობის პირველი …

სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის მერია მუსლიმ თემს დისკრიმინაციულად მოეპყრო

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ  უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. მუსლიმი თემის სარჩელის განხილვა „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე“ დღეს, 30 სექტემბერს, დასრულდა. სასამართლომ სარჩელის მესამე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობდა მერიისთვის ნებართვის გაცემის დავალდებულებას. “ეს მუნიციპალიტეტის დისკრეციული უფლებამოსილებაა,” – აღნიშნა მოსამართლემ. მოსამართლემ …

7 ორგანიზაცია ბათუმის მეჩეთის მშენებლობაზე პოლიტიკოსების განცხადებებს ეხმაურება

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებებს ეხმაურება, მათ შორის, სამოქალაქო მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის – მამუკა ხაზარაძის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 16 სექტემბერს ნათქვამ ფრაზას: „როცა ლაპარაკია მეჩეთის მშენებლობაზე, მე არ ვიცი დეტალები, არც სასამართლო დავის დეტალები, გავეცნობი აუცილებლად, რომ საქმის კურსში ვიყო, მაგრამ ჩვენი ისტორიული ეკლესიები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზეა, თქვენ გინახავთ …

“ერთხელ მაინც დაგველაპარაკეთ?” – მუსლიმების კითხვა მერიას [რეპორტაჟი სასამართლოდან]

ბათუმის მერიის იურისტმა ვახტანგ გედენიძემ სასამართლოს იგივე უთხრა, რაც გუშინ, 9 აპრილს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თქვა – „დიალოგის რესურსი არ ამოწურულაო“. საქმე ეხება ბათუმში მეჩეთის მშენებლობის უფლებას, რაზეც მუსლიმ თემს ყოფილმა მერმა გიორგი ერმაკოვმა უარი უთხრა. მოქმედმა მერმა ლაშა კომახიძემ გასული წლის თებერვალში განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუსლიმებთან დიალოგს გამართავდა, მაგრამ ეს დიალოგი დღემდე …

ვის ეშინია ბათუმში მეჩეთის მშენებლობის – რიჟვაძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

„ახალი მეჩეთის მშენებლობა ჯერ არ იგეგმება“ – თორნიკე რიჟვაძე“, – ამ სათაურით სიუჟეტი აჭარის ტელევიზიამ 28 ივლისს გამოაქვეყნა, რამაც მუსლიმი საზოგადოების ერთ ნაწილში მღელვარება გამოიწვია. საპასუხოდ ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ ფეისბუქში დაწერა, რომ „მისი [მეჩეთის] მშენებლობა მალე დაიწყება“. აჭარის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ აჭარის ტელევიზიამ ინტერვიუ არასწორი ინტერპრეტაციით გააშუქა. „ბათუმელებმა“ სცადა აჭარის მთავრობის …

თორნიკე რიჟვაძის ახალი განმარტება ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით  

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას  ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში სიძულვილის შემცველი და ჰომოფობიური კამპანია მოჰყვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახური ამ საკითხზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. „როგორც იცით, ამ თემის ირგვლივ დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა და კონსულტაციები. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ერთგვარი კონსენსუსი საზოგადოებისთვის. მე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, თუკი გადაწყდა მეჩეთის …

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენდეს

აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის ახალი მთავრობის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობს. კენჭისყრამდე მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს. უმაღლესის საბჭოს დეპუტატმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძემ, თორნიკე რიჟვაძეს ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით ჰკითხა: „როცა თქვით, რომ მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენდეს, რა იგულისხმეთ ქართულ ფულში, იქნებ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ მეჩეთის  შესახებ – თუ არის …

რა შესთავაზა მერმა მუსლიმებს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ

ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საინიციატივო ჯგუფი აცხადებს, რომ ისინი 2018 წლის მარტის ბოლოს მეჩეთის მშენებლობის საკითხზე შეხვდნენ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს. მორიგი შეხვედრა მერთან 12 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ „მუსლიმთა მეჯლისის“ წევრები ხულოში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობი მიზეზის გამო შეხვედრა არ შედგა. მოლაპარაკებას რომ გამართავდნენ, ამაზე მხარეები სასამართლოში შეთანხმდნენ. დღეს „ხულოს მუსლიმთა მეჯლისის“ სახელით სოციალურ ქსელში …

ბათუმელი მუსლიმი: სუს-ის თანამშრომლები გვითვალთვალებენ და ფოტოებს გვიღებენ

„სპეცდანიშნულების და სუს-ის თანამშრომლები პარასკევის ლოცვის დროს გვითვალთვალებენ და ფოტოებს გვიღებენ,“ – ამბობს ერთ-ერთი მუსლიმი, რომელიც ყოველ პარასკევს ბათუმის მეჩეთში ლოცვას ესწრება. პარასკეობით მლოცველებით ივსება მეჩეთის შენობა და ეზო, რის გამოც ზოგიერთი მუსლიმი ქუჩაში ლოცულობს. მუსლიმმა პირმა, რომელმაც ითხოვა, რომ მისი ვინაობა არ დავასახელოთ, „ბათუმელებს“ რამდენიმე პარასკევს გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა მიაწოდა. გადაღებულ მასალაში ჩანს, რომ …

კომახიძე: არგუმენტირებულია მერიის პოზიცია, რომ არ გასცა მეჩეთის აშენების ნებართვა

დღეს, 9 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“  ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“  თავის საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორია მისი როგორც მერობის კანდიდატის პოზიცია, ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე და იცნობს თუ არა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მეჩეთის პროექტს, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მეჩეთის პროექტს არ იცნობს. „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიური ტიპის დაწესებულება  რა ფულით …

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: ახალ მეჩეთზე კონსულტაციები მიმდინარეობს

დღეს, პირველ სექტემბერს, მუსლიმური სამყარო მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, ყურბან-ბაირამს ზეიმობს. ბათუმის ორთა-ჯამეში ლოცვა დილით ადრე დაიწყო. ლოცვის შემდეგ მუსლიმებთან მისალოცად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მივიდნენ. „დარწმუნებული ვარ, ისინი ქადაგებენ ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და ჩვენ დღეს მათთან ერთად ვზეიმობთ დღევანდელ დღესასწაულს,“ – თქვა ზურაბ პატარაძემ თავის მისალოც …

ტარიელ ნაკაიძე პრემიერთან შეხვედრასა და ხვალინდელ ბაირამის ლოცვაზე

ხვალ, 25 ივნისს, დილის 06:00 საათზე მუსლიმი თემი სადღესასწაულო, ბაირამის ლოცვას შეასრულებს. ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, ხვალ ბათუმში სადღესასწაულო ლოცვა ორ მეჩეთში შესრულდება. მოქმედ მეჩეთსა და იმ ახალ მეჩეთში, რომელიც მუსლიმმა მრევლმა იმ ადგილზე გახსნა შენობის გარეშე, სადაც მათ ბათუმის მერიამ მშენებლობაზე უარი უთხრა.   „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხვალ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მუსლიმებისთვის ბაირამის მილოცვას …

მუფთი ბეგლარ ქამაშიძე: „ქვაფენილზე ლოცვა უნდა დასრულდეს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მოახლოებულ რამაზან ბაირამთან დაკავშირებით, საქართველოს მუსლიმთა თემს იფთარზე უმასპინძლა და მათ რამაზანის თვე მიულოცა. მუფთის  ინფორმაციით საქართველოს პრემიერი მას მეჩეთის მშენებლობის საკითხის უახლოეს მომავალში მოგვარებას შეჰპირდა. ბეგლარ ქამაშიძე დარწმუნებულია, რომ ეს არ არის მორიგი დაპირება და ამჯერად მას შედეგი მოჰყვება: „ … ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს და დასრულდეს …

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე ორმა არასამთავრობომ სასამართლოს მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“(EMC)  ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე სასამართლოს მიმართეს. აღნიშნული ორგანიზაციების ინფორმაციით,  2017 წლის 10 ივნისს  ა(ა)იპ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა, მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა. მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში ტოლერანტობისა და …

გიორგი ერმაკოვის ბრძანების დეტალები, რითაც ბათუმში მეჩეთის მშენებლობა დაიბლოკა

ბათუმში გენერალ ა. აბაშიძის 49/3-ში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მერიამ უარი იმ მოტივით დაასაბუთა, რომ ეს ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს, საკულტო ნაგებობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია. სწორედ ასე აქვს გიორგი ერმაკოვს უარი დასაბუთებული, თავისივე ხელმოწერილ ბრძანებაში. მერიაში მიიჩნევენ, რომ ამ კვარტალში განაშენიანება უკვე არსებული დომინირებული სახეობით – საცხოვრებელი …

ახალი მეჩეთის საბოლოო ვერსია მაისის ბოლოს იქნება

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროექტი ჯერ დასრულებული არ არის.  არასამთავრობო ორგანიზაცია „მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, მეჩეთის პროექტის რამდენიმე ვარიანტი  განიხილება. საბოლოო ვერსია კი მაისის ბოლოს უნდა დამტკიცდეს. ტარიელ ნაკაიძის თქმით, მეჩეთის პროექტზე, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არქიტექტორები მუშაობენ. „ფოტოზე რაც არის, იმაზე დახვეწილი ვარიანტი იქნება წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ განვიხილავთ პროექტის სხვა ვარიანტებსაც.  შესაძლებელია ბევრი …

რას ითხოვენ მუსლიმები აჭარაში [ვიდეო]

ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, 4 მარტს  ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან, გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილებს სამი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ მთავრობის მიმართ: 1. ბათუმში მეჩეთისთვის ტერიტორიის გამოყოფისა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნა. 2. სოფელ ადიგენში მომხდარი ინციდენტის სასწრაფოდ გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა, 3. ქობულეთის ბავშვთა პანსიონატის საკითხის დაუყონებლივ მოგვარება. აქციის ორგანიზატორია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო …

მუსლიმთა გამაფრთხილებელი აქცია აჭარის მთავრობის შენობასთან [ვიდეო]

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, 4 მარტს, აჭარის მთავრობის შენობასთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას და მუსლიმთა მიმართ, ბოლო პერიოდებში განხორციელებული უსამართლო ქმედებებზე სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებას ითხოვენ. აქცია ბათუმის ცენტრალურ მეჩეთთან დაიწყო და აჭარის მთავრობის სახლისაკენ მშვიდობიანი მსვლელობით გაგრძელდა.  

მუსლიმები ბათუმში მეჩეთისთვის ტერიტორიის გამოყოფას ოფიციალურად მოითხოვენ

„მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ დღეს რვა თებერვალს, ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ტერიტორიის გამოყოფის მოთხოვნით საქართველოს და აჭარის მთავრობას, ქალაქის მერიას და უმაღლეს საბჭოს ოფიციალურად მიმართა.  ტარიელ ნაკაიძემ განცხადება სახელმწიფო სტრუქტურებში, ორგანიზაცია „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის“ სახელით შეიტანა. როგორც „მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, პეტიციას მეჩეთის მშენებლობის შესახებ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა და სხვა მუსლიმმა …

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი: მეჩეთის აშენების მოთხოვნით 12 ათასი ხელმოწერა შეგროვდა

ხვალ, 4 თებერვალს, ორგანიზაცია: „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი“, ბათუმის ცენტრალური მეჩეთის ეზოში მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს. თემა, რომელზეც  საინიციატივო ჯგუფი აპირებს საუბარს, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას ეხება – თემი ამ მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართავს. საინიციატივო ჯგუფმა თავისი პოზიცია წერილობით გაავრცელა, რომლის ტექსტსაც „ბათუმელები“ უცვლელად აქვეყნებს: „ქართველი მუსლიმი თემი წლების განმავლობაში ითხოვს ხელისუფლებისგან ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის …

ბათუმში მედრესე მომავალ წლამდე არ გაიხსნება

 

ბათუმში მედრესეს გახსნის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ანგისის დასახლებაში მუსლიმთა სამმართველოს უძრავ-მოძრავი ქონება მიმდინარე წლის გაზაფხულზე გადაეცა სარგებლობაში და აქ სამუფთო რეზიდენციასთან ერთად მუსლიმანური სასწავლებელი/მედრესეც უნდა გახსნილიყო. ოქტომბრის დასაწყისში კი აქ მხოლოდ რეზიდენცია გაიხსნა. 

ტარიელ ნაკაიძე: ასეთი რამ არც ერთ მუფტს არ უკადრია

 

მუსლიმანურმა სამყარომ რამაზან ბაირამის დღესასწაული წელს 17 ივლისს აღნიშნა.  ბათუმის მეჩეთში ლოცვის დასრულების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ ჟურნალისტებთან ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ისაუბრეს. მუფთის თქმით, ბაირამ დღეს მრევლი ღია ცის ქვეშ იმიტომ ასრულებს ლოცვას, რომ ამ დღეს ყველა მორწმუნე მიდის მეჩეთში სალოცავად და მეჩეთი ხალხს ვერ იტევს: „მეჩეთის მშენებლობაზე უარი არ გვითქვამს, ვთქვით, რომ თუ საჭიროება მოითხოვს უნდა გაფართოვდეს მეჩეთი, გარემონტდეს, მოგვეცეს საშუალება, რომ ვილოცოთ, მთავარია, ქუჩაში არ დადგეს ხალხი, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ არ დაეტევა მლოცველები მეჩეთში, სახელმწიფო გვიდგას გვერდში და შეიმუშავებს იმას, რაც სჭირდება მუსლიმ თემს. ამ დღეს უმრავლესობა მოდის მეჩეთში, ზოგიერთი სხვა დღეებში არ ლოცულობს, მაგრამ ბაირამ დღეს ყველა მოდის სალოცავად. ამიტომ, უფრო მეტია მლოცველი დღეს. როცა ჩატარდება რესტავრაცია და გაფართოვდება მეჩეთი, გამოლაგდება ის ტერიტორია, სადაც არის რესტორნები და მაღაზიები და თუ კიდევ არ დაეტევიან მლოცველები,  სახელმწიფო არის მათ გვერდით და თუ საჭირო იქნება, მეჩეთსაც ავაშენებთ და მედრესესაც“.  დასავლეთ საქართველოს მუფთის ამ განცხადებას „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე აფასებს, როგორც უტიფრობას. „ბათუმელების“ კითხვებს ტარიელ ნაკაიძემ უპასუხა. 

მთავრობამ შეცდომა გაასწორა

 

საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ 2015 წლის 5 თებერვლის №140 განკარგულებაში ცვლილება შეიტანა. ამ განკარგულებით აჭარის მთავრობას 4 მილიონი ლარი  მუსლიმთა სამმართველოსთვის ქონების შესაძენად გამოეყო.

ქონება, რომელიც მთავრობამ მუსლიმთა სამმართველოსთვის უნდა შეიძინოს

 

იმ შენობებიდან, რომლებიც აჭარის მთავრობამ სრულიად საქართველოს მუსლიმთა  სამმართველოსათვის  უნდა შეიძინოს, ერთ-ერთის მეპატრონე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით არავისთან აქვს. 

4 მილიონი ლარი მუსლიმთა სამმართველოსთვის ქონების შესაძენად

 

სსიპ – სრულიად საქართველოს მუსლიმთა  სამმართველოსთვის  სარგებლობაში  გადასაცემი  ქონების შეძენის მიზნით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 4 მილიონი ლარი გამოეყო. მთავრობის შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ მოაწერა. 

დასავლეთ საქართველოს ახალი მუფტი თავის გეგმებზე

 

ბეგლარ ქამაშიძე დასავლეთ საქართველოს მუფთი რამდენიმე დღის წინ გახდა. მან ჯემალ პაქსაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. როგორ მოიპოვა ახალმა მუფთმა მეჯლისის ნდობა და რის შეცვლას გეგმავს მომავალში? “ბათუმელების” კითხვებს ბეგლარ ქამაშიძემ უპასუხა.

არჩილ ხაბაძე: მედრესე ანგისაში აშენდება

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ინფორმაციით მედრესეს განთავსება ანგისის დასახლებაში, ყოფილი იტალიური სკოლის შენობაში იგეგმება. ეს შენობა სამუფთოს საკუთრებაში გადაეცემა.

რას ფიქრობენ მუსლიმები ბათუმში მეჩეთის გაფართოებაზე [video]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, აჭარის მთავრობა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მონაწილეობით, ბათუმში სასულიერო სასწავლებლის (მედრესეს) განთავსების მიზნით შენობას შეისყიდის. არსებული ინფორმაციით, იანვრის ბოლომდე  აჭარის მთავრობამ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციისთვის შენობა უნდა შეისყიდოს, რომელიც მუსლიმ თემს გადაეცემა. 

 

ბათუმში ახალი მეჩეთის აშენება აღარ განიხილება

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, აჭარის მთავრობა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მონაწილეობით, ბათუმში სასულიერო სასწავლებლის (მედრესეს) განთავსების მიზნით შენობას შეისყიდის – ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.

 

არსებული ინფორმაციით, იანვრის ბოლომდე  აჭარის მთავრობამ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციისთვის შენობა უნდა შეისყიდოს,  რომელიც მუსლიმ თემს გადაეცემა. 

დასავლეთ საქართველოს ახალი მუფტი თავის გეგმებზე

 

ბეგლარ ქამაშიძე დასავლეთ საქართველოს მუფთი რამდენიმე დღის წინ გახდა. მან ჯემალ პაქსაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. როგორ მოიპოვა ახალმა მუფთმა მეჯლისის ნდობა და რის შეცვლას გეგმავს მომავალში? “ბათუმელების” კითხვებს ბეგლარ ქამაშიძემ უპასუხა.

 

აჭარის მუფთი: „მეჩეთის მშენებლობის საკითხი გადაწყვეტილია“

 

 

აჭარის მთავარი მუფთის ჯემალ პაქსაძის ინფორმაციით აჭარაში მეჩეთის მშენებლობის საკითხი გადაწყვეტილია. მას შემდეგ რაც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმებს „ყურბან ბაირამი“ ( მსხვერპლშეწირვის დღესასწაული) მიულოცა, მას ჯემალ პაქსაძესთან პირისპირ შეხვედრა ჰქონდა.

არჩილ ხაბაძის განცხადებით ბათუმის მეჩეთი გაფართოვდება

 

დღეს ბათუმის მეჩეთში მუსლიმებმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რამაზან ბაირამი აღნიშნეს. დღესასწაულს წინ უსწრებდა ერთთვიანი მარხვა, რომელიც 28 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდა.  

ზვიად ქორიძე: „მეჩეთის აღდგენით თურქეთი ვერ აწარმოებს ექსპანსიონისტურ პოლიტიკას“

ზვიად-ქორიძე-„მეჩეთის-აღ

პროტესტი აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის გამო

პროტესტი-აზიზიეს-მეჩეთის

Exit mobile version