„ეს ობიექტი შემოწმებული არ იყო… შრომის ინსპექციის სამუშაო ჯგუფი დღესვე შევა ობიექტზე უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით, ჩვენი წარმომადგენლები გზაში არიან,“ – გვითხრეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში. უწყებაში განმარტავენ, რომ თუკი შრომის უსაფრთხოების ნორმები კანონმდებლობასთან კრიტიკულად შეუსაბამოა, შესაძლებელია, ინსპექციამ მშენებლობის შეჩერება მოითხოვოს. საუბარია დღეს, 29 ივლისს, დილით, ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე – აღმაშენებლის 2-ში დაახლოებით …
Tag Archives: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
„ივანიშვილისთვის შეიძლება და ჩემთვის არა?“- ბაზიერს მიმინოს დაჭერისთვის აჯარიმებდნენ
„რამდენიმე დღის წინ მიმინო დავიჭირე და მოვიდნენ, ეს აკრძალულია, 1000 ლარით გაჯარიმებთო. რაც აკვნიდან გადმოვვარდი, სულ მიმინოებს ვიჭერ, ბაბუაც ამას აკეთებდა. 12 წლის ვიყავი, როცა პირველი ჯილდო მივიღე, როგორც ბაზიერმა. ბოლოს თბილისობაზე მომცეს მედალი,“ – ეს ბათუმში მცხოვრებმა ზურაბ ბარამიძემ მოგვიყვა სასამართლოს ფოიეში. 30 სექტემბერს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა ზურაბ ბარამიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი …
„ჩემი შვილი ციხეში მოკლეს“ – ხელისუფლება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს
„ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩემი შვილის მკვლელობა გამოიძიოს… ბოლოს როცა მქონდა კომუნიკაცია პროკურატურასთან, ისევ თვითმკვლელობა ახსენეს. სტრასბურგის სასამართლომ თუ არ დაიჯერა ეს ვერსია, მე რატომ უნდ მჯეროდეს? 2005 წლიდან დღემდე ველი სამართალს, რომელიც არ ჩანს… ჩემს შვილს ციხის საკუჭნაოში არ მოუკლავს თავი, ის მოკლეს,“ – ამას ბათუმელი სვეტლანა ცინცაბაძე ამბობს. იგი მთავარ პროკურატურას უმოქმედობაში …
რა ქონებას მიიღებთ განქორწინების დროს – იურისტის განმარტება
რა ქონებას მიიღებს ქალი, თუკი მამაკაცმა თანაცხოვრების პერიოდში, მაგრამ მემკვიდრეობით მიიღო ქონება? ითვალისწინებს თუ არა სამართალი ფაქტობრივ თანაცხოვრებას და რა შემთხვევაში აქვს სასამართლოში დავის დაწყებას აზრი? – ამ კითხვებით ერთ-ერთმა მოქალაქემ მოგვმართა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, განქორწინებას აპირებს. წყვილს საერთო შვილი ჰყავს. განქორწინების პრაქტიკაზე „ბათუმელები“ ანნა მდინარაძეს ესაუბრა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს. კონკრეტულ …
Continue reading “რა ქონებას მიიღებთ განქორწინების დროს – იურისტის განმარტება”
ქვეყნები ევროპაში, სადაც სექსში ფულის გადახდისთვის კლიენტს აჯარიმებენ
პროსტიტუციის მოდელი, როცა სჯიან პირს, ვინც სექსში ფულს იხდის, პირველად შვედეთმა მიიღო 1999 წელს. შემდეგი იყო ნორვეგია და ისლანდია 2009 წელს, 2014 წელს – კანადა, 2015 წელს – ჩრდილოეთ ირლანდია. 2016 წელს – საფრანგეთი. ამ მოდელის მთავარი პრინციპი მარტივია: პროსტიტუცია ძალადობაა. ახლა ამ მოდელის დამკვიდრებას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში განიხილავენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ პროსტიტუციის აკრძალვას თანაბრად …
Continue reading “ქვეყნები ევროპაში, სადაც სექსში ფულის გადახდისთვის კლიენტს აჯარიმებენ “
საია მოსამართლეთა შერჩევის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს
მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესახებ არსებულ სამართლებრივ ნორმას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ირაკლი შავაძეს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა. „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა თქვა, რომ ყველა კანდიდატი აკმაყოფილებდა კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის კრიტერიუმს. გაურკვეველია, რის გამო მითხრეს უარი,“ – ამბობს მოსამართლე ირაკლი შავაძე. გიორგი …
Continue reading “საია მოსამართლეთა შერჩევის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს”
300 ლარი – მაქსიმალური ჯარიმა სახანძრო უსაფრთხოების დარღვევაზე
„ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება,“ – განაცხადეს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შემდეგ. მაღალი თანამდებობის პირებს არ დაუკონკრეტებიათ, ვინ, კონკრეტულად რომელი უწყება აგებს პასუხს მომხდარის გამო, ან რატომ ვერ შეცვალა აქამდე ხელისუფლებამ კანონი სახანძრო უსაფრთხოების შესახებ – ამ კუთხით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმა 300 ლარია. გიორგი კვირიკაშვილი, თანამდებობის სხვა პირების მსგავსად, საზოგადოებას …
Continue reading “300 ლარი – მაქსიმალური ჯარიმა სახანძრო უსაფრთხოების დარღვევაზე “
ოლქს დარღვევების განხილვა მოუწევს – ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმეს
ბათუმის საარჩევნო ოლქს საარჩევნო დარღვევების განხილვა მაინც მოუწევს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების: ჯუმბერ ბეჟანიძის და ლაშა თავართქილაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქუთაისის სააპელაციომ სასამართლომ დღეს, 28 ოქტომბერს გააუქმა. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნების“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ არჩევნების დღეს დაწერილ საჩივრებზე, რომლის განხილვაზეც ბათუმის ოლქმა უარი თქვა. ოლქი საარჩევნო კოდექსის იმ ჩანაწერს დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც …
Continue reading “ოლქს დარღვევების განხილვა მოუწევს – ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმეს”
საია ბათუმის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებაზე: ეს არის საშიში ტენდენცია
„უსაფუძვლოა“, „არაა საკმარისი მტკიცებულებები“ – ეს ფრაზები ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძემ დღევანდელ სხდომაზე რამდენჯერმე თქვა. საოლქო კომისიამ დღეს, 23 ოქტომბერს, საარჩევნო დარღვევებზე სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დაწერილი საჩივრები განიხილა. ოლქს არ მოუწვევია რომელიმე საუბნო კომისიის თავმჯდომარე, ან წევრი, რომ დადგენილიყო, რამდენად შეესაბამებოდა რეალობას საჩივარში აღწერილი დარღვევა. კომისიას კითხვები არავისთვის დაუსვამს. უსაფუძვლობის მოტივით საოლქო კომისიამ, …
Continue reading “საია ბათუმის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებაზე: ეს არის საშიში ტენდენცია”
ვის ეკუთვნის გარდაცვლილის ქონება – არაოფიციალურ მეუღლეს თუ ძმას
75 წლის ციალა პერტია შესაძლოა ღია ცის ქვეშ დარჩეს, რადგან მეუღლესთან ერთად 29 წლის განმავლობაში ქორწინების რეგისტრაციის გარეშე იმყოფებოდა. მისი მეუღლე 3 წლის წინ გარდაიცვალა. იმის გამო, რომ მემკვიდრეობის უფლების მისაღებად ქორწინების რეგისტრაციაა საჭირო, ციალა პერტია მემკვიდრეობის, ანუ ქონების გარეშე დარჩა. საცხოვრებელი ბინა ტაბიძის ქუჩაზე ციალა პერტიას მაზლმა გაიფორმა და მისგან ახლა სახლიდან წასვლას ითხოვს. …
Continue reading “ვის ეკუთვნის გარდაცვლილის ქონება – არაოფიციალურ მეუღლეს თუ ძმას”
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქებაზე?
„არ უნდა გამოევლინა მერიას არაფერი,“ – კატეგორიულად უპასუხა ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელების“ შეკითხვას მერიის პასუხისმგებლობის შესახებ, როცა ქალაქში გაზგასამართი სადგური აფეთქდა. გაჩენილი ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, დაინგრა და დაიწვა ექვსი საცხოვრებელი სახლი, ავტომანქანები. ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა თქვა ისიც, რომ გაზგასამართი სადგური იყო „კუსტარული და უნებართვო“, თუმცა მერი ვერ ხედავს მერიის პასუხისმგებლობას, როცა …
Continue reading “ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქებაზე?”
შინაპატიმრობა – კონტროლი ელექტრონული სამაჯურით
პირველი ივლისიდან „სისხლის სამართლის კოდექსში“ თავისუფლების შეზღუდვა შინაპატიმრობამ ჩაანაცვლა, რაც 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. შინაპატიმრობის დროს მსჯავრდებული თავის სახლში დარჩება, თუმცა მის გადაადგილებას ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით გააკონტროლებენ. შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ასევე ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა. წესების დარღვევის შემთხვევაში, შინაპატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება, ანუ ციხეში სასჯელის რეალურად მოხდით. „დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ …
Continue reading “შინაპატიმრობა – კონტროლი ელექტრონული სამაჯურით”
უქმდება ციხე, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას ოჯახში დადიან
ციხეში, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას ოჯახში დადიან, აღარავინ მოხვდება. სისხლის სამართლის კოდექსში უკვე ამოქმედდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც თავისუფლების შეზღუდვას ვეღარ შეუფარდებს მოსამართლე რომელიმე მსჯავრდებულს. მსჯავრდებულებს, რომლებსაც თავისუფლების შეზღუდვა აქვთ დაწესებული, ერთ დაწესებულებაში იმყოფებიან. მათ შაბათ-კვირას გარეთ გამოსვლის, ასევე პროფესიის მიღების და დასაქმების საშუალება აქვთ. თავისუფლების შეზღუდვის სპეციალურ დაწესებულებაში დღეს 33 პირი იხდის სასჯელს. შენობა 2014 წელს …
Continue reading “უქმდება ციხე, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას ოჯახში დადიან”
მერს, გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ნარკოტესტირება აღარ მოეთხოვებათ
მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა პირველი ივლისიდან აღარ მოეთხოვებათ. ამ დროიდან ახალი კანონი ამოქმედდა „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელიც აღარ ვრცელდება პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე პოლიტიკური თანამდებობის პირებად მიიჩნევიან, რადგან მათ პირდაპირი წესით ირჩევენ. „გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების უფლებამოსილებას არეგულირებს თვითმმართველობის კოდექსი, თუმცა ეს კოდექსი ღიად ტოვებს მათი ნარკოლოგიური შემოწმების …
Continue reading “მერს, გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ნარკოტესტირება აღარ მოეთხოვებათ”
საია „ბათუმის წყალს“ სასამართლოში უჩივის
საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ შპს „ბათუმის წყალს“ სასამართლოში უჩივის. შესაბამისი სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს საია უახლოეს დღეებში მიმართავს. სარჩელის მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის მიღება იქნება, რაზეც „ბათუმის წყალმა“ უარი თქვა იმ მოტივით, რომ იგი ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და არ ახორციელებს საჯარო სამართლის უფლებამოსილებას. შპს „ბათუმის წყალი“ ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა და 100 …
გამოსახლება – რა უნდა იცოდეთ, როცა სახლის დანგრევის სანაცვლოდ კორპუსის აშენებას გპირდებიან
ანგისის ქუჩაზე სულიკო დიასამიძისა და რამაზ ბერიძის ოჯახებს ხვალ, პირველ ივნისს გამოასახლებენ. მათ უკვე მიუვიდათ აღმასრულებლის წერილი იმის შესახებ, რომ ნებაყოფლობით გამოსახლების დრო ამოიწურა. ამ ოჯახების გამოსახლებაზე სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს. „ჩვენ ვართ თაღლითობის მსხვერპლი,“ – ამბობს ნუკრი დიასამიძე. ის ისტორიას გვიყვება, როგორ მივიდა მათთან ინვესტორის სახელით ვინმე რევაზ მიქელაძე და კერძო სახლების ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის …
საია: ბათუმის მერის ბრძანება მეჩეთთან დაკავშირებით არის უკანონო
„ბათუმის მერის ბრძანება ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად უკანონო,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. მისი თქმით, მერის მიერ ბრძანებაში დასახელებული სამართლებრივი ნორმები კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. მაგალითად, კანონმდებლობა „საზოგადოებრივ ზონაში“ არ კრძალავს რელიგიური, საკულტო ნაგებობების მშენებლობას. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მუსლიმი თემის სამართლებრივ მხარდაჭერას აპირებს. გიორგი ხიმშიაშვილმა გვითხრა, რომ უკვე დაიწყო …
Continue reading “საია: ბათუმის მერის ბრძანება მეჩეთთან დაკავშირებით არის უკანონო”
პატიმრების გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება – არგუმენტები სასამართლო დარბაზიდან
ციხეში შესვლის, გამოსვლის, ან სხვა საკანში გადაყვანის დროს, პატიმრებს ციხის ადმინისტრაცია გაშიშვლებას სთხოვს. ზოგიერთი პატიმრის თქმით, მათ ბუქნების გაკეთებასაც აიძულებენ. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს დღეს მოუწია პასუხის გაცემა კითხვებზე, რატომ არის ეს საჭირო, როცა არსებობს სკანირების მეთოდი და კიდევ – არის თუ არა ღირსების შემლახავი, როცა ადამიანს გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთებას აიძულებ. პატიმრების გაშიშვლების ანტიკონსტიტუციურად მიჩნევის …
Continue reading “პატიმრების გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება – არგუმენტები სასამართლო დარბაზიდან”
პოლიციელს ზედაპირული დათვალიერებისთვის „ლეგიტიმური მიზანი“ უნდა ჰქონდეს
„კონსტიტუციური ნორმებით განმტკიცებული ადამიანის ძირითად უფლებებში ჩარევისათვის აუცილებელია არსებობდეს აუცილებელი წინაპირობა, ლეგიტიმური მიზანი, ხოლო უფლების დაცულ სფეროში ჩარევას უნდა ჰქონდეს დასაშვები, შესაბამისი და პროპორციული ხასიათი“, – ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია. სასამართლომ სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო შეწყვიტა საქმის განხილვა მოქალაქე ირაკლი კიკილაშვილის მიმართ, რომელსაც გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩიულებლობას ედავებოდა. ირაკლი კიკილაშვილი მიმდინარე წლის …
Continue reading “პოლიციელს ზედაპირული დათვალიერებისთვის „ლეგიტიმური მიზანი“ უნდა ჰქონდეს”
რატომ ამბობს უარს მთავრობა ფსიქიატრიულისთვის პროფილის შენარჩუნებაზე
„როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, 10 წლის განმავლობაში განვითარდეს საავადმყოფო, ჩაიდოს ინვესტიცია და მერე შეიცვალოს პროფილი?“, – გვითხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს გასხვისებით მისი პროფილი არ შეიცვლება, თუმცა აუქციონის პირობებში მას არ ჩაუდია პირობა, რომლის მიხედვითაც 10 წლის შემდეგ კერძო მესაკუთრისთვის რაიმე პირობის წაყენების უფლება ექნება. აჭარის ფინანსთა …
Continue reading “რატომ ამბობს უარს მთავრობა ფსიქიატრიულისთვის პროფილის შენარჩუნებაზე”
ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში
„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები“- შუალედური კვლევის შედეგები ამ თემაზე „ახალგაზრდა იურიტთა ასოციაციამ“ წარმოადგინა. შედეგების გაცნობის პარალალურად მესამე სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა – ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში. „ბათუმში გამართული ამ დისკუსიიდანაც გამოიკვეთა, რომ სავალდებულო კვოტირება უნდა დაწესდეს და განხორციელდეს ცვლილებები პარტიების ფინანსურად წამახალისებელ ფორმებში,“ -გვიყვება ირმა …
როგორ დასრულდა სარჩელების განხილვა ბათუმის საოლქო კომისიაში
ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არც ერთი ის საჩივარი არ დააკმაყოფილა, რომლითაც უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. ხმების ხელახლა გადათვლას “სამართლიანი არჩევნები” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 70-ე მაჟორიტარული ოლქის 86-ე უბანზე მოითხოვდა, სადაც ამომრჩევლის ხელმოწერაზე მეტი რაოდენობის ბიულეტენი დაფიქსირდა. “სამართლიანი არჩევნები” ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვდა 68-ე ოლქის 98-ე უბანზეც, სადაც შემაჯამებელ ოქმში გადასწორებული იყო მიღებული …
Continue reading “როგორ დასრულდა სარჩელების განხილვა ბათუმის საოლქო კომისიაში”
დისკრიმინაციის ფაქტი ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში
ხელვაჩაურის სასამართლომ დისკრიმინაციის ფაქტი ა(ა)იპ “ხულოს ბაღების გაერთიანებაში” დაადასტურა. გაერთიანების წინააღმდეგ სარჩელი მაია გელაძეს ჰქონდა შეტანილი. მისი თქმით, უარი ერთ-ერთ ბაღში დასაქმებაზე კონკურსის დროს „კარგი სოციალური მდგომარეობის” გამო უთხრეს. სასამართლო მორიგებით დასრულდა – ხულოს ბაღების გაერთიანებამ აღიარა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას ქონებრივი ნიშნით. მაია გელაძის ინტერესებს სასამართლოში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავდა. „დადებით …
Continue reading “დისკრიმინაციის ფაქტი ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში”
უსკო საიას სარჩელს ხვალ განიხილავს
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია ხვალ, 25 აგვისტოს, განიხილავს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელს სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციის შესახებ. უსკოს უკვე ჩაბარდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ორივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ უსკო არის იმ კომპეტენციის ორგანო, რომელმაც წინასაარჩევნო აგიტაციის შემთხვევები უნდა განიხილოს. სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციად საიამ 31 ივლისის შემთხვევა მიიჩნია, როცა …
სასამართლომ საიას სარჩელი უსკოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ. საჩივრის მიზეზი საიას განცხადება იყო, რომელიც უსკომ განუხილველი დატოვა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიჩნია, რომ უსკო არის იმ კომპეტენციის ორგანო, რომელმაც სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციის შემთხვევები უნდა განიხილოს. სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციად საიამ 31 ივლისის შემთხვევა მიიჩნია, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე ყოფილმა …
Continue reading “სასამართლომ საიას სარჩელი უსკოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა”
უსკო მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის საკითხს არ განიხილავს
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის საკითხს არ განიხილავს. საუბარია ბათუმში 31 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პარტიული ოფისის წინ შეკრებილებს ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა. „უკრაინის მოქალაქემ, ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაცია“ – ასე შეაფასა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ექსპრეზიდენტის ვიდეომიმართვა და ადმინისტრაციული წარმოების …
Continue reading “უსკო მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის საკითხს არ განიხილავს”
პოლიციის შენობაში მოქალაქის სავარაუდო ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გამოძიება დაიწყო
ირაკლი ქაჯაიას საქმეზე, „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა გამოძიება დაიწყო. გამომძიებელი დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს, პირველ აგვისტოს, დაკითხავს ირაკლი ქაჯაიას, რომელმაც ” ბათუმელებს” იზოლატორში მოთავსებამდე უთხრა, რომ 26 ივლისს პოლიციის მე-6 განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დღესვე “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ საქმის მასალები გენერალურმა ინსპექციამ პროკურატურაში გადააგზავნა. 26 ივლისიდან დღემდე პროკურატურამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია …
Continue reading “პოლიციის შენობაში მოქალაქის სავარაუდო ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გამოძიება დაიწყო”
მოქალაქეს პოლიციის შენობაში ნეკნი ჩაუმტვრიეს
„…გულმკერდის მარჯვნივ აღენიშნება მე-8 ნეკნის მოტეხილობა. მოყვანილია პოლიციის თანხლებით, უჩივის ტკივილს მარჯვენა გვერდში, რომელიც ძლიერდება მოძრაობის დროს. პაციენტის გადმოცემით, ის სცემეს…“ – ეს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს მიერ გაცემულ ჯანმრთელობის ცნობაში წერია. ცნობა ირაკლი ქაჯაიას მისცეს, რომელიც საავადმყოფოში პირდაპირ პოლიციის განყოფილებიდან მიიყვანეს. პოლიციაში რომ ირაკლი ქაჯაია ჯანმრთელი შეიყვანეს, ეს პოლიციელების მიერ გაფორმებული ოქმით დასტურდება. ირაკლი ქაჯაიას …
Continue reading “მოქალაქეს პოლიციის შენობაში ნეკნი ჩაუმტვრიეს”
საია მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციაზე
„უკრაინის მოქალაქემ, ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაცია”, – აცხადებენ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”. საუბარია ბათუმში, 31 ივლისს, მემედ აბაშიძის ქუჩაზე შეკრებილებთან მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვაზე, სადაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიული ოფისის წინ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განცხადებას აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დღეს შეიტანს. განცხადებაში აღნიშნულია: …
Continue reading “საია მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციაზე”
საია აუდიტის სამსახურს და ბათუმის საოლქო კომისიას მიმართავს
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის შესწავლის მოთხოვნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და 79-ე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს. საუბარია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებაზე – “სოციალურ სახლებზე”, რომლის ფარგლებშიც პარტიის წევრი, ლევან ვარშალომიძე მოსახლეობის კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს და მათ საცხოვრებელ სახლს უსასყიდლოდ პირდება. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ სახელმწიფო აუდიტისთვის და საოლქო კომისიისთვის …
Continue reading “საია აუდიტის სამსახურს და ბათუმის საოლქო კომისიას მიმართავს”
რით დაისჯება „ნაციონალური მოძრაობა“, თუკი ამომრჩევლის მოსყიდვა დადგინდება
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე დარეგისტრირდა განსახილველად განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. განცხადებით ცესკოს უწყებათშორისმა კომისიამ მიმართა და იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წინასაარჩევნო პროგრამას „სოციალურ სახლებს“ ეხება. ამ პროგრამის ფარგლებში პარტიის ერთ-ერთი წევრი – ლევან ვარშალომიძე მოსახლეობასთან ხელშეკრულებებს დებს. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე “ნაციონალური მოძრაობის” სახელით მოქალაქეებს საცხოვრებელ სახლებს უსასყიდლოდ პირდება. გუშინ, 19 ივლისს “საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველომ” …
Continue reading “რით დაისჯება „ნაციონალური მოძრაობა“, თუკი ამომრჩევლის მოსყიდვა დადგინდება”
პატიმარი ბათუმის ციხიდან: „მეც ადამიანი ვარ“
„მიმდინარე წლის 21 მარტს, დღის 5 საათიდან უშედეგოდ ვითხოვდი და მთელი ღამე ველოდებოდი, რომ ნებისმიერი ნემსი გაეკეთებინათ, რომ მუხლის არეში ტკივილი გამყუჩებოდა. მე ვარ წამების მსხვერპლი და ირღვევა ჩემი უფლელები… სავალდებულო არ არის ფიზიკურად გამისწორდნენ. როდემდე უნდა გავიყუჩო ტკივილები გამაყუჩებელი ნემსით“, – წერს პატიმარი კახა მეცხვარიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში. პატიმარი სამედიცინო დახმარების მიღების თხოვნით ჟურნალისტებს, …
Continue reading “პატიმარი ბათუმის ციხიდან: „მეც ადამიანი ვარ“”
საია ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ბოლო დღეებში აქტუალური გახდა საკითხი, რომელიც ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტზე დაიწყო მუშაობა. ბათუმის ბულვარი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნებისმიერ ფორმით სახეცვლილება ან რაიმე ფორმით ჩარევა დაკავშირებული უნდა იყოს ძეგლის ინტერესებთან და არ უნდა არღვევდეს მის …
Continue reading “საია ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს”
საიას აჭარის ფილიალი 20 წლის გახდა [ვიდეო]
27 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალმა 20 წლის იუბილე აღნიშნა. 100-მდე ადამიანი ყვებოდა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება მოახერხა საიამ ამ წლების განმავლობაში. ჩამონათვალი მრავალფეროვანია და თითქმის ყველა სოციალურ ჯგუფს ეხება. საიას აჭარის ფილიალმა, როგორც მისი მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, მარტო 2015 წელს 5 ათასამდე მოქალაქეს გაუწია იურიდიული კონსულტაცია. საიას თავმჯდომარის ანა …
Continue reading “საიას აჭარის ფილიალი 20 წლის გახდა [ვიდეო]”