„სასამართლოს ცოცხლად დამარხვის რიტუალი“ – რეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

დღეს, 11 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ისევ განიხილეს მზია ამაღლობელის საქმე. ამჯერად საქმე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების დადგენას ეხებოდა. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია. ის 16 თვე უკანონო პატიმრობაშია. 2025 წლის 16 დეკემბერს მზია ამაღლობელს სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. მზია ამაღლობელის საჩივრების განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ. …

მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერების საქმის განხილვა გადაიდო

დღეს, 23 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ „მზია ამაღლობელის საქმის“ განხილვა გადადო. მზია ამაღლობელი დღევანდელ პროცესს არ დაესწრო, მის ადვოკატს, საია-ს იურისტს, ნინო ხუციშვილს კი, ორდერით დაცვის უფლება სასამართლომ არ მისცა, მას სასამართლომ მინდობილობა მოსთხოვა. პროცესი 11 მაისისთვის გადაიდო. „ეს არ ატარებს გაჭიანურების ხასიათს,“ – აღნიშნა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. „რატომ არ განიხილა მზია …

მოსამართლემ 500-500 ლარით დააჯარიმა აქციის 12 მონაწილე – „ქუჩის გადაკეტვის საქმე“

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 500-500 ლარით დააჯარიმა ბათუმის საპროტესტო აქციის 12 მონაწილე „ქუჩის გადაკეტვის საქმეზე“. საუბარია 2024 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე – კოკიპირული წვიმის მიუხედავად, მოქალაქეები აქციაზე მაინც შეიკრიბნენ, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ მათ ტროტუარზე  გადასვლა მოსთხოვა. ამ საქმეზე მოსამართლემ დღეს, 24 იანვარს დააჯარიმა: გოგიტა სოლომონიძე, ირაკლი ჯორბენაძე, აზა გაბუნია, თორნიკე კაკალაძე, ლარა ქარცივაძე, ირმა …

„სასამართლომ არ უნდა აუნთოს მწვანე შუქი რეპრესიებს“ – 16 დეკემბრის აქციის საქმე ბათუმის სასამართლოში

„ეს რა არის?“- იკითხა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სხდომათა დარბაზში შემოსვლისთანავე, როცა პასუხისგებაში მიცემული პირის, ირმა ზოიძის ხელში ტრანსპარანტი შენიშნა წარწერით – „თავისუფლება მზიას“. „ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა“,- იმ ტონით უპასუხა მოსამართლეს ირმა ზოიძემ, რომ ალექსანდრე გოგუაძეს არაფერი უთქვამს. დღეს, 21 იანვარს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ირმა ზოიძის საქმე განიხილა. საუბარია 2024 წლის 16 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე, …

„პოლიციის მიზანი იყო აქციის დაშლა და არა გზის გახსნა“ – რეპორტაჟი ბათუმის სასამართლოდან

„სამხრე კამერის ამ ჩანაწერში ისმის, პოლიციელი როგორ მოუწოდებს მძღოლს, წავიდეს გამსახურდიას ქუჩის მიმართულებით მაშინ, როცა მძღოლი აქციის მიმართულებით საერთოდ არ მიდიოდა… ეს ადასტურებს იმას, რომ პოლიციამ ხელოვნურად შექმნა პრობლემა,“ – მიმართა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს იურისტმა პაატა დიასამიძემ, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ვაჟა დარჩიას ინტერესებს იცავს სასამართლოში. ვაჟა დარჩია ბათუმის საკრებულოს წევრია „ლელოდან“. ის ანტირუსული აქციების …

ირაკლი დგებუაძის ტყუილი „16 დეკემბრის აქციის საქმეში“

„თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ – ამ განცხადებით მიმართა სხდომის დაწყებისთანავე აზა გაბუნიამ დღეს, 20 იანვარს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული აზა გაბუნია სასამართლო სხდომაზე ამავე გზავნილების მქონე მაისურით მივიდა. აზა გაბუნიას და საპროტესტო აქციის კიდევ 11 მონაწილეს ქუჩის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან. საუბარია 2024 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე, როცა კოკისპირული წვიმის მიუხედავად, აქცია მაინც …

ბათუმში „ქუჩის გადაკეტვის საქმის“ განხილვა გადაიდო – რა თქვა მოსამართლემ

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 16 იანვრამდე გადადო ბათუმში „ქუჩის გადაკეტვის საქმის“ განხილვა. საუბარია 2024 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე – კოკისპირული წვიმის მიუხედავად, მოქალაქეები ბათუმში მაინც შეიკრიბნენ ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ქუჩის სავალი ნაწილის გათავისუფლება და ტროტუარზე გადასვლა მოსთხოვა. ამ აქციაზე 12 პირი დააკავეს. მათ ქუჩის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან. საიას შეფასებით, პოლიციელთა მოთხოვნა უკანონო …

„მარიონეტი მოსამართლე გოგუაძე კონსტიტუციის, ხალხის უვადო მტერი“ – პროტესტი საშაურმეზე

„ვითხოვ, პასუხისგებაში მიეცეს ინსპექტორი, რომელმაც გასული წლის 8 მარტს ჩემს თანამშრომელ ქალზე ფიზიკურად იძალადა. ამ შემთხვევას დღემდე არ იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური,“ – აცხადებს მოქალაქე  ვაჟა თავართქილაძე. ეს ის კაცია, რომელმაც ბათუმში, გორგილაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე, საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გასულ წელს გამოაკრა განცხადება: „ბათუმის ზონდერი მერი ხალხის მტერი“. კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის ეს მოქალაქე …

მტკიცებულებად პოლიციელების ჩვენება და არა ვიდეო – მოსამართლე გოგუაძის სამართალი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნებისმიერი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმის განხილვისას უვადო მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ყოველთვის მის მხარესაა, ვინც სიტყვის თავისუფლებას არად დაგიდევთ და ადამიანების დასჯას ითხოვს – ჯერჯერობით საქართველოში თავისუფალი სიტყვისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსით სჯიან. ალექსანდრე გოგუაძეს ზოგჯერ იმდენად „მონდომებულია“, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოც კი აუქმებს. ასე მოხდა, მაგალითად, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, …

„მანტიიდან ოცნების მაისური გიჩანს“ – ბათუმის აქციაზე დაჯარიმებული მოსამართლეს

დღეს, 11 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2000-2000 ლარით დააჯარიმა რუსული გემის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები. მანტიიდან „ოცნების“ მაისური გიჩანს – ასე მიმართა ერთ-ერთმა დაჯარიმებულმა, თორნიკე კვერენჩხილაძემ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს. – „ორმა მოწმემ თქვა ტყუილი, ჩაქუჩიც რომ ჩამარტყათ შეგიძლიათ თავში?“ – მიმართა თორნიკე კვერენჩხილაძემ მოსამართლეს. -„შეგიძლიათ გაასაჩივროთ“ – უთხრა მას მოსამართლე …

ვინ არის მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე – ჯარიმები პროტესტისთვის

„კონსტიტუციის მტერი“ – ამ ტრანსპარანტით მივიდა მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე 15 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. მან მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის გადაწყვეტილება გააპროტესტა – მოსამართლემ ეს მოქალაქე საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გამოკრული წარწერისთვის – „ბათუმის ზონდერი მერი ქალაქის მტერი“ დააჯარიმა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პროტესტის გამოხატვის შემთხვევებზე აჩენს კითხვას: გადაწყვეტილება ემსახურება …

რა გადაწყვიტა სასამართლომ „თამაზ ბაკურიძის საქმეზე“

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სამართალდამრღვევად მიიჩნია თამაზ ბაკურიძე. მას მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. „დაუმორჩილებლობის ნიშნები იყო, თქვენ ორგანიზატორი იყავით…,“ – უთხრა მოსამართლემ თამაზ ბაკურიძეს, ვიდრე ის სხდომათა დარბაზს დატოვებდა. თამაზ ბაკურიძე 6 აპრილს დააკავა აღსრულების პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს. ის პოლიციელებს მოუწოდებდა, შეეჩერებინათ კაცი, ვინც გამოსახლების გამო სახლის სახურავზე აძვრა …

„რიჟვაძე, მოდი…“ – ამ ფრაზის ღობეზე დაწერისთვის ბათუმში მოქალაქე დააჯარიმეს

„მინდოდა სრულად დამეწერა: „რიჟვაძე, მოდი, ჩვენ გადაგვიღუნე,“ მაგრამ არ დამამთავრებინეს, მხოლოდ ამის დაწერა მოვასწარი: „რიჟვაძე, მოდი“, მოვიდნენ და დამაჯარიმეს,“ – ამბობს თამარ კურატიშვილი, მოძრაობა „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი. მისი საქმე დღეს, 15 სექტემბერს, განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. მოსამართლემ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევაა თორნიკე რიჟვაძის მისამართით სამშენებლო ღობეზე მინაწერი – „რიჟვაძე, მოდი“. მოსამართლემ მოქალაქე 50 ლარით დააჯარიმა. …

დაკავებული ოპოზიციონერი, რომელიც პოლიციას მანქანიდან გაექცა სააპელაციომ გაამართლა

სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ბაჩი მექვაბიშვილი. ეს ის ოპოზიციონერია, რომელიც პოლიციელებმა ბათუმში, 2022 წლის 19 თებერვალს დააკავეს, მანქანაში ჩასვეს, მაგრამ ის მანქანიდან გაექცათ. ბაჩი მექვაბიშვილი 2021 წლის შემოდგომიდან ბათუმის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. აქციაზე დაკავებულების ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] იცავდა. 2022 წლის 19 თებერვალს ბაჩი მექვაბიშვილი და ენმ-ს სხვა აქტივისტები ბათუმის „ჰილტონში“ …

რატომ გააპარა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი მოსამართლემ – 24 ოპოზიციონერის დაკავების საქმე

დაანონსებული ქუჩის აქციების და სხვა პოლიტიკური აქტივობის ნაცვლად, უკვე მერამდენე დღეა ოპოზიცია სასამართლო სხდომებს ესწრება. დღეს, პირველ ივნისს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების: გია აბულაძის, გიორგი კირთაძის და ლევან ანთაძის, ასევე ბათუმის საკრებულოს წევრის ილია ჯინჭარაძის და ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის – მერაბ ვარშალომიძის საქმე განიხილა. დღესვე სასამართლოს ჩვენება მისცა მოწმის სახით დაბარებულმა დავით …

„დიახაც, პუტინ ხუილო“ – მოსამართლესთან გაიმეორეს გინება, რისთვისაც 24 ოპოზიციონერი დააკავეს

„გინება სადაა?“- რამდენჯერმე გაუმეორეს კითხვა ოპოზიციონერებმა სამართალდამცველ ვიტალი ზოიძეს, რომელმაც „6 მაისის აქციის დაშლის საქმეზე“ მოსამართლეს სამხრე კამერების ჩანაწერები აჩვენა. შსს-ს მიერ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებში არ ისმის იმ ადამიანების გინება, ვინც სწორედ „უმისამართო გინებისა“ და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს. საუბარია 6 მაისს ბათუმში მოწყობილ ანტისაოკუპაციო აქციაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. 6 მაისს, ღამით, პოლიციელებმა …

„ჩაქუჩი დაბლა“ – მოსამართლე გოგუაძემ დაკავებული 24 ოპოზიციონერის საქმის განხილვა შეწყვიტა 

„ბებია ჰყავს ავად და ვერ შეძლებს გამოცხადებას“, – მიმართა ოპოზიციონერებს სამართალდამცველმა ვიტალი ზოიძემ, რომელსაც ადვოკატმა მირდატ ქამადაძემ კატეგორიულად მოსთხოვა ეთქვა: რატომ აღარ სურს  სასამართლოს ჩვენება მისცეს პოლიციელმა იაგო ტაკიძემ, რომელმაც სამხრე კამერით სავარაუდო სამართალდარღვევა გადაიღო და თავად შსს-მ ჩასვა ის ოფიციალურად დასაკითხ მოწმეთა სიაში? საუბარია 6 მაისის ღამით 24 ოპოზიციონერის ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე, მათ შორის …

რა გადაწყვიტა მოსამართლემ „ბათილი ბიულეტენის საქმეზე“

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ უარი თქვა ბათუმში ბათილი ბიულეტენის ნამდვილად მიჩნევაზე. საუბარია ბათუმის 50-ე საარჩევნო უბნის შემთხვევაზე – ბიულეტენი, სადაც ამომრჩევლის არჩევანი მკაფიოდ ჩანს, კომისიამ იმიტომ მიიჩნია ბათილად, რომ მას კუთხე ჰქონდა დაზიანებული. საოლქო საარჩევნო კომისია ამ საჩივარზე უბნის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას დაეყრდნო, რომელმაც თქვა, რომ ბიულეტენი კონვერტის გარეშე იყო მოთავსებული ყუთში. საოლქო კომისიამ უარი თქვა …

9 კორპუსის უკანონო მშენებლობა ბათუმში – რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში

„ეს არის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მოსამართლეს ჰქონდა სრული საფუძველი შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა და შეეჩერებინა მშენებლობა,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოზე, რომელმაც გოგოლის ქუჩაზე 9 კორპუსის უკანონო მშენებლობის შეჩერებაზე უარი თქვა. ბათუმში, გოგოლის 11-ში, უკანონო მშენებლობას, სადაც 7 კორპუსს კიდევ 2 დაემატა, ხელისუფლება არ აჩერებს. ოფიციალურად ბათუმის მერია და ხელისუფლების სხვა პირები აცხადებენ, …

„ბათუმის წყალმა“ ავეჯი გადაუტანა „ოცნებას“, მოსამართლისთვის ეს დარღვევა არ არის

„ეს იქნება ძალიან სახიფათო პრეცედენტი, თუკი პარტიას შეეძლება მუნიციპალური ორგანოების რესურსის გამოყენება… სასამართლომ ხელი უნდა შეუშალოს ამას,“ – უთხრა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა პაატა დიასამიძემ, ვიდრე მოსამართლე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კუთხით ახალი გადაწყვეტილების მისაღებად გავიდოდა სათათბირო ოთახში. დღეს, 3 სექტემბერს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში საია-ს სარჩელი განიხილა „ქართული ოცნების“, შპს …

„არ დავთმობთ ბათუმის ბულვარს“ – წარწერა ქუჩაზე მოსამართლემ დარღვევად მიიჩნია

“შემოიტანეთ,” – თქვა თუ არა მოსამართლემ, მანდატურმა წინ დაუდო სტენსილის ესკიზი ანუ ხის დაფაზე ამოტვიფრული ასოები: “არ დავთმობთ ბათუმის ბულვარს”. ამ ფრაზის ქუჩაზე წითელი და მსხვილი ასოებით დაწერის მცდელობის გამო პოლიციელებმა მოქალაქე მზია ქედელიძე 500 ლარით დააჯარიმეს. “მე არ ჩამიდენია დანაშაული, ეს არ იყო დანაშაული,” – მიმართა მოსამართლეს მზია ქედელიძემ. “კანონის არ ცოდნა არ ათავისუფლებს …

„თქვენ გინდათ დაასახელოთ ჩემი მოწმეები“ – აჭარა TV-დან გაშვებული რედაქტორის პროცესი დაიწყო

აჭარის ტელევიზიას ჩამოშორებული ჟურნალისტებიდან ერთ-ერთის – მაია მერკვილაძის საქმის განხილვა დღეს, 26 ივნისს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დაიწყო. მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი. იგი 24 თებერვალს გაათავისუფლეს. მაია მერკვილაძე იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც მისი შტატი ტელევიზიაში საერთოდ გააუქმეს. მოსამზადებელ სხდომაზე EMC-ის იურისტმა და მაია …

ფოთის ყოფილი პროკურორი, რომლის მანქანაც დაცხრილეს, ბათუმში მოსამართლედ დანიშნეს  

„მე მივაწოდე ინფორმაცია პროკურატურას ამ ფაქტის შესახებ, გამოძიება დასრულებული არ არის… ეს უკავშირდებოდა ჩემს საპროკურორო საქმიანობას,“ – გვიპასუხა მასამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დღეს, 4 ოქტომბერს, ერთ-ერთი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. ალექსანდრე გოგუაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ – 18 სექტემბრიდან გაამწესა. მოსამართლედ გამწესებული ალექსანდრე გოგუაძე 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით …

Exit mobile version