თბილისში, დამწვრობის ცენტრში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ ორ ბავშვს მკურნალობენ.
„ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ის ახალ წლამდე გადმოიყვანეს რეგიონიდან. მოზარდს დამწვარი ჰქონდა სახე, კისერი, გულმკერდი და ზედა კიდურები, ასევე, აფეთქების შედეგად დაუზიანდა სასუნთქი გზებიც. მას ჩაუტარდა 2 ქირურგიული ოპერაცია, ახლა გაუმჯობესების სტადიაშია“ – უთხრა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ „ბათუმელებს“.
მისივე თქმით, მეორე ბავშვი სახის დამწვრობით, გუშინ, 3 იანვარს შეიყვანეს კლინიკაში.
„გაგვიმართლა, რომ დამწვრობა ღრმა არ არის, თვალებიც დაზიანებული არ აქვს. ბავშვი კლინიკაში ჩვენი დაკვირვების ქვეშ რჩება“.
გუგა ქაშიბაძის თქმით, წელს, ასევე, დამწვრობის ცენტრში მსუბუქი დამწვრობით გადაიყვანეს რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ჩაუტარდათ ამბულატორიული მომსახურება.
ამავე დროს, გუგა ქაშიბაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ პიროტექნიკის აფეთქებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევები წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.
უკვე მეორე წელია ბათუმში, ახალი წლის დღეებში, თურქეთის მოქალაქეების რაოდენობა შესამჩნევად იზრდება. მეზობელი ქვეყნის ათასობით მოქალაქე საქართველოში საგანგებოდ ჩამოდის ახალი წლის შესახვედრად.
ამ ფაქტმა თურქული მედიის ყურადღებაც მიიქცია. თურქული გამოცემა „ჰაბერი“ წერს, რომ სარფის სასაზღვრო პუნქტი გადაჭედილი იყო ახალი წლის საქართველოში გატარების მსურველებით.
„ჰაბერის“ ცნობით, სარფის საზღვრის გავლით თურქეთიდან საქართველოში, ახალი წლის წინ, 29, 30 და 31 დეკემბერს, 67 350 ქვეითი და 6 980 ავტომანქანა შემოვიდა, პირველ იანვარს კი საქართველოდან თურქეთში დაბრუნების მსურველების უზარმაზარი რიგი იყო.
„ჰაბერი“ ესაუბრა თურქეთის რამდენიმე მოქალაქეს, რომელთაც თქვეს, რომ მსგავსი რიგი სარფის საბაჟოზე არ ახსოვთ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სარფის საბაჟოზე რიგები შენობის გარე პერიმეტრიდან იწყებოდა.
სარფის საბაჟო – კადრი ვიდეოდან
ბათუმში ახალი წლის შესახვედრად ძირითადად საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეები ჩამოდიან, ბათუმში 1-2 დღით რჩებიან და უკან ბრუნდებიან.
___________
ფოტოზე: რიგი სარფის საბაჟოსთან. კადრი „ტიკტოკზე“ გამოქვეყნებული ვიდეოდან.
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა იშიკავას პრეფექტურაში, 79 ადამიანი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება – წერს იაპონური გამოცემა mainichi.
მედიის ცნობით, დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.
7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში 1 იანვარს მოხდა და ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. მიწისძვრის შემდეგ გაჩენილმა ხანძარმა 200-ზე მეტი შენობა გაანადგურა.
ბათუმში საახალწლო პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მინიმუმ 2 ადამიანი დაშავდა ახალი წლის დღეებში.
31 დეკემბერს, ბათუმში, საერთაშორისო ჰოსპიტალში [ბაუ] ორივე ხელის მტევნის მრავლობითი დამწვრობით 40 წლის მამაკაცი შეიყვანეს. როგორც ,,ბათუმელებს“ კლინიკაში უთხრეს, პაციენტმა ერთი თითი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკარგა. ამჟამად, მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ასევე, 30 დეკემბერს, ბათუმის სამედიცინო ცენტრში [BMC] პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაზიანებული 25 წლის მამაკაცი გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში გვითხრეს, პაციენტს საავადმყოფოში გადაყვანამდე უკვე დაკარგული ჰქონდა ერთი თითი.
მას ტრავმატოლოგიური ჩარევაც დასჭირდა. კაცი დღემდე გადის მკურნალობის კურს სამედიცინო ცენტრში.
ეს არ არის პიროტექნიკით დაზიანების ერთეული შემთხვევები. საქართველოში, ყოველწლიურად, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი ზიანდება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნიკორწმინდას საფრთხე ემუქრება და განადგურების რისკის ქვეშაა, არ შეესაბამება სიმართლეს.
ამის შესახებ სააგენტო ფეისბუქზე წერს.
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია სააგენტოს დაკვეთით 2018 წელს განახორციელა შპს „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრმა“ (ნანა კუპრაშვილი).
ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შემდეგი სამუშაოები: ტაძრის სახურავიდან თუნუქის ბურულის მოხსნა და ჩანაცვლება სპილენძის ფურცლებით, სარკმლებისა და კარების შეცვლა, ქვის საკონსერვაციო სამუშაოები, ინტერიერში ნალესობისა და ფერწერის რესტავრაცია, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები და სამრეკლოს რეაბილიტაცია.
ხსენებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 946 175 ლარი.
სააგენტოს თანამშრომლების მიერ ობიექტის მონიტორინგი ბოლოს განხორციელდა 2023 წლის აგვისტოში. შემოწმებულ იქნა ტაძრის როგორც გადახურვის, ასევე ექსტერიერის და ინტერიერის მდგომარეობა.
მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გარდა მცირე დაზიანებებისა ძეგლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ტაძარს არ აქვს სტრუქტურული პრობლემები, ინტერიერში არ ხდება წყლის ინფილტრაცია და ვიზუალური დათვალიერებით კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება.
შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძეგლს საფრთხე ემუქრება და არის განადგურების რისკის ქვეშ არ შეესაბამება სიმართლეს. სააგენტო კვლავაც გააგრძელებს ძეგლის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს“ – წერს სააგენტო.
XI საუკუნეში აგებული ნიკორწმინდა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
31 იანვარს ბათუმში, კაზინოში ხანძარი გაჩნდა – სოციალურ ქსელებში ხანძრის ამსახველი რამდენიმე ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს ხანძარი, სათამაშო აპარატები და ხალხი, რომელიც კაზინოს დატოვებას ცდილობს.
ინფორმაცია „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
აქ გვითხრეს, რომ ცეცხლი სწრაფად იქნა ლიკვიდირებული და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
______________
ფოტოზე: კადრი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 იანვრის 21 საათიდან 5 იანვრის 21 საათამდე ბათუმში და აჭარის დაბლობში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, აჭარის მთაში კი – თოვა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 13 – 18 გრადუსი
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 6 იანვარს, ღამით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა, 6 იანვარს დღისით და 7-8 იანვარს კი აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 4,7 მილიონი ლარი დაიხარჯება.
სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია-გამაგრების სამუშაოებზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 4 767 332 ლარია.
„ბათუმში, ჰ. აბაშიძის ქუჩაზე არსებული N7 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს სკოლის განახლებას არსებული სიტუაციის, ფართობების და დაკავებულობის ცვლილების გარეშე“ – აღნიშნულია ტენდერში.
სკოლის შენობის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს.
„ვადის ცვლილების (გაზრდის) საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები (მოწოდების ვადა განისაზღვრა მსგავსი გარემოებების გათვალისწინებით), ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები. აღნიშნულ ვადაში გათვალისწინებულია ზამთრის პერიოდიც.“ – აღნიშნულია პირობაში.
ტენდერში წინადადებების მიღება კი 2024 წლის 19 იანვარს დაიწყება და 24 იანვარს დასრულდება.
ბათუმის მე-7 საჯარო სკოლა / რენდერი პროექტიდან
„პროექტში არსებულ რენდერში, ფასადის სრულად წარმოჩენისთვის, არ არის ხე-მცენარეები. თუმცა, პროექტის მიხედვით, უნდა შენარჩუნდეს ყველა ხე-მცენარე“ – აღნიშნულია სატენდერო განაცხადში.
პირობის მიხედვით, „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობის/ნაგებობის მშენებლობის/რეაბილიტაციის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 4 000 000 ლარის, მათ შორის ერთი შესყიდვის ფარგლებში არანაკლებ 1 000 000 ლარის ღირებულების სამუშაოები.
გამოცდილებაში არ ჩაითვლება გზების, ხიდების, გაბიონების, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების, ეზოების, ქუჩების მოწყობის/რეაბილიტაციის და მსგავსი სამუშაოები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სამუშაოები სხვა ძირითადი სამუშაოების თანმდევი სამუშაოებია“.
ბათუმის მე-7 საჯარო სკოლა / არსებული სიტუაცია / ფოტოები ტენდერიდან
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 362 280 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +780]
ტანკი – 6 002 ერთეული [+12]
ჯავშანტექნიკა – 11 128 ერთეული [+21]
საარტილერიო სისტემა – 8 574 ერთეული [+28]
MLRS – 947 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 630 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 753 ერთეული [+5]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 785 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 11 423 ერთეული [+32]
სპეცტექნიკა – 1 304 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
565 თვითმფრინავი
263 ვერტმფრენი
10 404 უპილოტო საფრენი აპარატი
446 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 472 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 198 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 623 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
17 075 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
აჭარის მთავრობა ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე ყინულის არენის დასრულებასა და იქვე ახალი საცურაო აუზის მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. თუ ეს ტენდერი შედგება, მშენებლობის დასრულებას ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვე [2,5 წელი] დასჭირდება.
ტენდერის გამოცხადებამდე კი, აჭარის სამთავრობო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ბაზარს იკვლევს.
ბაზრის კვლევის მიზანი გამოსაცხადებელ ტენდერში პრეტენდენტის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებზე [გამოცდილება, კვალიფიკაცია, ფინანსური შესაძლებლობები] დაინტერესებულ პირთა მოსაზრებების გაცნობაა.
ეს მოთხოვნები „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“ გასაჯაროებული აქვს და დაინტერესებულ პირებს თავიანთი მოსაზრებების წარდგენა 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში, ლადო ასათიანის 27-ში, აჭარის მთავრობის თავდაპირველი გათვლებით, 2019 წლიდან ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზიც აშენებული უნდა ყოფილიყო; პროექტისთვის ბიუჯეტიდან 29 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, შენობაში კი, დღეს არც ყინულის არენაა და არც აუზი.
მთავარი მოთხოვნა პრეტენდენტის მიმართ იქნება ის, რომ მას „[შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს] 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში შესრულებული ჰქონდეს დღგ-ს ჩათვლით არანაკლებ 130 მილიონი ლარის ღირებულების
სამშენებლო სამუშაოები, გარდა სამრეწველო შენობა-ნაგებობებისა და ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობისა“.
სხვა არაერთ მოთხოვნასთან ერთად „შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, არაუმეტეს 1 დასრულებული პროექტის/ხელშეკრულების ფარგლებში უნდა გააჩნდეს დღგ-ს ჩათვლით არანაკლებ 30 მილიონი ლარის ღირებულების სპორტული, სამაყურებლო, კულტურულ-სანახაობრივი ან საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობის მშენებლობის გამოცდილება, რომელიც მიღებულია ექსპლუატაციაში.“
მომავალი პრეტენდენტების მიმართ გაზრდილი მოთხოვნები დაკავშირებულია იმასთან, რომ სამთავრობო კომპანია გამოაცხადებს ერთიან ტენდერს, რომელიც ყინულის არენისა და აუზის პარალელურად სხვა სამუშაოების შესრულებასაც მოიცავს.
ამ ერთიანი ტენდერის ფარგლებში გამარჯვებულს ევალება:
[checklist]
ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოების დასრულება და ახალი საცურაო აუზის მშენებლობა;
ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის მშენებლობა;
ბათუმში, ტბეთის ქუჩა N16-ში საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია;
ქობულეთის სოფელ ხუცუბანში მდებარე ხელოვნურსაფარიანი რაგბის მოედნის მშენებლობა.
[/checklist]
უცნობია კონკრეტულად როდის და რა თანხით გამოაცხადებენ ტენდერს.
გამოსაცხადებელი ტენდერის პირობების მიხედვით კი:
„მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში სრულად შეისწავლოს ყველა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და მასში არსებითი ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ზედამხედველს ან/და შემსყიდველს
ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 დღის ვადაში განსახილველად წარუდგინოს გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე არგუმენტირებული ანგარიში;
მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში შეიმუშაოს სამუშაოთა წარმოების პროექტი, წარუდგინოს ის ზედამხედველს ან/და შემსყიდველს და უზრუნველყოს მისი შესრულება;
მიმწოდებელი ვალდებულია შეიმუშაოს და ზედამხედველს ან/და შემსყიდველს წარუდგინოს სამშენებლო სამუშაოების წარმოების გრაფიკთან მისადაგებული ყოველკვირეული გრაფიკი. ყოველკვირეული გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოში შეფერხების შემთხვევაში, ზედამხედველს უნდა წარედგინოს არგუმენტირებული დასაბუთება;
მასალებზე, ნაკეთობებზე ან სამუშაოებზე აუცილებელი ლაბორატორიული კვლევების თაობაზე დოკუმენტაციის უცხო ენაზე შედგენის შემთხვევაში, სავალდებულოა წარმოდგენილი იქნას მისი ნოტარიულად დამოწმებული ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი.“
ამასთან, ტენდერში გამარჯვებული, ძირითადი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ვალდებული იქნება გააფორმოს შესაბამისი დამატებითი ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან „ბათუმში, ტბეთის ქუჩა №16-ში არსებული ორსართულიანი სასტუმროს შენობისა და 1-სართულიანი დამხმარე შენობის (ტრიბუნით) სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (სახურავის) სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაცემის თაობაზე“.
ამ დამატებითი ხელშეკრულების პირობა იქნება „არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის დასრულება და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალების და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა“.
ამასთან „სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულება არ იქნება გათვალისწინებული ტენდერით შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში და ის არ ანაზღაურდება. სადემონტაჟო სამუშაოები უნდა დასრულდეს სამშენებლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში.“
მიმწოდებელი ასევე ვალდებული იქნება:
„დახურული ყინულის არენის საინჟინრო კომუნიკაციების/სისტემების მოწყობის და სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს, უზრუნველყოს აღნიშნული სისტემების და სამუშაოების, სამშენებლო ობიექტზე უკვე შესრულებულ სამუშაოებთან, დამონტაჟებულ საინჟინრო კომუნიკაციებსა და სისტემებთან თავსებადობა და მთლიანი სისტემის (ობიექტზე უკვე შესრულებული და პრეტენდენტის მიერ შესასრულებელი საინჟინრო კომუნიკაციების/სისტემების) შემსყიდვლისთვის გამართულ მდგომარეობაში ჩაბარება.
მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საცურაო აუზის ნაწილზე, უკვე მოწყობილია ხიმინჯების ველი, რომელზეც უნდა განხორციელდეს შენობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა. აღნიშნული გარემოება მიმწოდებლის მიერ არ შეიძლება გამოყენებულ იქნას საგარანტიო ვალდებულებაზე თავის არიდების საფუძვლად.“
გამოსაცხადებელი ტენდერის დღეს არსებული პირობების მიხედვით, მშენებლობის/სამუშაოების დასრულების სავალდებულო ვადები ასეა განსაზღვრული:
ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში ყინულის არენის დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის მშენებლობისთვის განსაზღვრულია 30 თვე ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან;
ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის მშენებლობის დასრულებისთვის განსაზღვრულია 24 თვე, ასევე ხელშეკრულების გაფორმებიდან;
ბათუმში, ტბეთის ქუჩა N16-ში საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციისთვის – 9 თვე;
ქობულეთის, სოფელ ხუცუბანში ხელოვნურსაფარიანი რაგბის მოედნის მშენებლობისთვის კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვე.
ამასთან, მეტეოროლოგიური მოვლენები ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველი ვერ იქნება.
განახლება: აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ტენდერი 2024 წლის მარტში გამოაცხადა 53 943 489 ლარით, დღგ-ს გარეშე. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კომპანია – შპს „ანაგი“, რომელთანაც აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ხელშეკრულება 2024 წლის 10 მაისს გააფორმა. სახელშეკრულებო თანხა ფაქტობრივად არ შეცლილა და 53 943 280 ლარია დღგ-ს გარეშე. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 2026 წლის მაისამდე უნდა დასრულდეს.
—
მიმდინარე 2024 წლიდან აჭარის მთავრობამ საქართველოს მთავრობიდან მიღებული სესხის დაფარვაც უნდა დაიწყოს. 20 მილიონი ლარი აჭარას სწორედ ყინულის არენის პროექტთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად ასესხეს.
„ყინულის არენის“ ვერშემდგარ პროექტს გასულ წელს სახელმწიფო აუდიტიც შეეხო:
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] მე-2 კორპუსის სახურავის აღსადგენად 445 ათას 8 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ხელშეკრულება შპს „აჭარასთან“ უკვე გაფორმებულია.
სახურავის აღდგენა, ხელშეკრულების მიხედვით, 2024 წლის 28 თებერვლამდე უნდა დასრულდეს.
უნივერსიტეტმა კომპანიასთან ხელშეკრულება ტენდერის გარეშე „გადაუდებელი აუცილებლობით“ გააფორმა 2023 წლის 29 დეკემბერს და შეთანხმებისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. სააგენტო საკითხს 5 იანვარს განიხილავს.
„სტიქიის შედეგად მთლიანად დაზიანდა ბსუ-ს მე-2 კორპუსის სახურავი, რომლის გადაუდებელი აღდგენის საჭიროება განპირობებულია იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის უმოკლეს ვადაში აღდგენის, ასევე, შენობაში განთავსებული ლაბორატორიული აღჭურვილობისა და წიგნადი ფონდის ნალექებისაგან დაცვისა და სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის აუცილებლობიდან გამომდინარე.“ – აღნიშნულია ბსუ-ს განაცხადში.
ამავე განაცხადის მიხედვით, „დაზიანებული სახურავის დარჩენილი ნაწილის მდგრადობის შეფასების მიზნით მოწვეული იქნა ინჟინერ – კონსტრუქტორი [ექსპერტი] შოთა კუჭავა, რომლის მიერაც წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნით დასტურდება, რომ სახურავზე დარჩენილი კონსტრუქციაც არ შეესაბამება ექსპლუატაციის ნორმებს და სრულად საჭიროებს შეცვლას“.
ბსუ-ს ინფორმაციით, „შესყიდული იქნა დაზიანებული სახურავის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 525 519.57 ლარი. ამ დოკუმენტაციის საფუძველზე ჩატარდა ბაზრის მოკვლევა და შეტყობინებები ელ. ფოსტის საშუალებით დაეგზავნა 26 პრეტენდენტს, საიდანაც წინადადებები მოგვაწოდა სამმა პრეტენდენტმა:
ბსუ-ს მე-2 კორპუსზე აღსადგენი სახურავი / ფოტო პროექტიდან
„დაბალ ფასიან პრეტენდენტს – შპს „იორ ბუილდინგ კომპანი-LTD YOUR BUILDING COMPANY“-ის წერილობით ეცნობა ხელშეკრულების გაფორმებისა და სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების თაობაზე, რაზეც კომპანიამ განაცხადა წერილობითი უარი. გამომდინარე აღნიშნულიდან განხილული იქნა ბაზრის კვლევაში მონაწილე მომდევნო დაბალფასიანი პრეტენდენტის შემოთავაზება, რომელმაც გამოთქვა სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მზადყოფნა, რის საფუძველზეც გაფორმდა ხელშეკრულება“ – აღნიშნულია ბსუ-ს განაცხადში.
ბსუ-ს მეორე კორპუსს სახურავი ქარმა 2023 წლის 24 დეკემბერს გადახადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლე – 1987 წელს დაბადებული ი.ბ. ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოლიციამ ზ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა.
შსს იუწყება, რომ სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 361 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +680]
ტანკი – 5 990 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 11 107 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 8 546 ერთეული [+15]
MLRS – 945 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 629 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 748 ერთეული [+36]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 783 ერთეული [+73]
გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 11 391 ერთეული [+26]
სპეცტექნიკა – 1 298 ერთეული [+14]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
565 თვითმფრინავი
263 ვერტმფრენი
10 367 უპილოტო საფრენი აპარატი
446 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 447 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 194 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 618 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
17 040 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
2024 წლის 1 იანვარს ესტონეთში ძალაში შევიდა კანონი ქორწინების თანასწორობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სქესის მიუხედავად, ორ სრულწლოვანს შეუძლია დაქორწინება.
ქორწინების თანასწორობის აქტი ესტონეთმა მიიღო მიერ 2023 წლის 20 ივნისს. მას მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, 34 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.
ესტონეთი გახდა პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც დააკანონა ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება.
2013 წლიდან ესტონეთში მოქალაქეებს უფლება აქვთ დადონ ფორმალური პარტნიორობის ხელშეკრულება, მიუხედავად სქესისა.
ქორწინების თანასწორობის აქტი არ ხსნის პარტნიორული ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას. წყვილები, რომლებმაც გაფორმებული ჰქონდათ ასეთი შეთანხმება, ახლა შეძლებენ ქორწინების რეგისტრაციას გამარტივებული წესით.
ესტონეთის ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ესტონელთა 53%-მა მხარი დაუჭირა ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინებას. ათი წლის წინ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 34% იყო.
2 იანვრის დილას, კიევში თითქმის 6 საათს გაგრძელდა საჰაერო განგაში. რუსეთი უკრაინის დედაქალაქს თავს დაესხა „შაჰედის“ დრონებით, ათეულობით „კინჯალითა“ და რაკეტებით.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვამ ათამდე „კინჯალი“ და სხვადასხვა სახის 60 რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ბოლო ცნობებით დაიღუპა 3 ადამიანი, დაშავდა – 38, მათ შორის ბავშვი.
2 იანვრის დილას რუსულმა ჯარებმა მასობრივი დარტყმა განახორციელეს ხარკოვზეც, სადაც დაარტყეს ქალაქის საცხოვრებელ ზონას. ბოლო ცნობებით, ხარკოვში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 64 სამხედრო შეტაკება მოხდა.
იაპონიაში სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომელიც 1 იანვარს, ახალი წლის პირველ დღეს მოხდა.
იაპონური მედიის ცნობით, მაშველები ჯერ ისევ ეძებენ დაკარგულ ადამიანებს.
7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ გამოიწვია ნგრევა და ხანძარი იშიკავას პრეფექტურის ქალაქ ვაჯიმაში, მედიის ცნობით, გზებზე ნანგრევები აფერხებს სამაშველო ოპერაციებს.
2 იანვარს, დილით, საგანგებო სამსახურმა გააუქმა გაფრთხილება მოსალოდნელ ცუნამზე, მას შემდეგ, რაც ყველაზე მაღალი ტალღა – დაახლოებით 1.2 მეტრი – თავს დაატყდა ვაჯიმას პორტს ღამით.
იშიკავას პრეფექტურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიწისძვრის შემდეგ გაჩენილმა ხანძარმა 200-ზე მეტი შენობა გაანადგურა.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ვაჯიმას აღმოსავლეთით-ჩრდილო-აღმოსავლეთით 30 კილომეტრში, სიღრმე 16 კმ იყო. მსგავსი მიწისძვრა შეუძლებელს ხდის ადამიანების ფეხზე დგომას. სააგენტოს ცნობით, ასეთი მიწისძვრა იაპონიაში ბოლოს 2018 წელს დაფიქსირდა, ჰოკაიდოში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 360 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810]
ტანკი – 5 990 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 11 100 ერთეული [+13]
საარტილერიო სისტემა – 8 531 ერთეული [+49]
MLRS – 945 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 626 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 710 ერთეული [+53]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 710 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 11 365 ერთეული [+35]
სპეცტექნიკა – 1 284 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
565 თვითმფრინავი
263 ვერტმფრენი
10 352 უპილოტო საფრენი აპარატი
445 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 434 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 194 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 611 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
16 976 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ტრადიციულ, საახალწლო მიმართვაში ხაზი გაუსვა, რომ 2024 წელს რუსეთი იგრძნობს უკრაინის მიერ წარმოებული იარაღის ძალას.
„მომავალ წელს მტერი იგრძნობს შიდა წარმოების რისხვას. ჩვენი იარაღი, ჩვენი აღჭურვილობა, არტილერია, ჩვენი ჭურვები, ჩვენი დრონები, საზღვაო “მოკითხვები” და მინიმუმ მილიონი უკრაინული FPV. ყველაფერი, რითაც გულუხვად გავუმასპინძლდებით ხმელეთზე, ჰაერში და, რა თქმა უნდა, ზღვაზე. ჩვენს შავ ზღვაზე. ამ წელს მტერმა ისე იგრძნო, როგორც არასდროს: მისი ადგილი იქ არ არის. და ჩვენი ქმედებები შავ ზღვაში გახდა რუსული ფლოტის ისტორიის შავი ფურცელი.
ამის „დადასტურება“ ოფიციალურად შეუძლია მათ დიდ სადესანტო ხომალდებს, სარაკეტო და საპატრულო კორვეტებს ზღვის ფსკერზე“ – განაცხადა ზელენსკიმ.
მან საახალწლო მიმართვაში აღნიშნა, რომ 2023 წელს უკრაინაში 6 ათასჯერ გაისმა განგაშის ხმა.
„თითქმის ყოველ ღამე ვიღვიძებდი სირენებისგან, ჩავდიოდით თავშესაფარში, ვიცავდი ჩემს შვილებს მტრის რაკეტებისა და თვითმფრინავებისგან. და ყოველ ღამე და ყოველ დღე ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობდნენ, გმირულად იცავდნენ უკრაინის ცას, რომ გაგვეგო განგაშის შეწყვეტის შესახებ 6 ათასჯერ და შეგვძლებოდა 6 ათასჯერ ამოსვლა თავშესაფრიდან. ზევით ამოსვლა, ცისთვის შეხედვა და ამით კიდევ ერთხელ დამტკიცება – უკრაინელები ტერორზე ძლიერები არიან.
და რამდენი რაკეტაც არ უნდა გაისროლოს მტერმა, რამდენი მასიური და დაუნდობელი დაბომბვა და თავდასხმაც არ უნდა იყოს, ჩვენი, უკრაინელების გატეხის, დაშინების, უკრაინის წაქცევის, მიწისქვეშ ჩარეკვის მიზნით, ჩვენ მაინც ავდგებით, რადგან ის, ვისაც ჩვენს მიწაზე ჯოჯოხეთი მოაქვს, ერთ დღესაც დაინახავს მას საკუთარი ფანჯრიდან“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან მადლობა გადაუხადა უკრაინის თავდაცვის ძალებს, მოქალაქეებს და ყველას, ვინც უკრაინის გამარჯვებისთვის იბრძვის.
იაპონიაში ძლიერმა მიწისძვრამ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში სანაპიროზე ცუნამი გამოიწვია.
იაპონიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დღეს,1 იანვარს, მოსახლეობა გააფრთხილა სამიდან ხუთ მეტრამდე ტალღების საფრთხის შესახებ. ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის პირველი ტალღები უკვე დაფიქსირდა იშიკავას პრეფექტურის ქალაქ ვაჯიმას მახლობლად.
სამაშველო სამსახურებმა სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მაღალ ადგილზე გადაადგილებისკენ მოუწოდეს. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ.
მედიის ცნობით, ატომური ელექტროსადგურები არ დაზიანებულა, თუმცა ელექტროენერგიის გარეშე 36 ათასზე მეტი ოჯახი დარჩა.
მიწისძვრა იგრძნობოდა ტოკიოშიც, სადაც შენობებმა რყევა დაიწყო.
მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდა იყო. ტოკიოში, პრემიერ-მინისტრის ოფისში საგანგებო რეაგირების ოფისი შექმნა.
2011 წლის 11 მარტს იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც ძლიერი ცუნამი გამოიწვია, რის შედეგადაც დაახლოებით 20 000 ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ ასევე გამოიწვია კატასტროფა ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე – ყველაზე მძიმე ატომური ავარია 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ.
______________
ფოტოზე: ბზარები ასფალტზე ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ქალაქ ვაჯიმაში, იშიკავას პრეფექტურაში, 2024 წლის 1 იანვარი. ფოტო: mainichi
უკრაინული მედიის ცნობით, 2024 წლის 1 იანვრის ღამეს რუსეთმა უკრაინის მასშტაბით „შაჰედის“ ტიპის დრონების რეკორდული რაოდენობა გაუშვა – 90 ერთეული, რომელთაგან 87 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.
რუსეთის შეტევა 11 საათს გაგრძელდა, თითქმის მთელს უკრაინაში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთმა, ასევე, ოთხი S-300 საზენიტო რაკეტით შეუტია ხარკოვის ოლქს და გამოიყენა 4 სარადარო რაკეტა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე თავდასხმისთვის.
ახალი წლის ღამეს რუსეთის თავდასხმის შედეგად ოდესაში 15 წლის მოზარდი დაიღუპა, 3 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2024 წლის 1-2 იანვარს ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 12 – 17 გრადუსი
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 3 იანვარს გაავდრდება და კვირის ბოლომდე წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 360 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +780]
ტანკი – 5 983 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 11 087 ერთეული [+17]
საარტილერიო სისტემა – 8 482 ერთეული [+18]
MLRS – 943 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 625 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 657 ერთეული [+66]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 709 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 11 330 ერთეული [+38]
სპეცტექნიკა – 1 277 ერთეული [+9]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
565 თვითმფრინავი
263 ვერტმფრენი
10 318 უპილოტო საფრენი აპარატი
445 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 423 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 194 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 589 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
16 925 სპეციალური სამხედრო მანქანა
ად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოში, მეწყერმა ბადრი დიასამიძის სახლი დააზიანა. ხუთსულიანი ოჯახი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა.
„გუშინწინ მოხდა. ლოდები და ხეები ჩამოიტანა, სახლსაც დაარტყა და საბძელსაც. სახლი შეამტვრია, ყველაფერი დააზიანა“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბადრი დიასამიძემ.
მისი თქმით, მეწყერმა მხოლოდ მისი სახლი დააზიანა.
„მარტო ჩემი სახლი დაზიანდა, მარტო ვცხოვრობ იმ ადგილას. ფერდობი იყო გახეთქილი, წვიმები იყო ეს პერიოდი და ალბათ ამის გამო განვითარდა“ – ამბობს ბადრი დიასამიძე.
მან გვითხრა, რომ ოჯახმა ჩანჩხალო უკვე დატოვა და ნათესავებს შეაფარეს თავი:
„ახლა უსახლკაროდ ვარ, სტუდენტი შვილები მყავს, მეუღლე სკოლაში მუშაობს. რაც გქონდა, რაც გვიშრომია, ყველაფერი სახლში დარჩა. შეგვეშინდა, ვერ შევედით“.
ბადრი დიასამიძე ამბობს, რომ მის მრავალშვილიან ოჯახში მხოლოდ ძმამ მიიღო კომპენსაცია, თვითონ კი ჩანჩხალოში მოუხდა დარჩენა და წლებია ელის, როდის მიაქცევს მთავრობა ყურადღებას.
„16-სულიანი ოჯახი ვიყავით, ძმას უყიდეს საცხოვრებელი სახლი და წავიდა სამტრედიაში, მე დავრჩი ისე. 8 წელი გავიდა მას შემდეგ, განცხადება ძალიან ბევრჯერ დავწერე, მაგრამ არანაირი დახმარება არ მიმიღია.
ახლა რას ვაპირებ?!
დასრულდება დღესასწაულები და დავიწყებ შუახევიდან, ბათუმი, ქუთაისი და ჩავალ თბილისში, სასამართლოსაც მივმართავ, აბა როგორ მოვიქცე?!“ – ამბობს ბადრი დიასამიძე.
„ბათუმელები“ ესაუბრა ჩანჩხალოში მერის წარმომადგენელს, გოდერძი მახარაძეს. მან დაგვიდასტურა, რომ მეწყერი სოფელში მხოლოდ ერთ, ბადრი დიასამიძის ოჯახს შეეხო და გვითხრა, რომ მომხდარის შესახებ შუახევის მერია ინფორმირებულია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 359 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960]
ტანკი – 5 977 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 11 070 ერთეული [+17]
საარტილერიო სისტემა – 8 464 ერთეული [+30]
MLRS – 943 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 623 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 591 ერთეული [+37]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 709 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 11 292 ერთეული [+48]
სპეცტექნიკა – 1 268 ერთეული [+8]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
564 თვითმფრინავი
263 ვერტმფრენი
10 272 უპილოტო საფრენი აპარატი
445 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 412 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 194 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 578 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
16 905 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„კარგია, რომ ივანიშვილმა საბოლოოდ მოახერხა სამალავიდან გამოსვლა. საბაბი სუსტი იყო. გამოწვევა მიღებულია“ – ასე გამოეხმაურაX-ზე [ყოფილი ტვიტერი] გიორგი გახარია, პარტია „გახარია -საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, დღეს, 30 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებას.
დღეს, 30 დეკემბერს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის რანგში. პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობაზე დღეს მან გიორგი გახარია მოიხსენია, როგორც მოღალატე.
„ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა“ – განაცხადა ივანიშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის მერია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ახალი წლის ღამე, საახალწლო დღესასწაულზე პიროტექნიკას არ გამოიყენებენ.
გორის მერიის ცნობით, პიროტექნიკისთვის განსაზღვრული თანხა გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას მოხმარდება.
საახალწლო პიროტექნიკით ყოველწლიურად ზიანდებიან ადამიანები. პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება საფრთხის შემცველია ფრინველებისა და ქუჩაში მცხოვრები ცხოველებისთვის.
წელს პიროტექნიკის აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ავტორები მიმართავენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს და პიროტექნიკის აკრძალვას ითხოვენ.
2023 წელს საქართველოში 5 მილიონ 2 ათას 100 აშშ დოლარის ღირებულების პიროტექნიკა შემოიტანეს. ამ სტატისტიკაში ჯერ არ არის ასახული ნოემბრისა და დეკემბრის თვეების მონაცემები, როცა საახალწლო ფეიერვერკებსა და სხვა პიროტექნიკაზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ კვლავ ბრუნდება პოლიტიკაში, ამჯერად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის რანგში.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე განაცხადა დღეს, 30 დეკემბერს.
„ზუსტად სამი წლის წინ საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების შესახებ. ახლა კი სამი წლის შემდეგ ჩემივე ინიციატივით პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები,“ — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა
ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ოფიციალურად 2011 წელს გამოჩნდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლის წინ. 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებში მის მიერ დაარსებული პარტიის – „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა, რომელიც მან 2013 წელს დატოვა. მაშინ ივანიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მის მიმართ არსებული „ჭარბი ნდობის“ გამო გადაწყვიტა.
თუმცა 2018 წელს ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად ისევ დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა. 2021 წელს ივანიშვილმა ისევ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის და ამჯერად თქვა, რომ მისი „მისია შესრულებულია“ და „ოცნების“ გუნდს შეუძლია მისი „შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება“.
დღეს, 2023 წლის მიწურულს, მან განაცხადა, რომ კვლავ ბრუნდება პოლიტიკაში და ამის მიზეზი „ქართული ოცნების“ „ადამიანური ცდუნებებისგან“ დაცვაა.
„ჩემი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა.
მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია. ამისათვის, 2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებს და კოორდინაციას საჭიროებს“ – განაცხადაივანიშვილმა.
წასვლის ეპიზოდებში ბიძინა ივანიშვილს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა არ ეჭირა, თუმცა მოქმედი პოლიტიკოსები პირები მუდმივად საუბრობდნენ მის როლზე, ოპონენტები კი მას ჩრდილოვან მმართველობაში ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ რეალურად, ქვეყანას კვლავ ივანიშვილი მართავს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 დეკემბრის 21 საათიდან 31 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 13 – 18 გრადუსი
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, 2024 წლის 1-2 იანვარს ბათუმში და აჭარის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 358 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +750]
ტანკი – 5 969 ერთეული [+16]
ჯავშანტექნიკა – 11 053 ერთეული [+20]
საარტილერიო სისტემა – 8 434 ერთეული [+17]
MLRS – 939 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 621 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 554 ერთეული [+15]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 708 ერთეული [+88]
გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 11 244 ერთეული [+29]
სპეცტექნიკა – 1 260 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
564 თვითმფრინავი
263 ვერტმფრენი
10 241 უპილოტო საფრენი აპარატი
445 საზენიტო სარაკეტო სისტემა
14 403 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 191 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
7 566 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
16 868 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.