მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 დეკემბერი

31.12.2023 • 896
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 359 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960]
  • ტანკი – 5 977 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 11 070 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 8 464 ერთეული [+30]
  • MLRS – 943 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 623 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 591 ერთეული [+37]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 709 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 292 ერთეული [+48]
  • სპეცტექნიკა – 1 268 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 564 თვითმფრინავი
  • 263 ვერტმფრენი
  • 10 272 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 445 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 412 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 194 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 578 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 905 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსეთი შავ ზღვაზეც აღარაფერს წარმოადგენს, ხომალდებსაც კი ოჩამჩირეში მალავს“ – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: