მთავარი,სიახლეები

ესტონეთში ამოქმედდა კანონი ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების შესახებ

02.01.2024
ესტონეთში ამოქმედდა კანონი ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების შესახებ

2024 წლის 1 იანვარს ესტონეთში ძალაში შევიდა კანონი ქორწინების თანასწორობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სქესის მიუხედავად, ორ სრულწლოვანს შეუძლია დაქორწინება.

ქორწინების თანასწორობის აქტი ესტონეთმა მიიღო მიერ 2023 წლის 20 ივნისს. მას მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, 34 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.

ესტონეთი გახდა პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც დააკანონა ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება.

2013 წლიდან ესტონეთში მოქალაქეებს უფლება აქვთ დადონ ფორმალური პარტნიორობის ხელშეკრულება, მიუხედავად სქესისა.

ქორწინების თანასწორობის აქტი არ ხსნის პარტნიორული ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას. წყვილები, რომლებმაც გაფორმებული ჰქონდათ ასეთი შეთანხმება, ახლა შეძლებენ ქორწინების რეგისტრაციას გამარტივებული წესით.

ესტონეთის ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ესტონელთა 53%-მა მხარი დაუჭირა ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინებას. ათი წლის წინ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 34% იყო.

___________

ფოტოზე: ტალინი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: