მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 დეკემბერი

30.12.2023 • 731
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 358 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +750]
  • ტანკი – 5 969 ერთეული [+16]
  • ჯავშანტექნიკა – 11 053 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 8 434 ერთეული [+17]
  • MLRS – 939 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 621 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 554 ერთეული [+15]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 708 ერთეული [+88]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 244 ერთეული [+29]
  • სპეცტექნიკა – 1 260 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 564 თვითმფრინავი
  • 263 ვერტმფრენი
  • 10 241 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 445 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 403 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 191 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 566 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 868 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსეთი შავ ზღვაზეც აღარაფერს წარმოადგენს, ხომალდებსაც კი ოჩამჩირეში მალავს“ – ინტერვიუ

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: