უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 362 280 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +780]
- ტანკი – 6 002 ერთეული [+12]
- ჯავშანტექნიკა – 11 128 ერთეული [+21]
- საარტილერიო სისტემა – 8 574 ერთეული [+28]
- MLRS – 947 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 630 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 753 ერთეული [+5]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 785 ერთეული [+2]
- გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 11 423 ერთეული [+32]
- სპეცტექნიკა – 1 304 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 565 თვითმფრინავი
- 263 ვერტმფრენი
- 10 404 უპილოტო საფრენი აპარატი
- 446 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 14 472 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 198 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 7 623 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 17 075 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook