მთავარი,სიახლეები

2 იანვარს რუსეთმა კიევს „შაჰედებითა“ და „კინჯალებით“ შეუტია

02.01.2024
2 იანვარს რუსეთმა კიევს „შაჰედებითა“ და „კინჯალებით“ შეუტია

2 იანვრის დილას, კიევში თითქმის 6 საათს გაგრძელდა საჰაერო განგაში. რუსეთი უკრაინის დედაქალაქს თავს დაესხა „შაჰედის“ დრონებით, ათეულობით „კინჯალითა“ და რაკეტებით.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვამ ათამდე „კინჯალი“ და სხვადასხვა სახის 60 რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ბოლო ცნობებით დაიღუპა 3 ადამიანი, დაშავდა – 38, მათ შორის ბავშვი.

2 იანვრის დილას რუსულმა ჯარებმა მასობრივი დარტყმა განახორციელეს ხარკოვზეც, სადაც დაარტყეს ქალაქის საცხოვრებელ ზონას. ბოლო ცნობებით, ხარკოვში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 64 სამხედრო შეტაკება მოხდა.

________________

ფოტო: EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: