ბათუმის თევზის ბაზარში ხამანწკებში სალმონელა და E.coli გამოვლინდა – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმის თევზის ბაზარში, ხამანწკებში სალმონელა და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია (E.coli) გამოვლინდა.

სააგენტოს ცნობით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქობულეთის განყოფილებიდან შეტყობინება შევიდა უზბეკეთის ოთხი მოქალაქის სავარაუდო საკვებისმიერი მოწამვლის შესახებ.

„ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა – სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა სასტუმროში ,,magnetic beach resorts“ (ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა N379), სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობდნენ და რესტორანში „ლურჯი ტალღა“, სადაც მიირთვეს თევზის ბაზარში (ბათუმი, ბაქოს ქ.N33, დახლი 2) შეძენილი თერმულად დაუმუშავებელი ზღვის პროდუქტები.

არაგეგმური ინსპექტირებისას, სასტუმროს სამზარეულოში დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 500 ლარით „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის ბაზარშიც (ბათუმი, ბაქოს ქ.N33, დახლი 2), ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილ სარეალიზაციო ობიექტში, სადაც ლაბორატორიული კვლევისათვის აიღეს ზღვის პროდუქტის (ხამანწკები) ნიმუშები.

მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგად, ხუთივე ნიმუშში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი Salmonella spp, ხოლო ერთში – ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია E.coli“ – წერს სურსათის უვნებლობის სააგენტო.

უწყების ცნობით, ბიზნესოპერატორი, კანონის შესაბამისად, დაჯარიმდა 1000 ლარით; ასევე, დაევალა სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან/და ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს ინფორმირება.

ობიექტში სარეალიზაციოდ განთავსებული ზღვის პროდუქტები დაილუქა და განადგურდება.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

საბაჟოებზე 32 250 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი ამოვიღეთ – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2024 წლის 25 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „ლაგოდეხი“, „ყაზბეგი“ და „სადახლო-საავტომობილო“, ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 32 250 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს“ – წერს შემოსავლების სამსახური.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, 4 კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, სრულად ჩამოერთვა საქონელი და ვინაიდან ქმედება განმეორებით იყო ჩადენილი, მათ შეეფარდათ ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

უწყების ცნობით, კანონდამრღვევი საქართველოს ერთი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

____________

ფოტო არქივიდან.

დაჭრა ქობულეთში – პოლიციამ ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ადამიანის დაჭრაში ბრალდებული დააკავა.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ბ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს“ – იუწყება შსს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ივნისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში, 1994 წელს დაბადებული ს.ტ. იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ბ. ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 აგვისტოს 21 საათიდან 21 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 30 – 35 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 22 აგვისტოს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 23 აგვისტოს კი – დროგამოშვებით წვიმა.

15 წლის იოსების ოჯახი დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს

15 წლის იოსებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი აქვს.

იოსებს, რომელსაც დაბადებისას დაუზიანდა ნერვული სისტემა და გადაადგილებას და კიდურების გამოყენებას ვერ ახერხებს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში მდებარე კლინიკაში დაჰპირდნენ ოპერაციას, რომლის შედეგადაც მისი მდგომარეობა შეიძლება შემსუბუქდეს, მაგრამ იოსების ოჯახს ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს.

15 წლის იოსებ ერაძე ოჯახთან ერთად გორში, სოფელ ვარიანის მეურნეობაში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და მთავარი შემოსავალი იოსების პენსია და სოციალური დახმარებაა.

იოსების თურქეთში მკურნალობისთვის პირველ ეტაპზე 6 ათასამდე დოლარია საჭირო.

„ბათუმელები“ ესაუბრა იოსების დედას, ელენე გოგიჩაშვილს, რომელიც რედაქციას დაუკავშირდა თხოვნით, დავეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში.

რატომ თურქეთში მკურნალობა და არა საქართველოში? – ელენე გოგიჩაშვილმა გვითხრა, რომ იოსებს სამი ოპერაცია აქვს საქართველოში გაკეთებული და აქედან ბოლო ორი უშედეგო აღმოჩნდა, მეტიც, როგორც დედა ამბობს, ბოლო ოპერაციების შედეგად ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა.

„იოსებს დაბადებისას დაუზიანდა ცენტრალური ნერვული სისტემა. 17 წლის ვიყავი, დედა რომ გავხდი, ვერ მივხვდი მაშინ რაიმე პრობლემა თუ ჰქონდა ბავშვს, 6 თვის როცა იყო იოსები, მაშინ მივხვდით, რომ რაღაც სჭირდა, ვერ ჯდებოდა ბავშვი, ვარდებოდა. მივიყვანეთ ექიმთან და გაირკვა ყველაფერი.

იოსების დიაგნოზია ცერებრული დამბლა.

6 წლის ხდებოდა, როცა ეპილეფსიური გულყრები დაეწყო. იქიდან მოყოლებული სულ გულყრები ჰქონდა, პერიოდულად უმჯობესდებოდა მდგომარეობა. უცვლიდნენ წამლებს, მაგრამ ისევ იწყებოდა.

1-2 წელი არ ჰქონია გულყრა, მაგრამ თავზე ენცეფალოგრამას რომ ვუღებდით, იყო გულყრის კერები, მაგრამ კლინიკურად არ ვლინდებოდა. ძილში ვუღებთ ახლა და სულ ჩანს, რომ სულ აქვს მცირე გულყრები.

ბოლოს ჰქონდა გულყრა წინა წლის სექტემბერში, როცა კომაში ჩავარდა, ნემსები გავუკეთეთ და ძლივს გამოვიყვანეთ, სასწრაფო გამოვიძახეთ“ – გვიყვება ელენე, იოსების დედა.

მან გვითხრა, რომ იოსებს 3 ოპერაცია აქვს გაკეთებული.

„ოპერაცია მენჯ-ბარძაყზე შედეგიანი აღმოჩნდა. მერე მუხლებში მოხრილი, ფეხის წვერებზე დადიოდა, ხელის მოკიდებით კიბეზეც ადიოდა. მუხლი რომ მოხრილი ჰქონდა, მივიყვანე ქირურგთან, ბავშვი რომ ასე იტანჯება, თუ არის ოპერაცია შესაძლებელი-მეთქი. მეორე ოპერაცია უშედეგო გამოდგა, ჩაეკეტა, მუხლს ვერ კეცავს, ვერ ხრის, კიბეზეც ვერ დებს ფეხს.

მკლავზე გავუკეთეთ კიდევ ერთი ოპერაცია, მარცხენა ხელს ვერ ხმარობს, ამოტრიალებული აქვს, ვერ თამაშობს, ვერ იყენებს, ქაღალდის გახევასაც ვერ ახერხებს, ჩაცმისას ძალიან ძნელია. გაუკეთეს ოპერაცია და ხელი უფრო ამოუტრიალდა და თითები სულ ჩაეკეტა, გაუქვავდა, ვეღარც კი ამოძრავებს უკვე, ხელი უფრო ამოუტრიალდა“ – გვიყვება იოსების დედა.

ახლა ელენეს იმედი ოპერაციაა თურქეთში, რისთვისაც თანხაა საჭირო. ანგარიშფაქტურის თანახმად, რომელიც ელენეს გამოუგზავნეს კლინიკიდან, საუბარია 6 ათას დოლარამდე თანხაზე. ამ თანხაში შედის კვლევები და ანალიზები. დედამ „ბათუმელებს“ წარმოუდგინა ანგარიშფაქტურა და სხვა დოკუმენტები. ელენემ გვითხრა, რომ მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროსაც და პასუხს ელოდებიან.

_______________________________________

იოსების დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ ანგარიშზე:

„საქართველოს ბანკი“ GE36BG0000000525773142

„თბს ბანკი“: GE98TB7873645064300089

მიმღები: ელენე გოგიჩაშვილი, იოსების დედა

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 601 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 330]
  • ტანკი – 8 518 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 16 521 ერთეული [+26]
  • საარტილერიო სისტემა – 17 156 ერთეული [+52]
  • MLRS – 1 166 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 926 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 367 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 864 ერთეული [+55]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 438 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 23 142 ერთეული [+95]
  • სპეცტექნიკა – 2 885 ერთეული [+22]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 639 თვითმფრინავი
  • 282 ვერტმფრენი
  • 30 192 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 345 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 415 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 444 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 24 945 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„კურსკში ვაკონტროლებთ 92 დასახლებულ პუნქტს და 1250 კვ. კმ ტერიტორიას“ – ზელენსკი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„საბჭოთა კავშირის ლეში, რომელიც არც დაუმარხავთ, თითქოს გაცოცხლდა“ – ინტერვიუ ნინო ხარატიშვილთან

„ჩემი აზრით, გამოთქმა – „ხელოვანი ვარ და პოლიტიკასთან კავშირი არ მაქვს“, არის სისულელე. ასეთი რამე არ არსებობს, იმიტომ, რომ ყველაფერი პოლიტიკაა. პოლიტიკა არ არის მარტო საინფორმაციო გამოშვება ან ომის სტატისტიკა. პოლიტიკაა ყოველდღიურობა“, – ამბობს მწერალი და დრამატურგი ნინო ხარატიშვილი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში.

რა შეიძლება ერთმა მოქალაქემ გააკეთოს ქვეყნისათვის? ისტორიის რომელ პერიოდს ჰგავს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და რატომ? – ამ და სხვა თემებზე„ბათუმელები“ მწერალსა და დრამატურგს, ნინო ხარატიშვილს ესაუბრა.

  • პირველი კითხვა მინდა დავუსვა მოქალაქე ნინო ხარატიშვილს. ჩვენ ახლა ყველას ქვეყნისთვის გარდამტეხ პერიოდში გვიწევს ცხოვრება – ქვეყნის პოლიტიკური კურსი შეცვლილია, ევროინტეგრაცია შეჩერებული. როცა ამ ყველაფერს იაზრებს მოქალაქე ნინო ხარატიშვილი, როგორ გრძნობს თავს აქ და ახლა?

ალბათ ისე, როგორც ყოველი, ვინც აცნობიერებს რამხელა საშიშროების წინაშე ვდგავართ. მთელი გაზაფხული ჩართული ვიყავი ყველა იმ მოვლენაში, რაც ხდებოდა. ვიყავი მიტინგებზე, მქონდა კომუნიკაცია გერმანულ პრესასთან და ა.შ.

ძალიან ვღელავ. აღმაშფოთებელია მოვლენების ასე სწრაფ რეჟიმში განვითარება. შარშან არ მეგონა, რომ ასეთ ვითარებაში ვიქნებოდით. დამთრგუნველია, რომ ჩვენს ისტორიაში ყოველი პროგრესის დროს ასე ხდება – ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან. ასეთი საფასურის გადახდა გვიწევს, როგორც ჩანს. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო აღმაშფოთებელია, რომ ეს საკუთარი ხელით ხდება.

კი ვიცით რა გავლენასაც განიცდიან, მაგრამ ფაქტია, რომ მმართველი პარტია და ამ შემთხვევაში ქართველები წყვეტენ ჩვენს ბედს ასე ფატალურად.

თუმცა მაინც იმედიანად ვარ – მგონია, რომ ახლა ნიჰილიზმის და აპათიის დრო არაა. ძალიან დიდი იმედი მაქვს არჩევნების.

  • ქვეყნის ისტორიაში მინიმუმ სამჯერ მოხდა ჩვენი იზოლაცია დასავლური სამყაროსგან, ახლა მეოთხედ ვართ ამ საშიშროების წინაშე. რამდენად გვაქვს ეს საფრთხე მოქალაქეებს გააზრებული?

კი, ნამდვილად საფრთხის წინაშე ვდგავართ და მგონი ძალიან ბევრ ჩვენგანს გააზრებული აქვს ეს. სამწუხაროდ, რჩება ისეთი კატეგორიაც, რომელსაც ჯერ არ აქვს გააზრებული ან ჰგონია, რომ მას არ შეეხება, თუნდაც ეს [რუსული] კანონი იქნება თუ ბევრი რაღაცა, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს. ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება თვლიდეს – „რა ევროპა, საერთოდ რა შუაშია ვარ მე“. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველას შეგვეხება მეტ-ნაკლებად. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ძალიან ბევრი რაღაცა ჩვენს ხელთაა.

დავუშვათ, რომ არაფერს არ გავაკეთებთ, არ გავაპროტესტებთ, შევეგუებით, ბევრად უფრო უარესი მომავალი გველის. მე არ მინდა ეს ცუდი სცენარი დავუშვა, მაგრამ ნამდვილად შესაძლებელია ბევრი რამ.

მაგალითად, რაც ერთი წლის წინ მეგონა, რომ შეუძლებელია, აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია.

გერმანიიდან ვაკვირდებოდი თუ როგორ იქნა აღქმული ევროპაში გაზაფხულის ეს უწყვეტი პროტესტი, რომ არ დავიღალეთ, არ დაიღალა საზოგადოება.

ამ პროტესტს ჰქონდა ძალიან დიდი გავლენა. თუნდაც ის მესიჯი მაინც მივიდა ევროპელებამდე, ამ შემთხვევაში გერმანელებამდე, რომ „ჩვენ არ ვართ ჩვენი ხელისუფლება“, რომ ქართველ ხალხს აქვს ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ნებაც, ძალაც და აზრიც.

ეს მგონია გზავნილი, რომელმაც უნდა მიაღწიოს ევროკავშირამდე და დასავლელ პარტნიორებამდე.

აპათიაში ჩავარდნა, პასიურობა, ხელების მუხლებზე დაკრეფა, ამ სიტუაციაში მგონია, რომ ნამდვილად არ წარმოადგენს ალტერნატივას.

  • და როგორ ხედავთ ერთი ინდივიდის ძალას, რა შეიძლება ერთმა მოქალაქემ გააკეთოს თავისი ქვეყნისათვის?

მე მინდა მჯეროდეს, რომ ერთ მოქალაქეს დიდი ძალა აქვს, რომ საბჭოთა გადმონაშთია აზროვნება – „მაინც ვერაფერს ვერ ვწყვეტ, მე, როგორც ინდივიდს, არ მაქვს გავლენა, ჩემს აზრს არ აქვს მნიშვნელობა“.

რაღაც მხრივ, საუბედუროდ, ჩვენ ყოველთვის ასეთი ხელისუფლება გვყავს – ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებს მოსახლეობის ნებას, მაგრამ მე მაინც მინდა ამის მჯეროდეს, რომ ინდივიდია დემოკრატიული სტრუქტურის საწყისი, სადაც არ არის არანაირი ხელისუფალი და ხელმწიფე, რომელიც წყვეტს ჩვენ ბედს. საზოგადოებას თავად აქვს იმის უნარი და ძალა, რომ რაღაც მოვლენებში მიიღოს მონაწილეობა და ის საზოგადოება ჩამოაყალიბოს, რომელშიც სურს ცხოვრება.

  • თქვენი წიგნები საქართველოს უახლეს ისტორიას ირეკლავს. თქვენ ბევრი იკვლიეთ, იმუშავეთ არქივებში, სანამ ამ წიგნებს დაწერდით. დღეს რაც ხდება, ეს რომელ პერიოდს გახსენებთ ჩვენი წარსულიდან და რატომ?

ჩვენ ყველა ჩვენი ისტორიის შვილები ვართ და ძალიან ბევრი რამ ჩვენივე ისტორიიდან გამომდინარეობს, ჩვენი ტრავმებიც, ჩვენი უნარებიც და ა.შ. მაგრამ ყველანაირ დიქტატურას და ყველანაირ სახელმწიფო კონტროლს ახასიათებს ეს. ეს ისეთი თვისებებია, რომელიც მეორდება. არაფერი ამაში ორიგინალური არაა.

ახლაც, დღევანდელ ბევრ დიქტატურაში, ავიღოთ თუნდაც რუსეთი, იგივე ხელწერაა. საბჭოთა ხელწერა იქ არც შეწყვეტილა, გაგრძელდა, უბრალოდ ტრანსფორმირდა და სხვა ფორმა მიეცა. შეერწყა კაპიტალიზმს.

თითქოს ილუზია შეიქმნა თავისუფლების, მაგრამ ღერძი და სტრუქტურები არ შეცვლილა.

არ მინდა შავბნელად დავხატო, ჯერ თავს შევიკავებდი პირდაპირ სტალინი, ბერია და ა.შ. ამ პარალელების გავლებისგან, რადგან ვფიქრობ, უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც ახლა ხდება.

თუმცა ხელისუფლების მიზნები მაფიქრებინებს, რომ არის მცდელობა არსებობდეს ერთი სახელმწიფო ნარატივი, ისტორიის ერთი აღქმა, ერთნაირი აზრის ქონა რაღაცა მოვლენებზე. ერთი დამოკიდებულება, ვთქვათ, პოლიტიკურ შეფასებებთან ან ვთქვათ ისტორიასთან და ამის კონტროლს ახდენდეს სახელმწიფო.

ეს ტოტალიტარული სახელმწიფოს ხელწერაა.

გვაქვს მაგალითები ჩვენი უახლესი ისტორიიდან, რომელიც ისტორიული თვალსაზრისით თუ შევხედავთ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა.

ძალიან ბევრი ადამიანია ჯერჯერობით ცოცხალი, ვისაც ეს ყველაფერი ახსოვს და ჩვენ კიდევ უფრო არ გვეპატიება რაღაცების დავიწყება.

[ეს წარსული] მართლა დენს უნდა გვირტყამდეს, გვახსოვდეს. თუნდაც იმიტომ, რომ ყოველი მესამე თუ მეოთხე ოჯახი რეპრესიების მსხვერპლია. ბებია-ბაბუების, ოჯახებში მოყოლილი ამბებით ვიცით, რა ხდებოდა საბჭოთა კავშირში.

მე ძალიან მიკვირს, როგორ შეიძლება ეს არ აღძრავდეს ნებისმიერ ჩვენგანში რაღაცა ემოციას, ტრავმას არ გვახსენებდეს და მართლა დენს არ გვირტყამდეს…

მაგრამ ალბათ ესეც ადამიანის ბუნებაა, რომ რაღაცას სანამ საკუთარ თავზე და ტყავზე არ გამოცდი, გგონია, რომ არ იქნება ეს შენთვის აქტუალური, რომ შეიძლება ეს არც შეგეხოს.

ამას გარდა ის ფაქტორიცაა, რომ რაღაცებს ბოლომდე სერიოზულად არ აღვიქვამთ. ეს გარკვეულწილად კარგიცაა, რომ იუმორი გვაქვს და მარტივად ვუდგებით რაღაცებს, მაგრამ არის ისეთი სიტუაციები, სადაც სჯობს, რომ საფრთხე და საშიშროება მკვეთრად აღვიქვათ.

  • ჯაშუშების ძებნა, უხილავი მტრის ხატის შექმნა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თარგმნა, როგორც გლობალური ომის პარტია, როგორი ტიპის მმართველობაზე მიანიშნებს თქვენთვის?

ტოტალიტარული. ჯაშუშების ნარატივი მართლა პირდაპირი გადმოძახილია საბჭოთა კავშირის. საბჭოთა კავშირი ამ შიშზე იყო დაფუძნებული. არსებობდა მტრის ხატი დასავლეთის, ამერიკის, ევროპის და კაპიტალიზმის სახით.

რუსეთში დღესაც იგივე ნარატივი გრძელდება. სწორედ აქაა ტოტალიტარული სახელმწიფოს ნიშნები, როდესაც სახელმწიფო ისწრაფვის გააკონტროლოს მისი მოქალაქეები, გადაწეროს ისტორია, ფალსიფიცირება მოხდეს ბევრი რამის.

ჩემთვის ყველაზე შემაძრწუნებელი არის ის, რომ იქ ქრება, ფაქტობრივად, ყველანაირი ალტერნატივა. ასეთ სახელმწიფოში არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება, მხოლოდ ერთი ფასეულობა, მხოლოდ ერთი მისწრაფება, მარტო შავი და თეთრი.

ამ დროს ადამიანი პირიქით, პლანეტაც და ბუნებაც მრავალფეროვნებისკენ ისწრაფვის. არაფერი ამ ცხოვრებაში არ არის შავი და თეთრი, ტოტალიტარიზმისთვის კი მარტო ერთი ჭეშმარიტება არსებობს, რომელსაც აკონტროლებს თავად სახელმწიფო. ის გვიწესებს, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა ვისწავლოთ, რა უნდა მოგვწონდეს, რა არ უნდა მოგვწონდეს და ყველაფერი, რაც არ ეწერება ამ ნარატივში, უკვე მარგინალიზებული ხდება. მერე რაღაცნაირად მტრის ხატი იქმნება, რაც თავისთავად ძალიან საშიშია, რადგან ეს გადადის ცხოვრების და სიცოცხლის კონტროლზე, რაც თავისთავად შემაძრწუნებელია ყველანაირი გამოვლინებით.

  • როგორი გარემოა დღეს საქართველოში მწერლისთვის, ლიტერატურისთვის, ხელოვანისთვის და ხელოვნებისთვის?

კულტურის სფეროს ძალიან ადრე შეეხო ეს ყველაფერი. მე მაინც უფრო პრივილეგირებულ სიტუაციაში ვარ, რადგან გარედან ვარ შემოსული. მაქვს იმის პრივილეგია, არ ვიყო აქ რომელიმე სახელმწიფო უწყებაზე დამოკიდებული, რაც ჩემი ბევრი კოლეგისთვის რთულია, რადგან ვიცით, რომ ბევრად უფრო მშვიდობიან და უკეთეს პერიოდებშიც არ ულხინს საქართველოში კულტურას და კულტურის სფეროს. ახლა მით უმეტეს, როდესაც კინოსა და თეატრის ხალხი, უნდათ თუ არა, მაინც დამოკიდებული არიან სახელმწიფო დაფინანსებაზე. ეს სევდიანი ფაქტია.

მეორე მხრივ, ძალიან მომწონს ეს ერთიანობა. ადრევე მობილიზდა კულტურის სფეროს ბევრი წარმომადგენელი, დროულად შეფასდა სწორად მოვლენები და აღქმული იქნა, როგორც ცენზურის საფრთხე, ჩარევის მცდელობა.

ხელოვნების სფეროში ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა, ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ თუნდაც ლიტერატურის დარგში, კინოში. საზღვრები გაიხსნა, ლიტერატურა ითარგმნა. დასავლეთისთვის ხელმისაწვდომი გახდა ქართული კულტურა, ინტერესი გაჩნდა. ამ მიღწევების ისევ სადავეებში მოქცევაზე კულტურის სფეროს რეაქცია ჰქონდა, რაც მომწონს.

მგონია, რომ დემასკირება ხდება სახელმწიფო სტრუქტურების იმით, რომ თუნდაც სცენარები რომ უნდა შევიდეს და დაფინანსდეს, თუ იქ არავინ არ მიიღებს მონაწილეობას… იმიტომ, რომ იმანაც [სახელმწიფო უწყებამ] ხომ რაღაცნაირად უნდა გაამართლოს თავისი არსებობა? როცა არავინ არ რჩება, ეს რაღაც ფარსს ემსგავსება. ჩემი აზრით, ამით ისინი [სახელმწიფო სტრუქტურები] უფრო ზიანდებიან. თუმცა ვიღაცას, ვისაც სურს, რომ ეს არ დაინახოს, არ დაინახავს და ჩათვლის, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლები უფრო ზიანდებიან.

აქამდე ძალიან სოლიდარულად, ერთსულოვნად და ვაჟკაცურად მოხერხდა ეს ბოიკოტი. დიდ იმედს გვაძლევს ის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის აზრის და გამოხატვის თავისუფლების შიში. ეს მნიშვნელოვანი რამაა, რაც განგვასხვავებს ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნისგან, სადაც ეს შიში არსებობს ან არც არასდროს გამქრალა.

ჩვენ ამ პროტესტით გამოვხატავთ იმას, რომ ხელოვნება ვერ იქნება სახელმწიფოს კუდი. მისი დაკვეთით ვერ შექმნის ვერაფერს ღირებულს. გვაქვს ამის 70-წლიანი გამოცდილება.

იმაში, რომ საქართველო გამოჩნდა კულტურულ რუკაზე დასავლეთში, ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვით ხელოვანებს. უკანასკნელი 20-25 წლის შრომის ერთი ხელის მოსმით ნაგავში გადაყრა არის უპატიებელი.

  • ჩანს, რომ სახელმწიფო ვერ პატიობს ხელოვანს აზრის, სამოქალაქო პოზიციის გამოხატვას. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ თუნდაც მწერალმა წიგნის გარდა სხვა სივრცეებშიც თქვას თავისი სათქმელი?

მე ვერიდები ხოლმე განვსაჯო რომელიმე მოქალაქე თუ ჩემი კოლეგა. მესმის, რომ ყველა რაღაცაზე ვართ დამოკიდებული, რომელიც შეიძლება მე არ ვიცოდე, მაგრამ მე მინდა დავიჯერო, რომ ჩვენ ყველას რაღაც დოზით გვაქვს სინდისი და ეს სინდისი, რაღაც მომენტში წამოყოფს თავს.

გინდა არ გინდა, მაინც გიწევს შენი პოზიციის დაფიქსირება, რადგან ძალიან დიდი რაღაც დევს სასწორზე. ყველას, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე, უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ეს. მით უმეტეს, თუ ხელოვანია და რაღაცას ქმნის.

ჩემი აზრით, გამოთქმა – „ხელოვანი ვარ და პოლიტიკასთან კავშირი არ მაქვს“, არის სისულელე. ასეთი რამე არ არსებობს, იმიტომ, რომ ყველაფერი პოლიტიკაა. პოლიტიკა არ არის მარტო საინფორმაციო გამოშვება ან ომის სტატისტიკა. პოლიტიკაა ყოველდღიურობა, ყველანაირი ცვლილება.

ეს ყველას ეხება, არ აქვს მნიშვნელობა მწერალი ხარ, ექიმი, მასწავლებელი თუ მცხობელი, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ვქმნით ერთად ამ საზოგადოებას.

მეც აქტიური გავხდი მას შემდეგ, როდესაც ყველაფერი უფრო ხილვადი გახდა, როდესაც ღიად მითხრეს – ჩვენ ვცვლით კურსს რადიკალურად, როცა ომის პარტიაზე დამიწყეს ლაპარაკი, როცა თქვეს, რომ რუსეთს აღარ ასახელებენ როგორც მტერს. როცა მითხრეს, რომ აგერ, ისეთი კანონი უნდა შემოიღონ, რითაც არამარტო სამოქალაქო სექტორის, არამედ მთელი საზოგადოების კონტროლი შეიძლება მშვენივრად. მათ შორის თავისუფალი მედიის და ა.შ.

აქ უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ ვეღარ აირიდებ. იქამდე შეიძლება გეთქვა – აღარ მინდა, დავიღალე.. ისიც მესმის, რომ ამ ქვეყანაში 30 წელი მართლა ყველა სულ ქუჩაშია, სულ მიტინგზე და რაღაც მომენტში მართლა აღარ შეგიძლია როგორც ადამიანს. გინდა მშვიდი ცხოვრებით იცხოვრო…

არ მინდა ვინმეს ბულინგი და თითის გაშვერა. მე, როგორც მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ ეს ის მომენტია, როცა არ უნდა გავჩუმდეთ და ყველამ, როგორც შეგვიძლია, არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ადამიანები ვართ, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ.

  • დღემდე არ გვაქვს შესწავლილი ჩვენი წარსული. მაგალითად, დღემდე ცალკეული ისტორიკოსების ცოდნაზეა დაფუძნებული 1921 წლის საქართველოს ანექსია. ჩვენმა საზოგადოებამ სრულყოფილად არ იცის რა პროცესები უძღოდა წინ ოკუპაციას. თქვენ თუ ხედავთ ახლა რამე საფრთხეს, რომ შეიძლება ისევ მოხდეს ოკუპაცია?

მეც ჩვეულებრივი მოკვდავების დონეზე ვფლობ ინფორმაციას სიტუაციაზე, ახლა რაც ხდება. თავად ის საკითხი, რა ნარატივიცაა შექმნილი – ომი თუ მშვიდობა, ეს ძალიან სენსიტიური, სახიფათო რაღაც მგონია. ვფიქრობ, ამას უნდა ავარიდოთ თავი და ვისაც ეს პანიკა ეწყება, არგუმენტებით დავუწყოთ საუბარი.

ჩვენ უკვე გამოცდილი გვაქვს ეს და აგერ, ქვეყნის 20% ოკუპირებულია. სულ არ გვჭირდება უკრაინის მაგალითი, თუ ვისთან გვაქვს საქმე და ვინ არის ჩვენი მეზობელი, ეს ვიცით უკვე, საუკუნეებია.

საფრთხე ყოველთვის დგას. ახლა ეს უბრალოდ არის მანიპულირებული ნარატივი. იმის თქმა კი არ მინდა, რომ საფრთხე არ არსებობს. იგივე, თუნდაც ორი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასე ღიად წავიდოდნენ ტანკებით და აიღებდნენ კიევისკენ გეზს.

ეს საფრთხე 2008-შიც იყო, 90-იანებშიც იყო და ალბათ ყოველთვის გვექნება, სანამ ჩვენ არ დავემორჩილებით და არ მოვინდომებთ იქ დაბრუნებას, რასაც მართლა წარსული ჰქვია. ამიტომ, ახლა ამ თემით მანიპულირება, საზოგადოების დაშინება, ძალიან სახიფათოა და არასასურველი.

ოღონდ არ ვაბათილებ საფრთხეს.

მე თვითონაც კითხვები მაქვს. ძალიან ბევრს ვფიქრობდი იმაზე, რატომ გაჩნდა ამ [რუსული] კანონის აუცილებლობა ახლა და არა ვთქვათ, სამი წლის წინ. ბევრი უპასუხო კითხვა მაქვს.

წინასაარჩევნო კამპანიასაც რომ ვუყურებ, ფარსს დაემსგავსა. ახლაც ოფიციალურად წერია – „წინ ევროპისკენ“… მაგრამ რა ევროპისკენ, როცა იქ შუალედში ომის პარტიებზე გველაპარაკებიან, როცა რუსული კანონი შემოდის, როცა ფარსს დაემსგავსა ეს ყველაფერი?

რომ მჯეროდეს, რომ იქ, ხელისუფლებაში, ადამიანებს იდეოლოგია აერთიანებთ, ვეთანხმები თუ არა ამას, არ აქვს მნიშვნელობა, რაღაცნაირად ეს ჩემთვის უფრო პატივსაცემი იქნებოდა, ვიდრე ეს სრული ოპორტუნიზმი.

ახლა რეალურად მარტო კაპიტალი და პირადი ინტერესი განაგებს. ეს ჩემთვის კიდევ უფრო აღმაშფოთებელია, რადგან ამ ყველაფრის უკან ვერანაირ იდეოლოგიას ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ თუნდაც პოლიტიკურ არჩევანს.

ეს არის პირად და კაპიტალისტურ ინტერესებზე გასული პოლიტიკა და ამ ყველაფერში თითქოს ქვეყანა გამოდის რაღაც ბოსტანი.

ვის უნდა ომი? ბოლო 30 წლის განმავლობაში 4 ომი იყო, ეს ძველ ტრავმებს ხსნის და ვინ ჭკუათმყოფელს მოუნდება ომი?

გასაბჭოების პერიოდი ჩვენ არ ვიცით როგორ მოხდა. რომ ავიღოთ მეოცე საუკუნის ათიან და ოციან წლებში რა ხდებოდა საქართველოში… კულტურულადაც ყველაზე ლაღი, მრავალფეროვანი, გახსნილი, ბოჰემური განწყობა იყო. ყოველ შემთხვევაში რაც წამიკითხავს და წარმოდგენა მაქვს, საქართველოში ოციანი წლების პარიზის და ბერლინის სული ტრიალებდა.

იქაც და მერე აქაც, ვიცით, ამას რა მოჰყვა. ამ თავისუფლების ჟინს მოჰყვა რაღაც ტოტალური, რკინის კარს რომ მოგიხურავენ ცხვირწინ, რაღაც ასეთი, მერე – სისხლი და სისასტიკე.

მაშინაც არ ჰქონდა საზოგადოებას ეს აღქმული. ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო.

ავიღოთ თუნდაც ქართველი ბოლშევიკები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული რევოლუციურ საკითხებში, რომლებსაც ძალიან სჯეროდათ სოციალიზმის იდეის.

ხანდახან რომ ვკითხულობ ისტორიებს, ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ მერე მათვე შეუბრუნდებოდათ ეს ასე სასტიკად და ისინი დაისჯებოდნენ.

სამწუხაროდ, ისტორიის მაგალითები ბევრი გვაქვს, არამარტო საკუთარი, სადაც შეგვიძლია ვნახოთ, რომ კი, ეს შესაძლებელია, ეს ასე ხდება.

აგერ რუსეთი ძალიან კარგი მაგალითია. ათი წლის წინ, „მერვე სიცოცხლის“ წერისას საჭირო კვლევებისთვის ვმოგზაურობდი რუსეთში. რუსეთი არც მაშინ არ იყო დემოკრატიის შუქურა, მაგრამ ახლა რაცაა, იმასთან შედარებაც არ შეიძლება.

და ათი წელი, ისტორიულად წამიც კი არაა. აი, ასე, წამში უცებ ყველაფერი დაიხურა, ჩაიხურა, კედლები ამოშენდა, თითქოს საბჭოთა კავშირის ლეში, რომელიც არც არასდროს არ დაუმარხავთ, გაცოცხლდა, ფეხზე ადგა და ახალი სიცოცხლე დაუბრუნდა მისივე ტერიტორიას თუ ქვეყანას.

  • ინტერვიუს დასაწყისში თქვით, აწმყოზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულებიო. დღეს ჩვენი აწმყო 26 ოქტომბერს მიება. თქვენ როგორც მოქალაქე, მწერალი, როგორ ხედავთ ამ თარიღის მნიშვნელობას, თავად თუ მიდიხართ არჩევნებზე?

რა თქმა უნდა, მივდივარ არჩევნებზე. ბერლინში ვიქნები და იქ წავალ. აღვიდგინე საქართველოს მოქალაქეობა. სამწუხაროდ, ასე დალაგდა, რომ ამ ერთ თარიღს მიება ბევრი რამ, იმდენი რამე დააწვა ბეჭებზე, იმედია გადაიტანს და გაუძლებს.

ეს ისეთი თარიღია, „მეზარება და არ წავალ“ – თქმა, მართლა დანაშაულია.

  • საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი შეუსწავლელი და გაუაზრებელი პერიოდი გვაქვს – საბჭოთა რეპრესიები. რუსულ კანონზე ბევრს სწორედ 1937 წელი გაახსენდა. ვიცი, რომ როცა „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ წერდით, პარალელურად იმ დროინდელ პრესასაც ეცნობოდით. ვფიქრობ, შეიძლება თქვენ იცოდეთ, როგორ მოამზადეს საზოგადოებრივი აზრი 1937 წლისთვის… დღევანდელობასთან რამე კავშირს თუ ხედავთ?

პროპაგანდით. ერთ-ერთი გადამწყვეტი კვლევა „მერვე სიცოცხლეზე“ მუშაობისას ჩემთვის 20-30-იანი წლების პრესა იყო. თუნდაც ის, რაზე იწერებოდა, რაზე არ იწერებოდა, რა შუქდებოდა, რა არ შუქდებოდა. რა თქმა უნდა, პროპაგანდა მიდიოდა, რომელიც საზოგადოების ყველა შრეს და ყველა სფეროს მოიცავდა – სპორტი გინდა, კულტურა გინდა თუ რაც გინდა.

გადამწყვეტი იყო მტრის ხატის შექმნა, სულ ფიგურირებს ჯაშუში კაპიტალისტი, რომელიც საფრთხეს უქმნის, რომელსაც არ უხარია, რომ საბჭოთა კავშირი ყვავის, რომელიც რაღაც ცუდს გვიმზადებს. საფრთხე, საფრთხე, საფრთხე – სულ რაღაც გარე საფრთხეზეა საუბარი, არ აქვს მნიშვნელობა, რაზე წერენ. სადღაც აუცილებლად ფიგურირებს ვიღაც კაპიტალისტი, როგორც მტრის ხატი.

ერთი სტატია მახსოვს გამოკვეთილად, სიცილი ამიტყდა, ნიუ იორკი და ამერიკა აქვთ აღწერილი, როგორც ჯოჯოხეთი. ამ დროს საბჭოთა კავშირში ის პერიოდია, როცა კოლმეურნეობებში ხუთწლიან გეგმებს ასრულებენ და ხალხი შიმშილით კვდება.

დაუჯერებელია, მაგრამ აი, რუსეთშიც ფაქტი სახეზეა, ისევ აქტუალურია პროპაგანდა. არ მესმის რანაირად მოქმედებს ეს 21-ე საუკუნეში, სადაც შენ წვდომა გაქვს ინტერნეტზე და შეგიძლია თავად მოიძიო ინფორმაცია. მესმის, რომ ყველას არ აქვს და მესმის, რომ ზოგს ენის ბარიერი აქვს, მაგრამ იმაზე მაინც ხომ ვთანხმდებით, რომ ინფორმაციის მოძიება ახლა თანამედროვე სამყაროში ბევრად მარტივი გახდა, ვიდრე ასი წლის წინ იყო?

თავისუფლება პასუხისმგებლობაა. თავისუფალი რომ ხარ, თვითონ ეს სიტყვა მიყვარს ქართულში – თავის უფალი, შენ მართავ რაღაცებს, შენ წყვეტ რაღაცებს, შენ მოგეთხოვება რაღაცები, შენ პასუხს აგებ შენს საქციელზე. ალბათ ადამიანში არის რაღაც მიძინებული მოთხოვნილება, რომ ვიღაცამ გითხრას, რა არის სწორი, რა არის არასწორი, რაღაცნაირად თითქოს მარტივდება, ბლაგვდება რაღაცები, უფრო ნაკლები მგრძნობელობა გაქვს. ჩემთვისაც დაუჯერებელია, როგორ შეიძლება თანამედროვე სამყაროში ასე კარგად მოქმედებდეს პროპაგანდის მანქანა, მაგრამ მოქმედებს.

არამარტო რუსეთში მოქმედებს, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ტოტალიტარული რეჟიმია.

საბჭოთა პერიოდის პრესასაც ცენტრალურ ხაზად მიჰყვება მტრის ხატი, ჯაშუში. აი, შენი ყველას რაღაც შურს და შენ ეს უნდა დაიცვა, შენ უნდა იყო სულ ბრძოლაში, სულ პაექრობაში უხილავ მტერთან, რომელიც შენ საფრთხეს გიქმნის. და შენ ამ შენი იზოლაციით, დამალვით, ჰერმეტულობით, კედლების ამოშენებით იცავ თავს და იცავ ღირსებას, არ არსებულს. ეს ეტყობა კარგად მოქმედებდა.

მახსოვს ზახაროვის ცენტრში ვიყავი, ახლა მოსპეს და აღარ არსებობს, საჯარო დისკუსიაზე. ის შეხვედრა არასდროს არ ამომივა გონებიდან.

იქ იყო გულაგში ნამყოფი მსხვერპლი, მოხუცი კაცი, რომელიც ჰყვებოდა გულაგში ყოფნის გამოცდილებებზე. ეს კაცი დააპატიმრეს ისე, რომ არც იცოდა, რის გამო იჯდა წლები სადღაც ციმბირში, საშინელ პირობებში. დაკარგა ოჯახი, დაკარგა ყველაფერი. აღწერდა იმ დღეს 1953 წლის მარტში, როდესაც გამოაცხადეს მეგაფონებით, რომ სტალინი გარდაიცვალა.

ეს კაცი მოჰყვა, სტალინის სიკვდილის გაგების შემდეგ, როგორ გამოვიდა ყველა პატიმარი და დაიწყეს მავთულხლართებზე თავის რახუნი და გოდება.

ამას რომ ჰყვებოდა, ჩემთვის ვფიქრობდი, ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ ალბათ გაუხარდათ იმ კაცის გარდაცვალება, ვინც მათ ცხოვრების საუკეთესო წლები წაართვა-მეთქი.

ამ კაცმა შემისწორა – „არა, არ გაგვიხარდა, ვგლოვობდითო“.

გავოგნდი, რატომ მეთქი და ასეთი პასუხი გამცა – კი, ახლა, ამ გადმოსახედიდან ჩემთვისაც აბსურდია, მაგრამ მაშინ სხვანაირად ვფიქრობდიო. მე კი არ ვიცოდი რის გამო დავისაჯე, მაგრამ იმან ხომ იცოდა ვინც დამსაჯაო. ასე მეგონაო.

მოგკლა, დაგსაჯა, დაგაკარგვინა ყველაფერი, მაგრამ შენ მაინც გჯერა, რომ იმან რაღაც შენზე უკეთესად იცის. პროპაგანდის ამაზე მაგარი მაგალითი არ არსებობს. ამ წყობის და სტრუქტურის შესახებ დაწერილ ყველა წიგნზე და ყველა კვლევაზე მეტად ეს ერთი წინადადება დამეხმარა, რომ აღმექვა და შემეცნო, როგორ შეიძლება სისტემამ ადამიანი გაანადგუროს.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანები ემიგრაციაში აღარ წავიდნენ – ემიგრანტი აშშ-დან

„მინდა ჩემმა შვილებმა საქართველოში იცხოვრონ. თუ „ოცნება“ დარჩება ისევ ხელისუფლებაში, კარგი არაფერი ელოდება ამ ქვეყანას. ამიტომაც ვართ ემიგრანტები მონდომებული, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს. ეს უნდა მოხდეს ერთიანი ძალებით, მანდ მყოფი ადამიანების და ჩვენი მონდომებით, რომ დავუპირისპირდეთ რუსულ ძალას და ქვეყანას დავუტოვოთ ევროპული მომავალი“, – ამბობს ხათუნა გურგენაშვილი.

ხათუნა ექიმი-ნევროლოგია და თითქმის 20 წელია აშშ-ში, პენსილვანიაში ცხოვრობს და მუშაობს. თუმცა საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. მისი ორი გოგონა – 14 წლის ელენე და 10 წლის სოფო, ამერიკაში დაიბადნენ. დედა ასწავლის, რომ მათი სამშობლო საქართველოა.

გოგონები ახლაც სწავლობენ ქართულ ენას, შეუძლიათ საუბარი, კითხვა და აქტიურად არიან ჩართული ისეთ აქტივობაში, რაც მათ საქართველოსთან დააახლოებს.

როგორია ემიგრანტების განწყობა და აპირებენ თუ არა ისინი 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას? – ვკითხეთ ხათუნას.

მისი თქმით, ეს არჩევნები მართლაც გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის, ამიტომ ბევრი ემიგრანტი ცდილობს მივიდეს უბნებზე და ხმა მისცეს.

„არის ემიგრანტების მიერ შექმნილი ჯგუფები და აქტიურად არიან ამ პროცესებში ჩართული, ცდილობენ დაორგანიზებას, რომ დამატებითი უბნები გაიხსნას აშშ-ში და ამ მხრივ მონდომება არ გვაკლია ემიგრანტებს. თუმცა, რომც არ გახსნან ახალი უბნები, ერთი-ორი საათის სავალზე ბევრი აპირებს წასვლას და ხმის მიცემას.

ძალიან მონდომებული ვართ, რომ ყველაფერი შეიცვალოს უკეთესობისკენ და ქვეყანამ დაიბრუნოს ის ვექტორი, რაც გვქონდა და გავაგრძელოთ ევროპისკენ სვლა, რომ დავიმსახუროთ ევროპული ოჯახის წევრობა“, – ამბობს ხათუნა გურგენაშვილი.

ხათუნა გურგენაშვილი შვილებთან ერთად/ ფოტო გადაღებულია თბილისში, მთაწმინდის პარკში.

მისი თქმით, რუსული კანონი და არსებული ხელისუფლება საფრთხეა ქვეყნისთვის.

„კატასტროფაა ეს კანონიც და თუ არ შეიცვალა რაიმე, რუსეთის საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება. გული მტკივა ამ ყველაფერზე, ძალიან არ მომწონს, რაც ხდება და ჩემი, როგორც ერთ-ერთი მოქალაქის ვალდებულებაა, მივიდე არჩევნებზე და ავირჩიო ის მომავალი, რომელიც მინდა ჩემი შვილებისთვის. ისეთი საქართველო მინდა, სადაც ჩემს შვილებს მოუნდებათ დაბრუნება. ამიტომ რაც ჩემს ძალებშია, იმას აუცილებლად გავაკეთებ.

საქართველოს მთავრობა ფაქტობრივად ჩვენი სურვილების საბოტაჟს აწყობს, ამიტომ თუ ქართველი ხალხი არის შეთანხმებული ევროპულ მომავალზე, არ უნდა დავუშვათ ის, რასაც გვთავაზობენ და წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ.

მთავარია, თვითონ ქართველები შევთანხმდეთ, ჩვენ რა გვინდა, როგორი ცხოვრება გვინდა.

მთავარია, ჩვენ რა არჩევანს გავაკეთებთ. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ არ გვინდა ვიყოთ რუსეთის ნაწილი და გვინდა ვიყოთ ევროპული ქვეყანა, გვინდა ადამიანის თავისუფლება, კარგი ჯანდაცვა, კარგი სასამართლო, როცა ადამიანს თავისი შრომით შეუძლია კარგი ცხოვრების მოწყობა და თავისი დამსახურებით რაიმეს მიღწევა, თუ ამაში ერთიანebი ვართ, რაც არ უნდა რისკი არსებობდეს, მაინც ყველაფერი გამოგვივა“, -ამბობს ხათუნა.

მისი აზრით, ეს მხოლოდ ემიგრანტებზე არ არის დამოკიდებული, მთავარია საზოგადოება გაერთიანდეს.

„ამას სჭირდება ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობის მონდომება და სწორი არჩევანის დაფიქსირება“, – ამბობს ის.

ხათუნა ანტიდასავლურ კამპანიასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ესეც რუსული პროპაგანდის ნაწილია, „თუმცა თუ ადამიანს ნამდვილად სურს სიმართლის გაგება, აუცილებლად გაიგებს“.

„დასავლეთის დემონიზაციის მცდელობაც არის რუსული პროპაგანდის ნაწილი: ასე ატყუებენ იქაც ადამიანებს, რომ დასავლეთიდან გარყვნილება მოდის, მაგრამ ბევრი ადამიანი კარგად ხვდება, რომ ეს ყველაფერი ტყუილია.

მე ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, ვისთანაც მიმიწვდება ხელი ყველას ვეუბნები, რომ ეს ასე არ არის, რომ ამერიკა ძალიან სწორ ღირებულებებზე დგას, რომ ოჯახური ღირებულებები – პატივისცემა, ერთგულება, არის უმთავრესი. თუნდაც რელიგიის პატივისცემა. ამერიკელების დიდი ნაწილი ყოველ კვირას ეკლესიაში დადის და ისეთი განცხადებები, რასაც ჩვენ რუსული პროპაგანდისგან ვისმენთ, ნამდვილად არასწორია.

ჩემი შვილები აქ დაიბადნენ, აქ სწავლობენ, აქ იზრდებიან და ხედავენ, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები, რომ მათ არავინ არაფერს აძალებს და აქ ბავშვებს ძალიან უფრთხილდებიან. ყოველთვის ხაზგასმულია ადამიანზე ხელის გაწოდება, დახმარება და ამას ასწავლიან ამ ქვეყანაში.

ამიტომ, ჩვენს ღირებულებებს ნამდვილად არ უპირისპირდება დასავლური ღირებულებები.

შეიძლება ვიღაცას ნაკლებად მიუწვდება ხელი ინფორმაციაზე, მაგრამ მაინც ადამიანის მონდომებაზეა დამოკიდებული, თვითონ თუ მოისურვებს გაიგოს სიმართლე, ძალიან მარტივად ხდება ამ ინფორმაციის მოძიება სოცმედიაშიც, ონლაინმედიაშიც და ტელევიზიაშიც.

ერთი ადამიანი მაინც ყველა ოჯახს ჰყავს ემიგრაციაში და შეუძლიათ მათ ესაუბრონ. თვითონ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სურვილი, რომ არ აჰყვნენ პროპაგანდას. ამასთან დაპირისპირება უნდა მოხდეს სიმართლით, თვითონ ადამიანის ინტერესით და მოტივაციით, რომ გაერკვეს სიმართლეში“, – ამბობს ხათუნა გურგენაშვილი.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანებს აღარ ჰქონდეთ ემიგრაციაში წასვლის სურვილი.

„სულ ვცდილობ მქონდეს კომუნიკაცია ნათესავებთან, კოლეგებთან, ყოველ ზაფხულს ჩამოვდივართ ხოლმე. მე ქართულად ვესაუბრები შვილებს, ოჯახში გვყავს ბებია-ბაბუაც, ამიტომ ქართულად ესაუბრებიან და მკაფიოდ იციან ჩემი განწყობა. ნათქვამი მაქვს, რომ ქართული უნდა იცოდნენ ძალიან კარგად, რადგან ქართულის ცოდნა არის ჩვენი იდენტობის ნაწილი.

საბედნიეროდ, ჩემი შვილები თავს თვლიან ქართველებად და ეს ძალიან მიხარია“, – გვეუბნება ხათუნა.

ხათუნას შვილები – სოფოს და ელენეს პატარაობიდან ჰყავთ ქართულის მასწავლებლები და სწავლობენ ენას, ქართულ ცეკვას. კითხულობენ ქართულ წიგნებს და ხშირად უსმენენ ქართულ მუსიკასაც.

„ალბათ უკეთესად უნდა ვიცოდე ქართული, მაგრამ ცოტ-ცოტა ვიცი საქართველოს ისტორია, ისტორიული პერსონაჟები და კარგი ქვეყანაა. მეგობრებიც მყავს იქეთ და ყოველ წელს მივდივართ.

ვცდილობთ წავიკითხოთ პოეზია, მწერლების ბიოგრაფიები. აქაური მეგობრებიც მეკითხებიან რა ქვეყანაა? მეც ვეუბნები, რომ ევროპაშია და ლამაზი ქვეყანაა. მოსწონთ ენაც. ერთხელ ჩამოვუთვალე ქართული ანბანი და როცა ისმენდნენ, ეგონათ რაღაც ჯადოსნურ სიტყვებს ვამბობდი“, – გვეუბნება ელენე.

რუსთველის, გოგებაშვილის, ვაჟას და ილიას გაცნობასაც ნელ-ნელა იწყებენ.

„ვიცი დროშა, გერბი და ჰიმნი. ფეხბურთელები ვიცი – მიქაუტაძე, კვარაცხელია და ვუყვები მათზე ჩემს კლასელებს“, – გვეუბნება სოფო და იხსენებს ქართულ სამზარეულოსაც – „მიყვარს ხაჭაპური“.

„მინდა ისეთი საქართველო შევქმნათ, რომ ჩვენ შვილებს მანდ ეცხოვრებოდეთ. ბევრი ემიგრანტი ფიქრობს ჩემსავით. მე ვხედავ ჩემი შვილების მომავალს საქართველოში“, – გვეუბნება ხათუნა გურგენაშვილი.

თანამდებობის პირები, რომლებიც დასავლეთს აშავებენ, მაგრამ ევროპულ სიკეთეებზე უარს არ ამბობენ

ეს თანამდებობის პირები – პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მმართველი პარტიის დეპუტატები, წლების განმავლობაში იღებდნენ დასავლურ დაფინანსებას, ბევრი მათგანი სწავლობდა დასავლეთში, ბევრი მათგანის ყველაზე ახლობელი ადამიანები – ოჯახის წევრები დღემდე ევროპის ქვეყნებში ცხოვრობენ, ზოგიერთი მათგანის შვილი ევროპაში დაიბადა კიდეც, მაგრამ ამ ადამიანების ძალისხმევით და უშუალო მონაწილეობით ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაიკეტა.

მათ მიიღეს რუსული კანონი – ევროკავშირმა კი თქვა, რომ ამ კანონით საქართველო ვერ გახდება მისი წევრი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ურთიერთობის გადახედვა დაიწყო.

ვინ არიან ეს ადამიანები, რომელთა უშუალო ძალისხმევითაც ქვეყანის ევროპული პერსპექტივას საფრთხე ემუქრება?

  • მაღალი თანამდებობის 9 პირი, რომლებიც უცხოურ ორგანიზაციებსა და NGO-ებში მუშაობდნენ

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში 2003 წელს ხელისუფლება გარე ძალების [უკვე საჯაროდაც ამბობენ, რომ ეს გარე ძალა აშშ-ია] ჩარევით შეიცვალა. „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიის თანახმად, ამ მიზნებს გარე ძალები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით აღწევდნენ.

იმ პერიოდში, როდესაც დასავლეთმა საქართველოში, როგორც „ოცნებაში“ აცხადებენ, „თავისი მარიონეტი ხელისუფლება“ მოიყვანა, რომელმაც შემდეგში – 2008 წლის აგვისტოში რუსეთის წინააღმდეგ ომი წამოიწყო, დღევანდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში მაღალ პოზიცებზე მუშაობდნენ. თუმცა, ბიძინა ივანიშვილს თავისი თანაგუნდელები ამ კონტექსტში აქამდე არ უხსენებია, ჯერჯერობით მაინც.

მაგალითად, ირაკლი კობახიძე ამერიკული USAID-ის საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი იყო. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი საქართველოში გერმანული ფონდს ხელმძღვანელობდა.

არც ირაკლი კობახიძეს და არც შალვა პაპუაშვილს დღემდე არ აუხსნიათ საზოგადოებისთვის, რა ტიპის დავალებებს იღებდნენ უცხოური ორგანიზაციებისგან და იყო თუ არა ეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, ასრულებდნენ ამ დავალებებს თუ უარს ამბობდნენ? თუ უარს ამბობდნენ, წლების განმავლობაში როგორ ინარჩუნებდნენ ამ თანამდებობებს?

„ქართული ოცნების“ არაერთი მაღალი თანამდებობის პირი და მათი ოჯახის წევრები მაღალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობდნენ უცხოეთის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში. მათ შორის დეპუტატებიც, რომლებმაც რუსული კანონი მიიღეს.

მონაცემები მოხელეების შესახებ, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდნენ, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა“ დაამუშავა:

    • პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პოლიტიკაში მოსვლამდე, ჯერ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი (USAID), შემდეგ კი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერი იყო. 2011-12 წლებში ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრის პოზიცია ეკავა.
    • ირაკლი კობახიძე

    • 17 წლის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანამშრომელი იყო. მუშაობის ბოლო წლებში, ის ორგანიზაციაში საქართველოს გუნდის ხელმძღვანელის პოზიციასაც იკავებდა.
    • შალვა პაპუაშვილი

    • სხვადასხვა წლებში გივი მიქანაძე იყო გაეროს ერთ-ერთი პროექტის იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი, ევროკავშირის პროექტის „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“ ეროვნული ექსპერტი, ეუთოს პროექტის დირექტორი, ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერი.
    • გივი მიქანაძე

    • სხვადასხვა წლებში მაია ბითაძე იყო მსოფლიო ბანკის პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტი“ იურისტ-ექსპერტი; ეუთოს პროექტის „ორჰუსის ცენტრი“ კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრისა და ბიუროს თავმჯდომარე.
    • მაია ბითაძე

    • ბექა დავითულიანი იყო შპს „მედიაჰაუსი დეკომის“ იურისტ-კონსულტანტი და ჟურნალ „ლიბერალის“ თანამშრომელი. შპს „მედიაჰაუსი დეკომი“ აერთიანებდა ჟურნალებს „ცხელი შოკოლადი“, „ლიბერალი“ და რადიოს – „ცხელი შოკოლადი“.
    • ბექა დავითულიანი

    • სხვადასხვა დროს ირაკლი ბერაია მუშაობდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში დასავლეთ საქართველოს კოორდინატორის პოზიციაზე, ასევე, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს დელეგაციაში, რეგიონული კოორდინატორის პოზიციაზე.
    • ირაკლი ბერაია

    • ანრი ოხანაშვილი იყო ფოლკსვაგენის ფონდის (VW – Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტის მეცნიერ-თანამშრომელი, „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ მთავარი რედაქტორი.
    • სხვადასხვა წლებში სოზარ სუბარი იყო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი, აშშ-ს მთავრობის მიერ დაფუძნებული „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ კანონის უზენაესობის პროექტის დირექტორი. 2004 წელს, სოზარ სუბარს მიღებული აქვს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის გრანტი გაზეთი „სპექტრის“ პროექტის ფარგლებში ტრენერობისთვის.
    • სოზარ სუბარი

    • ქართული ოცნების დეპუტატს არჩილ თალაკვაძეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროექტის დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა 2011-12 წლებში.
არჩილ თალაკვაძე
  • დეპუტატები, რომლებმაც თავიანთ შვილებს ევროპული განათლება მისცეს, სხვის შვილებს კი – რუსული კანონი

სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა შვილები დასავლეთის ქვეყნებში სწავლობენ, ზოგიერთ მათგანს კი თავადაც ევროპაში აქვს განათლება მიღებული. ეს ის დეპუტატები არიან, რომლებმაც მიიღეს რუსული კანონი, ქვეყანას ჩაუკეტეს ევროპული პერსპექტივა, სხვისი შვილების ევროპული განათლება კი დიდი დარტყმის ქვეშ დააყენეს.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ანალიტიკოსის, სალომე ბრეგვაძის შეფასებით, „ევროპული განათლება „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატებისთვისაც მნიშვნელოვანია: საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები და მათი ოჯახის წევრი სხვადასხვა დროს ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში მაგისტრისა თუ ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სწავლობდა. თუმცა, საყურადღებოა, რომ ისინი მაინც მხარს უჭერენ ისეთ კანონს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას და მეტად აშორებს ქართულ საგანმანათლებლო სფეროს დასავლური განათლების დახვეწილი სისტემისგან“.

  • გოჩა ენუქიძის შვილმა, თინათინ ენუქიძემ, ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით გერმანიაში, ბრემენში, Constructor Universityში მიიღო.
  • გოჩა ენუქიძე

  • მაკა ბოჭორიშვილის შვილი, ნინო რამიშვილი, Collège Saint-Michel (Bruxelles)ში სწავლობს და დღემდე ბრიუსელში ცხოვრობს.
  • მაკა ბოჭორიშვილი
    მაკა ბოჭორიშვილი

  • ზაზა ლომინაძის უფროსი შვილი, ეკა ლომინაძე, გერმანიაში ცხოვრობს. ეკა ლომინაძემ განათლება გერმანიაში სამედიცინო მიმართულებით მიიღო და იდარ-ობერშტეინის საავადმყოფოშია დასაქმებული.
  • ზაზა ლომინაძე

  • როგორც დეპუტატი გიორგი (გია) ვოლსკი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, მისმა შუათანა შვილმა, სანდრო ვოლსკიმ ნიუ-იორკში მიიღო უმაღლესი განათლება. სტუდია „მონიტორის“ ინფორმაციით, სანდრო ვოლსკი აშშ-ის მთავრობის კონტრაქტორ კომპანიაში „CULMEN INTERNATIONAL-ში უფროს მრჩევლად მუშაობს.
  • გიორგი სოსიაშვილის შვილი, ნათია სოსიაშვილი სამაგისტრო პროგრამაზე ტუშის უნივერსიტეტში, ქალაქ ვიტერბოში (იტალია) სწავლობს.
  • გიორგი სოსიაშვილი
  • სალომე ქურასბედიანმა, რომელიც თავად „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატია და მანვე ითავა რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნის გაკრიტიკება, განათლება საფრანგეთში, ტულუზის კაპიტოლის უნივერსიტეტში (Université Toulouse Capitole) მიიღო.
  • სალომე ქურასბედიანი

  • მართალია, რუსული კანონი მას არ მიუღია და ამ კანონს საჯაროდ მხარს არ უჭერდა, მაგრამ იმ პარტიის თავმჯდომარეა, რომელმაც ეს კანონი საზოგადოების უწყვეტი პროტესტის ფონზე მიაღებინა საქართველოს პარლამენტს – ირაკლი ღარიბაშვილის შვილი აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბიზნეს სკოლაში სწავლობს.
  • ირაკლი ღარიბაშვილი

  • ანტიდასავლელი დეპუტატები, ვისი შვილებიც ევროპასა და აშშ-ი დაიბადნენ

სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვეა ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევიან, მაგრამ დასავლეთის სიკეთეებით აქამდეც რომ სარგებლობდნენ და მას შემდეგაც, რაც მათ მიერ მიღებულმა რუსულმა კანონმა და ანტიდასავლურმა პროპაგანდამ საქართველოს ევროინტეგრაციას გზა გადაუკეტა.

ეს დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები დღემდე აგრძელებენ დასავლური სიკეთეებით სარგებლობას.

კვლევის ავტორი, სალომე ბრეგვაძე წერს:

„პარადოქსულია, რომ ანტიდასავლური რიტორიკით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ის დეპუტატები თუ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც დასავლური სიკეთეებით არაერთხელ უსარგებლიათ, როგორც საკუთარი, ასევე ოჯახის წევრების პიროვნული და კარიერული განვითარების მიზნით.

საინტერესოა, რომ, „რუსული კანონის“ მხარდამჭერ და ანტიდასავლური რიტორიკის გამავრცელებელ მინიმუმ 10-მდე დეპუტატსა თუ მათი ოჯახის წევრებს, საჭიროების შემთხვევაში, არა ქართული ჯანდაცვის, არამედ სწორედ დასავლური ჯანდაცვის სისტემისთვის მიუმართავთ“.

ამ კვლევის თანახმად ქართული ოცნების 0 დეპუტატის შვილი ან აშშ-ში დაიბადა ან ევროპაში. აი ისინიც:

  • ავთანდილ ენუქიძის უმცროსი შვილი, სოფია ენუქიძე საფრანგეთის ქალაქ ლილიში დაიბადა.
  • ავთანდილ ენუქიძე

  • გიორგი(გია) ვოლსკის შვილი გიორგი ვოლსკი ნიუ-იორკშია დაბადებული.
  • ლევან კობიაშვილის შვილები, სალომე და ნიკოლოზ კობიაშვილები, გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგსა და დუისბურგში დაიბადნენ.
  • ლევან კობიაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

  • ბაია კვიციანმა შვილი გაერთიანებულ სამეფოში, ლონდონში გააჩინა.
  • ბაია კვიციანი

  • ანტიდასავლური რიტორიკით განსაკუთრებით გამორჩეული ბექა ოდიშარიას შვილი, მანანა ოდიშარია, ილინოისის შტატში დაიბადა.
  • დავით სონღულაშვილის უფროსი შვილი, სესილი სონღულაშვილი, საფრანგეთის ქალაქ გრენობლში დაიბადა.
  • დავით სონღოლაშვილი

  • ალუდა ღუდუშაურის შვილები, ელენე და შოთა ღუდუშაურები, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადნენ და, შესაბამისად, აშშ-ს მოქალაქეები არიან.
  • ალუდა ღუდუშაური

  • მიხეილ ყაველაშვილის უფროსი ქალიშვილი, მარიამ ყაველაშვილი, ინგლისში, მანჩესტერში დაიბადა, ხოლო უმცროსი შვილი, გურამ ყაველაშვილი, ციურიხში.
მიხეილ ყაველაშვილი
  • ანრი ოხანაშვილის შვილები, მარიამ და ანა ოხანაშვილები, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში  დაიბადნენ.

102 ათასი ლარი ფურშეტზე, 97 ათასი წამყვანებს და მუსიკოსებს – მასწავლებლის ეროვნული დღის ხარჯები

განათლების სამინისტრომ არჩევნების გამო „მასწავლებლის ეროვნული დღე“ სექტემბერში გადმოიტანა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, 14 აგვისტოს ბრძანებაშია ნათქვამი.

გასულ წელს, ეს ღონისძიება 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეზე აღნიშნეს, წელს კი 13 სექტემბერს გაიმართება.

„ვინაიდან, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, გამონაკლისის სახით, წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის მინიჭების საზეიმო ცერემონია გაიმართება 13 სექტემბერს“, – წერია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.

ამავე ბრძანების მიხედვით, სამინისტრომ არც ტენდერი გამოაცხადა და ნახევარი მილიონი ლარი, გამარტივებული შესყიდვის წესით, პირდაპირ უნდა გადასცეს კომპანია „ვანილა ივენთს“.

აღნიშნული თანხიდან პედაგოგების დაჯილდოებაზე სავარაუდოდ 100 ათასი ლარი დაიხარჯება – გასულ წელს ათ მასწავლებელს გადაეცა ჯილდო, თითოეულს 10-10 ათასი ლარი.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში დაკონკრეტებული არ არის, რამდენი პედაგოგის დაჯილდოებას აპირებს წელს სამინისტრო, თუმცა თუ ღონისძიების ხარჯვითი ნაწილით ვიმსჯელებთ, შესაძლოა ეს რიცხვი წელს გაიზარდოს.

ღონისძიების გეგმის მიხედვით, შესყიდვებში მითითებულია „პრემიის ლაურეატებისთვის განკუთვნილი თაიგულები, ჩარჩოში ჩასმული სიგელები გამარჯვებულებისთვის, 10-15 ცალი“. ასევე, სამკერდე ნიშნებისა და სასაჩუქრე ყუთების დამზადებაზეც 10-15 ცალია მითითებული.

ბიუჯეტიდან გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარიდან, თანხის ყველაზე დიდი ნაწილი  ღონისძიების დაგეგმვასა და მონაწილე პირებზე დაიხარჯება.

მაგალითად, 102 140 – ლარი უნდა დაიხარჯოს ფურშეტზე, 97 ათასი ლარი წამყვანების, მუსიკოსების და მომღერლების ჰონორარისთვისაა განკუთვნილი, 28 ათასი ლოჯისტიკურ ნაწილზე, 40 ათასი ლარი დაგეგმვაზე და ასე შემდეგ.

„მასწავლებლის ეროვნული დღე“ შარშან ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, სადაც განაცხადა, რომ 2024 წელს, ღონისძიების ბიუჯეტი უნდა გაორმაგებულიყო და ნახევრის ნაცვლად 1 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც ჩანს, ამ დანაპირების შესრულება, ირაკლი კობახიძემ აღარ ისურვა.

გასულ წელს, სამინისტრომ დახარჯული 600 ათასი ლარის ხარჯთაღრიცხვაც არ გაასაჯაროვა. მიუხედავად იმისა, რომ „ბათუმელებმა“ სამინისტროს ოფიციალურად მიმართა, სამინისტრომ საზოგადოებას დაუმალა ნახევარი მილიონი ლარის ხარჯვა.

ამის მიუხედავად, „ბათუმელებმა“ მაინც მოიპოვა ინფორმაცია და საზოგადოებას დეტალური მიაწოდა.

„მასწავლებლის ეროვნული დღე“ განათლების სამინისტრომ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საპირწონედ შექმნა. მასწავლებლების შესარჩევი ჟიური კი პროსახელისუფლებო მედიის ტელეწამყვანებითა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პირებით დააკომპლექტა.

დაჯილდოებული პედაგოგების ნაწილიც ლოიალობით გამოირჩევა მმართველი პარტიის მიმართ.

იუსტიციამ გია ჭყონიასგან ფართობი წლიურად 704 880 ლარად იქირავა – ის „ოცნების“ საპარლამენტო სიაშია

იუსტიციის სამინისტრომ იუსტიციის ახალი სახლის ფართობი ბათუმში „ქართული ოცნების“ შემწირველი ბიზნესმენის, გიორგი ჭყონიას კომპანიისგან იქირავა.

იჯარაში ჭყონიას კომპანია სახელმწიფოსგან ყოველწლიურად 704 880 ლარს მიიღებს,“ – ინფორმაციას ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს.

ახალი იუსტიციის სახლი ბათუმში რკინიგზის სადგურის შენობაში მიმდინარე წლის ივლისში გაიხსნა. „ბათუმი ცენტრალს“ ბიზნესმენი გიორგი ჭყონია ფლობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თანახმად, „მთავრობამ გიორგი ჭყონიასგან სულ 445 კვადრატული მეტრის ფართი იქირავა და ერთ კვადრატულ მეტრზე 132 ლარს უხდის. იჯარის ხელშეკრულება სამწლიანია და გიორგი ჭყონიას კომპანია ამ პერიოდში 2 114 640 ლარს მიიღებს“.

გიორგი ჭყონია „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო სიის წევრად 15 აგვისტოს წარადგინა.

გია ჭყონიაქართულ ოცნებასთანდაახლოებული ბიზნესმენი და ამ პარტიის მსხვილი შემწირველია. ის ერთერთია იმ ბიზნესმენებს შორის, ვინც 2022 წელს, აჭარის მთავრობასთან ერთად იმყოფებოდა კუნძულ მალიორკაზე. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ეს ვიზიტი სწორედ ბათუმელმა ბიზნესმენებმა დააფინანასეს.

გიორგი ჭყონიას კომპანიები: შპსგზა“, შპსბათუმი ცენტრალიდა შპსშატო კვირიკეაქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში, საიდანაც 2011-2023 წლებში შემოსავლის სახით მიიღეს 335 მილიონ 638 ათას 719 ლარი.

გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ჯამში 1 394 000 ლარი შესწირეს. ბიზნესმენის საქმიანობაზე დეტალურად წაიკითხეთ აქ. 

2016 წლიდან 2023 წლის ჩათვლით პირადად გიორგი ჭყონიამქართულ ოცნებასჯამში 400 000 ლარზე მეტი შეწირა

__

ამავე თემაზე:

გონიოში 2 კორპუსს და 38 სახლს „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი აშენებს

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. საუბარია იმ პარტიებზე, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები და კანონი რეგისტრაციისთვის 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენას ავალდებულებდა.

აღნიშნული პარტიებისთვის ცესკოსთვის მომართვის ვადა 15 ივლისს ამოიწურა და საერთო ჯამში უწყებას რეგისტრაციისთვის 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მომართა.

მომართვების შედეგად, 30 პოლიტიკური პარტიიდან არ განხილულა 2-ის განაცხადი (ერთ შემთხვევაში საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით პარტიის რეგისტრაციის გაუქმების გამო, მეორე შემთხვევაში – ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო). ხოლო დარჩენილი 28 პარტიიდან:

  • რეგისტრაცია გაიარა 17-მა; 
  • უარი ეთქვა რეგისტრაციაზე 11-ს. 

11 პოლიტიკური პარტიისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები შემდეგია:

  • 4-მა პარტიამ არ წარმოადგინა მხარდამჭერთა სიები;
  • 5 პარტიას დაუდგინდა ხარვეზი მხარდამჭერთა სიების შემოწმებისას და მათ მიერ წარმოდგენილმა შესწორებულმა დოკუმენტაციამ ხარვეზი ვერ აღმოფხვრა; 
  • 2 პარტიის ხელმძღვანელს განცხადების წარმოდგენის მომენტისათვის შეწყვეტილი ჰქონდა უფლებამოსილება.

საერთო ჯამში, ცესკოს მიერ შემოწმდა 27 119 ფურცელზე წარმოდგენილი 780 049 მხარდამჭერის შესახებ ინფორმაცია. შედეგად, რეგისტრაცია გაიარა შემდეგმა 17-მა პარტიამ:

  1. „საქართველო“
  2. „მესამე გზა“
  3. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
  4. „გახარია საქართველოსთვის“
  5. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
  6. „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“
  7. „სამართლიანობისთვის“
  8. „ანა დოლიძე – ხალხისთვის“
  9. „თავისუფალი საქართველო“
  10. „მემარცხენე ალიანსი“
  11. „შეცვალე საქართველო“ 
  12. „დემოკრატთა ალიანსი“
  13. „ტრიბუნა“
  14. „მწვანეთა პარტია“
  15. „თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა“
  16. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
  17. „ქართველ ერთობა“

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიებში აღმოჩნდა ისეთი მოქალაქეების ხელმოწერები, რომლებსაც რეალურად მხარდამჭერთა ბლანკზე ხელი არ მოუწერიათ. აღნიშნული გამოვლინდა გადამოწმების შედეგად. შესაბამისად, ცესკომ იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა ასეთ შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაცია გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებაში შემდგომი რეაგირების მიზნით. 

შეგახსენებთ, რომ გარდა ზემოთ აღნიშნული პარტიებისა, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად რეგისტრაციის ვადა ჯერ კიდევ აქვს იმ 13 პარტიას, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ასეთმა პარტიებმა ცესკოს თავმჯდომარეს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. 

აღნიშნული უფლება აქვს ქვემოთ ჩამოთვლილ შემდეგ 13 პარტიას:

  1. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
  2. „ლელო საქართველოსთვის“
  3. „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – “გირჩი“
  4. „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“
  5. „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“
  6. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
  7. „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“
  8. „კანონი და სამართალი“
  9. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
  10. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“
  11. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“
  12. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“
  13. „პროგრესი და თავისუფლება“.

დღეს ბახმაროში დოღია | ფოტო

გურიაში, კურორტ ბახმაროში, 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, ტრადიციული დოღი იმართება. დოღში მხედრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობენ.

დოღი რამდენიმე კატეგორიაში ტარდება: ერთ, ორ, სამ და ხუთკილომეტრიან დისტანციებზე.

ბახმარო / 19.08.2024 / სალომე ვარაბიოვსკის ფოტოები
ბახმარო / 19.08.2024
ბახმარო / 19.08.2024
ბახმარო / 19.08.2024
ბახმარო / 19.08.2024
ბახმარო / 19.08.2024
ბახმარო / 19.08.2024
ბახმარო / 19.08.2024
ბახმარო / 19.08.2024

დოღის პარალელურად ბახმაროში ტარდება ასევე სხვადასხვა სანახაობითი და სპორტული ღონისძიებაც.

ტრადიციულად, დოღი იმართება მაღალმთიან აჭარაშიც – ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე.

ქართულ ცხენოსნურ თამაშობებს, მათ შორის დოღს, 2018 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

ახალგაზრდებთან შეხვედრა ბათუმში, ხულოში, ქედასა და ქობულეთში – „ეს ქვეყანა შენია“

20-24 აგვისტოს ქობულეთში, ქედაში, ხულოსა და ბათუმში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი კამპანიის -„ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდება.

ახალგაზრდებს შეხვდებიან მწერლები: ნესტან ნენე კვინიკაძე და ტორესა მოსი, იუმორისტი ნიკა ქავთარაძე და ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი.

განრიგი ასეთია:

  • ქობულეთი – 20 აგვისტო, 14 საათი, „იალქანის“ ახალგაზრდული ცენტრი
  • ქედა – 21 აგვისტო, 14 საათი, სათემო განათლების ცენტრი 
  • ხულო – 22 აგვისტო, 15 საათი, სასტუმრო „ხულო ინნ“
  • ბათუმი – 23 აგვისტო, 13 საათი, სასტუმრო „ლე პორტი“, გოგებაშვილის 30 

შეხვედრების მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებების დამკვიდრება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლისა და ფუნქციის, მათი საქმიანობის წარმოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაცია.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ უკვე ტრადიციული კონკურსის – „ეს ქვეყანა შენიას“ შესახებ, რომელიც სულ ახლახან გამოცხადდა და იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს. მათ შორის, სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს (ასაკი 30 წლამდე). ჯგუფური განაცხადის შემთხვევაში, ჯგუფის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ადამიანს. მოსწავლეების შემთხვევაში თითოეულ ჯგუფს შესაძლოა ჰყავდეს ერთი კურატორ-მასწავლებელი. 2024 წელს კონკურსის დასახელებაა – „დადექი ისტორიის სწორ მხარეს“.

კამპანიას უძღვება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში.

უკრაინელებმა კურსკში წინ წაიწიეს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის – ISW-ის ცნობით, უკრაინულმა ჯარებმა განაგრძეს წინსვლა რუსეთში კურსკის რეგიონის ფრონტის მთელ ხაზზე 18 აგვისტოს და მცირედით წინ წაიწიეს სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთით.

ISW-ის მიერ მომზადებულ რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ 17 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციის ვიდეომასალა აჩვენებს, რომ რუსეთის ჯარები უკრაინულ ჯავშანტრანსპორტიორს ურტყამს მარტინოვკას ჩრდილოეთით (სუჯას ჩრდილო-აღმოსავლეთით), რაც მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ჯარები აქ დაწინაურდნენ.

მიმოხილვაში ასევე მოყვანილია ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერის მიერ 18 აგვისტოს გავრცელებული, დაუდასტურებელი ცნობები, იმის შესახებ, რომ უკრაინულმა ჯარებმა დაიპყრეს ტროიცკოე, რომელიც საზღვრიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობს და წინ წავიდნენ სემიონოვკაში – სუჯას ჩრდილოეთით, საზღვრიდან დაახლოებით 24 კილომეტრში.

17 და 18 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები აგრძელებენ მოქმედებებს კურსკის რეგიონში – წერს ISW-ი.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, დაიწყებენ შეთანხმებულ კონტრშეტევას კურსკის ოლქში ტერიტორიის დასაბრუნებლად, რომელიც უკრაინულმა ძალებმა დაიპყრეს, თუმცა ჯერ ნაადრევია იმის შეფასება, თუ როდის შეაჩერებენ რუსული ძალები უკრაინულ წინსვლას კურსკის ოლქში.

აქვე ვკითხულობთ, რომ რუსეთის კონტრშეტევის მცდელობა, სავარაუდოდ, მოითხოვს რუსეთის მხრიდან კურსკის ოლქისთვის კიდევ უფრო მეტი ცოცხალი ძალის, აღჭურვილობისა და მასალის მიწოდებას.

ანგარიშში მოყვანილია „ვალ სთრით ჯურნალის“ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულ ძალებს 6 000-მდე პერსონალი ჰყავთ კურსკის ოლქში და რომ რუსულ ძალებს დასჭირდებათ არსებითად მეტი, შესაძლოა 20 000 პერსონალი, რათა დაიბრუნონ ტერიტორია.

ადამიანური ძალისა და მასალების რაოდენობა, რაც რუსეთს დასჭირდება კურსკის ოლქში კონტრშეტევისთვის, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ძლიერად დაიცავენ უკრაინული ძალები კურსკში ოკუპირებულ პოზიციებს.

მიმოხილვაში ასევე ნათქვამია, რომ 18 აგვისტოს უკრაინის ჯარები თავს დაესხნენ რუსეთის ნავთობის საცავს როსტოვის ოლქში, რომელიც რუს სამხედროებს ნავთობით ამარაგებს.

ასევე, რუსული ჯარები დაწინაურდნენ კრემენნაიასა და დონეცკის მახლობლად, ხოლო უკრაინელებმა აღადგინეს ადრე დაკარგული პოზიციები სევერსკთან.

6,7 მილიონი ბათუმის აკვარიუმის შენობის რეაბილიტაციისთვის

ბათუმში აკვარიუმის შენობის სარეაბილიტაციოდ ქალაქის ბიუჯეტიდან 6,7 მილიონი ლარი გამოიყო. შენობის, აკვარიუმის, აუზებისა და ღობის სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა.

პროექტის მიხედვით, ლითონის ღობეს, აკვარიუმსა და ეზოში მდებარე აუზებს დაშლიან და ხელახლა გააკეთებენ; რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთლიანად შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და უკვე წლებია სავალალო მდგომარეობაშია.

რუსთაველის ქუჩის №51-ში მდებარე ამ შენობაში აკვარიუმის გარდა მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის შავი ზღვის ფილიალის ადმინისტრაციაცაა განთავსებული.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, „შენობა აგებულია 1944 წელს. ორსართულიანია. ჩვენამდე მოაღწია სხვადასხვა გადაკეთებებით, კერძოდ – შენობის თავდაპირველი ფორმა ტესებრი იყო, შემდგომ ტეს გაგრძელებაზე მიშენდა ახალი სათავსები კიბის უჯრედით და დაემატა ერთსართულიანი ოვალური ფლიგელი, სადაც განთავსდა აკვარიუმი.“

მონიტორინგის და პროგნოზირების ცენტრის შავი ზღვის ფილიალის ადმინისტრაციის შენობა, რომელშიც განთავსებულია ბათუმის აკვარიუმიც / 17.08.2024

„დროთა განმავლობაში შენობაში სხვადასხვა ფუნქციის ორგანიზაციები იყო განთავსებული, რამაც შენობის ერთგვარი დეგრადირება გამოიწვია. კვლევებით დადგინდა მთელი რიგი დაზიანებები.

ძირითადი შენობის და მასზე დამატებული მიშენების მდგომარეობაც ანალოგიურად მძიმეა, ჭარბტენიანობისა და სახურავის დაზიანებების გამო კედლები და სართულშუა გადახურვები მძიმე მდგომარეობაშია, განსაკუთრებით ხის კონსტრუქციები, რომლითაც ზოგიერთი სართულშუა გადახურვებია შესრულებული“, – აღნიშნულია პროექტში.

ღია აუზები ბათუმის აკვარიუმის ეზოში / 17.08.2024 / პროექტის მიხედვით „ღია აუზებს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია, განახლდება. ცენტრალური მრგვალი აუზი დარჩება ისევ კობრი კოის აუზად, ხოლო შენობის დასავლეთით არსებული აუზებიდან ერთ-ერთი დაეთმობა ჭაობის კუს.“

„კონსტრუქციულ ნაწილში გვაქვს აკვარიუმის ფლიგელის სერიოზული დაზიანება, მისი სახურავი მრავალჯერაა გადაკეთებული, აკვარიუმის ჭარბი ტენიანობა საკმაოდ მოკლე ვადაში აზიანებს გადახურვის კონსტრუქციებს, აქედან გამომდინარეა მისი იერ-სახის სხვადასხვაობა სხვადასხვა პერიოდში.

საჭიროა აკვარიუმის ფლიგელის დაშლა და აწყობა, რათა შენობა შეესაბამებოდეს თანამედროვე სამშენებლო ნორმებს. ამასთან, ჩვენს მიერ მოხდა ანალოგიური ობიექტების შესწავლა კონსულტანტებისა და სპეციალისტების დახმარებით, ამან განსაზღვრა თანამედროვე აკვარიუმის მნიშვნელობა შავი ზღვის რეგიონში. შესაბამისად, ახალი ფლიგელისათვის გადაწყდა ოკეანარიუმის ფუნქციით დატვირთვა. ოკეანარიუმის სივრცე შავი და ხმელთაშუა ზღვის სექციას დაეთმობა.

სივრცეში, სადაც დღეს უშუალოდ აკვარიუმებია განთავსებული, მოეწყობა სრულიად ახალი, ოკეანარიუმის სივრცე აკრილის მინის გვირაბებითა და გადახურვით“, – აღნიშნულია პროექტში.

ბათუმის ოკეანარიუმის ესკიზი – ზემოთ და ანალოგები – ქვემოთ / ფოტოები პროექტიდან

შენობის პირველ სართულზე მთლიანად მოეწყობა საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ფაუნის აკვარიუმები, განსაკუთრებით საინტერესოა წითელ წიგნში შეყვანილი ფაუნის წარმოდგენა.

ბათუმის აკვარიუმები – ესკიზები პროექტიდან

პირველ სართულზე, პროექტის მიხედვით, ტიხრის კედლების მოხსნის შემდეგ გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე მოეწყობა ტურისტული სივრცეები.

შენობის მეორე სართულზე კი – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ოფისი ლაბორატორიებით, საკონფერენციო მცირე დარბაზი, მიშენების ნაწილში მოეწყობა ოკეანარიუმის მომსახურების კვანძი; ეზოში არსებული საქვირითე დარბაზიც მეორე სართულზე იქნება.

პროექტის მიხედვით, შენობის „ფასადზე გამომავალი ყველა კარ-ფანჯარა შესაცვლელია ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებს, თბომედეგობისა და ენერგოეფექტურობის სტანდარტებს. სრულადაა შესაცვლელი სახურავი თავისი სტრუქტურით და მოსახსნელია მწყობრიდან გამოსული წყლის რეზერვუარები [ხის სტრუქტურაზე დგას, რომელიც დამპალია], რაც დამატებით საფრთხეს ქმნის ადამიანის სიცოცხლისათვის.“

პროექტით გათვალისწინებულია: „სახურავის სრული დემონტაჟი და ახალი სახურავის მოწყობა; სართულებზე ახალი ალუმინის ანოდირებული ფანჯრების მოწყობა; ფასადის გაწმენდა და ნალესი დუღაბის აღდგენა; არქიტექტურული განათების მოწყობა; ტერიტორიის კეთილმოწყობა“.

ბათუმის აკვარიუმის შენობისა და ეზოს არსებული მდგომარეობა და რენდერი პროექტიდან [წითელ ჩარჩოში] / 17.08.2024
მერიის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის პირველ სექტემბერს დაიწყება და 6 სექტემბერს დასრულდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 6 721 919 ლარი. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი კი 67 219 ლარი.

სამუშაოს შესრულების ვადას, ტენდერის პირობის მიხედვით, გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული.

განახლება: აღნიშნული ტენდერი არ შედგა. მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ბათუმის აკვარიუმის შენობა და ეზოს შესასვლელი / რენდერები პროექტიდან

აკვარიუმის ღობის ერთ კედელზე არის მოზაიკაც. პროექტში აღნიშნულია, რომ „ღობეზე არსებული მოზაიკა ძლიერ დაზიანებულია, საჭიროებს ბიო ნადებისგან გაწმენდას და რესტავრაციას… მოზაიკის გასანათლებლად დამონტაჟდება არქიტექტურული LED განათება“.

მოზაიკა აკვარიუმის ღობეზე / 17.08.2024

ამავე თემაზე:

ბათუმის აკვარიუმი – ტურისტული ობიექტი, რომელსაც ათწლეულებია არავინ არემონტებს

რუსეთმა 600 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 600 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120]
  • ტანკი – 8 513 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 16 495 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 17 104 ერთეული [+48]
  • MLRS – 1 165 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 925 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 367 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 809 ერთეული [+57]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 437 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 23 047 ერთეული [+55]
  • სპეცტექნიკა – 2 863 ერთეული [+17]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 639 თვითმფრინავი
  • 282 ვერტმფრენი
  • 30 161 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 340 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 412 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 415 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 24 919 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაინტერესებული მხარეები უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებენ

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი აქტიურ ფაზაშია და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. სწორედ ამ არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ცესკოში 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, რომელზეც კომისიის ზოგიერთი წევრის მხრიდან საარჩევნო გარემოს დამაზიანებელი, მანიპულაციური განცხადებები და შეფასებები გაკეთდა.

საქმე ეხება მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ცესკოს მიმდებარე ტერიტორიის ნაწილზე ახალი ღობეების ინსტალაციის საკითხს. აღნიშნული პროექტის შედეგად მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა და სხდომათა დარბაზი, რეაბილიტაცია გაეწია საპარკინგე სივრცეს და მიმდებარე ტერიტორიას, განხორციელდა გზის ახალი საფარის დაგება და მოწესრიგდა შენობის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვის საკითხი.

ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს ითვალისწინებს და უნდა ითვალისწინებდეს კიდეც უსაფრთხოების სტანდარტებს.  საკმარისია გავიხსენოთ 2020 წელს ცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი ბრიფინგის ჩაშლის და ცესკოში შეჭრის მცდელობები,  რომელშიც სამწუხაროდ,  ცესკოს ყოფილი და მოქმედი წევრებიც მონაწილეობდნენ.

შესაბამისად,  უსაფრთხოების მიზნით შენობის გარკვეული ნაწილის პერიმეტრზე ახალი ღობის ინსტალაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია დაწესებულების უსაფრთხოების გასაძლიერებლად და მისი მოდიფიცირება თავის მხრივ  პასუხობს უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს. მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა ასახავს პროაქტიულ მიდგომას თანამშრომლების და შენობის დასაცავად, რაც უზრუნველყოფს როგორც დაწესებულებაში, ისე მის გარე პერიმეტრზე უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას.

საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ არჩევნების უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ყველა ქვეყანაში, თუმცა  საქართველოში ეს საკითხი ცესკოს ზოგიერთი წევრის მხრიდან მანიპულაციური განცხადებების გაკეთების საფუძველია. იყო მცდელობა საკითხი წარმოჩენილიყო იმგვარად, თითქოს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებში საკუთარი საქმიანობის გამო არსებულ შიშს უკავშირდება, რაც ერთგვარად ამ უწყების წარმომადგენელთა შეურაცხყოფადაც შეიძლება განვიხილოთ. უსაფრთხოების დაცვა, პრევენცია, რისკების დაზღვევა, ტერიტორიის მოწესრიგება, შიშის სინონიმი ნამდვილად არ არის.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია, დაინტერესებული მხარეების მცდელობის მიუხედავად ყველა საკითხი იყოს პოლიტიზებული, თავის საქმიანობას გააგრძელებს მაღალი სტანდარტებით, რათა უზრუნველყოს მომავალი არჩევნების უსაფრთხოება და მისი მიუკერძოებლად, მაღალი სტანდარტებით ჩატარება.

ჩვენის მხრივ ვადასტურებთ რა ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლების წინაშე, ყოველთვის მივაწვდით მათ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. ჩართულ მხარეებს კი მოვუწოდებთ, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებით ნუ დააზიანებენ  საარჩევნო პროცესს და გარემოს.

ქობულეთში 2 წლის ბავშვს დენმა დაარტყა და დაიღუპა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში 2 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. ბავშვი საკუთარ სახლში იყო, როცა დენმა დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დეპუტატები, რომლებმაც თავიანთ შვილებს ევროპული განათლება მისცეს, სხვის შვილებს კი – რუსული კანონი

სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა შვილები დასავლეთის ქვეყნებში სწავლობენ, ზოგიერთ მათგანს კი თავადაც ევროპაში აქვს განათლება მიღებული. ეს ის დეპუტატები არიან, რომლებმაც მიიღეს რუსული კანონი, ქვეყანას ჩაუკეტეს ევროპული პერსპექტივა, სხვისი შვილების ევროპული განათლება კი დიდი დარტყმის ქვეშ დააყენეს.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ანალიტიკოსის, სალომე ბრეგვაძის შეფასებით, „ევროპული განათლება „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატებისთვისაც მნიშვნელოვანია:  საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები და მათი ოჯახის წევრი სხვადასხვა დროს ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში მაგისტრისა თუ ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სწავლობდა. თუმცა, საყურადღებოა, რომ ისინი მაინც მხარს უჭერენ ისეთ კანონს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას და მეტად აშორებს ქართულ საგანმანათლებლო სფეროს დასავლური განათლების დახვეწილი სისტემისგან“.

  • გოჩა ენუქიძის შვილმა, თინათინ ენუქიძემ, ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით გერმანიაში, ბრემენში, Constructor Universityში მიიღო.
  • გოჩა ენუქიძე

  • მაკა ბოჭორიშვილის შვილი, ნინო რამიშვილი, Collège Saint-Michel (Bruxelles)ში სწავლობს და დღემდე ბრიუსელში ცხოვრობს.
  • მაკა ბოჭორიშვილი
    მაკა ბოჭორიშვილი

  • ზაზა ლომინაძის უფროსი შვილი, ეკა ლომინაძე, გერმანიაში ცხოვრობს. ეკა ლომინაძემ განათლება გერმანიაში სამედიცინო მიმართულებით მიიღო და იდარ-ობერშტეინის საავადმყოფოშია დასაქმებული.
  • ზაზა ლომინაძე

  • როგორც დეპუტატი გიორგი (გია) ვოლსკი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, მისმა შუათანა შვილმა სანდრო ვოლსკიმ ნიუ-იორკში უმაღლესი განათლება მიიღო. სტუდია „მონიტორის“ ინფორმაციით, სანდრო ვოლსკი აშშ-ს მთავრობის კონტრაქტორ კომპანიაში „CULMEN INTERNATIONAL-ში უფროს მრჩევლად მუშაობს.
  • გიორგი სოსიაშვილის შვილი, ნათია სოსიაშვილი სამაგისტრო პროგრამაზე ტუშის უნივერსიტეტში, ქალაქ ვიტერბოში (იტალია) სწავლობს.
  • გიორგი სოსიაშვილი
  • სალომე ქურასბედიანმა, რომელიც თავად „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატია და მანვე ითავა რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნის გაკრიტიკება, განათლება საფრანგეთში, ტულუზის კაპიტოლის უნივერსიტეტში (Université Toulouse Capitole) მიიღო.
  • სალომე ქურასბედიანი

  • მართალია, რუსული კანონი მას არ მიუღია და ამ კანონს საჯაროდ მხარს არ უჭერდა, მაგრამ იმ პარტიის თავმჯდომარეა, რომელმაც ეს კანონი საზოგადოების უწყვეტი პროტესტის ფონზე მიიღო – ირაკლი ღარიბაშვილის შვილი აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბიზნეს სკოლაში სწავლობს.
  • ირაკლი ღარიბაშვილი

„რესპუბლიკელები“ და „აქტივისტები მომავლისთვის“ შეუერთდნენ „კოალიციას ცვლილებებისთვის“

დღეს, 18 აგვისტოს, „რესპუბლიკური პარტია“ და „აქტივისტები მომავლისთვის“ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის „კოალიციას ცვლილებებისთვის“ შეუერთდნენ. ამ კოალიციაში არიან: „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „დროა“.

„რესპუბლიკური პარტია“ დაფუძნების დღიდან – 1978 წელს დაფუძნდა ის – თავის მთავარ დოკუმენტში ამბობდა, რომ მრავალპარტიულობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნისთვის. გავიდა წლები და ჩვენ ვდგავართ ამ რეალობის წინაშე, რომ ქვეყანა უნდა იმართოს მრავალპარტიულად, კოალიციურად, დიალოგზე და კონსენსუსზე დაფუძნებით.

მე მოვიგე ჩემი პირადი ბრძოლა, დავამარცხე ავადმყოფობა და ბევრი ტანჯვა გამოვიარე. ახლა დროა, განვკურნოთ ქვეყანა,“ – აღნიშნა ზუგდიდში მოწყობილ ბრიფინგზე ხათუნა სამნიძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ.

„მიხარია, რომ რესპუბლიკური პარტიის სახელით ვდგავარ აქ, ჩემს კოლეგებთან ერთად, ვდგავარ ისეთ ადამიანებთან ერთად, რომლის ბრძოლაც ნანახი აქვს მთელ საქართველოს, რომელთა უშიშრობა ნანახი აქვს მთელ საქართველოს, მათ პროფესიონალიზმში არავის ეპარება ეჭვი…

მთავარი შეკითხვა, რომელიც დღეს ისმის საზოგადოებაში: როგორ უნდა მართოს ქვეყანა ოპოზიციამ, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას 26 ოქტომბრის არჩევნებში? პასუხი არის მარტივი: პროფესიონალიზმი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირება, პროგრესი, რომელიც უნდა, რომ მოიტანოს კოალიცია 4-ს. პროგრესი არის ის, რაც შეცვლის ქვეყანაში იმ პოლიტიკურ მმართველობას, რომელიც წლებია გვაქვს.

იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს „ქართული ოცნების“ გარეშე არ იქნება მშვიდობა. ქვეყანაში მშვიდობა, კეთილდღეობა, პროგრესი, ადამიანზე ორიენტირებულობა იქნება, როდესაც 26 ოქტომბერს ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას და კოალიციურ მმართველობას უზრუნველვყოფთ,“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ბრიფინგზე ოქტაი ქაზუმოვმა ორგანიზაციის „აქტივისტები მომავლისთვის“ სახელით მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

„მრავალფეროვნება ნიშნავს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებას, მაგრამ ერთ დიდ გამასა და პალიტრაში წარმოდგენილობას ისე, რომ სხვადასხვა ფერით და პალიტრით ხასხასებდეს ჩვენი ქვეყანა საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის, ეამაყებოდეს ის, რასაც ის ფლობს, კერძოდ – მრავალფეროვნება.

ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩვენს გუნდში შემოდის, ბანიამინ კასიმოვმა თქვა, რომ ქართული კულტურა ისეთივე მშობლიური კულტურაა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის, როგორც მათივე ეთნიკური კულტურაო.

ეს გულისხმობს იმას, რომ სამომავლოდ ქართული კულტურის ქმნადობაში უფრო მეტი წვლილი უნდა შეიტანოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, მიუხედავად მისი რელიგიური და ეთნიკური მიკუთვნებულობისა, უნდა იღვწოდეს საამისოდ, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოჩენილი იყოს, როგორც ჯერ არს,“ – აღნიშნა ოქტა ქაზუმოვმა.

ფოტო: ოქტაი ქაზუმოვის ფესიბუქ გვერდიდან

შეზლონგების „ღობე“ კვარიათის სანაპიროზე [ფოტო]

იმის გამო რომ, სამართალდარღვევაზე რეაგირებას არავინ ახდენს, კვარიათში ზღვის სანაპიროზე ვერ ჩამოჯდებით, თუ იქ ჩამომწკრივებულ რომელიმე შეზლონგს არ დაიქირავებთ.

ეს პრობლემა წლებია არსებობს ბათუმის სანაპიროზეც – მოიჯარეებს ბათუმის ბულვარი აუქციონის გარეშე იჯარით გადასცემს ტერიტორიას პლაჟზე, მოიჯარეები კი, სანაპიროსთან ახლოს ისე აწყობენ შეზლონგებს, რომ დამსვენებელი ან შეზლონგებს შორის დარჩენილ ვიწრო სივრცეში უნდა მოთავსდეს და ბუნების სილამაზის ნაცვლად, პლასტმასებს უყუროს, ან სანაპიროსგან მოშორებით, პრომენადთან ახლოს დაჯდეს.

შეზლონგები კვარიათის სანაპიროზე – ფოტო „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე

როგორ უნდა განთავსდეს შეზლონგები სანაპიროზე – წესი საიჯარო ხელშეკრულებაშია განსაზღვრული.

როგორც ბათუმის ბულვარის პრესცენტრში დღეს, 18 აგვისტოს გვითხრეს, კვარიათის პლაჟზე რეაგირებას ბათუმის მერია ახდენს. ბათუმის ბულვარს კი, შეტყობინება შეზლონგების განთავსების წესის დარღვევაზე ამ სეზონზე ჯერ არ მიუღია.

2023 წელს, როცა „ბათუმელები“ შეზლონგების პლაჟზე განთავსების წესების დარღვევაზე წერდა, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ ამ კუთხით პრეტენზიით რომელიმე მოქალაქეს მათთვის არ მიუმართავს, ხოლო მონიტორინგის ჯგუფს, რომელიც ამას აკვირდება, რეგულაციის დარღვევა არ დაუფიქსირებია

ბათუმის მერიის ცხელ ხაზზე არავინ გვიპასუხა. „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს არც ქალაქის მერიის პრესცენტრში უპასუხეს.

შეზლონგები კვარიათის სანაპიროზე – ფოტო „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე

კვარიათში ზღვის პირველი ზოლი მთლიანად შეზლონგებს აქვს დაკავებული. მათი დიდი ნაწილი შესაძლოა ცარიელი იყოს, თუმცა შეზლონგების გამქირავებელი გეტყვით, რომ იჯარის ფული აქვს გადახდილი და თუ შეზლონგის დაქირავებას არ აპირებთ, მოშორებით უნდა დაჯდეთ.

პლაჟის მოიჯარეებმა აქცია 2024 წლის გაზაფხულზეც გამართეს და მოითხოვეს აუქციონი არ გამართულიყო – წლებია ჩვენ ვსარგებლობთ პლაჟით და აუქციონის შემთხვევაში შესაძლოა ჩვენი ბიზნესი დაიშალოსო.

წელსაც ბათუმის პლაჟი აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით გაასხვისეს.

შეზლონგები კვარიათის სანაპიროზე – ფოტო „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე
შეზლონგები კვარიათის სანაპიროზე – ფოტო „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე
შეზლონგები კვარიათის სანაპიროზე – ფოტო „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე

 

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 აგვისტოს 21 საათიდან 19 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ-ში, დღისით ზოგან დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი: 17–22 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 30 – 35 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია; ღელვა 1–2 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, 20 და 21 აგვისტოს ბათუმსა და მთელს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 599 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170]
  • ტანკი – 8 508 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 16 480 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 17 056 ერთეული [+71]
  • MLRS – 1 161 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 923 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 367 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 752 ერთეული [+38]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 432 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 22 992 ერთეული [+79]
  • სპეცტექნიკა – 2 846 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 639 თვითმფრინავი
  • 282 ვერტმფრენი
  • 30 112 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 320 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 411 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 392 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 24 894 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პოდოლიაკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე – „არ ვაპირებთ ხვეწნას, გვაქვს იძულების საშუალებები“

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მაღალი თანამდებობის 9 პირი, რომლებიც უცხოურ ორგანიზაციებსა და NGO-ებში მუშაობდნენ

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში 2003 წელს ხელისუფლება გარე ძალების [უკვე საჯაროდაც ამბობენ, რომ ეს გარე ძალა აშშ-ია] ჩარევით შეიცვალა. „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიის თანახმად, ამ მიზნებს გარე ძალები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით აღწევდნენ.

იმ პერიოდში, როდესაც დასავლეთმა საქართველოში, როგორც „ოცნებაში“ აცხადებენ, „თავისი მარიონეტი ხელისუფლება“ მოიყვანა, რომელმაც შემდეგში – 2008 წლის აგვისტოში რუსეთის წინააღმდეგ ომი წამოიწყო, დღევანდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. თუმცა, ბიძინა ივანიშვილს თავისი თანაგუნდელები ამ კონტექსტში აქამდე არ უხსენებია, ჯერჯერობით მაინც.

მაგალითად, ირაკლი კობახიძე ამერიკული USAID-ის საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი იყო. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი საქართველოს გერმანული ფონდს ხელმძღვანელობდა.

არც ირაკლი კობახიძეს და არც შალვა პაპუაშვილს დღემდე არ აუხსნიათ საზოგადოებისთვის, რა ტიპის დავალებებს იღებდნენ უცხოური ორგანიზაციებისგან და იყო თუ არა ეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, ასრულებდნენ ამ დავალებებს თუ უარს ამბობდნენ? თუ უარს ამბობდნენ, წლების განმავლობაში როგორ ინარჩუნებდნენ ამ თანამდებობებს?

„ქართული ოცნების“ არაერთი მაღალი თანამდებობის პირი და მათი ოჯახის წევრები მაღალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობდნენ უცხოეთის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში. მათ შორის დეპუტატებიც, რომლებმაც რუსული კანონი მიიღეს.

მონაცემები მოხელეების შესახებ, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდნენ, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა“ დაამუშავა:

    • პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პოლიტიკაში მოსვლამდე, ჯერ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი (USAID), შემდეგ კი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერი იყო. 2011-12 წლებში ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრის პოზიცია ეკავა.
    • ირაკლი კობახიძე

    • 17 წლის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანამშრომელი იყო. მუშაობის ბოლო წლებში, ის ორგანიზაციაში საქართველოს გუნდის ხელმძღვანელის პოზიციასაც იკავებდა.
    • შალვა პაპუაშვილი

    • სხვადასხვა წლებში გივი მიქანაძე იყო გაეროს ერთ-ერთი პროექტის იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი, ევროკავშირის პროექტის „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“ ეროვნული ექსპერტი, ეუთოს პროექტის დირექტორი, ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერი.
    • გივი მიქანაძე

    • სხვადასხვა წლებში მაია ბითაძე იყო მსოფლიო ბანკის პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტი“ იურისტ-ექსპერტი; ეუთოს პროექტის „ორჰუსის ცენტრი“ კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრისა და ბიუროს თავმჯდომარე.
    • მაია ბითაძე

    • ბექა დავითულიანი იყო შპს „მედიაჰაუსი დეკომის“ იურისტ-კონსულტანტი და ჟურნალ „ლიბერალის“ თანამშრომელი. შპს „მედიაჰაუსი დეკომი“ აერთიანებდა ჟურნალებს „ცხელი შოკოლადი“, „ლიბერალი“ და რადიოს – „ცხელი შოკოლადი“.
    • ბექა დავითულიანი

    • სხვადასხვა დროს ირაკლი ბერაია მუშაობდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში დასავლეთ საქართველოს კოორდინატორის პოზიციაზე, ასევე, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს დელეგაციაში, რეგიონული კოორდინატორის პოზიციაზე.
    • ირაკლი ბერაია

    • ანრი ოხანაშვილი იყო ფოლკსვაგენის ფონდის (VW – Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტის მეცნიერ-თანამშრომელი, „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ მთავარი რედაქტორი.
    • სხვადასხვა წლებში სოზარ სუბარი იყო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი, აშშ-ს მთავრობის მიერ დაფუძნებული „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ კანონის უზენაესობის პროექტის დირექტორი. 2004 წელს, სოზარ სუბარს მიღებული აქვს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის გრანტი გაზეთი „სპექტრის“ პროექტის ფარგლებში ტრენერობისთვის.
    • სოზარ სუბარი

    • ქართული ოცნების დეპუტატს არჩილ თალაკვაძეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროექტის დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა 2011-12 წლებში.
არჩილ თალაკვაძე

თუ ბიძინა დარჩა, ჩვენ გასაქანი არ გვექნება – მემთეურები ქართულ პოლიტიკაზე

„კარგ საქმეს აკეთებთ ჟურნალისტები, ჟურნალისტები მართალს ლაპარაკობენ,“ – დაგვიძახა ნათელა ლომინაძემ. მას საკუთარი ეზოდან შეუნიშნავს, მეზობლებთან რომ ჟურნალისტები გამოჩნდნენ.

ნათელა ლომინაძე მემთეურია. „ბათუმელები“ გომის მთის მემთეურებს ესაუბრა პრობლემებზე, იმაზე, თუ რატომ იცლება მთა მემთეურებისგან, რატომ იზრდება ქვეყნიდან წამსვლელთა რაოდენობა?

მემთეურები ამბობენ, რომ ყველანი არჩევნებზე უნდა წავიდეთ. მათ არ გასჭირვებიათ იმის ამოცნობა, თუ რაში დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის მიღება.

„ჟურნალისტები არ უნდათ იმიტომ, რომ არ გამოშრიალდეს მათი ყველაფერი, თქვენ იცით ყველაფერი, რაცხას შობიან,“ – გვიყვება ნათელა ლომინაძე, უფრო გვიახლოვდება და დასძენს, არ მინდოდა ამ რუსული კანონის მიღება, მონები ვიქნებით აწიო.

„გაგვიჭირდება ძალიან, ძნელი დარჩება ცხოვრება…

ხელისუფლება იმიტომ გებრძვით, რომ არ უნდათ თავი გაიმართლონ. ვინც მართალია, ის არ უნდა „ოცნებას“, მათ უნდათ ქონება და ფული თავისთვის, გლეხისთვის რამე არ უნდათ,“ – მიიჩნევს ნათელა ლომინაძე.

რის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება რუსული კანონით? – მემთეური ქალი სახლში დაბრუნებულ ქმარს ანიშნებს, ახლა შენ უპასუხეო. დავით ლომინაძე ხის აივანზე ადის, მერე ჩვენკენ ტრიალდება, ოხრავს და გვპასუხობს:

„ხელისუფლება რაზე მუშაობს და სკამს სცავს, სკამს. ახალათ უნდათ არჩევა „კომუნისტური პარტიის“. არ უნდათ წასვლა, რამდენი წელიწადია უკვე მაგინი არიან, ვსო, ახლა ახალმა მოვიდეს,“ – კატეგორიულია დავით ლომინაძე. ეზოში ჭიშკარს მომდგარ საქონელს სახლისკენ ერეკება მემთეური ქალი, დავით ლომინაძე კი გვანიშნებს, კიდევ მაქვს სათქმელიო. მას ყველაზე მეტად ხელისუფლებას და ხალხს შორის სოციალური უთანასწორობა აწუხებს.

„თუ არჩევნები ჩატარდა ნორმალურად, ასპროცენტიანად შეიცვლება ხელისუფლება… არც ერთხელ ნორმალურად არჩევნები არ ჩატარებულა. რა უნდა გავაკეთოთ და ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე. უმეტესობას რა აზრიც აქვს, ის იქნება ხელისუფლებაში.

ხალხი მუშაობს და პურს ეძებს. არის ხალხი, რომ მილიარდერები არიან, სად წაიღონ ფული, არ იციან, საზღვარგარეთ ქუჩებს ყიდულობენ. ამიტომ არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი,“ – ამბობს დავით ლომინაძე

დავით ლომინაძე

„ოცნებაში“ ხელფასს იღებენ და რუსული კანონი კარგიაო, როგორ არის კარგი, დაგვიმონებენ, ვერაფერს ვეღარ მოითხოვ, აქციასაც ვეღარ ჩაატარებ, გამოხვალ და დაგიჭირავენ-მეთქი, ვუპასუხე,“ – გაბრაზების ნიშნად ხელჯოხს ურტყამს სახლისკენ მიმავალ გზას ფატი მელიქაძე. ის ლომინაძეების ოჯახის მეზობელია. ისიც მემთეურობს.

მემთეურობის მძიმე შრომის პარალელურად ფატი მელიქაძე გვიყვება, ტელევიზორს ვეღარ ვწყდები, რუსეთ-უკრაინის ომის ყველა სიახლე მაინტერესებს და პოლიტიკის შესახებ ყველა ამბავიო.

„გავიხარე, კურსკში წინ მიიწევენ ახლა უკრაინელები, დღესაც კიდევ რამდენი სოფელი აუღიათ, ეს რა ხდებაო,“ – სიხარულსაც გვიზიარებს მემთეური.

ფატი მელიქაძე

რა ელოდება ქვეყანას, თუ ხელისუფლებაში ისევ ბიძინა ივანიშვილი დარჩება? – ვეკითხები მემთეურებს.

„რა ელოდება და რუსების მონები გავხდებით, ფულიანები ისევ ფულიანებად დარჩებიან, საზღვარგარეთ იმდენი ტერიტორია აქვთ ნაყიდი, ჩვენ კიდევ გასაქანს არ გვაძლევენ…

„ოცნებას“ ის ურჩევნია, რომ ხალხი დაღარიბდეს, მოატყუოს ხალხი არჩევნების წინ და ცოტა ფული დაუნაწილოს, ზოგს კიდევ ხახვი და კარტოფილი მისცეს.

მე ახალგაზრდობა მომწონს, არ  გვინდა რუსეთი,“ – ჯოხს ეყრდნობა ფატი მელიქაძე და გვიყვება, აქ ყველას აგიტაციას ვუტარებ, ჩვენს მწერლებს და ილია ჭავჭავაძესაც რუსეთი არ უნდოდათ, ეს არ დაგავიწყდეთო.

„მე ახლა ივანიშვილს ხმას არ მივცემ, ვარიანტი არაა,“ – საკუთარი სახლის ასასვლელთან ჩერდება მემთეური გულიკო ცინცაძე და მთებისკენ აპარებს მზერას.

გულიკო ცინცაძე

მემთეურს არ უჭირს ახსნას, რატომაც არის ივანიშვილის და ხელისუფლების უკმაყოფილო:

„ყველაფერი ძვირდება, ქატო 25 ლარია, რძის პროდუქტებს გაყიდი, იმას იყიდი და ისევ ძროხას უნდა აჭამო, მიწაზე რომ არ ვიმუშაოთ, მშიერი დავიხოცებით,“ – ამბობს გულიკო ცინცაძე და შემდეგ  გამოკეტილ სახლებზე გვიყვება: რომელი სახლი ვისი იყო, რა ერქვათ სახელები, როდის ამოდიოდნენ მთაში და როდის მიდიოდნენ, ახლა რით ირჩენენ თავს: ბათუმში არჩიეს მშენებლობაზე მძიმე მუშაობით, თუ თურქეთში კრეფენ ჩაის…

გომის მთაზე შემორჩენილი მემთეურების თქმით, იალაღებზე სახლების დაახლოებით 70 პროცენტი უკვე გამოკეტილია. ღია სახლებში მყოფი ადამიანების ნაწილი კი, გეტყვით, რომ მემთეური აღარაა და მთაში უბრალოდ დასასვენებლად ამოვიდა.

„შუამთობა რომ ჩატარდა, რაც მემთეურების დღესასწაულია, ხელისუფლების წარმომადგენლები თუ გაგესაუბრნენ, თუ დაინტერესდნენ თქვენი პრობლემებით? – ვეკითხებით მემთეურს.

„არა, არავინ არ მოსულა ჩემთან,“ – უკმაყოფილებას არ მალავს გულიკო ცინცაძე, პაუზის შემდეგ კი ამატებს, კონცერტს არა უშავდა, მეც მიყვარს ცეკვა, მაგრამ აღარ მიცეკვია, რაღა დროს ეგ არის, მემთეური ქალის დასვენება და გართობა ვის გაუგიაო.

გომის მთა

„რა მოხდება, თუ საქართველო მარტო დარჩება აგრესორი რუსეთის პირისპირ, აშშ-ის და ევროპელი მეგობრების მხარდაჭერის გარეშე?“ – ეს კიდევ ერთ მემთეურს, მერი ჭაღალიძეს ვკითხეთ.

„ეს რას მოგვიტანს და ომს, ჩევიძირებით ყველა“, – ეზოს ხის მაგიდასთან ჯდება მემთეური ქალი. მას „ქართული ოცნების“ მთავარ გზავნილ ვახსენებთ: „აბა, ომი გინდათ?“

„მათ აქვთ მშვიდობა, მაგრამ ჩვენ რაფერ ვართ, ის მოიკითხონ… ყველაფერი რომ ვთქვა, ან მე უნდა ვიყო, ან ის,“ – წამოდგა მემთეური და მაგიდას ხელი დაარტყა, ბრაზის და იმის ნიშნად, ინტერვიუ დავამთავრეო.

მერი ჭაღალიძე

„ეჰ, რამდენი ვიყავით და აღარ არიან, იგერ-აგერ ვიყავით წელს…

ციციობაშიც აქ დავდიოდი და მემთევრობდი, გავთხოვდი და კიდევ დავდივარ,“ – ქვაბიც ეზოსკენ გამოიყოლა ნაზიკო დუმბაძემ. ისიც იმაზე წუხს, რომ მემთეურებმა სახლები გამოკეტეს და ქალაქში გადაბარგვა, ან საზღვარგარეთ წასვლა არჩიეს.

ნაზიკო დუმბაძე

გომის მთის მემთეურები ძირითადად ადგილზე ყიდიან რძის პროდუქტებს: კაიმაღს 20 ლარად, ყველს – 18 ლარად, კარაქს – 25 ლარად, მაწონს – 4 ლარად. მემთეურები გვიხსნიან, რომ ეს არაა ცუდი ფასი, მაგრამ ცხოვრება გაძვირდა, საქონლის შენახვაც გართულდა და ადამიანებმა სხვა საქმის კეთება არჩიეს – არანაკლებ მძიმე, მაგრამ უფრო შემოსავლიანია.

მემთუერები ყურადღებას ხელისუფლების უყურადღებობაზე ამახვილებენ, მაგალითად, შუახევიდან გომის მთაზე ასასვლელ გზაზე, რაც დაზიანებულია და მემთეურს ამობარგვა – ჩაბარგვა დაახლოებით 1000 ლარი უჯდება.

იალაღსა და უშუალოდ კურორტ გომის მთაზე, სადაც ოზურგეთიდან ასასვლელი გზა წელს გააკეთეს, არ არსებობს სამედიცინო პუნქტი.

„არც ვეტექიმია, ძროხას რომ რამე დასჭირდეს…

იტყვის მთავრობა კი, დაგპირდება, მაგრამ აგერ, გორას რომ გადაივლიან, ავიწყდებიან,“ – ნისლებჩაწოლილი მთებისკენ გვანიშნებს მემთეური ჟუჟუნა ბალაძე.

ჟუჟუნა ბალაძე

რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ სოფლები და ქვეყანა არ დაცარიელდეს? – ვეკითხები მემთეურს.

„დასაქმებული არაა ხალხი, ამიტომ მიდიან საზღვარგარეთ, სოფელში თამბაქოს ფასი აღარ აქვს, წვენების ქარხანა იყო ადრე, ტყემალს და მსხალსაც ვაბარებდით, ახლა არაფერი აღარ დარჩა შემოსავალი.

მემთევრობით თავი გაგვაქვს და ესაა. ამით რომ ბინებს ვყიდულობდეთ და ქონებას, ხალხი თურქეთში აღარ გაიქცეოდა,“ – გაღიმებას ცდილობს მემთეური.

„აბა, ომი გინდათ?“ – „ოცნების“ მაღალჩინოსნების ამ გზავნილზე ჟუჟუნა ბალაძესაც ვკითხეთ.

„ომი ვინმეს არ უნდა, მარა რა ვიცი, რუსეთს რომ შევუერთდეთ, მგონი, უფრო ომი იქნება. რუსეთისკენ არა, ევროპისკენ უნდა წავიდეს ქვეყანა,“ – „ქართული ოცნების“ გზავნილს ასე დაუხვდა მემთეური.

თუმცა ჟუჟუნა ბალაძეს ეეჭვება, ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

„წინა არჩევნებზე ვერ გაიმარჯვა ჩვენმა დეპუტატმა, მარა მეორე ტურში გაამარჯვებინეს ძალით, ასე იყო,“ – მემთეური ქალი მეუღლის მინიშნებას გაჩუმებაზე შეუმჩნევლად არ ტოვებს: „მე ახლა სამსახურიდან არდა მომხსნან, რამე არ მემუქრება,“ – თქვა მან.

ჟუჟუნა ბალაძე დღეში დაახლოებით 70 ლიტრ რძეს ამუშავებს და სხვადასხვა პროდუქტს ამზადებს. მან საქონლის მოვლა და დილა-საღამოს ჩამოწველაც უნდა მოასწროს. სადილ-ვახშმის მომზადებაც მასზეა.

რატომ არ არიან ქალები პოლიტიკაში? – ვეკითხები დამშვიდობებამდე მემთეურს, რომელსაც უკვე ყველი ამოჰყავს შეშის ღუმელზე შემომდგარი ქვაბიდან.

„უფრო მეტი ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში, არაა ჩვენთან, ევროპაში რომ შევალთ, ალბათ მასე იქნება,“ – გვპასუხობს იგი და დასძენს: მეც მინდოდა უმაღლესში მესწავლა, ქართული ენა და ლიტერატურა მიყვარდა განსაკუთრებით, მაგრამ დამაქორწინეს და ვეღარ შევძელიო.

„მთავრობას აინტერესებს, მას ჰქონდეს კარგი ცხოვრება და მის შვილებს, ჩვენ არა“ - გამოკითხვა გომისმთაში

„ძროხების გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია, დიდი-პატარა 20 საქონელი მყავს ახლა, სხვების საქონელიც მომყავს, რომ თანხა რაღაც დავაგროვო, პროდუქტი მოვჭუჭკო და გავყიდო,“ – გვითხრა ზეინაბ მჟავანაძემ. ის გვიხსნის, რა პირობით მოჰყავს მთაში სხვისი საქონელიც.

ზეინაბ მჟავანაძე

„ერთ ძროხაზე არის 8 კილო კარაქი, 10 კილო ყველი. ერთი და ორი ძროხისთვის მთაში არ ამოისვლება, ხარჯი აქვს ამობარგვას და მერე ჩაბარგვას, 1000 ლარი მაინც გინდა,“ – გვითხრა ზეინაბ მჟავანაძემ. ის შუახევში, სოფელ წყაროთაში ცხოვრობს.

ზეინაბის თქმით, მას სოფლის დატოვება არ სურს, თუმცა 61 კომლიდან 15-მდე ოჯახი შემორჩა სოფელს, მეწყერი კი, მის სახლთანაც ჩამოწვა.

„შემოგვთავაზეს 50 ათასი ლარი, გადადით სხვაგანო, მაგრამ მაგ თანხით სადმე ვერ წახვალ, ვერ იყიდი მიწას, რომ სახლი აიშენო,“ – ამბობს ზეინაბ მჟავანაძე.

„ხელისუფლება რას იზამს, ყველაფერს ხომ არ მოგიტანს და ეზოში არ დაგიწყობს? პენსია არის, თუ იმუშავებ, ანაზღაურება არის, ცოტა უნდა იმუშაო, ახალგაზრდებს მუშაობა ეზარება,“ – გომის მთაზე ხელისუფლების დამცველიც შეგვხდა. ციცინო ცინცაძეს შევახსენეთ, რომ სოფლიდან წასული ადამიანები ახლა თურქეთში თხილს კრეფენ, ან მშენებლობაზე მუშაობენ.

„ქარხნები რომ იყოს რამე, სამკერვალო, სამკერვალოსთვის ქალები ქალაქში მუშაობენ, რამე პირობები რომ იყოს და ახალგაზრდობა ჩაებას, უკეთესი იქნება,“ – პრობლემის გადაჭრის გზასაც ასახელებს მემთეური და იქვე დასძენს:

„პრობლემა არის ახლა, მაგრამ რა ვთქვა, ხელისუფლება ხელისუფლებაა, ხელისუფლების კრიტიკა არ შეიძლება,“ – კატეგორიულია ციცინო ცინცაძე და ანტიდემოკრატიულ გზავნილს გვიმეორებს, ჯოხიც რომ იყოს, მთავრობაა მაინცო.

„თუ ხელისუფლებას მივყავართ იქითკენ, რომ რუსეთის ბოსტანი გავხდეთ, მაინც უნდა გავყვეთ?“ – ვეკითხებით მემთეურს.

„მთავრობას არაფერი არ შეეშლება,“ – მზერას გვარიდებს ციცინო ცინცაძე.

ციცინო ცინცაძე

შუადღის საათებში მემთეურებს ერთი, მაქსიმუმ ორი საათი აქვთ  დასვენებისთვის. ამ დროს ძირითადად ერთად იყრიან თავს ჩრდილში და ერთად შეექცევიან ყავას და საზამთროს.

„რამდენად ზრუნავს ხელისუფლება, რომ მოაგვაროს სოფლებში მცხოვრები ადამიანების პრობლემები?“ – ვეკითხები მაგიდის ირგვლივ მსხდომ მემთეურებს.

„ტელევიზორს რომ ვუყურებ, ერთი და იგივეს ამბობს ყველა, მათი ნათქვამი რამე არ კეთდება. ყველას იმას იძახის, მე კაი ვარ და შენ გლახაო. მე ვითხოვ საბავშვო ბაღს ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში,“ – ამბობს ეთერ ზოიძე. ის განმარტავს, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე რომ აღარაა სოფელში საბავშვო ბაღი და ერთი ბავშვის მეორე სოფელში ტრანსპორტირება თვეში 50 ლარი ღირს.

ეთერ ზოიძე

„მთავრობას რომ პრობლემების მოგვარება სურდეს, ასე არ იქნება, თავის ჯიბეს უყურებს ყველა, გლეხისთვის ვინმეს არ სცალია. მთავრობა რომ უყურებდეს, ასე კი არ იქნებოდა აქაურობა აოხრებული,“ – ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას არც ეთერ გოგრაჭაძე მალავს. ის ყოფილი მემთეურია და ამჯერად მხოლოდ დასასვენებლად ამოსულა მთაში.

„საზღვარგარეთ გადიან და ასე უმსუბუქდებათ ცხოვრება, მაგრამ მე აქ ყოფნა მირჩევნია. შუახევიდანაც რომ გაკეთდეს გზა, ეს იქნება კარგი,“ – სათქმელი აქვს ნათია ბერიძესაც.

„ევროპამ ჩვენ რამე ზიანი მოგვცა? ზიანს რაც გვაძლევს, ვიცით და მაგას ხმამაღლა თქმა არც უნდა“, – ეს გომის მთის იალაღებზე გურამ ზოიძემ გვითხრა.

გურამ ზოიძე

გურამ ზოიძე განსაკუთრებით მწვანე ტბის გამო წუხს, რომელიც შეიძლება დაშრეს – ხულოში, მწვანე ტბასთან ახლოს ინერტულ მასალას უკანონოდ მოიპოვებდნენ. ეს ადგილები USAID-ის მხარდაჭერით გეოლოგმაც შეისწავლა, რომლის თქმითაც, ინერტული მასალის მოპოვება მეწყერსაც გაააქტიურებს.

„რამდენი მწვანე ტბა გვექნება, ყველასთვის უკეთესია, რაც ბუნებამ გვაჩუქა, იმის განადგურება არ შეიძლება,“ – გვიყვება გურამ ზოიძე. – „როგორც ინჟინერი გეტყვით, რომ ასე ბუნებაზე შეხება არ შეიძლება. შეიძლება ტბას საკვები წყარო გადაუკეტო და ტბა საერთოდ დაშრეს,“ – გვითხრა მან. მას ვუთხარით, რომ ვერცერთ სახელმწიფო ორგანომ ვერ გვიპასუხა, არის თუ არა გაცემული ლიცენზია მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან ინერტული მასალის მოპოვებაზე.

„კაი კაცო, მაღალჩინოსნების გარეშე არაფერი არ ხდება, მეტი რა გითხრათ?“ – გურამ ზოიძეს არ სჯერა, რომ ინერტულ მასალას ხულოში ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე იღებდნენ.

„არ დაშორდება საქართველო ევროპას, მაგი არ გაკეთდება, არა,“ – ფანჯრიდან გადმოგვხედა ნაზი ქათამაძემ. ის გამორიცხავს, რომ საქართველო ევროპას დაშორდეს და რუსეთს დაუახლოვდეს.

ნაზი ქათამაძე

„მაგი რომ კეთდება, ამიტომ აღარ ბრუნდება სხვა ქვეყნებიდან ხალხი საქართველოში, რუსეთის გამო ევროპაზე უარს ვინ იტყვის, რა ქვეყანა იქნება ასეთი? მაგით არსებობს ხალხი.

მთავრობას ის ინტერესი აქვს, რომ მას ჰქონდეს კარგი ცხოვრება და მის შვილებს, ჩვენ – არა.

ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს ასე არ მოხდეს,“ – გვითხრა ნაზი ქათამაძემ.

„მუსიკა ბათუმიდან“ – ვის შეიძლება მოუსმინოთ ბათუმში საავტორო მუსიკის რადიოფესტივალზე

17 აგვისტოს, შაბათს, ბათუმში საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი დაიწყება „მუსიკა ბათუმიდან“.

5 დღის განმავლობაში, საღამოს რვის ნახევრიდან, მემედ აბაშიძის 57-ის წინ შეკრებილი მსმენელებისთვის სხვადასხვა შემსრულებელი დაუკრავს.

  • 17 აგვისტო – LUCAROI
  • 18 აგვისტო – ირინა ხინიკაძე და ბენდი TABEMONO
  • 19 აგვისტო – AND OTHERS პაპანუსი
  • 20 აგვისტო -ვაჟა ტუღუში
  • 21 აგვისტო – CATEFISH LAZARUS

საავტორო მუსიკის რადიოფესტივალის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის განათლების სამინისტრო, ასევე, კერძო კომპანიები.

წელს პედოფილიის მსხვერპლი 115 მოზარდი გახდა – საქართველოს 6 თვის სტატისტიკა

პედოფილიის მსხვერპლი საქართველოში, მხოლოდ 2024 წლის პირველ 6 თვეში, 115 არასრულწლოვანი გახდა. ეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემია პროკურატურის მიერ ამ სამსახურისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის პირველ ნახევარში 20 მოზარდი გაუპატიურების [სსკ-ის 137-ე მუხლი] მსხვერპლი გახდა.

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ არასრუწლოვნების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს შორის ყველაზე ხშირია გარყვნილი ქმედების [სსკ-ის 141-ე მუხლი] ჩადენილი დანაშაული – მხოლოდ 6 თვეში გარყვნილი ქმედების მუხლით ჩადენილ დანაშაულზე 37 მოზარდი ცნო პროკურატურამ დაზარალებულად.

პედოფილიის სტატისტიკაში ისევ ხშირია „ნაადრევი ქორწინების“ შემთხვევები, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს „სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“.

ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, 2024 წლის პირველ ნახევარში 33 მოზარდს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.

2023 წლის ანალოგიურ პერიოდში, ანუ პირველ ნახევარში პედოფილიის 103 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ თემაზე:

რას ხატავენ პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები

ბათუმის არაერთ უბანში დღეს საღამოს წყლის მიწოდება შეწყდება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, „სოკარის“ ბენზინგასამართის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებული ურდულის შეცვლაა აუცილებელი, რის გამოც საჭიროა ჩაქვის რეზერვუარის დაცლა, რაც გამოიწვევს ქალაქისთვის წყლის მიწოდების დროებით შეწყვეტას.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების ხანგრძლივობა მოიცავს 17 აგვისტოს საღამოს 23:00 საათიდან 18 აგვისტოს დღის 14:00 საათამდე პერიოდს.

ამ პერიოდში კი, წყლის მიწოდება შეიზღუდება შემდეგ მისამართებზე: ბენზეში, ბარცხანაში, ორთაბათუმში, წინსვლაში, ჩაისუბანსა და გარადოკში, ხელვაჩაურის მიმართულებით, ადლიის ქუჩასა და ჩიხებში, ასევე აეროპორტის გზატკეცილზე, კაჩინსკების, აღმაშენებლის, ტაბიძის, ლეონიძისა და რურუას ქუჩებზე.

„ასევე, წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას აბონენტები მიიღებენ შეტყობინების სახით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აბონენტებს შეეძლებათ დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე 1152 ან მოგვმართონ ბათუმის წყლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე“ – აცხადებს „ბათუმის წყალი“.

განახლება: მოგვიანებით „ბათუმის წყალმა გაავრცელა კიდევ ერთი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებული ურდულის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე განხორციელდა. შედეგად წყალმომარაგების შეზღუდვა არ ვრცელდება ქალაქის არცერთ მისამართზე. აღდგენითი სამუშაოების მეორე ეტაპი გაგრძელდება 18 აგვისტოს საღამოს 23:00 საათიდან. აბონენტები წყალმომარაგების შეზღუდვებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მიიღებენ, მათ შორის შეტყობინების სახით.“

ფოტო: „ბათუმის წყალი“

ანტიდასავლელი დეპუტატები, ვისი შვილებიც ევროპასა და აშშ-ი დაიბადნენ

სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვეა ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევიან, მაგრამ დასავლეთის სიკეთეებით აქამდეც რომ სარგებლობდნენ და მას შემდეგაც, რაც მათ მიერ მიღებულმა რუსულმა კანონმა და ანტიდასავლურმა პროპაგანდამ საქართველოს ევროინტეგრაციას გზა გადაუკეტა.

ეს დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები დღემდე აგრძელებენ დასავლური სიკეთეებით სარგებლობას.

კვლევის ავტორი, სალომე ბრეგვაძე წერს:

„პარადოქსულია, რომ ანტიდასავლური რიტორიკით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ის დეპუტატები თუ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც დასავლური სიკეთეებით არაერთხელ უსარგებლიათ, როგორც საკუთარი, ასევე ოჯახის წევრების პიროვნული და კარიერული განვითარების მიზნით.

საინტერესოა, რომ, „რუსული კანონის“ მხარდამჭერ და ანტიდასავლური რიტორიკის გამავრცელებელ მინიმუმ 10-მდე დეპუტატსა თუ მათი ოჯახის წევრებს, საჭიროების შემთხვევაში, არა ქართული ჯანდაცვის, არამედ სწორედ დასავლური ჯანდაცვის სისტემისთვის მიუმართავთ“.

ამ კვლევის თანახმად ქართული ოცნების ცხრა დეპუტატის შვილი ან აშშ-ში დაიბადა ან ევროპაში. აი ისინიც:

  • ავთანდილ ენუქიძის უმცროსი შვილი, სოფია ენუქიძე საფრანგეთის ქალაქ ლილიში დაიბადა.
  • ავთანდილ ენუქიძე

  • გიორგი(გია) ვოლსკის შვილი გიორგი ვოლსკი ნიუ-იორკშია დაბადებული.
  • gia ვოლსკი

  • ლევან კობიაშვილის შვილები, სალომე და ნიკოლოზ კობიაშვილები, გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგსა და დუისბურგში დაიბადნენ.
  • ლევან კობიაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

  • ბაია კვიციანმა შვილი გაერთიანებულ სამეფოში, ლონდონში გააჩინა.
  • ბაია კვიციანი

  • ანტიდასავლური რიტორიკით განსაკუთრებით გამორჩეული ბექა ოდიშარიას შვილი, მანანა ოდიშარია, ილინოისის შტატში დაიბადა.
  • ბექა ოდიშარია

  • ანრი ოხანაშვილის შვილები, მარიამ და ანა ოხანაშვილები,  გერმანიის დედაქალაქ ბერლინში  დაიბადნენ.
  • დავით სონღულაშვილის უფროსი შვილი, სესილი სონღულაშვილი, საფრანგეთის ქალაქ გრენობლში დაიბადა.
  • დავით სონღოლაშვილი

  • ალუდა ღუდუშაურის შვილები, ელენე და შოთა ღუდუშაურები, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადნენ და, შესაბამისად, აშშ-ს მოქალაქეები არიან.
  • ალუდა ღუდუშაური

  • მიხეილ ყაველაშვილის უფროსი ქალიშვილი, მარიამ ყაველაშვილი, ინგლისში, მანჩესტერში დაიბადა, ხოლო უმცროსი შვილი, გურამ ყაველაშვილი, ციურიხში.
მიხეილ ყაველაშვილი

მთავარი ფოტო: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი 

როგორია წელს თხილის ფასი? – მოსავლის აღება დაიწყო

„დაახლოებით 3 ლარია წელს თხილის ფასი,“ – გვითხრეს ქობულეთში, თხილის მოსავლის აღება დაიწყო. ფერმერების თქმით, თხილის მოსავალი წელს მკვეთრად შემცირდა და ხარისხი გაუმჯობესდა, თუმცა ეს თხილის ფასზე არ აისახა.

„კარგი მოსავალია წელს, ხარისხი კარგია, თუმცა ვინც წინა წლებში 5 ტონას კრეფდა, წელს 3 ტონა აქვს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბადრი ლორჩოშვილმა, თხილის ექსპორტიორი კომპანია „ნათს ელის“ ხელმძღვანელმა. ეს კომპანია სენაკში იბარებს თხილს.

თხილის ექსპორტიორი ამბობს, რომ საშუალო ხარისხის თხილს 3.5 – 4 ლარად იბარებს, საუკეთესო ხარისხის თხილის ფასი კი, 6 ლარია.

თხილის ფასი მაშინ იზრდება, როცა მოსავალი ხმება და წონაში იკლებს. რამდენით გაიზრდება თხილის ფასი, რა პროგნოზი არსებობს?

„არ ვიცი, ვერ გეტყვით, რამდენით გაიზრდება, ან საერთოდ მოიმატებს თუ არა ფასი… თხილის ფასი საქართველოში გასულ წელთან შედარებით საშუალოდ 1 ლარით გაიზარდა.

ალბათ ისევ გერმანიაში წავიღებთ თხილს, ჯერ არ გვაქვს კონკრეტული შეთანხმება. თხილის სეზონის დასრულებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება ალბათ,“ – გვითხრა ბადრი ლორჩოშვილმა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 598 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230]
  • ტანკი – 8 501 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 16 473 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 16 985 ერთეული [+58]
  • MLRS – 1 160 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 923 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 367 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 714 ერთეული [+55]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 432 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 22 913 ერთეული [+65]
  • სპეცტექნიკა – 2 844 ერთეული [+15]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 639 თვითმფრინავი
  • 282 ვერტმფრენი
  • 30 085 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 316 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 408 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 352 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 24 864 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პოდოლიაკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე – „არ ვაპირებთ ხვეწნას, გვაქვს იძულების საშუალებები“

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რას სთხოვენ „ამბასადორს“ დამატებით – ხელოვნური კუნძულის გზშ დამტკიცებულია

ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 14 აგვისტოს გასცა. გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია ოცამდე საკითხი, რაზეც ინფორმაცია და დოკუმენტები გარემოს სააგენტოს „ამბასადორმა“ დამატებით უნდა წარუდგინოს.

რა დაავალეს დამატებით „ამბასადორი ბათუმი აილენდს“? – სანახავად დააწკაპუნეთ აქ

შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“:

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს მდ. კუბასწყლის წყალდიდობის ჰიდროგრაფისა და მოლოებით შემოსაზღვრულ აკვატორიაში ინტენსიური წვიმების შედეგად აკუმულირებული წყლის მოცულობის და ზღვაზე სხვადასხვა მეტეოროლოგიური პირობების სცენარების შესაბამისი, აკვატორიაში დამყარებული დონეების გაანგარიშებების სააგენტოში წარმოდგენა შესათანხმებლად;

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან ორი თვის ვადაში უზრუნველყოს გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმით გათვალისწინებული გეოდეზიური დაკვირვებების ქსელის პროექტის სააგენტოში შესათანხმებლად წარმოდგენა;

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყოს დაზუსტებული ინფორმაციის სააგენტოში წარმოდგენა ღრმა გრუნტების შეფასების მიზნით გაყვანილი დამატებითი ჭაბურღილის შესახებ;

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყოს განახლებული გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმის სააგენტოსთან შეთანხმება, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება:

  • წინასამშენებლო კვლევის ფარგლებში ამჟამინდელი მდგომარეობით არსებული ზღვის ეკოსისტემის [ჰაბიტატები, ზღვის ძუძუმწოვრები, თევზები, უხერხემლოები, მათ შორის მაკროფიტები/ფიტობენთოზი და ა.შ.] შეფასება;
  • წინასამშენებლო კვლევის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს „შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და მიმდებარე ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ (ACCOBAMS)“ საერთაშორისო შეთანხმებით და საპროექტო ტერიტორიის ფარგლებში გავრცელებულ საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ სახეობებზე, დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში მათზე მოსალოდნელ ზემოქმედებაზე და ამ ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით დაგეგმილ შემარბილებელ და საჭიროებისამებრ საკომპენსაციო ღონისძიებებზე.
  • გეგმაში ასევე უნდა აისახოს ზემოაღნიშნულ გასატარებელ ქმედებების განხორციელებასა და შემარბილებელი ღონისძიებების ეფექტიანობაზე დაკვირვებისა და სააგენტოსთან შედეგების წარმოდგენის საკითხი;
  • მწვანე კონცხის და ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაკროფიტების არსებობის შესახებ ოთხივე სავეგეტაციო სეზონზე კვლევების ჩატარების საკითხი, კერძოდ, კვლევის დაწყება 2024 წლის შემოდგომა-ზამთარში და გაგრძელება 2025 წლის გაზაფხულ-ზაფხულში.
  • კვლევის შედეგად, მწვანე კონცხისა და ციხისძირის მაკროფიტების ჰაბიტატების ფართობის, მრავალფეროვნებისა და შესაბამისი ეკოლოგიური სტატუსის განსაზღვრა, ხოლო შემდგომ, 3 წლის განმავლობაში ჰაბიტატებზე მშენებლობის სავარაუდო ზეგავლენის შეფასება სააგენტოსთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად;
  • მშენებლობის დასრულებამდე მიკრობიოტის კვლევის განხორციელების საკითხი სეზონურობის გათვალისწინებით (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი), ხოლო შემდგომი მონიტორინგის 10 წლის განმავლობაში განხორციელების საკითხი, სააგენტოსთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით;
  • მშენებლობის დასრულებამდე მშენებლობის შესაძლო გავლენის შესწავლის საკითხი იქთიოპლანქტონზე შესაბამისი კვლევების მეშვეობით, ასევე მონიტორინგის განხორციელების საკითხი მშენებლობის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში;
  • საქმიანობის შედეგად ზღვის ბიოლოგიურ გარემოს ცვლილებებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე, ასევე ჰაბიტატის აღდგენისათვის დაგეგმილ შემარბილებელ ღონისძიების ეფექტიანობაზე დაკვირვების საკითხი. ამასთან, 10 წლიანი სამონიტორინგო დაკვირვების შემდგომ, მიღებული შედეგების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდეს აღნიშნული ვადის გახანგრძლივება და დამატებითი პრევენციული ქმედებების გატარება სააგენტოსთან შეთანხმებით;
  • მშენებლობის აკვატორიაში მყვინთავების მეშვეობით წყალქვეშა გადაღებითი (ვიდეოსკანირება) სამუშაოების ყველა ვეგეტაციურ სეზონზე განხორციელებისა და კვლევის შედეგების – სახეობათა მრავალფეროვნების (ჰიდრობიოლოგიური) შესაბამისი შეფასებით, სააგენტოში ექვს თვეში ერთხელ წარმოდგენის საკითხი;
  • ფრინველებზე მოსალოდნელი ზემოქმედების (განსაკუთრებით ექსპლუატაციის ეტაპისთვის) და შემარბილებელი ღონისძიებების ეფექტიანობაზე დაკვირვების საკითხი, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი შემარბილებელი/საკომპენსაციო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით;
  • ექსპლუატაციის ეტაპზე წყლის გარემოს მონიტორინგისას, გარე აკვატორიის წყლის სინჯის აღების საკონტროლო წერტილების GPS კოორდინატები და მშენებლობის ეტაპზე გაწმენდილი ჩამდინარე წყლების ხარისხის მონიტორინგის საკითხი, ასევე კუნძულის შიდა წყლის ხარისხის კვლევის საფუძველზე, შესაბამისი შემარბილებელი და პრევენციული ღონისძიებების სააგენტოსთან შეთანხმების საკითხი.
  • მონიტორინგის განხორციელება უზრუნველყოს შეთანხმებული მონიტორინგის გეგმის შესაბამისად.

შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს საქმიანობის დროებით ან ხანგრძლივი ვადით შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში განსახორციელებელი ღონისძიებების დეტალური გეგმა-გრაფიკის სააგენტოში შესათანხმებლად წარმოდგენა, ტერიტორიის სარემედიაციო ღონისძიებების, კონსერვაციის და პირველად მდგომარეობამდე აღდგენითი სამუშაოების მითითებით. ღონისძიებების მართვა უზრუნველყოს შეთანხმების შესაბამისად;

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს ფსკერდაღრმავების სამუშაოების მართვის გეგმისა და ფსკერდაღრმავების სამუშაოებისას ამოღებული დაბინძურებული ნალექების (გრუნტის) მართვის შესახებ (გრუნტის გაუწყლოება, განთავსება და ა.შ) დეტალური ინფორმაციის სააგენტოში შესათანხმებლად წარმოდგენა;

უზრუნველყოს ძლიერი შტორმის დროს, შემომზღუდავი ნაგებობის თხემზე ტალღის გადმოდინებისგან ადამიანების უსაფრთხოების დაცვის პირობების გატარება, როგორიცაა გამაფრთხილებელი ნიშნების მონტაჟი, ფიზიკური ბარიერების მოწყობა და სხვა;

შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ უსახელო ხევის სადერივაციო კოლექტორის მშენებლობის დაწყებამდე უზრუნველყოს სადერივაციო კოლექტორის პარამეტრების დაზუსტება მდინარეში ჩამდინარე და სანიაღვრე წყლების ხარჯების გათვალისწინებით და სააგენტოში შესათანხმებლად წარმოდგენა;

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მდინარეების მყარი ნატანის (როგორც ფსკერული ისე ატივნარებული) დაზუსტებული მონაცემების სააგენტოში შესათანხმებლად წარმოდგენა;

ფსკერდაღრმავების სამუშაოების შესრულებისას ფსკერული ნალექების – გრუნტის მოპოვება შემდგომი გამოყენების მიზნით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ უზრუნველყოს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტით სააგენტოსთან შეთანხმებული გამოყოფის და გაფრქვევის წყაროების, ასევე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების პარამეტრების დაცვა და შესაბამისად, ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შესრულება.

უზრუნველყოს ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების დაცვა სააგენტოსთან შეთანხმებული „ზედაპირული წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) ნორმების” შესაბამისად;

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს ნარჩენების მართვის გეგმის სამინისტროსთან შეთანხმება მინისტრის 2015 წლის 4 აგვისტოს N211 ბრძანების შესაბამისად, ხოლო ნარჩენების მართვა განახორციელოს „ნარჩენების მართვის კოდექსის“ და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებისა და ვალდებულებების და შეთანხმებული ნარჩენების მართვის გეგმის შესაბამისად;

  • შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ მშენებლობის დაწყებისა და დასრულების შესახებ აცნობოს სააგენტოს;

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირზე გადაცემის შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გადაცემა განახორციელოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ დადგენილი წესით.“

წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2024 წლის 14 აგვისტოს ბრძანება „ქ. ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე კუნძულის პროექტის გზშ-სთან დაკავშირებით სააგენტოს განხილვა შეჩერებული ჰქონდა.

მიზეზი შპს „ტერმინალ1“-ის განცხადებები იყო, რომლითაც კომპანია „დაუშვებლად მიიჩნევდა კუნძულის მშენებლობა/მოწყობას წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, ვინაიდან კუნძულის საპროექტო ტერიტორია ფარავს შპს „ტერმინალ1-ის“ ნავმისადგომზე მომავალი საერთაშორისო საზღვაო ხომალდების შემოსვლის, მანევრის და დგომის მარშრუტს და საფრთხეს უქმნის ტერმინალის უსაფრთხო ფუნქციონირებას. ასევე მის მიერ დაგეგმილ საქმიანობას [ნავთობტერმინალის გაფართოება და ღია ნავმისადგომის აშენება დიდი ტანკერებისთვის]“.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ „ტერმინალ 1“-ის წერილებში დასმული საკითხები სცილდებოდა გზშ-ს ფარგლებს და სააგენტოს კომპეტენციას, ამიტომ აღნიშნულის შესახებ აცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

ეკონომიკის სამინისტროს წერილ[ებ]ით კი, „ტერმინალ 1-სა“ და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით, „არ შეიზღუდება იმ ნავმისადგომზე ტანკერების შემოსვლა-გასვლა, რომლითაც სარგებლობს „ტერმინალი 1“; ამასთან, კუნძულის მშენებლობა და ექსპლუატაცია არ შეუქმნის საფრთხეს „ტერმინალ 1-ის“ ოპერირების ქვეშ მყოფი სანავსადგურო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, მათ შორის ტერმინალის აკვატორიაში გემების უსაფრთხო შესვლა/გასვლას.“

სამინისტროს წერილი „ამბასადორმა“ გარემოს სააგენტოს გადაუგზავნა, სააგენტომ კი ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.

ამ თემაზე ვრცლად: კუნძულთან დაკავშირებით სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სააგენტოს წერს, რომ სამინისტროდან მიღებული წერილებით „მარტივად დგინდება, რომ ბათუმის ორი ნახევარკუნძულის/ერთი კუნძულის პროექტს არა აქვს შემხებლობა შპს „ტერმინალი-1“-ის ტერიტორიასთან.“

„ამბასადორი“ ასევე აცხადებს, რომ „გზშ-ს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი „ტერმინალ1-ის“ უნაპირო ნავმისადგომის ალტერნატიული ნახაზი მოწოდებული იქნა ამავე ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ 2024 წლის 17 აპრილს. „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“, სწორედ, აღნიშნული ნახაზი, ყოველგვარი დამატებითი ცვლილებების გარეშე, დაურთო წარმოდგენილ გზშ-ს მასალებს. იმ შემთხვევაში თუ შპს „ტერმინალი-1“ არ ეთანხმება თავისივე წარმოდგენილ და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდთან“ შეთანხმებულ უნაპირო ნავმისადგომის ნახაზებს, აღნიშნულზე ჩვენი კომპანია ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.“

„რაც შეეხება შპს „ტერმინალ 1“-ის მიერ დამატებით წარმოდგენილ წერილს და ამავე ორგანიზაციის მითითებით საერთაშორისოდ აღიარებულ საპროექტო კომპანია შპს „ანკორი ინჟინერინგის“ წინასწარ შეფასებასა და რისკებს, აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საპროექტო ორგანიზაცია არცერთი კრიტერიუმით არ წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებული სტატუსის მატარებელ იურიდიულ პირს.

შპს „ანკორ ინჟინერინგი“ რეგისტრირებულია უკრაინაში. კომპანიის ვებსაიტი სტრუქტურულიზებულია მხოლოდ რუსულ ენაზე. ვებსაიტზე გაკეთებული ოფიციალური განმარტებით, აღნიშნული კომპანია კლიენტებს სთავაზობს საინჟინრო და საწარმოო სერვისების სრულ სპექტრს ჰაერის გამოყოფის პროდუქტების წარმოების შექმნის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციისთვის და ტექნიკური აირების წარმოებისთვის (ჟანგბადი, აზოტი, არგონი, ნახშირორჟანგი).

რაც შეეხება ხომალდების უსაფრთხო გადაადგილებას და მარშრუტის დადგენას, აშკარად, არ წარმოადგენს შპს „ანკორ ინჟინერინგი“-ის ოფიციალურ ვებსაიტზე გაცხადებულ საქმიანობის მიმართულებას“, – წერს „ამბასადორი“ გარემოს სააგენტოს.

„ტერმინალ1“-ის მითითებაზე სახანძრო უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, „ამბასადორი“ სააგენტოს წერს, რომ „მსგავსი მითითება წარმოადგენს, აშკარად, საფუძველს მოკლებულს, ვინაიდან, „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს და შპს „ტერმინალ-1“-ის სარგებლობაში არსებულ საკადასტრო ტერიტორიას სახმელეთო კავშირი არ აქვთ ერთმანეთთან და შუაში მოქცეულია ზღვა და მდინარე, რაც იმთავითვე გამორიცხავს ხანძრის გავრცელებას კუნძულის ტერიტორიაზე.“

წითელი ფერით [„ტერმინალ1“-ის] და მოყვითალო ფერით [კუნძულის საპროექტო] ტერიტორიები, რომლებსაც „ამბასადორი“ უთითებს; თუმცა, „ტერმინალ1“-ის საკუთრებაშია ზღვაში შეჭრილი პირსიც და კომპანიას ღია ნავმისადგომის მოწყობაც აქვს დაგეგმილი ზღვაში, რასაც კუნძულის პროექტი ხელს უშლის, მათ შორის უსაფრთხოების კუთხითაც. ამ ეტაპზე უცნობია, რა ბედი ელის „ტერმინალ1“-ის პროექტს, რაზედაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც კუნძულის მშენებლობას მწვანე შუქი უკვე აუნთო. სხვათა შორის, ეკონომიკის სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ „ტერმინალ1“-ის პროექტი მათთან შეთანხმებული არ არის.

„ამბასადორი“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილ წერილში ხაზს უსვამს, რომ ტერიტორიას სადაც ნახევარკუნძულები და კუნძული უნდა მოეწყოს, მთავრობამ განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი მიანიჭა.

„შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორიის განვითარება სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული ინტერესის მატარებელია“, – აცხადებს „ამბასადორი ბათუმი აილენდი.

განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი ხელოვნური კუნძულის საპროექტო ტერიტორიას საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 20 დეკემბერს მიანიჭა [„ტერმინალი1“ კი თავის წერილებში აღნიშნავს, რომ მათ მიერ დაგეგმილი საქმიანობისა და კუნძულის წარმოდგენილი პროექტით მშენებლობის დაუშვებლობაზე ინფორმაცია სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს 2022 წელშიც ჰქონდა]. 

ამ თემაზე ვრცლად: განსაკუთრებული ზონა – ხელოვნური კუნძულის ტერიტორიას მთავრობამ ახალი სტატუსი მიანიჭა

მთავრობამ ზღვის ნაწილს განსაკუთრებული ზონის სტატუსი მას შემდეგ მიანიჭა, რაც „ამბასადორს“ ნახევარკუნძულის/როგორც დამცავი ნაგებობის მშენებლობა უკვე დაწყებული ჰქონდა.

„რაც შეეხება მიმდინარე მიწის წარმოქმნის სამუშაოებთან დაკავშირებით გამოხატულ შპს „ტერმინალი1-ის“ პრეტენზიას – აღნიშნულ ტერიტორიაზე სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ 2022 წლის 23 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცდა შავი ზღვის აკვატორიაში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის/ერთი კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული ნაპირსამაგრი ჯებირის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ამავე სააგენტოს მიერ 2022 წლის 1-ელ სექტემბერს კი, გამოიცა ბრძანება ნაპირსამაგრ ჯებირზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“, – წერს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს.

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ასევე აცხადებს, რომ „2024 წლის 9 აგვისტოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ცვლილება შევიდა სანებართვო მოწმობაში და მისი მოქმედება გაგრძელდა 2025 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნული დოკუმენტაციის შესაბამისად „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ მოწყობილია 8 ჰექტრამდე ხელოვნურად განაშენიანებული ტერიტორია. შესაბამისად [ანუ ახალი ცვლილების გათვალისწინებით – ავტ.], მშენებლობა მიმდინარეობს კანონმდებლობის სრული დაცვით.“

რატომ შეიტანეს ცვლილება სანებართვო მოწმობაში? – ამის დასადგენად „ბათუმელებმა“ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წერილობით ოფიციალურად მიმართა და სააგენტოს უფროსის თავდაპირველი ბრძანებისა და „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ის 2024 წლის 18 ივლისის განცხადების [ასევე თანდართულ დოკუმენტაციის] ასლები გამოითხოვა. ცვლილებები ბრძანებაში სწორედ „ამბასადორის“ განცხადების საფუძველზე შეიტანეს.

განახლება: სააგენტოდან მიღებული დოკუმენტებით ირკვევა თუ რატომ მოითხოვა „ამბასადორმა“ მშენებლობის ვადის გაგრძელება.  „…ნებართვით გათვალისწინებული მშენებლობა საჭიროებს გაგრძელებას, ვინაიდან შავი ზღვა ხასიათდება შტორმით და ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება სამუშაოების დინამიკის შენარჩუნება, მიუხედავად კომპანიის მუდმივი მუშაობისა…“ – მიწერა კომპანიამ სააგენტოს.

ხელოვნური კუნძულის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის განხილვის ეტაპზე, შენიშვნები ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციასაც.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს, ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“, „ბათუმის თავისუფლების მოედნის“ წევრების, ურბანისტი გიორგი აბაშიძისა და სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილის წერილობით შენიშვნებთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანიისგან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოდგენა. სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი/დაზუსტებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, სადაც განხილული იქნა ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი შენიშვნები.“ – აცხადებს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“.

კომპანიის განცხადებით, დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, სააგენტოში შევიდა მხოლოდ ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ წერილობითი შენიშვნები.

გთავაზობთ „ფლორა-და ფაუნას“ შენიშვნებსა და მათზე „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პასუხებს. ეს დოკუმენტი „ამბასადორმა“ გარემოს სააგენტოს გადაუგზავნა.

ამბასადორის პასუხი შენიშვნებზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის დღესვე, ინფორმაცია გაავრცელა „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“, სადაც აღნიშნა, რომ ვადაზე ადრე ასრულებს სახელმწიფოსთან აღებულ  ვალდებულებებს.

„ამჟამად ტერიტორიაზე ფაქტობრივად  შექმნილია 10 ჰექტრამდე ფართობის ხელოვნური ნაკვეთი, რომლის მიწით ამოვსების სამუშაოებიც უკვე დასრულებულია. 2024 წლის შემოდგომიდან, კუნძულზე მიწის დამატებითი სამუშაოების პარალელურად, კომპანიის გეგმებშია პირველი პარკისა და ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური შენობების განვითარება.“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ასევე აცხადებს, რომ „ახლო პერიოდში ბათუმის საკრებულოსთან იგეგმება ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება ბათუმის ორ ნახევარკუნძულზე/ერთ კუნძულზე ადგილობრივი მოსახლეობის საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფისა და დასაქმების სფეროში პრიორიტეტის მინიჭებასთან დაკავშირებით.“

მთავარი ფოტო: Ambassadori Batumi Island/facebook

ამავე თემაზე:

კუნძული თუ ნავთობტერმინალი, ვის დარჩება ზღვა – სააგენტომ ორივე პროექტის განხილვა შეაჩერა 

 

 

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა  დღევანდელ სხდომაზე გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი  ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურებისთვის. სხდომას ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ.

საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები ცესკომ როგორც წილისყრით, ისე შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების  მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში (არაუგვიანეს 17 ივლისი) წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრა.

საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები: 

1 – „კი ევროპას სტრატეგია აღმაშენებელი”;

2 – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”;

3 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია”;

4 – „ახალი ერთობა გვარამია მელია”;

5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;

6 – „საქართველოს ევროპელი დემოკრატები”;

7 – „ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები”;

8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;

9 – „ლელო საქართველოსთვის”;

10 – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”;

11 – „საქართველოს რესპუბლიკური პარტია”;

12 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო”;

13 – „საქართველოს სოციალ – დემოკრატიული პარტია”;

14 – „მესამე გზა”;

15 – „სამართლიანობისთვის”;

16 – „შეცვალე საქართველო”;

17 – „საქართველო”;

18 – „პროგრესი და თავისუფლება”;

19 – „დემოკრატთა ალიანსი”;

20 – „თავისუფალი საქართველო”;

21 – „ტრიბუნა”;

22 – „კანონი და სამართალი”;

23 – „თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა”;

24 – „მწვანეთა პარტია”;

25 „გახარია საქართველოსთვის”;

26 – „მემარცხენე ალიანსი”;

27 – „ქართველ ერთობა”;

36 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი”;

41 – „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”;

48 „ანა დოლიძე ხალხისთვის”.

პოდოლიაკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე – „არ ვაპირებთ ხვეწნას, გვაქვს იძულების საშუალებები“

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსეთის ტერიტორიების ოკუპაციით და უკრაინის შეტევა კურსკში აუცილებელია კრემლის დასარწმუნებლად დაიწყოს „გულწრფელი მოლაპარაკების პროცესი“.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოტენციურ მოლაპარაკებებზე – ხაზს ვუსვამ, პოტენციურზე – მოგვიწევს რუსეთის ფედერაციის მაგიდის მოპირდაპირე მხარეს დასმა. ჩვენი პირობებით. ჩვენ აბსოლუტურად არ ვაპირებთ ხვეწნას: „გთხოვთ, მობრძანდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან“. ამის ნაცვლად ჩვენ გვაქვს იძულების შემოწმებული და ეფექტური საშუალებები.

გარდა ეკონომიკური და დიპლომატიური ინსტრუმენტისა, ეს ასევე სამხედრო ინსტრუმენტია. ჩვენ უნდა მივაყენოთ მნიშვნელოვანი ტაქტიკური მარცხი რუსეთს. კურსკის რეგიონში ჩვენ ცხადად ვხედავთ, თუ როგორ გამოიყენება სამხედრო ინსტრუმენტი ობიექტურად, რათა დაარწმუნოს რუსეთის ფედერაცია სამართლიანი მოლაპარაკებების პროცესში. კიდევ ერთხელ – მოლაპარაკების პროცესი და არა ტრადიციული რუსული პროპაგანდა და კაპიტულაციის შანტაჟი…

მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, ასევე, გავლენა რუსეთში საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც იწყებს ცვლილებას, როდესაც ომი მათ ტერიტორიაზე ღრმად შედის. ფაქტია, რომ ბოლო დრომდე აგრესორი ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად გულგრილები რჩებოდნენ საომარი მოქმედებების მიმართ, რადგან ეს უკრაინაში ხდებოდა.

ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს აქვთ გარკვეული ილუზია, რომ რუსებს შორის მიმდინარეობს დისკუსია ომის შესახებ. არა, ასეთი დისკუსიები არ არის, პოლიტიკური საკითხები იქ საერთოდ არ განიხილება. რუსები ომზე არ საუბრობდნენ და თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ, რადგან მათგან შორს იყო სიკვდილი და ნგრევა.

როცა ომი მათ ტერიტორიაზე მოვიდა, რუსებს აშკარად შეეშინდათ. ისინი შოკში არიან. მიუხედავად იმისა, რომ კურსკის რეგიონში ბრძოლებს ტელევიზიით მოიხსენიებენ, როგორც „ცნობილ სიტუაციას საზღვართან ახლოს“, ოჯახებმა და მეგობრებმა დაიწყეს ჩურჩული ფრონტზე რეალურ ვითარებაზე““, – წერს პოდოლიაკი X-ზე [ყოფილი ტვიტერი].

„ეთიკის ქარტია რუსული კანონის მოთხოვნებს არ შეასრულებს“ – გაერთიანება 300-ზე მეტი ჟურნალისტით

2024 წლის 14 აგვისტოს ჩატარდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა რიგგარეშე კრება, სადაც გადაწყდა, რომ ქარტია არ აპირებს დარეგისტრირდეს რუსული კანონის შედეგად ამოქმედებულ „აგენტების რეესტრში“.

ქარტიაში 300-ზე მეტი ჟურნალისტია გაწევრიანებული.

ქარტიამ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს, 16 აგვისტოს განცხადება გაავრცელა:

„კრებამ ერთხმად გაიზიარა ქარტიის საბჭოს მიერ 8 აგვისტოს სხდომაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება, ორგანიზაცია არ დაემორჩილოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნას „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციის შესახებ და თავისი უფლებების დასაცავად სამართლებრივი ბრძოლა განაგრძოს.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წევრთა საერთო კრების მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია რუსული კანონის მოთხოვნებს არ შეასრულებს და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ არ დარეგისტრირდება.

ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპებთან და ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, თანასწორი მოპყრობის უფლებას და საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით გარანტირებულ სხვა ფუნდამენტურ უფლებებს.

„ეს კანონი შეუძლებელს ხდის საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ანადგურებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციასა და ევროპულ მომავალს, ანგრევს საქართველოს ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას.

საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უცხოური ძალის ინტერესების გატარებად აცხადებს იმ საქმიანობას, რასაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ახორციელებს დაარსების დღიდან, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ასამაღლებლად, და ახდენს ორგანიზაციის სტიგმატიზებასა და დისკრიმინაციას.

რეგისტრაცია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ დამაზიანებელი და შეუთავსებელია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მისიასთან, მიზნებთან და პრინციპებთან“.

„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. კანონი უკვე ძალაშია და სექტემბრის თვიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების დაჯარიმებას ითვალისწინებს.

___

აქ ნახეთ დეპუტატები, რომლებმაც რუსულ კანონს დაუჭირეს მხარი.

84 დეპუტატი - მათ მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს

Exit mobile version