ავტორი:ნინო კახიშვილი
ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სერვისს, სტომატოლოგიურ მომსახურებას სოციალურად დაუცველი, საპენსიო ასაკის მოქალაქეებისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, სახელმწიფო უფასოდ უზრუნველყოფს. ჯერჯერობით, „ღიმილიანი საქართველოს“ კონკრეტული პროგრამა არ არსებობს. Continue reading “სტომატოლოგია სოციალურად დაუცველთათვის”
სტატისტიკა მოსამართლეების შესახებ
ავტორი: ეთერ თურაძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის ცნობით, საქართველოს რაიონულ სასამართლოებში, ქვეყნის მასშტაბით, 69 მოსამართლეა დასაქმებული, მაშინ როცა 138 მოსამართლის შტატი არსებობს. იუსტიციის საბჭოს რეზერვში 30 მოსამართლე ჰყავს, კიდევ 100-მდე იურისტს კი მოსამართლის სასერტიფიკატო გამოცდები აქვს ჩაბარებული. გასულ კვირას „ბათუმელბი“ არკვევდა, რამდენად არის შესაძლებელი ასეთ პირობებში ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება.
Continue reading “სტატისტიკა მოსამართლეების შესახებ”
სპეცსამსახურის ოფიცერის, გიორგი ჩიქოვანის გაქცევის მიზეზები
–
24 ნოემბერს საქართველოს შს სამინისტროში გაზეთ “ბათუმელების” ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავენ. „იძებნება თუ არა გიორგი ჩიქოვანი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო?“ – ამ კითხვით “ბათუმელებმა” შს სამინისტროს 13 ოქტომბერს მიმართა, მაგრამ კითხვაზე პასუხის გაცემას სამინისტრო, ჯერჯერობით, სავალდებულოდ არ მიიჩნევს. გიორგი ჩიქოვანი საქართველოს შს სამინისტროს კუდის აჭარის სამმართველოს გამომძიებელი, ოპერატიული მუშაკია.
ეთერ თურაძე Continue reading “სპეცსამსახურის ოფიცერის, გიორგი ჩიქოვანის გაქცევის მიზეზები”
სოციალურად დაუცველი სოციალური დახმარების გარეშე
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში მცხოვრებ ქსენია ზოიძის სამსულიან ოჯახს რთულ პირობებში უწევს ცხოვრება, ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს. ოჯახის დიასახლისს, 64 წლის ქსენიას მკურნალობა სჭირდება, თუმცა ოჯახს ამის მატერიალური შესაძლებლობა არ აქვს. ზოიძეების ოჯახს სოციალური დახმარება წელს შეუწყვიტეს.
ეკა ბარამიძე
Continue reading “სოციალურად დაუცველი სოციალური დახმარების გარეშე”
სოფლის მეურნეობის პროდუქტი დღგ– ს გარეშე
ავტორი: ნათია ზოიძე
საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია დამატებითი ღირებულების გადასახადით (დღგ) აღარ დაიბეგრება.
საგადასახადო კოდექსში შესამაბიმისი ცვლილებება პარლამენტმა დღეს მეორე და მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით დაამტკიცა. ფინანსთა სამინისტრომ ეს ინიციატივა პარლამენტში თებერვლის დასაწყისში შეიტანა.
საუბარია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ახალი ან გაცივებული ხორცის, აგრეთვე ყველის მიწოდების დღგ–სგან გათავისუფლებაზე. თუმცა აღნიშნული ლიბერალიზაცია არ ვრცელდება სოფლის მეურნეობის გადამუშავებულ პროდუქციაზე.
ამ ინიციატივაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 მარტს წნორში ახალი საავადმყოფოს გახსნისას მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი რომ ეს პროდუქციაზე ფასის შემცირებასაც გამოიწვევს

სომხური სამკუთხედი
აჭარაში მცხოვრები ეროვნებით სომეხი ახალგაზრდობა უმაღლესი პროფესიული განათლების მიღებას ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებს; ბათუმში სომხური სექტორი #9 სკოლაში მოქმედებს. გასულ სასწავლო წელს იქ სომეხი ეროვნების მხოლოდ 28 ბავშვი სწავლობდა, სკოლის დირექტორის მონაცემებით, მომავალ სასწავლო წელს მათი რიცხვი ორ ათეულამდე იქნება.
აჭარაში „სომეხთა კავშირის“ პრესსამსახურის უფროსი, არტურ ოგანესიანი, რომელიც დიდი ხანია ამ საკითხებზე მუშაობს, მიიჩნევს, რომ „ეს ის სამკუთხედია, რომელსაც შესაძლოა თავი შემდეგმა თაობამაც ვერ დააღწიოს“. ის „ბათუმელებს“ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ძიების საკუთარ ხედვაზე ესაუბრა.
თქვენი აზრით, რატომ ირჩევს მშობლების უმრავლესობა შვილებისთვის განათლების მისაღებად რუსულ სექტორს, მაშინ როცა მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობაც აქვთ?
ადამიანი, რომელიც ეროვნებით სომეხია და არის საქართველოს მოქალაქე, სწავლობს და აზროვნებს რუსულად; პრობლემაც სწორედ ამაშია, შემდგომში მისი განათლება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სწავლა გააგრძელოს სომხეთის რესპუბლიკაში, რადგან სომხური ენა არ იცის საკმარისად და არც ქართულს ფლობს იმდენად კარგად, რომ ინტეგრირებული იყოს ქართულ სივრცეში, ანუ ისწავლოს საქართველოში; ან ქართული პასპორტით რუსეთში გაარძელოს სწავლა, მითუმეტეს, რომ მან სრულფასოვნად არც რუსული ენა იცის; ეს სამკუთხედი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება არაქართული მოსახლეობისთვის და პირველ რიგში, სომეხი ეროვნების მოქალაქეებისთვის.
სომხეთის მოჭიდავეთა ნაკრები ბათუმში
ავტორი: მირანდა მიქაძე
სომხეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მთავარი ნაკრები რამდენიმე დღეა ბათუმში იმყოფება შეკრებაზე. ამჟამად როგორც ყველა მოჭიდავეთა ნაკრები ისინიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც სექტემბერში სტამბულში გაიმართება. Continue reading “სომხეთის მოჭიდავეთა ნაკრები ბათუმში”
სოლოლაკის რეზიდენციაში ჩატეული საქართველო
ავტორი: ემზარ კახიძე, ისტორიკოსი
ჩემი პირველი სვეტი ივანიშვილის ფაქტორს მივუძღვენი და, ბუნებრივია, ამჯერად სხვა თემაზე მსურდა საუბარი, მაგრამ 1 ნოემბრის პრეს-კონფერენციას ვერაფრით ვერ ავუარე გვერდი. სათაურიდანაც ჩანს თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებ ამ მოვლენას…
Continue reading “სოლოლაკის რეზიდენციაში ჩატეული საქართველო”
სოლიდარობის აქცია „ბანკი ქართუს“ ბათუმის ოფისთან
მურმან დუმბაძის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ ბათუმის ოფისი დღეს სამ საათზე სოლიდარობის აქციას გეგმავს .
სოლიდარობის აქცია ბათუმში „ბანკი ქართუს“ ოფისთან გაიმართება . „ემსახურე საქართველოს“ წარმომადგენლის ავთანდილ ბერიძის (ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ) განცხადებით ორგანიზაციის ბათუმის აქტივი ამ ფორმით გამოხატავს პროტესტს “იმ ძალადობის მიმართ,” რაც ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში ხდება.
ავთანდილ ბერიძე: „ ვაპირებთ პირადი ანგარიშები გავხსნათ „ქართუ ბანკში“. ანგარიშზე ზოგი 1 ლარს, ზოგი 10 ლარს და ზოგიც მილიონს შევიტანთ დემონსტრაციულად. ამ სახით გამოვხატავთ თანადგომას, თუმცა ვფიქრობთ, რომ გაცილებით მეტია საჭირო“.
ბიძინა ივანიშვილის ღია განცხადების შემდეგ „ემსახურე საქართველოს“ ლიდერმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ ის ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილთან.“„ივანიშვილსგან კი არ უნდა მივიღოთ რამე, ჩვენ უნდა მივეხმაროთ. მე როგორც რიგითი მოქალაქე, მივეხმარები ივანიშვილს იმაში, რომ საქართველოში სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი დასრულდეს.“– განაცხადა მურმან დუმბაძემ.

სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულები ხელფასის მოლოდინში
ავტორი:ნათია ზოიძე
„ჩვენ ვმუშაობდით უჩხითის საჯარო სკოლის მშენებლობაზე. მშენებლობის პროცესის განმავლობაში სამშენებლო ორგანიზაციებთან გვქონდა სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები შრომის ანაზღაურების შესახებ. მშენებლობა დასრულდა, მაგრამ ჩვენ, მომუშავეებს, დღემდე არ მიგვიღია ხელშეკრულებით გათვალისწინებული კუთვნილი ანაზღაურება, რისთვისაც გთხოვთ დახმარებას“ – ეს წერილი აჭარის უმაღლეს საბჭოში ქრისტიან–დემოკრატიული ფრაქციის სახელზე შევიდა Continue reading “სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულები ხელფასის მოლოდინში”
სკოლიდან ქუჩაში გატყორცნილი პრობლემები
ავტორი: ემზარ კახიძე (ისტორიკოსი)
ამ ბოლო დროს რომელიმე სკოლასთან გავლისას ხშირად შემიმჩნევია სიგარეტგაჩრილი უფროსკლასელები ან მათი საეჭვო ფუსფუსი სადარბაზოებში. მართალი გითხრათ, ვერაფრით ვხსნიდი ჩვენი უმცროსი თანამოქალაქეების ასეთ `გაჯეჯილებას~ და როგორც უფროსი თაობის ტიპიურ წარმომადგენელს სჩვევია ხოლმე, მათ სულ უფრო მზარდ უზრდელობასა და სხვებისადმი უპატივცემულობის სინდრომზე ვამახვილებდი ყურადღებას (რა თქმა უნდა, თანამოსაუბრე ისევ მე ვიყავი, ადრინდელისგან განსხვავებით, შენიშვნების მიცემას, თუნდაც უმცროსების მიმართ, თითქმის ყველა ერიდება, პირადად მე მხოლოდ განსაკუთრებულად კრიტიკულ სიტუაციაში ვაძლევ თავს ამის უფლებას). Continue reading “სკოლიდან ქუჩაში გატყორცნილი პრობლემები”
სკაუტური ბანაკი ბოტანიკურში
ავტორი: როლანდ კომახიძე
სკაუტური ბანაკის გახსნა ბოტანიკურში
[youtube https://www.youtube.com/watch?v=uBh27aUdxM8&w=425&h=349]
ავტორი: როლანდ კომახიძე
სკაუტური ბანაკის გახსნა ბოტანიკურში
[youtube https://www.youtube.com/watch?v=uBh27aUdxM8&w=425&h=349]
სიღარიბის ფორმულა
ავტორი: ლელა დუმბაძე, ეკა ბარამიძე
ოჯახებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ სოციალური მომსახურების სააგენტომ დაუსაბუთებლად მოუხსნა ფინანსური შემწეობა, საშუალება ეძლევათ, სააგენტოს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ.
ქედის მუნიციპალიტეტში, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს შენობის ნანგრევებში მცხოვრებმა როსტომ დიასამიძის ხუთსულიანმა ოჯახმა საარსებო შემწეობის მოხსნის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ბანკში მისულებმა დახმარება ვეღარ მიიღეს. როგორც ოჯახის დიასახლისი, სამი შვილის დედა ხათუნა დიასამიძე ამბობს, მათი ოჯახი გასული წლის სექტემბერში მონიტორინგის ჯგუფმა შეისწავლა და დახმარებაც მოუხსნეს: „ოჯახში არავინ მუშაობს, ჩვენი ოჯახის შემოსავალს საარსებო შემწეობა (126 ლარი) შეადგენდა, ისიც კი მოგვიხსნეს და ყოველგვარი დახმარების გარეშე დაგვტოვეს. სამი ბავშვი მყავს, სამივე სკოლის მოსწავლეა, როცა შემწეობას ვიღებდი, ბავშვებს წიგნებს უფასოდ აძლევდნენ, სამომავლოდ ამდენ პრობლემასთან ერთად ისიც დამემატება, რომ ბავშვები სახელმძღვანელოების გარეშე დამრჩება.”
საარსებო შემწეობის გარეშე დარჩა ქედაში, ყოფილ საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები ეკომიგრანტ შაჰმურად დავითაძის ოჯახიც. დავითაძეების ოჯახის შესწავლის შემდეგ სარეიტინგო ქულამ 70 000 გადააჭარბა. არამარტო საარსებო შემწეობის, არამედ პოლისის გარეშეც დარჩა ჩერნობილის მონაწილე შაჰმურად დავითაძე, ვისაც მუდმივი მკურნალობა სჭირდება და უსახსრობის გამო მკურნალობაზე უარის თქმა უწევს.
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ იურისტი გიორგი აბულაძე ამბობს, რომ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ქედის მუნიციპალიტეტში საგრძნობლად იმატა იმ ოჯახების რიცხვმა, რომელებსაც შემწეობა შეუწყვიტეს: Continue reading “სიღარიბის ფორმულა”
სიმბოლური თანხა „ქართულ ოცნებას“
ქართუ ბანკის ბათუმის ოფისთან ამ წუთებში 100-მდე მოქალაქეა შეკრებილი. ისინი ამბობენ, რომ ქართულ ოცნებისთვის ფულის შესაწირად მივიდნენ. ერთ-ერთი მოქალაქე მირზა ღოღობერიძე, რომელიც ქართუ ბანკთან მეუღლესთან ერთად იმყოფება ამბობს, რომ ერთი ლარის შეწირვას აპირებს.
პოლიტიკაში არასდროს ვყოფილვარ და არც პარტიული ვარ, მაგრამ ვაპირებ ქართულ ოცნებაში გაწევრიანებას. თანხის შეტანა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ არ მომწონს რასაც კონტროლის პალატა აკეთებს“.

სიგარეტის მწეველი ყველა ქალი ბოზია
სეზონი მცირე ბიზნესის გარეშე
გონიო-კვარიათის მოსახლეობა შეზლონგებს ვეღარ გააქირავებს
ავტორი: ლელა დუმბაძე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გონიოს, სარფისა და კვარიათის სანაპირო ზოლი აუქციონის წესით გასცა. მოიჯარეებმა, რომლებმაც სანაპირო ზოლზე ტერიტორია ხუთწლიანი ვადით აიღეს, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეზლონგების გაქირავება აუკრძალეს.
„ფაქტობრივად ამ შემოსავლით ვცოცხლობთ და ამის ნებასაც თუ არ მოგვცემენ, რა უნდა ვქნათ არ ვიცი“, -ამბობს გონიოელი მანუჩარ წულუკიძე. მისი ოჯახი წლების განმავლობაში სწორედ შეზლონგების გაქირავებით ირჩენდა თავს. როგორც მანუჩარი ამბობს, ადრე მეიჯარეებთან სიტყვიერად თანხმდებოდნენ და სანაპირო ზოლზე შეზლონგების გაქირავების პრობლემა არ ექმნებოდათ: „მაგრამ წელს კატეგორიული უარი განაცხადეს, წილს ვაძლევდით და აღარც ეს უნდათ, ჩვენი უნდა შემოვიტანოთო. გლეხმა რა ქნას. პურის ფულზეა საუბარი, ამის გარეშე ვრჩებით“.
საჯარო შეხვედრაზე ბათუმის მოსახლეობის პრიორიტეტები განიხილება
ბათუმი – ხუთშაბათს, 19 აპრილს, 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში (ნინოშვილის 35) ბათუმის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ბათუმის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.
შეხვედრის მიზანია ბათუმის მოსახლეობასთან ერთად ისეთი პრიორიტეტული საკითხების განხილვა, როგორიცაა კომუნალური მომსახურების ღირებულება, გაზმომარაგება და ტრანსპორტის ღირებულება. საჯარო შეხვედრაზე მოქალაქეები ამ საკითხებზე ადგილობრივი ხელისუფლების მოსაზრებებს მოისმენენ და ექნებათ შესაძლებლობა დაუსვან კითხვები და მოისმინონ მათი პასუხები.
შეხვედრას დაესწრებიან მოქალაქეები, ბათუმის საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატები, ქალაქის მერი, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
საჯარო შეხვედრის ორგანიზატორია საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური დახმარებით. მსგავსი შეხვედრები მოსახლეობის პრიორიტეტების შესახებ, NDI-ის მხარდაჭერით, ტარდება ასევე ქუთაისში ფოთსა და თელავში.
საკონტაქტო პირი:
NDI საქართველოს ოფისი
ირინა რეხვიაშვილი
(832 2) 93 58 30; 599 78 02 08
irina@ndi.ge
მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით.

საჯარო სკოლებს აგვისტოს ომში დაღუპულთა სახელები მიენიჭა
8 აგვისტოს აჭარის მთვარობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ და აჭარის განათლების მინისტრმა, გია აბულაძემ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ედნარ დიასამიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ქობულეთის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლას მისი სახელი მიანიჭეს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეში სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება.
Continue reading “საჯარო სკოლებს აგვისტოს ომში დაღუპულთა სახელები მიენიჭა”
საჯარო რეესტრმა ივანიშვილის “ქართული ოცნება” დაარეგისტრირა
ნეტგაზეთი
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართულ ოცნება” დაარეგისტრირა. ეს ინფორმაცია რეესტრის პრეს–სამსახურმა ბიძინა ივანიშვილის პრეს–სამდივნოს განცხადების შემდეგ გაავრცელა. Continue reading “საჯარო რეესტრმა ივანიშვილის “ქართული ოცნება” დაარეგისტრირა”
სახელოვნებო სივრცე ბათუმში
ავტორი:მანანა ქველიაშვილი
დღეს ბათუმში, მემედ აბაშიძის 3 ნომერში ხუთდღიანი საჩვენებელი გამოფენა გაიხსნა. გამოფენას ორგანიზება ხელოვანთა და ფოტოგრაფთა კლუბმა „F11“ გაუწია.
„ეს იყო ბიძგი იმისათვის რომ სამომავლოდ აქ იყოს გალერეა, დემოკრატიული თავისუფალი სივრცე, რომელიც იქნება ყველა ხელოვანისათვის ბათუმში და არამარტო ბათუმელისათვის, იმიტომ რომ ჩვენ უამრავი პროექტი გვაქვს და დღეიდან თვეში ერთხელ რაღაც ახალს შემოგთავაზებთ ბათუმელებს,“- განაცხადა გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ირაკლი ძნელაძემ.
გამოფენაზე 25-მდე ხელოვანის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. მათ შორის ბათუმელი ფოტოგრაფების, მხატვრების და მოქანდაკეების.
[slideshow]
[youtube=https://www.youtube.com/watch?v=0alV5zUzyJ8&feature=youtu.be]

სახელმწიფო შესყიდვები სამთავრობო ბიზნესიდან
ბათუმის მერიიდან სახელმწიფო შეკვეთებს ის კომპანიები იღებენ, რომლებიც საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატებს ეკუთვნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
Continue reading “სახელმწიფო შესყიდვები სამთავრობო ბიზნესიდან”
სახალხო დამცველის მიმართვა გაზეთ „ბათუმელების“ საქმესთან დაკავშირებით
Continue reading “სახალხო დამცველის მიმართვა გაზეთ „ბათუმელების“ საქმესთან დაკავშირებით”
საწარმოო მტვრის გემო
ავტორი:ცაგო კახაბერიძე
„ვიცი, რომ ამ გზიდან მილიონები გადის, მაგრამ აქაურობის მოწესრიგება არავის უნდა. ეს დასაწვავი მილიონების საბადოა ჩვენი დამღუპველი, ჩვენი დაავადმყოფების და ათასი უბედურების მიზეზი,“ – 45 წლის ნანული ქოქოლაძის აგრესიის ობიექტი ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაა, რომელიც შარაბიძეების დასახლებიდან 400 მეტრში მუშაობს. ამ ზონაში არსებული ქარხნების გამონაბოლქვი, საწარმოო მტვერი და ხმაური მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.
საჩივარი უკვე შევიტანე პროკურატურაში და პრეზიდენტსაც მივწერე
21 წლის სალომე ქათამაძე მაყურებელმა ჯერ ჯეოსტარიდან, შემდეგ კი „ოქროს ტალანტ 2011“-დან გაიცნო. დღესდღეობით კლუბებში მღერის. ახალ ალბომზე მუშაობს და ელოდება როდის მისცემენ ოქროს ტალანტში მოგებულ 15 ათას დოლარს. კარიერის გაგრძელებას ამერიკაში აპირებს და ამბობს, რომ მშობლირ საქართველოს არასოდეს დაივიწყებს.
– სალომე როდის დაწიყე სიმღერა?
– სიმღერა ძალიან ღრმა ბავშვობიდან დავიწყე და დღემდე ვმღერი. თავიდან კლასიკური განხრით ვმღეროდი და 15 წლამდე ვმღეროდი საოპერო მომღერალი ვიყავი. რაც შეეხება
ესტრადას უკვე 6 წელია სხვადასხვა ჟანრში ვმღერი. ერთი მიმდინარეობა არ მაქვს. პოპი, სოული, არენდი, ჯაზი, ვაით ჯაზი – ყველა ძალიან მიყვარს.
– „ოქროს ტალანტამდე“ თუ იღებდი რამე კონკურსებში მონაწილეობას?
– მანამდე ვიყავი „ჯეოსტარში“, სამწუხაროდ მეორე ტურიდან გამოვარდი ნაკლები მესიჯების გამო. რაც შეეხება კლასიკური განხრით კონკურსებს 15 წლის ასაკში ავიღე გრამპრი „მსოფლიოს ოქროს ხმა“. მონაწილეობა მივიღე პირველი არხის გადაცემა „წარმატების ფორმულა“ და იქ ავიღე მეორე ადგილი. არ მინდოდა ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მეგობრებმა მითხრეს სცადეო მეც დავთანხმდი. Continue reading “საჩივარი უკვე შევიტანე პროკურატურაში და პრეზიდენტსაც მივწერე”
საქართველოში ქრის ბრაუნი და პატრიცია კაასი ჩამოვა
ფესტივალ „გოლდენ ტალანტი 2011“-ის გენერალური პროდიუსერი ეკა ჩიტაშვილი ანაზღაურების გარეშე დარჩა. მას კომპანია `ჯორჯიან არტ ფესტმა~ კუთვნილი ანაზღაურება _ 30 ათასი ევრო არ გადაუხადა. ჩიტაშვილის გარდა ანაზღაურება არ აუღიათ სხვა თანამშრომლებსაც. როგორც ეკა ჩიტაშვილი ამბობს, იგი ყველა საშუალებით ეცადა კუთვნილი ანაზღაურების მიღებას, მაგრამ ქვეყანაში, სადაც კანონი არ კანონობს და სახელმწიფო მაფიაა, შედეგს ვერ მიაღწია. ჩიტაშვილი ისევ მოლდოვაში დაბრუნდა. მან საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა დახმარებისათვის და კვლავ აქვს იმედი, კუთვნილი ანაზღაურების მიღებისა.
საერთაშორისო კომპანია „მაქსიმუმი“, რომელსაც ეკა ჩიტაშვილი ხელმძღვანელობს, ახლა კრის ბრაუნის ტურზე მუშაობს. როგორც პროდიუსერი ამბობს, ტური 30 ქვეყნის 30 ქალაქში გაიმართება. „საქართველოში კონცერტის ჩატარება დიდად მომგებიანი არ არის ჩემთვის, დასწრების კულტურა ნულია და არც საზოგადოებას აინტერესებს გემოვნებიანი მუსიკა. სავარაუდოდ, შემოდგომაზე პატრისია კაასსაც ჩამოვიყან“.
მიუხედავად ასეთი შეფასებისა, ეკა ჩიტაშვილი მაინც აპირებს, საქართველოში პოპულარული მომღერლები ჩამოიყვანოს.

საქართველოში კრიმინალი გაქრა (?!)
ავტორი: ლელა დუმბაძე
საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთში პოლიციის მორიგი გამჭვირვალე შენობა ბავშვებთან ერთად საზეიმოდ გახსნა: „ამ ბავშვებს ვულოცავ, რომ ექნებათ ასეთი ლამაზი პოლიცია და დარწმუნებული ვარ, ამ პოლიციაში მომუშავე ადამიანი და ეს ბავშვებიც იმუშავებენ, იქნება დაკავებული მხოლოდ მომსახურებით, სერვისით და არ იქნება დაკავებული კრიმინალით, რადგან საქართველოში კრიმინალი გაქრა“.
შემდეგ ვანო მერაბიშვილმა ბავშვებთან ერთად შესძახა: „ლანჩხუთის პოლიციას გაუმარ-ჯოს!“.
Continue reading “საქართველოში კრიმინალი გაქრა (?!)”
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აფხაზეთის არჩევნებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, შემდეგ განცხადებას ავრცელებს:
Continue reading “საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აფხაზეთის არჩევნებზე”
საქართველოს ფოსტამ ფილიალები გააუქმა
ავტორი: ლელა დუმბაძე/ ეკა ბარამიძე
„რაიონში რომ ჩახვიდე და სახლში დაბრუნდე, 8 ლარი გჭირდება. არადა, ხშირად ოჯახებს 4-5 ლარი აქვთ შუქის ფული გადასახდელი. ყოფა რომ შემსუბუქდეს, ადგილზე უნდა გადავიხადოთ გადასახადი. სხვა შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდებ“, _ ასე აფასებს ბათუმიდან ყველაზე მოშორებული სოფლის, ხიხაძირის გამგებელი ბეგლარ გაბაიძე საქართველოს ფოსტის ბოლო გადაწყვეტილებას. მან აჭარის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ქედაში, ხულოსა და შუახევი საფოსტო განყოფილებები გააუქმა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება გელა მთივლიშვილის დაკავებაზე
კახეთი საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის მანანა ვარდიაშვილის ცნობით, დღეს დააკავეს კახეთის საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელი გელა მთივლიშვილი. მთივლიშვილი თიანეთის პოლიციის შენობას იღებდა, რის შემდეგაც მას კამერის წართმევა დაუპირეს, ხოლო რადგან ჟურნალისტმა კამერა არ მისცა, დააკავეს. შს მინისტრის მოადგილე, შოთა უტიაშვილი ამ ინფორმაციას უარყოფს.
გელა მთივლიშვილი არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს განცხადებას:
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ გამოიძიოს ქარტიის საბჭოს წევრის, გელა მთივლიშვილის მიმართ თიანეთის პოლიციაში მომხდარი ფაქტი. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შოთა უტიაშვილის მიერ გაკეთებული კომენტარი უნდა მივიჩნიოთ სამინისტროს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად.
უკანასკნელ პერიოდში ჟურნალისტების მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტებზე სამინისტროს უმოქმედობა არის წამახალისებელი ფაქტორი ჟურნალისტების მიმართ ძალადობის განსახორციელებლად.
დღეს მომხდარი ფაქტიც ამ უმოქმედობის შედეგია, სწორედ ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტი: მომავალი წლიდან საპენსიო პაკეტი 140 ლარს შეადგენს
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წევრებთან ერთად დღეს პენსიის ზრდისა და პენსიონერთა დაზღვევის საკითხი განიხილა. მისი განცხადებით, პენსიის ზრდის პოლიტიკა, დაპირებისამებრ, გრძელდება და საპენსიო პაკეტი მომავალი წლიდან 140 ლარს შეადგენს.
მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გილაურს, ანდრია ურუშაძესა და დიმიტრი გვინდაძეს კონკრეტული დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ პენსიების გრძელვადიანი ზრდა და სადაზღვევო სისტემის დახვეწა, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, ხელისუფლების პრიორიტეტი და 2012 წლის ბიუჯეტის მთავარი მიმართულებაა. Continue reading “საქართველოს პრეზიდენტი: მომავალი წლიდან საპენსიო პაკეტი 140 ლარს შეადგენს”
საქართველოს პოლიტიკის ხელახლა გააზრების დროა
ავტორი: ბიძინა ივანიშვილი
ბიზნესმენად ჩამოყალიბებული ადამიანისთვის, რომელსაც პოლიტიკაში არანაირი გამოცდილება არ აქვს, ეს იოლი დებიუტი არ არის. მე საქართველოში პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მცოცავი ავტორიტარიზმით. მისი აზროვნების სტილი და ქმედებები, რაც გამომდინარეობს პრინციპიდან „სახელმწიფო – ეს მე ვარ“, საქართველოს წონასწორობას უკარგავს და ჩემს ქვეყანას წარმატებული რეფორმირების უნარს უმუხრუჭებს.
Continue reading “საქართველოს პოლიტიკის ხელახლა გააზრების დროა”
საქართველო აშშ-ს შტატი?!
ნიაზ მალაყმაძე
ჩვენს ისტორიას სრული დამოუკიდებლობის პერიოდებიც ახსოვს. ილიას მოხევის სიტვებით რომ ვთქვათ, „ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოსო“, მაგრამ ძირითადად სახელმწიფოებრიობას ორიენტაციით ვინარჩუნებდით, ეს ფაქტია. ერთ წიგნში ორიენტაციის შესახებ შემდეგი აზრი მაქვს წაკითხული, რომელიც მნიშვნელოვნად ჩავთვალე და მინდა საზოგადოებას გავუზიარო: „ჩვენში ორიენტაცია მონობის ფორმა ჰგონიათ. ორიენტაციის დროს ესა თუ ის სახელმწიფო თავისი საგარეო პოლიტიკის ნაწილს თმობს, ხოლო რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, მაში ჩარევის უფლება სხვა სახელმწიფოს არა აქვს. თავად გეორგიევსკის ტრაქტატში იყო ეს მუხლი ნათლად გაწერილი. ვგულისხმობ მე-3 მუხლს, რომელიც რუსეთმა უსინდისოდ დაარღვია. ორიენტაციის სწორი აღქმა ცხოველსაც არ უჭირს. „ცხოველი, რომელზეც რამე ძლიერი გამაღიზიანებელი მოქმედებს, ამბობდა ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე, ის მომართავს თავის ორგანიზმს, რომ მას სიტუაციაში მაქსიმალურად კარგი ორიენტაციის საშუალება ეძლევა.“
დღევანდელ მსოფლიოში ამ პოლიტიკამ სახე იცვალა, ორიენტაცია გავლენის სფეროდ იქცა, გავლენის სფერო კი – დამოუკიდებლობის დაკარგვად. ეს გაკვეთილი ჩვენ რუსეთმა უკვე ჩაგვიტარა. Continue reading “საქართველო აშშ-ს შტატი?!”
საქართველო : ალბანეთი – გამარჯვებულებს არ ასამართლებენ
რომან თურმანიძე
საქართველო–ალბანეთის თამაშს, საქართველოს გულშემატკივრები დიდი ხანია ელოდნენ. იმიტომ კი არა, რომ რომელიმე მუნდიალის ფინალი იყო, ელოდნენ როგორ წარმოაჩენდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები საკუთარ თავს საქართველოს უპირველეს გუნდში გამოცდილი ფეხბურთელების გარეშე. დაცვის ცენტრში – კახა კალაძის გარეშე, რომელმაც სულაც თავი დაანება ნაკრებში თამაშს, ნახევარ დაცვაში – ლევან კობიაშვილისა და თავდასხმაში იაშილის გარეშე. ინტერესის მთავარ სფეროს წარმოადგენდა, თუ როგორ ათამაშებდა ნაკრებს თემურ ქეცბაია. ნაკრები სახელად იყო, თორემ თემურ ქეცბაიამდე გუნდის მას არაფერი უგავდა. თამაშს გვიგებდა ყველა ვისაც უნდოდა და როგორც უნდოდა. ქეცბაიას მოსვლის შემდეგ კი გუნდი ნელ–ნელა იბრუნებდა თავის სახეს. იღებდა სათამაშო დისციპლინას და ფეხბურთელები ბოლომდე ასრულებდნენ მწვრთნელის დავალებებს. ამის ნათელი მაგალითი იყო საქართველო–ხორვატიის მატჩი, რომელიც ბრწყინვალედ მოიგეს ქართველმა ფეხბურთელებმა ბოლო წუთზე. მწვრთელმა აღმოფრქვა ბოლო წლების ყბად აღებული მეკარის პრობლემა და მოაგვარა ქრონიკულად ქცეული ავადმყოფობა „დაცვის ხაზი“. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ოთხ შესარჩევ ციკლში ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა და აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ყველაზე ცოტა გოლი გაიტანა თავის ისტორიაში.
Continue reading “საქართველო : ალბანეთი – გამარჯვებულებს არ ასამართლებენ”
საქართველო ძვირს იხდის იმიჯის გამოსწორებისთვის
ამ სათაურით სტატიას DAILY NATION აქვეყნებს წერილში საუბარია იმ ამერიკულ ლობისტურ კომპანიებზე რომელსაც საქართველოს მთავრობა ქირაობს . წერილი ქართულად უკვე თარგმნა foreignpress.ge სტატიას უცვლელად გთავაზობთ .
საქართველოს მთავრობამ ამერიკულ პიარ-კომპანიებთან კონტრაქტები გააფორმა. ერთ-ერთი კომპანიაა Podesta Group . ეს ის კომპანიაა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2010 წელს აშშ-ში ვიზიტის მოწყობაში დაეხმარა. ეს ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში პირველი ვიზიტი იყო. Continue reading “საქართველო ძვირს იხდის იმიჯის გამოსწორებისთვის”
საფრთხე ჭის წყალში
ავტორი:ცაგო კახაბერიძე
„ჭის ან წყაროს წყალი სასმელად ვარგისი და უსაფრთხოა“, – ეს მოსაზრება, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. სპეციალისტების განმარტებით, მიწისქვეშა წყლები არტეზიული ანუ წნევიანი წყლებისგან განსხვავებით, სუსტად არის დაცული გაბინძურებისგან. მიწისქვეშა წყლის ხარისხის ეკოლოგიური კვლევა საქართველოში ბოლოს 2000 წელს ჩატარდა, რომლის მიხედვით, „მიწისქვეშა ჰიდროსფეროს დაბინძურების მასშტაბი, როგორც ლოკალური, ასევე რეგიონული ხასიათის იყო და აუცილებელ რეაგირებას საჭიროებდა“. Continue reading “საფრთხე ჭის წყალში”
საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის თავისუფლების მოედანზე წარმოთქმული სიტყვის სრული ვერსია
ბატონო პრეზიდენტო,ბატონო მინისტრებო,ძვირფასო ქართველო მეგობრებო,ძვირფასო თანამემამულენო,როდესაც, 2008 წლის 12 აგვისტოს ღამეს თბილისში ჩამოვედი, ათასობით, შესაძლოა, ათი ათასობით თქვენგანი ქუჩაში, პარლამენტის წინ იმყოფებოდით, რათა მრისხანედ გეყვირათ იმ შეურახცყოფის გამო, თქვენს ქვეყანას მიაყენეს და გამოგეხატათ თქვენი მტკიცე ნება მისი დამოუკიდებლობის გადასარჩენად.