სიახლეები

საფრთხე ჭის წყალში

30.05.2012 • • 4648
საფრთხე ჭის წყალში

ავტორი:ცაგო კახაბერიძე

„ჭის ან წყაროს წყალი სასმელად ვარგისი და უსაფრთხოა“, – ეს მოსაზრება, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. სპეციალისტების განმარტებით, მიწისქვეშა წყლები არტეზიული ანუ წნევიანი წყლებისგან განსხვავებით, სუსტად არის დაცული გაბინძურებისგან. მიწისქვეშა წყლის ხარისხის ეკოლოგიური კვლევა საქართველოში ბოლოს 2000 წელს ჩატარდა, რომლის მიხედვით, „მიწისქვეშა ჰიდროსფეროს დაბინძურების მასშტაბი, როგორც ლოკალური, ასევე რეგიონული ხასიათის იყო და აუცილებელ რეაგირებას საჭიროებდა“.

საქართველოს სოფლებში, თითქმის 100 პროცენტით, ან წყაროს წყალს მოიხმარენ, ან ჭის წყალს. გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მიწისქვეშა წყლებს საქრთველოს მინერალურ სიმდიდრეთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. იქვე მითითებულია, რომ ეს წყლები სასმელად ვარგისიანია და მყარი წიაღისეულისგან განსხვავებით, მაღალი ხარისხი და დროში განახლებადობა ახასიათებს.

სამინისტროს ვებგვერდზე არ არის გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კვლევებს ეყრდნობიან სამინისტროში მიწისქვეშა წყლების ხარისხის შეფასებისას. ამ საკითხზე სამინისტროში „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხეს. პრესსამსახურის თანამშრომელმა თამუნა ალადაშვილმა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გადაგვამისამართა, სადაც ისევ გარემოს დაცვის ქვემდებარე ორგანოზე, სამინისტროს წყლის სამმართველოზე მიგვითითეს. ამ სტრუქტურის ხელმძღვანელის, მარინა მაკაროვას თქმით, „საქართველოში მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი სპეციალური დანადგარების უქონლობის გამო არ ხორციელდება“.

აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის – „ფლორა და ფაუნას“ ხელმძღვანელის, არჩილ გუჩმანიძის დაკვირვებით კი, „საქართველოში გამოყენებულ საყოფაცხოვრებო და სამეურნეო წყლებს გრუნტის წყლებში უშვებენ. ეს გაცილებით საზიანო და მძიმე შედეგების მომტანია გარემოსთვის, ვიდრე – წყალჩაშვება ზედაპირულ წყლებში, რადგან ჩაშვება ზედაპირულ წყლებში აღქმადია ვიზუალურად, ხოლო ჩაშვება გრუნტის წყლებში, უფრო მეტი ზიანის მომტანია. მაგალითად, აჭარაში, კახაბრის ველზე, ბევრი დასახლებული პუნქტი და საწარმო უშვებს მოხმარებულ წყალს გრუნტის წყლებში. ასეა მთელ საქართველოში. ეს პროცესი, ფაქტობრივად, უკონტროლოა; არავინ იცის, ვინ იღებს და ვინ უშვებს იქ დაბინძურებულ წყალს“.

მიწისქვეშა წყლები, ძირითადად, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთიერებების წყალშემცველ ჰორიზონტებში მოხვედრით ბინძურდება. განსაკუთრებით საშიშია პესტიციდები, რომლებიც დიდხანს რჩება წყალსა და გარემოში, ახასიათებს ტოქსიკურობა და შორ მანძილზე მიგრაციის უნარი. სპეციალისტების განმარტებით, მიწისქვეშა წყლების ეკოლოგიური მდგომარეობა იმ წყალშემცველი ჰორიზონტების განლაგების პირობებსა და დაცულობის ხარისხზეა დამოკიდებული, სადაც ისინი ფორმირდება.

2009 წლის გარემოს ეროვნული მოხსენების მიხედვით, მიწისქვეშა წყლები, ძირითადად, იმ რეგიონებში ბინძურდება, სადაც მათ მდინარეები ამარაგებს და არც თუ ისე ღრმად განლაგებული მიწისქვეშა წყლების ჰორიზონტებია. სპეციალისტების განმარტებით, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი „მკაცრად იყოს დაცული ის ტერიტორიები, სადაც უშუალოდაა განლაგებული მიწისქვეშა წყლების სასმელ-სამეურნეო მიზნებისთვის გამოსაყენებლად შერჩეული ობიექტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სიახლოვეს არსებულმა დამაბინძურებლებმა შეიძლება შეცვალონ როგორც წყლის შემადგენლობა და ხარისხი, ასევე გამოიწვიონ სხვა არასასურველი შედეგები“.

გარემოს დაცვის სამინისტროს შავი ზღვის მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტის, ბიოლოგ რეზო გორაძის ინფორმაციით, „თუ გამოვრიცხავთ ქალაქებსა და ზღვისპირა ტერიტორიებს, საქართველოში მიწისქვეშა წყლების ეკოლოგიურ მდგომარეობას არაუშავს, ნორმალური მდგომარეობაა“. მისივე განმარტებით, „მიწისქვეშა წყლების დაბინძურებაზე გავლენას ნაგავსაყრელები, ნავთობის ჩაღვრა და სხვა გარემოებები ახდენს“.

გარემოს ეროვნულ მოხსენების თანახმად, განსაკუთრებით საშიში მიწისქვეშა წყლების ბიოლოგიური დაბინძურებაა. ეს წყალში ისეთი ბაქტერიების არსებობას გულისხმობს, როგორიც ფეკალიური კოლოფორმები ან ფეკალიური სტრეპტოკოკებია. „წყალში ამ ფორმების არსებობაზე ისეთი საშიში დაავადებები მიუთითებს, როგორიცაა მუცლის ტიფი, დიზენტერია, ქოლერა და სხვა. ეს ბაქტერიები ადვილად ხვდება გრუნტის წყლებში სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყლების მეშვეობით და დაზიანებული საკანალიზაციო სისტემებიდან, მესაქონლეობის ფერმებიდან და მეფრინველეობის ფაბრიკებიდან. რაც შეეხება წნევიან (არტეზიულ) წყლებს, მათი ბიოლოგიური დაბინძურების წყარო შეიძლება მიტოვებული წყალსაღებები და საძიებო ჭაბურღილები გახდეს“.

მიწისქვეშა წყლის ხარისხის ეკოლოგიური კვლევა საქართველოში ბოლოს 2000 წელს ჩატარდა. მაშინ მეცნიერებმა 1970-1990 წლებში, მიწისქვეშა წყლების სხვადასხვა ობიექტში ჩატარებული 707 სინჯის გაზომვით მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე დაადგინეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მიწისქვეშა წყლებმა განიცადეს თვისებრივი ცვლილება, ხარისხის გაუარესების თვალსაზრისით. მიწისქვეშა ჰიდროსფეროს დაბინძურების მასშტაბები როგორც ლოკალური, ასევე რეგიონული ხასიათის იყო და აუცილებელ რეაგირებას საჭიროებდა.

რა მდგომარეობაა დღეს, ამ კვლევებიდან 10 წლის შემდეგ, ამის შესახებ ინფორმაცია არც გარემოს დაცვის სამინისტროს და არც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს აქვს.

გადაბეჭდვის წესი