სიახლეები

საჩივარი უკვე შევიტანე პროკურატურაში და პრეზიდენტსაც მივწერე

30.05.2012 • • 1486
საჩივარი უკვე შევიტანე პროკურატურაში და პრეზიდენტსაც მივწერე

21 წლის სალომე ქათამაძე მაყურებელმა ჯერ ჯეოსტარიდან, შემდეგ კი „ოქროს ტალანტ 2011“-დან გაიცნო. დღესდღეობით კლუბებში მღერის. ახალ ალბომზე მუშაობს და ელოდება როდის მისცემენ ოქროს ტალანტში მოგებულ 15 ათას დოლარს. კარიერის გაგრძელებას ამერიკაში აპირებს და ამბობს, რომ მშობლირ საქართველოს არასოდეს დაივიწყებს.

–        სალომე როდის დაწიყე სიმღერა?

–        სიმღერა ძალიან ღრმა ბავშვობიდან დავიწყე და დღემდე ვმღერი. თავიდან კლასიკური განხრით ვმღეროდი და 15 წლამდე ვმღეროდი საოპერო მომღერალი ვიყავი.  რაც შეეხება

ესტრადას უკვე 6 წელია სხვადასხვა ჟანრში ვმღერი. ერთი მიმდინარეობა არ მაქვს. პოპი, სოული, არენდი, ჯაზი, ვაით ჯაზი – ყველა ძალიან მიყვარს.

–        „ოქროს ტალანტამდე“ თუ იღებდი რამე კონკურსებში მონაწილეობას?

–        მანამდე ვიყავი „ჯეოსტარში“, სამწუხაროდ მეორე ტურიდან გამოვარდი ნაკლები მესიჯების გამო. რაც შეეხება კლასიკური განხრით კონკურსებს 15 წლის ასაკში ავიღე გრამპრი „მსოფლიოს ოქროს ხმა“. მონაწილეობა მივიღე პირველი არხის გადაცემა „წარმატების ფორმულა“ და იქ ავიღე მეორე ადგილი. არ მინდოდა ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მეგობრებმა მითხრეს სცადეო მეც დავთანხმდი.

–        შენი სიმღერები თუ გაქვს?

–        მე ჩემი სიმღერები მაქვს რა თქმა უნდა. სტუდიური მხოლოდ ერთი მაქვს. ისე მაქვს რამდენიმე სიმღერა, რომელსაც  მალე ჩავწერ. ჯერ არ მინდა გავახმაურო. ახალ ალბომზე ვმუშაობ, რომელიც მალე გამოვა და ეს სიმღერებიც მოხვდება ამ ალბომში.

–        ვინ გიწერს მუსიკას და ტექსტს შენი სიმღერებისთვის?

–        ჩემი პირველი სიმღერა დაწერა გიგა კუხიანიძემ, რამოდენიმე ლევან აფშილავამ. რამოდენიმეს ავტორი თავად მე ვარ.

–        ოქროს ტალანტის კონკურსს, რომ მივუბრუნდეთ. როგორ ფიქრობ შენი შესაძებლომის მაქსიმუმი წარმოადგინე?

–        გოლდენ ტალანტი არ იყო ის, რომ მე გამომეჩინა მაქსიმუმი რაც მაქვს. უბრალოდ მე ჩემი შესაძლებლობები გამოვაჩნე პირველ ტურში. მეორეში აზრი არ ქონდა. დაბალი შეფასება მივიღე და ხელი ჩავიქნიე. ჩემი საერთო ქულების მიხედვით პირველ ადგილას ვიყავი მე. საბოლოო ჯამში პირველ ადგილას ვიყავი, თუმცა ვინაიდან საქართველოში ტარდებოდა და თან პირველი იყო პრიზი მისცეს სხვას.

–        თუმცა მეორე ადგილი და 15 ათასი დოლარი მიიღე. ფული თუ მოგცეს?

–        თანხა დღემდე არ მოუციათ და ეჭვი მეპარება, რომ ვინმემ გადაიხადოს. საერთოდ არავისთან თანხა არ აის გადახდილი. სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ და არც კი აინტერესებთ რა მოხდება. ყურადღება ორგანიზატორებისგან არის ნული. ნათია ნათბილაძეს რამდენჯერმე დავურეკე და სხვამ მიპასუხა. ავად არისო და ვერ გიპასუხებთო. მას მერე საერთოდ აღარ მპასუხობენ.

–        თუ აპირებთ სასამართლოში ჩივილს?

–        საჩივარი პროკურატურაშიც შევიტანე, სახალხო დამცველთანაც და პრეზიდენტსაც გავუგზავნე წერილი. 15 ათასი დოლარი არ არის ცოტა თანხა. მე ეს თანხა გათვლილი მქონდა უკვე რაშიც უნდა დამეხარჯა. თანხის მოცემის ბოლო იყო 21 ოქტომბერი. როცა დავურეკეთ გვთხოვეს, რომ კიდევ ერთი კვირა გვაცადეთო. ამის მერე კი აღარ პასუხობენ საერთოდ ჩვენს ზარებს. მთელი ცხოვრება ვერ დაველოდები. ეს არის ჩემი შეურაწყოფა, რომ მოგებული თანხა არ მომაწოდეს და დამცინიან.

–        ქართული შოუ ბიზნესი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. აპირებ თუ არა საქართველოში კარიერის გაგრძელებას?

–        შორს მინდა წასვლა. რასაც ვხედავ შოუ ბიზნესში ნელ-ნელა უკან მიდის ყველაფერი, ამიტომაც მინდა წავიდე. მე ჩემს საქართველოს არასოდეს დავივიწყებ და იმედი მაქვს არც საქართველო დამივიწყებს. არც ერთი ქართველი მომღერალი არ დაუვიწყებიათ ვინც საზღვარგარეთ მოღვაწეობს. ასე, რომ მინდა ჩემი მიზნები ავისრულო და ჩემს კარიერაში წარმატებებს მივაღწიო.

გადაბეჭდვის წესი