ნიაზ მალაყმაძე
ჩვენს ისტორიას სრული დამოუკიდებლობის პერიოდებიც ახსოვს. ილიას მოხევის სიტვებით რომ ვთქვათ, „ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოსო“, მაგრამ ძირითადად სახელმწიფოებრიობას ორიენტაციით ვინარჩუნებდით, ეს ფაქტია. ერთ წიგნში ორიენტაციის შესახებ შემდეგი აზრი მაქვს წაკითხული, რომელიც მნიშვნელოვნად ჩავთვალე და მინდა საზოგადოებას გავუზიარო: „ჩვენში ორიენტაცია მონობის ფორმა ჰგონიათ. ორიენტაციის დროს ესა თუ ის სახელმწიფო თავისი საგარეო პოლიტიკის ნაწილს თმობს, ხოლო რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, მაში ჩარევის უფლება სხვა სახელმწიფოს არა აქვს. თავად გეორგიევსკის ტრაქტატში იყო ეს მუხლი ნათლად გაწერილი. ვგულისხმობ მე-3 მუხლს, რომელიც რუსეთმა უსინდისოდ დაარღვია. ორიენტაციის სწორი აღქმა ცხოველსაც არ უჭირს. „ცხოველი, რომელზეც რამე ძლიერი გამაღიზიანებელი მოქმედებს, ამბობდა ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე, ის მომართავს თავის ორგანიზმს, რომ მას სიტუაციაში მაქსიმალურად კარგი ორიენტაციის საშუალება ეძლევა.“
დღევანდელ მსოფლიოში ამ პოლიტიკამ სახე იცვალა, ორიენტაცია გავლენის სფეროდ იქცა, გავლენის სფერო კი – დამოუკიდებლობის დაკარგვად. ეს გაკვეთილი ჩვენ რუსეთმა უკვე ჩაგვიტარა.
აქვს თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანების რეალური შანსი, ძნელი სათქმელია. ჩვენი ნატოში გაწევრიანება პრობლემას შეუქმნის არა მარტო რუსეთს, არამედ თურქეთსაც შეუკვეცავს ფრთებს კავკასიურ ამბიციაში. ოღონდ თურქეთი ღიად ვერ შეგვიშლის ხელს. ხოლო რაც შეეხება ევროკავშირის ორ მონსტრს, გერმანია-საფრანგეთის პოზიციას, საქმე გართულებულია ახალი გაზსადენის „ნაბუკოს“ გამო. ეს გაზსადენი უფრო საფრანგეთ-გერმანიის ინტერესებს ემუქრება, ვიდრე – რუსეთისას. „ნაბუკო“ აღმოსავლეთ ევროპის ნაწილში გერმანია-საფრანგეთის მონოპოლიას ბოლოს მოუღებს. სწორედ ამიტომ არიან არმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ჩვენი ნატოში გაწევრიანების აქტიური მომხრენი, ხოლო დასავლეთ ევროპელები – არა.
რუსეთის ფედერაცია დაშლადია, რადგან ისინი მდგრად ეკონომიკურ სისტემას ვერ ქმნიან. დღეს თუ ხვალ ამერიკა ირანში შევა… ანტიგლობალურ ფრონტზე მხოლოდ ჩინეთი რჩება თავისი „სახელმწიფოკორპორატივიზმით“. 2005 წელს გაზეთ „ბათუმის ხმაში“ დაიბეჭდა საინტერესო სტატია მომავალი მსოფლიო მთავრობისშესახებ: „ამჟამად საქართველო იმ დონეზეა, რომ მისი მართვა მსოფლიო მთავრობის დუბლიორსაც არ გაუჭირდებოდა. შეიძლება მკიტხველს ეუცხოვოს ეს გამოთქმა, ამიტომ განვმარტავ: საქართველოს ან მთლიანად კავკასიის უფლებამოსილი წარმომადგენელი ეყოლებოდა მსოფლიო მთავრობაში, ხოლო მის ფუნქციას რეგიონში დუბლიორი შეასრულებდა.“
თუკი მსოფლიოს უცილობელი გაერთიანება მოელის, ხომ არ აჯობებდა კარს მომდგარ საპარლამენტო არჩევნებში ერთი სარეფერენდუმო საკითხიც გამოგვეტანა: „გსურთ თუ არა საქართველო ამერიკის შტატად იხილოთ“. რეფერენდუმის შედეგი ბევრ კითხვას გასცემდა პასუხს და დღევანდელ ყოფას დიდად წაადგებოდა.
მოქალაქე ჟურნალისტების წერილებისა და მოსაზრებების შინაარსზე Batumelebi.ge არ არის პასუხისმგებელი.