სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი: მომავალი წლიდან საპენსიო პაკეტი 140 ლარს შეადგენს

30.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი: მომავალი წლიდან საპენსიო პაკეტი 140 ლარს შეადგენს

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წევრებთან ერთად დღეს პენსიის ზრდისა და პენსიონერთა დაზღვევის საკითხი განიხილა.  მისი განცხადებით,  პენსიის ზრდის პოლიტიკა, დაპირებისამებრ, გრძელდება და  საპენსიო პაკეტი მომავალი წლიდან 140 ლარს შეადგენს.

მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გილაურს,  ანდრია ურუშაძესა და დიმიტრი გვინდაძეს კონკრეტული დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ პენსიების გრძელვადიანი ზრდა და სადაზღვევო სისტემის დახვეწა, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, ხელისუფლების პრიორიტეტი და 2012 წლის ბიუჯეტის მთავარი მიმართულებაა.

მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრისგან  ინფორმაცია მოითხოვა იმის თაობაზე, თუ რა რესურსი აქვს ქვეყანას იმისათვის, რომ პენსიონერებს 140-ლარიანი საპენსიო პაკეტი შესთავაზოს. როგორც ნიკა გილაურმა განაცხადა, სადაზღვევო პაკეტის ფარგლებში 15 000 ლარამდე გეგმიური ოპერაცია 20 პროცენტიანი თანადაფინანსებით ანაზღაურდება, ხოლო გადაუდებელი ოპერაციები ულიმიტოა და ამ შემთხვევაშიც, სახელმწიფოს მხრივ დაფინანსება 80 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება წამლების ანაზღაურებას, დაზღვევის ფარგლებში, ლიმიტი 200 ლარით განისაზღვრა და სახელმწიფო მათი ღირებულების 50 პროცენტს დაფარავს.

„მომავალ წელს პენსიების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, მაგრამ ჩემი დაპირება არ დამვიწყებია. როგორი კრიზისიც არ უნდა იყოს, ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, პენსიების ზრდა ეტაპობრივად უნდა გაგრძელდეს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუახლოვდეთ და შევასრულოთ ის დაპირება, რომელიც 2008 წლის იანვარში მივეცით მოსახლეობას. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი საზოგადოების ყველაზე დამსახურებული და, ამავდროულად, დაუცველი ნაწილი არიან ჩვენი პენსიონერები. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათთვის ორი საკითხია მთავარი – ჯანდაცვა და დაზღვევა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა – „ყველაზე მეტად პენსიონერების დახმარება და ეკონომიკის განვითარება მსურს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.