ირაკლი ირემაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მცდელობა 1921წლის თებერვალში პირველი არ ყოფილა. ეს ჯერ კიდევ 1920 წლის აპრილ-მაისში მოხდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ფაქტიურად უბრძოლველად დაიპყრო აზერბაიჯანი და შეეცადა საინგილოს მხრიდან საქართველოში შემოსვლას. სამხედრო ინტერვენციის ეს მცდელობა ქართულმა ჯარმა გენერალ კვინიტაძის მეთაურობით სწრაფადვე აღკვეთა. ამ შემთხვევაში საქართველოს ოკუპაციისგან გადარჩენას ხელი შეუწყო რუსეთის საერთაშორისო მდგომარეობამ. ამ პერიოდისათვის რუსეთს არც შიდა პოლიტიკა უქადდა კარგს, რადგანაც პოლონეთის არმიასთან და თეთრგვარდიელებთან პერმანენტულ მარცხს განიცდიდა.
რუსეთი ამ წარუმატებელი ოკუპაციის შემდეგ დათანხმდა საქართველოს, ეღიარებინა იგი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და მასთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ისტორიაში შესულია როგორც 1920 წლის 7 მაისის საქართველო–რუსეთის ხელშეკრულება, სადაც ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ არცერთი მათგანი არ დაუშვებს თავის ტერიტორიაზე მეორეს საწინააღმდეგო რაიმე დაჯგუფების საქმიანობას. ასევე ორივე მხარე ერთმანეთს აღიარებს სუვერენულ სუბიექტად და პირობას დებენ, რომ არ ჩაერევიან ერთმანეთის შიდა საქმეებში. ეს ხელშეკრულება ძალზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოსათვის, რადგან ფაქტიურად ყოფილი მეტროპოლის მიერ დამოუკიდებლად იქნა აღიარებული, რასაც წესით ხელი უნდა შეეწყო მის საერთაშორისო აღიარებისათვის. ხელშეკრულებას გააჩნდა საიდუმლო დანამატი, რომელსაც თავიდანვე არ მიექცია განსაკუთრებული ყურადღება. არადა ეს საიდუმლო დანამატი ძალზე სახიფათო იყო ქვეყნისათვის, მის საფუძველზე რუსეთმა შეძლო ქვეყანაში შეექმნა მეხუთე კოლონა. საიდუმლო დანამატი გულისხმობდა ბოლშევიკური ძალების სრულიად თავისუფალ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. Continue reading “წითელი ოკუპაცია”
