სიახლეები

ჩარევა სახელმძღავნელოების ბიზნესში

30.05.2012 • • 1051
ჩარევა სახელმძღავნელოების ბიზნესში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სახელმძღვანელოებზე ფასების რეგულაციამ მშობლები კმაყოფილი დატოვა. იგივეს ვერ ვიტყვით იმ გამომცემლებზე, რომლებმაც ფასები შეამცირეს. თუმცა გამომცემელთა შორისაც არიან ისეთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ფასი მართლაც არარეალურად მაღალია.

ირმა ზოიძე

გამომცემლობა „დიოგენეს“ ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე: „სადაც მეტი შეზღუდვა და რეგულაცია, იქ ყველაფერი მაინც ხარისხთან მიდის. ვინც ხმას ამოიღებს, ის სამაგალითოდ ისჯება. ამიტომაც არ ლაპარაკობს არავინ, თორემ რეალურად ბევრი ფიქრობს ჩემსავით. კონკრეტული ციფრების თქმა მიჭირს, მაგრამ ჩვენ უკვე ვნახეთ ზარალი. ამ წუთში წიგნების ბაზარზე, გამომცემლებს შეექმნათ ილუზია, რომ სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე მოგებას ნახავენ. ეს მხოლოდ დროებითი ეფექტია და დიდხანს არ გასტანს, რადგან თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობაა შეზღუდული“.

სასკოლო წიგნის ბიზნესის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, თურქეთში სახელმწიფო შეზღუდვები არსებობს, თუმცა არ არსებობს ბრიტანეთში. თამარ ლებანიძე ფიქრობს, რომ ამ შეზღუდვამ თურქეთს უკეთესი განათლების სისტემა ვერ მოუტანა: „საქართველოში რეგულაცია პირობითიც კია, მაგალითად, მათემატიკის წიგნი, რომელიც ორ ნაწილად გაიყო, საბოლოოდ მაინც ათ ლარზე მეტი ღირს. ერთ-ერთ ინგლისურის კურსის ფასი კი 17-18 ლარია“.

თამარ ლებანიძის თქმით, ეს ხელოვნური გამოსავალია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ბიზნესში შეზღუდვები გაუმართლებელია.

გამომცემლობა „ბაკურ სულაკაურის“ გამოცემული წიგნების 40-პროცენტი სასკოლო სახელმძღვანელოა. გრიფირების კონკურსში მისმა ორმა სახელმძღვანელომ გაიმარჯვა. კომპანიის მფლობელი ბაკურ სულაკაური სამინისტროს ახალი ინიციატივას არ გაუღიზიანებია. ის მიიჩნევს, რომ წიგნის ბიზნესში რეგულაციები ხელოვნურად გაზრდილმა ფასებმა გამოიწვია: „ეს უფრო თხოვნაა. ჩვენ შემთხვევაში ამას პრობლემა არ შეუქმნია, ბოლო შვიდი წელია რაც სახელმძღვანელოების ბაზარზე ვართ და არც ამ განცხადებამდე ღირდა ათ ლარზე მეტი ჩვენი წიგნები. გამომცემელს უნდა ესმოდეს, რომ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით წიგნი არ შეიძლება 14 ან 17 ლარი ღირდეს. ამაზე ხელის მოთბობა არ არის სწორი. ყველაფერს აქვს საზღვარი“.

რაც შეეხება ხარისხს, სულაკაური ფიქრობს, რომ ფასის გამო ხარისხი ვერ დაიკლებს: „ფასმა შეიძლება მოცულობის გამო ითამაშოს“.

ბაზარზე პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოების ფასის რეგულირებას მემორანდუმმა შეუწყო ხელი, რომელსაც წიგნების გამავრცელებლებმა მოაწერეს ხელი. დავით ბარაბაძე აჭარაში ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი და კომპანია „ლამპარის“ წიგნების მაღაზიის მფლობელია. იმის მიუხედავად, რომ თბილისელ კოლეგებთან შედარებით ტრანსპორტირების ხარჯი გაცილებით დიდი აქვს, ფიქსირებული ფასების შესახებ მემორანდუმის ერთ-ერთი ხელმომწერი ისიც გახდა. მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში, იმას ჰქონდა, რომ სამინისტრომ სისტემა ნელ-ნელა „მოაწესრიგა“: „განათლების სამინისტროს ბრძანებით, სახელმძღვანელოები, რომლებიც წელს გამოვიდა 5 წელიწადს არ შეიცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქონელი აღარ ჩამიწვება – თუ ვერ გავყიდდი მაკულატურაში უნდა ჩამებარებინა, რადგან მომავალ წელს ის არავის სჭირდებოდა.

ამ შეთანხმების შესაბამისად, გამომცემლები 20-პროცენტიან ფასდაკლება უნდა გაგვიკეთონ. თუმცა ზოგი ტირის და 15 პროცენტს აკლებს. არიან ისეთები, რომლებიც მაქსიმალური მოგების მიღებას ცდილობენ – მეუბნებიან 10 ლარი აწერია და 9-ად წამოვიღო. ისინი მინისტრმა გააფრთხილა, რომ თუ პირობას დაარღვევენ, სახელმძღვანელოების დაბეჭდვის უფლებას ჩამოართმევენ“.

ზემოთ აღწერილი ტენდენციების გამო, „დიოგენეს“ ხელმძღვანელი მონოპოლიისა და კორუფციის საშიშროებას ხედავს. თამარ ლებანიძის თქმით, პრობლემას გამომცემლებს ფასზე მეტად სწორედ ის უქმნის, რომ სახელმძღვანელოსთვის გრიფს დახურულ სივრცეში ანიჭებენ: „შესაძლოა ისეთი სცენარი განვითარდეს და არა მარტო ამ ბიზნესში, რომ მხოლოდ პრივილეგირებულებს ექნებათ ბიზნესის კეთების საშუალება. შერჩევითი დამოკიდებულება უკვე ჩანს, მაგრამ სისტემა ჩაკეტილია და ამის კონტროლი რთულია. შეფასება ხდება ანონიმურ რეჟიმში და გადაწყვეტილება აპელაციას არ ექვემდებარება. შესული განცხადებას არათუ საჯაროდ არ განიხილავენ, შინაარსობლივი შენიშვნებსაც კი არ წერენ. ჩვენ წელს 20 განაცხადიდან მხოლოდ ორი წიგნი დაგვიმტკიცეს“.

მომავალი წლიდან განათლების სამინისტრო ფიქსირებული ფასების დაწესებას მე-7 მე-12 კლასის სახელმძღვნელოებზეც აპირებს.

გადაბეჭდვის წესი