სიახლეები

შვეიცარიის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის ადგილი ბათუმი

30.05.2012
შვეიცარიის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის ადგილი ბათუმი

დღეს ბათუმში საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტების შხვედრა იგეგმება. აჭარის მთავრობაში ამ ეტაპზე ამ ინფორმაციის შესახებ დეტალები არ იციან.
კვირას რუსეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, შვეიცარიის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელინ კალმი–რეი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ორშაბათს საღამოს ბათუმში შეხვდება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ 31 ოქტომბერს.

კრემლის წარმომადგენელმა რუსეთის და შვეიცარიის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვს სურს ნათელი მოფინოს რამოდენიმე საკითხს იმ წინადადებებში, რომელიც შვეიცარიელმა შუამავლებმა ვმო–ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოამზადეს და რომელთაც თბილისი გასულ კვირას დათანხმდა.
შეგახსენებთ, ქართული დელეგაცია დათანხმდა შვეიცარიული მხარის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს რუსეთის მსო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

“27 ოქტომბერს შვეიცარიაში, ჟენევაში, შედგა შეთანხმება შვეიცარიული მხარის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც ამ ქვეყანამ, როგორც მედიატორმა, შესთავაზა რუსეთსა და საქართველოს. ამ შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელი ხდება საქართველო–რუსეთის ოფიციალურ და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის საერთაშორისო მონიტორინგი, რაც აქამდე არ ხდებოდა. ეს მონიტორინგი განხორციელებული იქნება საერთაშორისო მონიტორების მიერ.

აგრეთვე, მიღწეულ იქნა შეთანხმება ტექნოლოგიაზე, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ინფორმაციის გაცვლა,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თორნიკე გორდაძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.