სიახლეები

ყველა გზა „პირველთან“ მიდის?!

30.05.2012 • • 1185
ყველა გზა „პირველთან“ მიდის?!

ავტორი: გენო გელაძე, დემოკრატიის ინსტიტუტი

საკითხი, რომელზედაც გაზეთის ამ ნომერში ჩემს მოსაზრებას ვთავაზობ მკითხველს, ალბათ ყველასთვის ნაცნობია. საქართველოში, როდესაც რაღაც საკითხთან დაკავშირებით ე.წ. დაბალი რანგის ჩინოვნიკის, ან რაიმე სერვისის (მთავრობასთან ასოცირებულს) მომწოდებელს მივმართავთ დახმარების ან/და განმარტების თხოვნით, ძალიან ხშირად ეს პირები იწყებენ წუწუნს, რომ ეს საკითხი იმიტომაც გადაწყდა/დარეგულირდა ისე, როგორც არის, რომ ამგვარად „ზემოთ“ დაადგინეს. თუ ამ ადამიანის ზემდგომს ვნახავთ, უშუალოდ დაველაპარაკებით და ჩვენს „გასაჭირს“ ავუხსნით, ისიც ზუსტად იმავეს გაიმეორებს: შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, გეთანხმებით, მართალი ხართ, მაგრამ რა ვუყოთ, მე ვერაფერს შევცვლი რადგან „ზემოთ“ ასე დაადგინეს. ამგვარი ლოგიკით თითქმის ყველა საკითხზე საბოლოოდ მივიღებთ შემდეგ პასუხს: „პირველმა“ გადაწყვიტა, მე რა გიყო!

ფრაზა – „პირველმა გადაწყვიტა“ საკმაოდ აქტუალურია და მეც ბევრისგან გამიგია, თუმცა საინტერესოა იმის შეფასებაც, თუ ბოლო-ბოლო ვინ არის „პირველი“. ეს საკითხი იმის მიხედვით „რეგულირდება“, თუ რა რანგის და სტატუსის თანამდებობის პირს ესაუბრები. მაგალითად, აჭარაში ხშირად „პირველს“ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს უწოდებენ, თუმცა მის გადაწყვეტილებას, უფრო მოწიწებით ასე ახსენებენ: „თავმჯდომარემ გადაწყვიტა“. იგივე ვითარებაა ალბათ საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, სადაც „პირველი“ გამგებელს, მერს, გუბერნატორს ან სხვა გავლენიან ჩინოვნიკს ნიშნავს.

უმეტეს შემთხვევაში „პირველი“ საქართველოს პრეზიდენტს გულისხმობს და რატომღაც დადებითთან ერთად, არასასიამოვნო და უკანონო გადაწყვეტილებების მიღების არგუმენტად, არც-თუ ისე იშვიადად ჩინოვნიკები ხელს მისკენ იშვერენ (რა თმა უნდა ჩურჩულით და არასაჯაროდ).

ფაქტია, რომ საქართველოში უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბდა დამოკიდებულება, რომ რაც კარგი კეთდება, ქვეყნის პირველი პირის დამსახურებაა და ასევე მას უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე ყველა უარყოფითი პროცესები, მცირე ტენიკური საკითხებიც კი.

არ ვიცი, ამას რა ჰქვია, პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალება, საკუთარი ქცევის გამართლება, თუ რა, მაგრამ ხშირად ეს მიზეზი საკმარისია იმის დასასაბუთებლად, რომ ე.წ. დაბალი რანგის ჩინოვნიკს ან/და რაიმე სერვისის (მთავრობასთან ასოცირებულს) მომწოდებელს ერთგვარი შეცოდების დამოკიდებულებით ვეკიდებით და თხოვნა, მოთხოვნა, განმარტება და ა.შ. ურთიერთობა მთავრდება გულთბილი დამშვიდობებით: „ყველაფერი გასაგებია, თქვენ რა შუაში ხართ, შევდივარ თქვენს მდგომარეობაში“.

ეს დამოკიდებულება ჩემი აზრით არასწორი და მახინჯი გამოცდილების, გასული პერიოდის ცხოვრების წესის ბრალია (იყო დრო როცა ყველაფერი „მოსკოვს“ ბრალდებოდა) და მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი, რომელიც გარკვეულ ფუნქციებს ასრულებს, განსაკუთრებით ხელისუფლების პოზიციიდან, ან მთავრობასთან ასოცირებული სერვისის სახელით – პასუხისმგებლობას სრულად უნდა გრძნობდეს და იზიარებდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

ჩემი მოსაზრების დასადასტურებლად გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:
1. როდესაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან მერიის თანამშრომელი მის უშუალო საქმიანობას არაჯეროვნად, არასწორად და განსაკუთრებით საზოგადოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ ასრულებს და ამის მიზეზად „პირველის მითითებას“ ასახელებს, – სწორია?! – ჩემი აზრით – არა!

2. როდესაც მატარებლის გამცილებელი აცხადებს, რომ ვაგონში არსებული საპირფარეშოს მოუწესრიგებლობა მისი და მისი კოლეგების ბრალი კი არაა, არამედ „ზემოთ“ მიაჩნიათ, რომ ასე უნდა იყოს, სწორია?! – რა თქმა უნდა, არა!

3. როდესაც ზაფხულის თვეში, ბათუმში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გააჩერებს მანქანას, რომელსაც მთვრალ მდგომარეობაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლი მართავს, ხოლო პოლიციის თანამშრომელი მხოლოდ სასტუმროში მიცილებით `დასჯის~ და თანაც თავს გაიმართლებს: რა ვქნა, „ზემოდან“ ასე გვავალებენ! პოლიციელის ქმედება სწორია?! რა თქმა უნდა, არა!

4. როდესაც ჟურნალისტი აშკარად სუბიექტურ მასალას მოამზადებს, ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არასწორად იქცევა, რასაც თავადაც არ ეთანხმება, მაგრამ ამავდროულად აცხადებს: რა მექნა „იმან“ (ხელმძღვანელი) ასე დამავალა! სწორია ჟურნალისტის, ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ქცევა?! რა თქმა უნდა, არა!

5.როდესაც სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელი მეწარმეს დააჯარიმებს და თან „გაანდობს“: რა ვქნა, მე კი არ მინდოდა, უბრალოდ დამავალეს და საერთოდაც, „ზემოთ“ რომ მოინდომონ, ნებისმიერს გაუკეთებენ იმავეს! – სწორია სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის ქმედება?! რა თქმა უნდა, არა!

6.როდესაც პოლიტიკური პარტიის (პოლიტიკური სუბიექტის) წარმომადგენელი მისი „ლიდერის“ განცხადებას პირად საუბრებში კატეგორიულად არ ეთანხმება, თუმცა საჯარო განცხადებების გაკეთების დროს ცდილობს, დაეთანხმოს და საზოგადოება დაარწმუნოს ამ მოსაზრების სისწორეში, რასაც თავადვე არ ეთანხმება, ხოლო პირად საუბარში ამბობს, რომ „ამ ეტაპზე პარტიის ინტერესები მოითხოვს ასე!“ სწორია პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის ქცევა?! რა თქმა უნდა, არა!

როგორც ჩანს, ხშირად საკუთარ ქცევას აბრალებენ ვიღაც უხილავ „ზემოთ“-ს, ან ხილულ „პირველს“ და სამწუხაროდ ამ ქცევას საზოგადოების დიდი ნაწილი „გაგებით“ ეკიდება.

ვფიქრობ, დროა ადამიანები მივეჩვიოთ იმას, რომ კონკრეტული პასუხისმგებელი პირისგან მოვითხოვოთ მასზე დაკისრებული ვალდებულებების სწორად და ჯეროვნად შესრულება და არანაირად არ „ვაპატიოთ“ სხვაზე გადაბრალება.

ჩემი სამსახურებრივი გამოცდილებიდან გამომდინარე და საკმაოდ ფართო ნაცნობ-მეგობრებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მიმაჩნია, რომ, ის ვინც თავის ქმედებას, ზემდგომს (`პირველი~, „ზემოთ“, „თავმჯდომარე“, „რედაქტორი“, „დირექტორი“, „ლიდერი“ და ა.შ.) აბრალებს, უმეტეს შემთხვევაში თავად არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას/სამსახურს და ასეთი გადაბრალება მისივე უუნარობის და ცუდი მუშაობის გამომხატველია. არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა გადაბრალება საფუძვლიანია, თუმცა მაინც არასწორად მიმაჩნია საკუთარი ქცევის სხვაზე გადაბრალება, ვინც არ უნდა იყოს ეს.

სანამ ამ მახინჯ „ტრადიციას“ არ დავივიწყებთ, მანამდე იქნება ჩვენი საზოგადოება ლიდერების ძიებაში, ერთ ადამიანზე ქვეყნის განვითარების იმედების დამყარების ან ყველაფრის ცუდის ერთი ადამიანისთვის დაბრალების პროცესში.

გადაბეჭდვის წესი