სიახლეები

ცუდად შესრულებული „ბაღდადური“

30.05.2012 • • 1106
ცუდად შესრულებული „ბაღდადური“

ავტორი: ემზარ კახიძე (ისტორიკოსი)
სადამ ჰუსეინი ახალგადაგდებული იყო, როდესაც აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჰოლივუდური ფრაზა ისროლა: „მისია შესრულებულია“. ნამდვილად არ მახსოვს მიაყოლა თუ არა მისტერ ბუშმა ამ სიტყვებს ჰოლივუდურივე ღიმილი, მაგრამ მისი ავბედითი ინიციატივა დადებითი ემოციების და კბილების ღრეჭის საბაბს რომ არ იძლევა საბოლოოდ გაცხადდა: ამერიკელების გასვლის მეორე დღესვე ჩაფლავებული მისიის „ტროტილოვანი სურნელი“ მთელმა მსოფლიომ ჩაიყნოსა.

კარგად მახსოვს დასავლელი „ანალიტიკოსების“ ოპტიმისტური პროგნოზები ერაყის „იაპონიზაციის“ პერსპექტივებზე, როდესაც არაანგაჟირებული სპეციალისტებისთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ მონოეთნიკურ და სხვა ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში ჩამოყალიბებულ იაპონიისგან განსხვავებით, მინიმუმ სამ ანტაგონისტურ თემად გაყოფილ ერაყში დემოკრატიის გარედან თავს მოხვევა სრული კრახით დამთავრდებოდა.

ვერ ვიტყვი, რომ ერაყის კამპანია რაღაც სრულიად არაბუნებრივი პროცესების შედეგია. ნებსით თუ უნებლიედ ამ მოვლენამ ისლამურ სამყაროში მსოფლიო ისტორიულ პროცესებს შეუწყო ხელი, რომელიც დღეს არაბული გაზაფხულის სახელითაა ცნობილი. თუმცა, ვშიშობ, ამ გაზაფხულის მონაგარი დასავლეთისთვის არც თუ პროდუქტიული იქნება.

ისტორიაში ასე ხდება ხოლმე, გაბატონებული ძალა თავისით ითხრის სამარეს. ახლომხედველური ტაქტიკური მოსაზრებებით სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდებისას იკარგება სტრატეგიაც და ინიციატივაც, სწორედ იმიტომ რომ ეს მოსაზრებები ამწამიერი და ზედმეტად მიწიერია.

სავსებით შესაძლებელია, იგივე ახლომხედველობა მეტოქესაც „შეეყაროს“, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – შენ უკვე მოწინააღმდეგის სავარაუდო შეცდომებზე ხარ დამოკიდებული და თვითონ ვერ აკონტროლებ სიტუაციას, რაც, ზოგადად და განსაკუთრებით დასავლური მენტალიტეტიდან გამომდინარე, ერთობ არაკომფორტულია.

ვინმე თუ კიდევ ფიქრობს, რომ ამერიკლები დიდი შორსმჭვრეტელობით მსოფლიო პოლიტიკის კავკასიურ სცენაზე გამოირჩევიან, მხოლოდ ვუთანაგრძნობ. უფრო მეტსაც ვიტყვი, აგვისტოს ომის საშინელი შედეგების მხოლოდ ჩვენ მთავრობაზე გადაბრალება ძირშივე მცდარი მოსაზრებაა.

ისტორიული გამოცდილება მაფიქრებინებს, რომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენი რეგიონი ადრე თუ გვიან სამხრეთის მსხვილმასშტაბიანი ინტერესების სფეროში შევა (თურქეთის დღევანდელი ამბიციები ამ მხრივ მხოლოდ მსუბუქი სიმპტომებია). უნდა ვაღიაროთ, რუსეთის ჩამოქცევაზე შიზოფრენულად ჩაციკლულ ხელისუფლებაში საღი აზრის გამოღვიძებაზე ოცნებაც აღარ შეიძლება, ამიტომ თუკი თვითგადარჩენის ინსტიქტი მაინც შემოგვრჩა 2008 წლის იანვრის შეცდომას აღარ გავიმეორებთ და პირდაღებული არ დაველოდებით რას იტყვის „ბაღდადურის“ თუ „განდაგანას“ ერთნაირად ცუდად შემსრულებელი ვაშინგტონი, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი კატასტროფა გარდაუვალი იქნება…

გადაბეჭდვის წესი