სიახლეები

წითელი ოკუპაცია

30.05.2012 • • 1663
წითელი ოკუპაცია

ირაკლი ირემაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მცდელობა 1921წლის თებერვალში პირველი არ ყოფილა.  ეს ჯერ კიდევ 1920 წლის  აპრილ-მაისში მოხდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ფაქტიურად უბრძოლველად დაიპყრო აზერბაიჯანი და შეეცადა საინგილოს მხრიდან საქართველოში შემოსვლას. სამხედრო ინტერვენციის ეს მცდელობა ქართულმა ჯარმა გენერალ კვინიტაძის მეთაურობით სწრაფადვე აღკვეთა. ამ შემთხვევაში საქართველოს ოკუპაციისგან გადარჩენას ხელი შეუწყო რუსეთის საერთაშორისო მდგომარეობამ. ამ პერიოდისათვის რუსეთს არც შიდა პოლიტიკა უქადდა კარგს, რადგანაც პოლონეთის არმიასთან და თეთრგვარდიელებთან პერმანენტულ მარცხს განიცდიდა.

რუსეთი ამ წარუმატებელი ოკუპაციის შემდეგ დათანხმდა საქართველოს, ეღიარებინა იგი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და მასთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ისტორიაში შესულია როგორც 1920 წლის 7 მაისის საქართველო–რუსეთის ხელშეკრულება, სადაც ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ არცერთი მათგანი არ დაუშვებს თავის ტერიტორიაზე მეორეს საწინააღმდეგო რაიმე დაჯგუფების საქმიანობას. ასევე ორივე მხარე ერთმანეთს აღიარებს სუვერენულ სუბიექტად და პირობას დებენ, რომ არ ჩაერევიან ერთმანეთის შიდა საქმეებში. ეს ხელშეკრულება ძალზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოსათვის, რადგან ფაქტიურად ყოფილი მეტროპოლის მიერ დამოუკიდებლად იქნა აღიარებული, რასაც წესით ხელი უნდა შეეწყო მის საერთაშორისო აღიარებისათვის. ხელშეკრულებას გააჩნდა საიდუმლო დანამატი, რომელსაც თავიდანვე არ მიექცია განსაკუთრებული ყურადღება. არადა ეს საიდუმლო დანამატი ძალზე სახიფათო იყო ქვეყნისათვის, მის საფუძველზე რუსეთმა შეძლო ქვეყანაში შეექმნა მეხუთე კოლონა. საიდუმლო დანამატი გულისხმობდა ბოლშევიკური ძალების სრულიად თავისუფალ  საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან აქტიურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პირველივე სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელიც ვერსალში შედგა, საქართველო გაგზავნა თავისი დელეგაცია ზურაბ ავალიშვილის, მიხეილ (მიხაკო) წერეთელის ხელმძღვანელობით. ამ პოლიტიკის გატარებაში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საერთაშორისო საზოგადოება ყოველთვის გერმანიის მოკავშირის `სტიგმის” საფუძველზე განიხილავდა რაც აშკარად არ უწყობდა ხელს მის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას. პირიქით ეს `სტიგმა” ყოველთვის ბარიერად ეღობებოდა საქართველოს. ამასთანავე დასავლეთ ევროპის ქვეყნები  კავკასიას ყოველთვის რუსეთის ინტერესების სფეროდ განიხილავდა. მართალია ბრიტანეთს ჰქონდა მცელობა კავკასიის დაკავებისა და ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკონტროლებდა სამხრეთ კავკასიის მთავარ საზღვაო კარიბჭეს- ბათუმს, მან მაინც ვერ შეძლო აქ მძლავრი გავლენის მოპოვება. ამასთანავე, დასავლეთის სახელმწიფოებს ჯერ კიდევ სჯეროდათ რუსეთში `თეთრების” გამარჯვებისა და იმედი ჰქონდათ მიიღებდნენ იმ მილიონობით რუსულ მანეთს, რაც რუსეთის იმპერიას მათთან სესხის სახით გააჩნდა. შესაბამისად ამ ყველაფრიდან გამომდინარე დასავლეთი თავს არიდებდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას. ამიტომაც ერთა ლიგაში, (რომელიც ამ დროისთვეს მთავარ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენდა და მსოფლიო მართველობასთან ასოცირდებოდა) არ მოხერხდა საქართველოს გაწევრიანება.

ფაქტიურად ამ ყველაფრის შემდეგ საქართველო მარტოდ პირისპირ რჩებოდა იმპერიული რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის პირისპირ. 1920 წლის ბოლოსა და 1921 წლის დასწყისში საბჭოთა რუსეთმა გაიუმჯობესა თავისი საგარეო მდგომარეობა ამასთანავე ფაქტიურად გაიმარჯვა `თეთრებთან” ომში და მოახდინა სომხეთის ოკუპაციაც. ერთადერთი რამ, რაც ხელს უშლიდა რუსეთს საქართველოს ოკუპაციაში, იყო ქემალისტური თურქეთის პოზიცია, რომელსაც თავისი ინტერესები გააჩნდა საქართველოში. სწორედ თურქეთის პოზიციის გაცნობას და მის ნეიტრალიზებას ითხოვს ავბედითი მეთერთმეტე წითელი არმიის მეთაური ჰეკერი. 1920 წლის ბოლოს მოსკოვში რუსეთსა და თურქეთს შორის მოხდა შეთანხმება და ქართული მიწების გადანაწილება.

1920 წლის ბოლოსა და 1921 წლის დასაწყისში დასავლეთის სახელმწიფოები დარწმუნდნენ რუსეთში ბოლშევიკების საბოლოო გამარჯვებაში და შესაბამისად მალევე საქართველო ცნეს დეიურედ. განსაკუთრებით აღსანიშნავია საფრანგეთისა და ინგლისის მიერ აღიარება, თუმცა ეს უკვე ძალზე დაგვიანებული იყო, რუსეთი უკვე მზად იყო ოკუპაციისათვის. ამ საქმეს ხელმძღვანელობდნენ კრემლში დაწინაურებული ქართველები იოსებ სტალინი და სერგო ორჯონიკიძე. სწორედ მათი დიდი მეცადინეობის შედეგად მოხდა ვ. ლენინის დარწმუნება საქართველოს დაპყრობის აუცილებლობაში. არადა ლენინი საერთოდ არ განიხილავდა საქართველოს დაპყრობას. ლენინს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს  გამოყენება სურდა ევროპასთან საკომუნიოკაციოდ და კორიდორის როლის შესასრულებლად. თუმცა სტალინი და ორჯონიკიძე საქართველოს დაპყრობას მათ პიროვნულ ღირსებად აღიქვამდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ ამ სანუკვარი მიზნის განხორციელებისათვის.

ოკუპაციისათვის რუსეთს კარგი `სასათბურე”  პირობები გააჩნდა. საერთაშორისო მდგომარეობის გაუმჯობესება, თურქეთის პოზიცია და საქართველოს ტერიტორიაში ჩადებული ნაღმი. აქიდან გამომდინარე თებერვლის თერთმეტში დაიწყო ოკუპაციის განხორციელება. ლორეს ნეიტრალურ ზონაში მოხდა პროვოკაცია, ერთ ღამეში მოიშალა ლორეში არსებული ქართული ჯარის ნაწილები. სომხეთის მხრიდან შემოვიდა მეთერთმეტე წითელი არმია, ასევე შეტევა განხორციელდა აზეირბაიჯანის მხრიდან, ფოილოს მიმართულებით და სოჭის მხრიდან აფხაზეთის მიმართულებით. Aმას თან დაერთო თურქეთის მხრიდან სამხრეთ დასავლეთ საქართველოს ქართული ჯარებისაგან გაწმენდის მოთხოვნა. Fფაქტიურად საქართველო ალყაში მოექცა. აქ კიდევ ერთხელ თავი იჩინა გენერალიტეტის და მთავრობის შეუთანხმებლობამ. მხოლოდ 19 თებერვალს დარწმუნდა მთავრობა, რომ უნიათო გენერლის ოდიშელიძის სამხედრო მეთაურად ყოფნა კიდევ უფრო აჩქარებდა მარცხს და აუცილებელი იყო სამხედრო მეთაურის შეცვლა. მხოლოდ მაშინ გაახსენდათ გენერალი კვინიტაძე, რომელსაც არ ენდობოდა მთავრობა, თუმცა ამ შემთხვევაში სხვა გზა არ რჩებოდათ. კვინიტაძემ მალევე შეძლო ომის სადავეების მოპოვება და წითელი არმიის შემოტევების შეჩერება, თუმცა არსებული რეალობა კარგს არაფერს უქაადდა ქართულ არმიას და საქართველოს.

ჯარი განიცდიდა ირაღისა და სურსათის ნაკლებლობას, ასევე ვეღარ უმკლავდებოდა გაშლილი ფრონტის პირობებში ფრონტის მთელი ხაზის გაკონტროლებას. მიუხედავად იმისა, რომ 22 თებერვლიდან ქართული ჯარი უკვე კონტრშეტევაზე გადავიდა. ამდროისთვის უკვე ფრონტის ხაზი კახეთიდან მანგლისამდე იყო გადაჭიმული. რეზერვის უქონლობის გამო ქართულ ჯარს ფაქტიურად აღარ შეეძლო მთლიანი ფრონტის გაკონტროლება. აქიდან გამომდინარე, 24 თებერვალს გენერალმა კვინიტაძემ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის დატოვებისა და მცხეთაში გამაგრებისა (შემდგომში გამოჩნდა რომ თბილისის დატოვების შემდეგ ვეღარ მოხერხდებოდა ჯარის ნაწილების შეკავება და მცხეთაში გამაგრება). 25 თებერვალს შუადღისას წითელი არმიის ნაწილები თბილისში გამოჩნდნენ. ორჯონიკიძის დეპეშით მოსკოვს ეცნობა, რომ თბილისის თავზე ფრიალებდა `წითელი დროშა”. თბილისში დაცემის შემდეგაც მიმდინარეობდა ბრძოლები საბოლოოდ კი ომი დასრულდა 17 მარტს როცა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმის პორტიდან ემიგრაციაში წავიდა. სწორედ ბათუმი იყო ბოლო პუნქტი, სადაც ვრცელდებოდა დემოკრატიული რესპუბლიკის იურისდიქცია.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციას საბჭოთა რუსეთის მხრიდან ფაქტიურად არანაირი საერთაშორისო გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამას მარტივი ახსნა ჰქონდა, რუსეთმა ოკუპაცია უარყო და ის მარტივად შიდა ამბოხებად მონათლა.

შეგვეძლო, თუ არა ამ ომში გამარჯვება? ეს კითხვა  დღესაც აქტუალური რჩება. ისტორიკოსთა ნაწილის აზრით ომში გამარჯვება საკმაოდ რეალური იყო, ამისათვის აუცილებელი იყო მთავრობის რეალისტური გათვლა და გულუბრყვილობის დავიწყება. ასევე მთავრობისა და გენერალიტეტის ურთიერთნდობა და შეთანხმებული მოქმედება, ჯარის იმ რეფორმის გატარება, რასაც მოითხოვდა გენერალიტეტი. ასევე ძალზე ცუდად იმოქმედა თვიონ გენერლებს შორის შეუთანხმებელმა მოქმედებებმა. ეს განსაკუთრებით თვალნათლივ ვლინდება თბილისის დაცვის დროს, როცა კვინიტაძემ უშუალოდ ფრონტის ხელმძღვანელებს გენერალ მაზნიაშვილის და პოლკოვნიკ ანდრონიკაშვილ დაუკითხავად იმოქმედა და არ გაითვალისწინა მათი აზრი. რეალურად საქართველოს იმ დროისათვის გააჩნდა ამ ოკუპაციის თავიდან აცილების რესურსი. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ მეთერთმეტე არმია საბჭოთა არმიებს შორის ყველაზე სუსტი და არაორგანიზებული იყო. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე 23 თებერვლისთვის, მაშინ როცა წითელი არმია უკან იხევდა, ჰეკერს უკვე  ჩართული ჰქონდა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და ფაქტიურად ბრძოლის გაჭიანურების შემთხვევაში წითელი არმიის მარცხი გარდაუალი იქნებოდა.

რედაქცია არ არის პასუხისმგებელი მოქალაქე ჟურნალისტების მიერ მოწოდებული მასალების შინაარსის სიზუსტეზე.

გადაბეჭდვის წესი