სიახლეები

ჩვენ გვწამს… „პრაზდნიკებზე“

30.05.2012
ჩვენ გვწამს… „პრაზდნიკებზე“

[slideshow]

ავტორები: (მოქალაქე ჟურნალისტები) ანი ზაქარაძე, მარი ზოიძე, თამილა ვერძაძე, ნინო ბოლქვაძე, ნოდარ კონცელიძე.

ყველამ გადავხედოთ დღევანდელ საქართველოს… რა თქმა უნდა ძალიან ბევრ საამაყოსთან და ღირებულთან ერთად უამრავი პრობლემა და ნაკლი გაგვაჩნია რომლებიც თავისით არ მოგვარდება თუ ჩვენვე არ მივხედეთ!

საერთოდ საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა, რომელიც ოდითგანვე რწმენით გამოირჩეოდა. ღვთის სიყვარულით ქართველები ყოველთვის იკრებდნენ საკმარის ძალას, რომ მტრებს გამკლავებოდნენ, ზოგჯერ თავიანთი სიცოცხლის ფასადაც კი! გავიხსენოთ აბო თბილელი, შუშანიკი, ქეთევან წამებული. უდიდესი იყო მათი რწმენა და სიყვარული ღვთისადმი, თუმცა გადავხედოთ დღევანდელობას…

რა შეგვრჩა?

„გაფერმკრთალებული“ რწმენა, სკეპტიკური მიდგომა რელიგიისადმი, დღესასწაულებზე(იგივე „პრაზდნიკებზე“) გახსნებული ეკლესია…

რა „მოეთხოვება“ დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანს?

თუმცა მას არავინ არაფერს სთხოვს. რას უნდა აკეთებდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი თავისი სულის გადასარჩენად და „სამოთხის ბილეთის“ მოსაპოვებლად? პირველ რიგში უნდა სწამდეს და უყვარდეს თავისი სამშობლო! სწორედ რწმენამ და ერთიანობამ შემოგვინახა საქართველო 40 საუკუნის განმავლობაში! მართლმადიდებელი ქრისტიანი აუცილებლად უნდა დადიოდეს „ღვთის სახლში“ კვირაში ერთჯერ მაინც, რათა ყოველ მისვლაზე მიუახლოვდეს უფალს და განიწმინდოს ამქვეყნიური „სიბინძურისგან“

ეკლესია – ეს თავშეყრის ადგილი არაა, სადაც მხოლოდ მეგობრის სანახავად უნდა წახვიდე, ან იმიტომ, რომ აღდგომაა და შენში სინდისის გრძნობა იღვიძებს, ახლა მაინც წავიდე ეკლესიაშიო! 6 დღის განამავლობაში უფალმა შექმნა ცა და დედამიწა, და ყოველივე არსებული, ხოლო მეშვიდე დღეს დაისვენა.

დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანს არ ევალება რელიგიისათვის თავის გაწირვა, ან სისხლიანი მსხვერპლშეწირვა! მხოლოდ  უნდა სწამდეს და კვირაში 2 საათს მაინც უთმობდეს უფალს… ამასთანავე იყოს შემწყნარებელი, გულთბილი და მოსიყვარულე… აქვე საჭიროა ორი უმთავრესი თვისება ამ ცხოვრებაში(როგორც რუსი ფილოსოფოსი სერგეი ლაზარევი მიიჩნევს) შენდობა და მონანიება! მისი – ლაზარევის, აზრით, სწორედ ამ ორი თვისების და უფლის შეწევნით შესაძლებელია ყოველგვარი დაავადებისაგან განკურნება, ვინაიდან დაავადება ეს არის ცოდვა, ხოლო მისი მონანიებით, ან სხვისთვის შენდობით ამ ცოდვას სხეულიდან განდევნი. ამ ორი თვისების გარეშე არანაირი რელიგიური რიტუალის მშრალად შესრულებას ფასი არ აქვს.

ჩვენ გავესაუბრეთ ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მოძღვარს მამა სერგი რუხაძეს, რომელიც ხსნის ეკლესიის არსს და მნიშვნელობას მართმადიდებელი ქრისტიანისათვის.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=BehxLpZB6Ng?fs=1]

შეიძლება მკითხველს გაუჩნდეს კითხვა ან კომენტარი: „რა თქვენი საქმეა ჩვენ წავალთ თუ არა ეკლესიაში? “  „საკუთარ თავს მიხედეთ და შემდეგ აკრიტიკეთ სხვები“ და ა.შ, ხოლო ჩვენი პასუხი იქნება, რომ ეს არ არის კონკრეტულად ვინმეს პრობლემა, ეს ქვეყნის პრობლემაა, ვინაიდან შენ უკან შენი სამშობლო დგას, ნებისმიერი შენი საქციელი ამავდროულად აისახება ქვეყანაზე, და ერთადერთი მიზეზი რის გამოც ჩვენ ამას ვწერთ, ის არის, რომ ეს ერის პრობლემაა, ნაკლია, შესაბამისად თითოეული ჩვენგანის ნაკლია…

გვიყვარდეს და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ნუ გავხდით ეკლესიას ,,ბირჟად“ და ცოტა უფრო მეტი დრო დავუთმოთ უფალს და ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.