სიახლეები

ჩვენც დავბერდებით…

30.05.2012 • • 2798
ჩვენც დავბერდებით…

[slideshow]

ავტორი – მოქალაქე ჟურნალისტები: თამარ ლომიძე, თამარ თურმანიძე, ლუიზა ბალაძე, მარიკა ზაქარაძე, გიგა ახალაია.

ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე დაარსდა 1995 წლის 5 მარტს, მეუფე დიმიტრის ძალისხმევით. ამჟამად, დაწესებულების ხელმძღვანელია დეკანოზი შიო პაიჭაძე. სავანეში ფუნქციონირებს წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარი, სადაც ყოველ შაბათ-კვირას აღევლინება წირვა-ლოცვა.

სათნოების სავანეს მიზანია მზრუნველობა და ყურადღება არ მოაკლოს მიუსაფარ მოხუცებს, რომლებიც ბედის ანაბარა დარჩნენ, ოჯახისგან გარიყულები არიან და სჭირდებათ მხარდაჭერა/თანადგომა.

სავანეში შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ მოხუცებმა თავი იგრძნონ კარგად, მოიპოვონ სულიერი სიმშვიდე, ოჯახური სითბო, რომელიც ასე სჭირდებათ.

ადამიანები იბადებიან, იზრდებიან და ბერდებიან.

მოხუცებულობა სიცოცხლის ბოლო ეტაპია და გამორჩეული იმითაა, რომ ამ დროს უკვე შეიძლება გადახედო შენს წარსულს და ნახო, თუ როგორი იყო შენი ცხოვრების აზრი და მიზანი, როგორ შეასრულე უფლის მიერ დაკისრებული ვალი.

მოხუცების მეტყველი თვალები, ცდილობენ მუდამ სითბო ასხივონ, დანაოჭებული შუბლი გვამცნობს, რომ მათში თავი მოუყრია ცხოვრების გამოცდილებას, რომ ისინი სხვებზე უკეთ იცნობენ ამ წუთისოფელს. ეს არის ეტაპი, როცა ადამიანი ღმერთთან სიახლოვეს უკეთ გრძნობს და ყველაზე მეტად აფასებს სიცოცხლეს, მის ყოველ დღეს, წუთსა თუ წამს.

მათ არ სურთ ის მცირე დრო, რაც დარჩენიათ უქმად, ძილში დახარჯონ. ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ ყოველი ძვირფასი წუთი და ის, ახლობელ ადამიანთა გარემოცვაში გაატარონ, დატკბენ შვილიშვილებისა და შვილების ცქერით, მათი ბედნიერება თავადაც გაიზიარონ.

მაგრამ არსებობენ მოხუცები, რომლებიც თავიანთ ოჯახის წევრებს მძიმე ტვირთად მიაჩნიათ. არ სურთ მათზე იზრუნონ და ურჩევნიათ ისინი მიუსაფართა სახლის ამარა დატოვონ. არც მათი ამაგი ახსოვთ და არც მოვალეობა მშობლების მიმართ.

ამბობენ, რომ სათნოების სახლში მომუშავე პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იქ მცხოვრებლებმა თავი იგრძნონ ბედნიერად.

ჩვენ, ჯგუფმა გადავწყვიტეთ ვსტუმრებოდით სათნოების სავანეს, მოგვენახულებინა მოხუცები და გვესაუბრა მათთან.

პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოხუცები ძალიან კარგად მღერიან, ცეკვავენ, შაირობენ, ქსოვენ და უკრავენ სხვადასხვა ინსტრუმენტზე. მათ აქვთ შექმნილი ანსამბლი „სათნოება“, სადაც ყელას შეუძლია საკუთარი ნიჭის გამოვლენა. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ისინი სიმღერის დროს ივიწყებენ ყველა პრობლემასა და ცუდ მოგონებებს, რომლებიც მათ წარსული ცხოვრებიდან აქვთ შემორჩენილი.

76 წლის გუგული ასამბაძე, პროფესიით ექიმი თერაპევტია. მას არ სურდა თავისი წარსულის გახსენება, ამიტომ მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ოჯახური უთანხმოების შედეგად აღმოჩნდა სათნოების სავანეში. როგორც თვითონ ამბობს, იქ ყოფნას აქ ყოფნა ურჩევნია, რადგან იქ თავს მარტოსულად გრძნობდა, უძილობა აწუხებდა და ესაჭიროებოდა მკურნალობა. ის ფიქრობს, რომ აქ სისუფთავე და კარგი საჭმელია. ქალბატონი გუგული ძალიან კარგად მღერის და უკრავს გიტარაზე.

ჩვენი შემდეგი რესპოდენტი იყო 67 წლის ნათელა სიხარულიძე, პროფესიით ექთანი-ქირურგი-ტრავმატოლოგი. სამწუხაროდ, ის ვერ ხედავს. 25 წელი მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ის ძმამ მოიყვანა სათნოების სავანეში, ჰყავს ბიჭი გია და ამბობს, რომ შვილს არ აქვს იმის პირობები, რომ წაიყვანოს მასთან, თუმცა ამბობს, რომ ამის გამო არ ნაღვლობს.

ქ. ნათელა: „ჩვენი მამა შიოს, ამ კოლექტივს რომ განაგებს, რამდენი მადლი გაუკეთებია, მარტო მე რომ ვიცი, აქ მობინადრეებისათვის. მე მინდა დავლოცო ჩვენი მოძღვარი, რომელმაც დიდი რწმენა ჩაგვინერგა. ის ყოველთვის გვეუბნება: „შენთან არს ღმერთი“. მინდა მამა შიო დავლოცო თავისი ოჯახით, შებერებოდეს ჩვენს სავანეს. რა ვიცი იქნებ არ უნდოდეს, მაგრამ ჩვენ ასე გვინდა (იცინის), ასევე დავლოცავ ჩვენს გიორგის, მამა შიოს მოადგილეს – უფლის წყალობა და სიხარული არ მოჰკლებოდეს მის ოჯახს.“

ქალბატონმა ნათელაც ამბობს, რომ ძალიან კმაყოფილია აქ ცხოვრებით და თუნდაც სხვაგან მოუწიოს ცხოვრება, ის ვერასოდეს დაივიწყებს მამა შიოსა და  კოლექტივს, რომელიც ძალიან უყვარს.

ამის შემდეგ ქალბატონმა ნათელამ იმღერა და ჩვენ ცრემლები ვერ შევიკავეთ.

https://www.youtube-nocookie.com/embed/kRB9RYbVGW8?rel=0

ასევე გავესაუბრეთ ბაბუებს, რომლებიც  თვალზე ცრემლებით იხსენებდნენ თავიანთ წარსულს. ისინი უსაქმოდ არ ზიან, ჩხირკედელაობენ და ამით თავს ირთობენ.

გავესაუბრეთ ბატონ ვაჟა დოლიძეს, რომელიც 78 წლისაა. 54 წელი მუშაობდა აჭარის სკოლებში მათემატიკის მასწავლებლად. ის სათნოების სავანეში იმყოფება მეუღლესთან ერთად, რომლის ავადმყოფობის გამო კრედიტი აიღო, რისი დაფარვაც ვერ შეძლო და სწორედ ეს გახდა იმისა მიზეზი, რომ დარჩა თავშესაფრის გარეშე და იძულებული გახდა წამოსულიყო სათნოების სავანეში.

ბატონმა ვაჟამ აღნიშნა, რომ მას შეეძლო შვილთან, რძალთან და შვილიშვილებთან ცხოვრება, თუმცა იმის გამო, რომ ბევრნი ვერ შეძლებდნენ ბინის ქირაობას, გადაწყვიტეს ზედმეტ ტვირთად არ დაწოლოდნენ მათ და განცალკევებით, თავშესაფარში ცხოვრებით შეემცირებინათ მათთვის ხარჯები.

თითოეული მოხუცი აქ ახლობელმა მოიყვანა, მაგრამ ისინი მაინც ცდილობენ მათ გამართლებას და ყოველთვის სითბოთი იხსენიებენ. რაგინდა გასაოცარიც არ უნდა იყოს, ზოგიერთები ამაყობენ კიდეც შვილების წარმატებით.

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სათნოების სავანე არის ერთი დიდი ოჯახი, სავსე სიყვარულით, სითბოთი, მზრუნველობით, მეგობრობითა და ურთიერთპატივისცემით. თუმცა, მოდით ყველამ ვაღიაროთ, რომ ვერც ერთი კომფორტული, მატერიალური და სულიერი სიმდიდრით უზრუნველყოფილი თავშესაფარი ვერ მიანიჭებს ადამიანს სულიერ სიმშვიდეს.

ამ ადამიანებს აქვთ შექმნილი ყველანაირი პირობები იმისათვის, რომ თავი იგრძნონ უზრუნველყოფილად, თუმცა ყველა თავს ბედნიერად მაინც არ გრძნობს. რატომ? პასუხო მარტივია: ბედნიერება ნიშნავს როცა გრძნობ, რომ ჯერ კიდევ საჭირო ხარ ვიღაცისთვის, ჯერ კიდევ შეუძლიათ შენი სიყვარული და მზრუნველობა.
ნუთუ ასე რთულია გამოვხატოთ სითბო იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც   ცხოვრება ჩვენს აღზრდასა და მზრუნველობაში გაატარეს.
ჩვენც აუცილებლად დავბერდებით…

გადაბეჭდვის წესი