სიახლეები

შარდენის ტიპის ქუჩა ბათუმში

30.05.2012
შარდენის ტიპის ქუჩა ბათუმში

 ცაგო კახაბერიძე

უფრო მეტი გამწვანება, პატარ-პატარა გაზონები დეკორაციული ყვავილებით, რომლებიც წლის ოთხივე სეზონზე იყვავილებენ, გაფართოებული ტროტუარები, მაღაზიები და ღია კაფეები  – ეს ყველაფერი ერთ თვეში, ანუ საკურორტო სეზონის დაწყებამდე უნდა მოესწროს. ბათუმის მერია მემედ აბაშიძის ქუჩაზე, „ცეროდენადან“ გამსახურდიას კვეთამდე, თბილისური შარდენის მსგავსი ქუჩის გაკეთებას გეგმავს.

ქალაქის მთავარი არქიტექტორის, დავით ზოიძის თქმით, „სხვა ქუჩებისგან განსხვავებით ეს ქუჩა იქნება სასეირნოდ და დასვენებისთვის. მანქანების გადაადგილება შეიზღუდება, თუმცა არ აიკრძალება. გაკეთდება ველოსიპედის სავალი ბილიკიც“. მერიაში აცხადებენ, რომ ამ ქუჩაზე ძველი შენობების დემონტაჟი არ იგეგმება. ღია კაფეებს ტროტუარების გაფართოების ხარჯზე გააკეთებენ. რაც შეეხება მათი ათვისების საკითხს, ეს მერიასთან შეთანხმებით უნდა დარეგულირდეს. ბათუმის მერის მოადგილის, ჯემალ ანანიძის თქმით, „ტერიტორიები, კერძო პირებზე გარევაჭრობის წესის თანახმად, შემოტანილი განაცხადების საფუძველზე უფასოდ გაიცემა. შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება მათ, ვისაც ამ ქუჩაზე გარკვეული საქმიანობები ადრეც ჰქონდათ წამოწყებული. განაცხადების მიღება ქუჩის მოპირკეთების დასრულების შემდეგ დაიწყება“. მაგიდების განთავსების უფლება ავტომატურად მიეცემა მას, ვისაც რაიმე ობიექტი აქვს ამ ქუჩაზე განთავსებული, მაგალითად, შესაძლებელია ბიბლიოთეკაში იქირავოს ვინმემ ერთი ოთახი და შესაბამისად დატვირთოს შენობის წინ არსებული ტროტუარიც.

მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის ინფორმაციით, ამ ქუჩის მოსაპირკეთებლად ბიუჯეტში ცალკე თანხა გამოყოფილი არ არის: „მემედ აბაშიძის ქუჩა შედის ქალაქის მეორე ზონაშდა ამ ზონაზე მიმდინარე სამუშაოები 15 მილიონ 700 ათასი ლარით არის დაფინანსებული“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.