სიახლეები

შანსი სტუდენტებისთვის

30.05.2012 • • 1284
შანსი სტუდენტებისთვის

ლელა თურმანიძეავტორი: ეთერ თურაძე
7 მაისს ცნობილი გახდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტის ვინაობა, რომლებიც შემდეგ სასწავლო კურსს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში გააგრძელებენ. კონსორციუმი, რომლის წევრიც არის ბათუმის უნივერსიტეტი, სტუდენტებს მომავალში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს. პროექტის შესახებ, ანუ ევროპაში განათლების მიღების შესაძლებლობაზე ”ბათუმელებს” რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და, პროექტის კოორდინატორი ლელა თურმანიძე ესაუბრა:

– პროგრამა ALRAKIS-სი სტუდენტებისთვის ითვალისწინებს 6-თვიან ან ერთწლიან მობილობას, აკადემიური პერსონალისთვის კი – ერთთვიან მობილობას, რაც შეეხება მეორე სამიზნე ჯგუფს, აქ შესაძლებელია მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვება კონსორციუმის წევრ ევროპის რომელიმე უნივერსიტეტში. მოცემულ კონსორციუმში გაერთიანებულია ისეთი ცნობილი უნივერსიტეტები, როგორებიცაა: გიოტინგენის გეორგ-აუგუსტუსის უნივერსიტეტი (გერმანია) – გრანტის მფლობელი და პროექტის კოორდინატორი, ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია), ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (პოლონეთი), სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი), ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი), ტუსკიას უნივერსიტეტი (იტალია), გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია), სტოქჰოლმის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი (შვედეთი), პროექტის თანაკოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსორციუმში საქართველოდან გაერთიანებულია აგრეთვე ჩვენი უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროგრამა ეხება სამ სამიზნე ჯგუფს: კონსორციუმის წევრი დაწესებულების სტუდენტებს; გეოგრაფიულ ლოტს მიკუთვნებული, ნებისმიერი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულებს; იძულებით გადაადგილებულ პირთა ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ჯგუფს.

– პირველი ჯგუფის სტუდენტებს ALRAKIS -ი რა შესაძლებლობას აძლევს?
– პირველი ჯგუფში არის ყველაზე მეტი ადგილი. მასში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ კონსორციუმის წევრებს, ანუ საქართველოდან მხოლოდ ხუთი, მათ შორის ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს. მობილობის სივრცე დაყოფილია რამდენიმე ლოტად. საქართველო მე-7 გეოგრაფიულ ლოტს მიეკუთვნება.

გასულ წლებში ერასმუს მუნდუსის პროგრამის ფარგლებში, ცალკეული გეოგრაფიული ლოტიდან, ევროკომისიის მიერ ფინანსდებოდა მხოლოდ ერთი კონსორციუმი, წელს კონსორციუმების რაოდენობა თითოეულ ლოტში 10-მდე იზრდება. ეს, ბუნებრივია, მოიტანს მობილობის მეტ ადგილს, ანუ გაცილებით მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა გაცვლით პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენი უნივერსიტეტი 2007-დან 2011 წლამდე იყო თესალონიკის უნივერსიტეტის მიერ ჩამოყალიბებული კონსორციუმის წევრი, გასულ წელს კი გახდა გიოტინგემის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული კონსორციუმის წევრიც. პროექტი 2014 წლამდე გრძელდება. ჩვენს უნივერსიტეტს მიმდინარე წელსაც რამდენიმე კონსორციუმში მონაწილეობაზე აქვს განაცხადი გაკეთებული. ვიმედოვნებ, კვლავ გავხდებით ერასმუსის პროგრამის წევრი.

– ბათუმის უნივერსიტეტის კვოტა ამ პროგრამაში რამდენია?
– წინა კონსორციუმის დროს უნივერსიტეტს ჰქონდა თავისი ფიქსირებული ადგილი. წელს ეს მიდგომა შეიცვა – ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები არიან ერთმანეთის კონკურენტები. თუმცა კონსორციუმის ყველა წევრის ინტერესები არის გათვალისწინებული.

– შემდეგი აპლიკაციის შევსების პროცესი როდის იწყება?
– მსგავს კონკურსებს, როგორც წესი, ყოველი წლის დეკემბერში აცხადებენ. სტუდენტებმა თვალი უნდა ადევნონ უნივერსიტეტების ვებგვერდებს, აუცილებლად იქნება განაცხადი. აპლიკაციის შეტანის პროცესი ერთ ან ორი თვეს გრძელდება.

– კონსორციუმის არაწევრი უნივერსიტეტის სტუდენტს ამ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს?
– მეორე და მესამე სამიზნე ჯგუფი ზუსტად ამას ითვალისწინებს – უნივერსიტეტი შეიძლება არ იყოს კონსორციუმის წევრი, მაგრამ მის კურსდამთავრებულს შეუძლია ჩააბაროს სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე. ადამიანს, რომელმაც დაამთავრა საქართველოში აკრდიტებული უმაღლესი სასწავლებელი, ანუ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი აქვს, საშუალება ეძლევა მოიპოვოს მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი ევროპაში.

– რას ითხოვს პროგრამა აპლიკანტისგან?
– რა თქმა უნდა, ინგლისური ენის ცოდნას – მეორე სამიზნე ჯგუფს თხოვენ ტოიფელის გარკვეულ დონეს. კონსორციიუმის საერთო ენა ინგლისურია, თუმცა კონსორციუმის წევრი, მაგალითად, იტალიური უნივერსიტეტი იტალიურ ენაზე სწავლებასაც სთავაზობს სტუდენტს. კონსორციუმის კოორდინატორი, გიოტინგენის უნივერსიტეტი უცხოელი სტუდენტებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს როგორც გერმანულ, ისე ინგლისურ ენაზე.
ყველა საფეხურზე ყურადღება ექცევა აგრეთვე აკადემიურ მოსწრებას, რეკომენდაციებს, მოტივაციას და ა.შ. აპლიკაციას აფასებს სამი სხვადასხვა კომისია სხვადასხვა უნივერსიტეტში, აპლიკაციებისა და შეფასებების განხილვის შემდეგ გიონტიგენის უნივერსიტეტში შეცდომა რომ გამოირიცხოს, რის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პროექტის მმართველი საბჭო.

– კონკურსის ობიექტურად ჩატარებისთვის რა მექნიზმები არსებობს?
– ამ პროგრამის ხიბლი სწორედ ის არის, რომ აპილიკაცია შეგაქვს ელექტრონულად. მართალია, კორდინატორი ვარ, მაგრამ სრული ინფორმაცია თუ ვინ შეიტანა განაცხადი, ვიდრე არ დამთავრდა აპლიკაციის წარდგენა, არც კი მქონია.
ეს მეთოდი სტუდენტისთვის არის საშუალება დამოუკიდებლად შეიტანოს განაცხადი, გამოკვეთოს სასწავლო კურსი. ახალგაზრდებს ყოველთვის ვეუბნები, რომ არ შეეშინდეთ პირველ წელს კონკურსში თუ ვერ გავლენ, სამომავლოდ ზუსტად ეცოდინებათ, როგორ უნდა შეავსოს აპლიკაცია ხარვეზის გარეშე.

– წელს რამდენ სტუდენტს ჰქონდა განაცხადი შეტანილი თქვენი უნივერსიტეტისგან?
– 30 სტუდენტს, მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტისგან. რამდენიმე აპლიკაცია დაიწუნეს პირველადი შერჩევისას, დოკუმენტაციის შეუსაბამობის გამო. ამ სტატისტიკას ზუსტად არ ვფლობ, ვინაიდან ჯერ შერჩევის პროცედურა არ დასრულებულა. 7-მა აპლიკანტმა ევროპის უნივერსიტეტებისგან გამოთქვა ჩვენს უნივერსიტეტში ჩამოსვლის სურვილი, ჩვენი რეგიონიდან არის საკმაოდ ბევრი განაცხადი მეორე და მესამე სამიზნე ჯგუფის ფარგლებში. როგორც პროექტის ლოკალურ კოორდიმატორს მევალებოდა აჭარის რეგიონში ინფორმაციის გავრცელება პროექტის შესახებ. ფაქტობრივად, აჭარის ტერიტორიაზე არსებულ ყველა აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში გავმართეთ საინფორმაციო შეხვედრა და საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია პროექტმა. პროექტის ფარგლებში წელს, 18 იანვარს უნივერსიტტეს ეწვია გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი, პროექტის კოორდინატორი კარლოს მაჩადო. ბატონი კარლოსი შეხვდა როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, ასევე აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრს. გია აბულაძემ პროექტის კოორდინატორთან შეხვედრისას აღგვითქვა დახმარება საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებაში. ჩემთან ერთად საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობდა აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე თეონა ზოიძე. მან დაინტერესებულ პირებს მიაწოდა ინფორმაცია ინგლისური ენის უფასო კურსებისა და ტოიფელის გამოცდისათვის მოსამზადებელი უფასო კურსების შესახებ.

– რა პირობებში იცხოვრებენ კონკურსგავლილი სტუდენტები ევროპაში?
– ეს არის ყოველთვიური სტიპენდიაა 1500 ევროდან. შეღავათიან ფასში ბინა. ევროკომისია ვიზისა და მგზავრობის ხარჯებს უზრუნველყოფს. აუცილებლად დაახვედრებენ კულტურულ ღონისძიებებს ქვეყნის გაცნობის მიზნით. გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ერთი წლის განმავლობაში, წინასწარ არის გაწერილი. ამ პროგრამაში ყველაზე მომხიბვლელი ის არის, რომ სტუდენტების მიერ უცხოეთში ათვისებული პროგრამის აღიარება ხდება ჩვენს უნივერსიტეტში.
ერთწლიანი სასწავლო კურსის შემდეგ დაბრუნებული სტუდენტის კრედიტებს მაქსიმალურად ვაღიარებთ – თუ 60 კრედიტის საშუალება პროგრამამ არ მოგვცა, მაშინ სტუდენტის ინტერესების შესაბამის თავსებად კურსს ვარჩევთ. თუ პროგრამა სრულად არ ემთხვევა ჩვენს პროგრამას, მაშინ სტუდენტს აქვს უფლება, სხვა სასწავლო კურსი აითვისოს.
კონსორციუმის წევრი უნივესიტეტის სტუდენტს ერთწლიანი მობილობის უფლება ექნება, ანუ ის ხარისხს მიიღებს ჩვენი უნივერსიტეტისას, მაგრამ დიპლომის დანართში დაფიქსირდება მის მიერ საზღვარგარეთ ათვისებული პროგრამის შესახებ.

გადაბეჭდვის წესი