სიახლეები

შუქნიშანი, რომელიც პრეზიდენტის ჩამოსვლისას მუშაობს

30.05.2012
შუქნიშანი, რომელიც პრეზიდენტის ჩამოსვლისას მუშაობს

ქეთევან ლაბაძე; სტუდენტი

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბათუმის უნივერსიტეტის წინ შუქნიშანი არ მუშაობს. სტუდენტები ამის გამო შეწუხებულები ვართ, რადგან ჩვენს სიცოცხლეს ყოველ წუთს საფრთხე ემუქრება. “-იმედია მე არ ვიქნები ის, ვისაც მანქანა გაიტანს”, – ხუმრობით ამბობს ჩემი მეგობარი ლელა ცინარიძე, რომელსაც გადაჭარბებული სიჩქარით მომავალი მანქანების იმდენად ეშინია, რომ ქუჩაზე გადასვლისას ნახევარი საათი სჭირდება.

რუსთაველის ქუჩაზე ძალიან გადატვირთული მოძრაობაა, სტუდენტებს დიდხანს გვიწევს ლოდინი, ქუჩის მეორე მხარეს რომ გადავიდეთ, ამის გამო კი ლექციებზეც ხშირად ვაგვიანებთ.
6 მაისს, პოლიციის დღეს, პრეზიდენტის ბათუმში ვიზიტისას სასწაული მოხდა და შუქნიშანი ჩაირთო. ამ ფაქტმა აღფრთოვანება გამოიწვია ჩემს მეგობრებში, თუმცა ეს აღფრთოვანება დიდხანს არ გაგვყვა, მეორე დილით შუქნიშანი ისევ გამორთული დაგვხვდა.
რატომ არავინ ზრუნავს სტუდენტების უსაფრთხოებაზე? თუ შუქნიშანი გაფუჭებულია, 6 მაისს როგორ ამოქმედდა? – ამ კითხვებით მერიასა და საპატრულო პოლიციას მივმართე, თუმცა ვერც ერთისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელი ალექსანდრე ბაღათურია ამბობს, რომ ‘შუქნიშანი მერიამ გამორთო, მაგრამ საპატრულო პოლიციამ გაფრთხილების რეჟიმში გადაიყვანა”.
კითხვებს არ პასუხობენ საპატრულოში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.