სიახლეები

შერჩევითი სამართალი

30.05.2012 •
შერჩევითი სამართალი

ავტორი: გენო გელაძე, იურისტი, „დემოკრატიის ინსტიტუტი"

„საპროცესო შეთანხმების“ ინსტიტუტი

საქართველოში იმდენი მსჯავრდებულია, რომ თითქმის არ არსებობს ოჯახი, რომლის თუნდაც ერთი ნათესავი, მეზობელი, მეგობარი ან საერთოდაც ოჯახის წევრი ნასამართლევი არ არის.

ადამიანის დაპატიმრების, გამოძიებისა და სასამართლო პროცესები, როგორც წესი, ჭორაობის, შეცოდების, სიბრალულის, შურის და ა.შ. საგანია. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ძალიან ხშირად, თითქმის ყველგან საუბრობენ, ვერ გაიგებთ სიტყვას - „გაამართლეს!“
ის ფაქტი, რომ საქართველოში, ზოგადად, გამამართლებელი განაჩენის კრიზისია და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების „ინიციატივებს“ სასამართლოებში, სანოტარო მოქმედების მსგავსად, უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ადასტურებენ, უკვე არახალია.

ბევრს საუბრობენ, რომ ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, რომ ადვოკატის ფუნქცია დაკნინებულია და ა.შ. ეს მოსაზრებები არგუმენტირებულია და საერთო შეფასებით ნაწილში ვეთანხმები, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ყველაფრის სათავე საქართველოში უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი - „საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტია“.

შესაძლოა, მკითხველი შემომედავოს: კი მაგრამ ეს ხომ პატიმრობიდან განთავისუფლების ერთადერთი გზაა?!

დიახ და სწორედ იმაშია პრობლემა, რომ დაპატიმრებული ადამიანის უმოკლეს ვადაში განთავისუფლება სწორედ მხოლოდ საპროცესო შეთანხმებითაა შესაძლებელი (თუ თავად მის მიმართ წაყენებული ბრალდება იმპერატიულად არასაპატიმრო სასჯელს არ ითვალისწინებს).

„საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი“ თავისი შინაარსით არ არის ცუდი, მაგრამ იგი უნდა გამოიყენებოდეს გარკვეული კატეგორიის საქმეებზე და, ზოგადად, სასურველია მისი გამოყენება მინიმუმამდე შემცირდეს. ადამიანის ბრალეულობის საკითხი სასამართლოს მთავარ სხდომაზე უნდა გაირკვეს და არა – მისი აღიარების და ფულის გადახდის გზით.

ჩემი აზრით, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ქვეყანაში აყალიბებს შერჩევითი სამართლის გარემოს და იგი ხელს უშლის სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბებას. კერძოდ:

1) საპროცესო შეთანხმება ძირითადად გულისხმობს გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდის სანაცვლოდ სასჯელისგან ნაწილობრივ ან მთლიანად გათავისუფლებას. სწორედ ამიტომაც არის ეს ინსტრუმენტი პოპულარული. ვისაც ფული აქვს – გადაიხდის და მორჩა! ვისაც ფული არ აქვს, იმათ რა უნდა ქნან? იმათთვის ეს სისტემა არ არის დისკრიმინაციული? ერთი და იმავე კატეგორიის დანაშაულზე, შესაძლოა, ვისაც ფული აქვს, ის გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან, ხოლო ვისაც არ აქვს, მას რამდენიმე წელი პატიმრობაში ყოფნა მოუწიოს. ამას რაც გნებავთ, ის დაარქვით: შერჩევითი სამართალი, სოციალური უსამართლობა და ა.შ.

2) როცა ადამიანი პატიმარია და დარწმუნებულია თავის სიმართლეში, ამ შემთხვევაშიც კი ცდილობს, რომ ოღონდაც პატიმრობიდან გათავისუფლდეს და გააფორმოს საპროცესო შეთანხმება, აღარ დაეძებს სამართალს, რადგანაც მას დაპატიმრების დღიდან სთავაზობენ გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლებას, ხოლო გამამართლებელი განაჩენის მოლოდინის იმედი `0~-ის ტოლია. ამ პირობებში შესაძლებელია გვქონდეს სამართლიანი სასამართლოს გარემო?

3) ალბათ, არც ერთ პროფესიონალ პროკურორსა და გამომძიებელს არ სიამოვნებს ბრალდებულთან, მის ადვოკატთან და ოჯახის წევრთან ფულზე ვაჭრობა. დარწმუნებული ვარ, პროფესიული ზრდის თვალსაზრისით, მათ ურჩევნიათ არა საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი, არამედ სასამართლო პროცესზე, მთავარ სხდომაზე კამათი, მტკიცებულებების წარდგენა და პოზიციის დაცვა. მაგრამ რად გინდა! პრაქტიკა და მითითება ასეთია და, სამწუხაროდ, მათ სწორედ სასჯელებზე ვაჭრობა უწევთ;

4) საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტმა საერთოდ დააკნინა ადვოკატის როლი სისხლის სამართლის საქმეში. დღეს ის ადვოკატია პოპულარული, ვისაც კარგი ურთიერთობა აქვს და საპროცესო შეთანხმებას კარგად და დაბალ ფასში აკეთებს. ადვოკატების უმრავლესობა დაკავებულს პირველივე შეხვედრისთანავე აფრთხილებს, რომ „გამამართლებელი განაჩენის იმედად ნუ დარჩება“. ეს არც არის გასაკვირი, ადვოკატები უმრავლეს შემთხვევაში ისე იქცევიან, როგორც სისტემა იძლევა ამის საშუალებას და რითაც მათი დაცვის ქვეშ მყოფს მალე გამოიყვანს პატიმრობიდან ან შეუმსუბუქებს სასჯელს;

5) საპროცესო შეთანხმების გაფორმების გამო, ძალიან ბევრ ოჯახი ყიდის საცხოვრებელ სახლს, იპოთეკით ტვირთავს და ა.შ., რის შემდეგაც ისინი უსახლკაროდ რჩებიან, ანდა მათი მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. შესაბამისად, ისჯება არა ინდივიდი (ბრალდებული), არამედ მისი ოჯახი კოლექტიურად!

ვფიქრობ, თუკი ჩვენს ქვეყანაში გაუქმდება, ან სულ ცოტა მაინც შემცირდება საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გამოყენების პრაქტიკა, ზემოაღნიშნული საკითხები მომავალში ნაკლებად პრობლემური იქნება და არ მივიღებთ შერჩევითი სამართლის ამდენ საქმეს, რომელთა უკანაც გაუბედურებული ოჯახები გვევლინებიან.

გადაბეჭდვის წესი