სიახლეები

წამება და არაადამიანური მოპყრობა

30.05.2012
წამება და არაადამიანური მოპყრობა

ავტორი: ლელა დუმბაძე

დღეს ბათუმში, სახალხო დამცველის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაცია „წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრის“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ, სემინარი გაიმართა. სემინარზე განხილული იყო საკითხები თუ რა ითვლება წამებად და ვისგან შეიძლება განხორციელდეს ეს ქმედება. სემინარზე წარმოდგენილი იყო წამების ფაქტებთან დაკავშირებით, ორგანიზიის მიერ ბოლო ათი წლის განმავლობაში შესწავლილი კვლევები.
„წიგნში, – „წამების კვლევისას“ შეტანილი მაგალითები ჩვენი პრაქტიკიდანაა წარმოდგენილი. მსხვერპლები წარმოდგენილია როგორც პატიმროები ასევე დევნილებიდა და ა.შ. ბევრია სულის შემძვრელი ფაქტები და ისტორიები. წიგნში შეტანილი გვაქვს დევნილი ბავშვების ნახატებიც“-ამბობს, ორგანიზაციის იურისტი და უფლებადამცველი, ზურაბ მახაშვილი. მისი ინფორმაციით, წამების ფართო სპექტრია წარმოდგენილი: „არის ელექტრო შოკის, გაუპატიურების, სიკვდილის იმიტაციის და სხვა შემთხვევები. ელექტრო შოკის გამოყენების შემთხვევები ბოლო წლებში აღარ ფიქსირდება, მაგრამ ხშირია გაუპატიურების შემთხვევები“.
მიუხედავად ფაქტების სიმრავლისა, ზურაბ მახაშვილი ამბობს, რომ წამების ბრალდებით საქართველოში ჯერ არცერთი ადამიანი არ არის გასამართლებული: „ფაქტობრივად, ეს მუხლი პრაქტიკაში არ მუშაობს, მაშინ როცა წამებას აქვს ინსტიტუციონალური და ტოტალური ხასიათი. მხოლოდ ძალაუფლების გადამეტების მუხლით აღიძვრება ხოლმე საქმე, მაგრამ არცერთი საქმე არ არის ბოლომდე მიყვანილი და ვინმე დასჯილი. იშვიათია მსხვერპლის მხრიდან ჩივილის ფაქტებიც, რადგან ადამიანებს ეშინიათ, არ აქვთ იმედი სიმართლის დამტკიცების. პირიქით დარწმუნებულები არიან საპირისპიროშიც, რომ ახალ შარში მოჰყვებიან და ხელმეორედ გახდებიან წამების მსხვერპლები. ამის მაგალითია ბოლო შემთხვევები, როცა სტრასბურგში გაგზავნილი საქმეები უკან გამოითხოვეს ადამიანებმა“.
რესპონდენტის განცხადებით, მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა მდგომარეობა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მაგრამ გაურესდა ციხეებში: „ადრე ციხეებში პირდაპირი წამების ფაქტები არ იყო, ახლა გვაქვს. ერთი პატიმრის გამო შეიძლება მთელი საკანიც კი სცემონ. ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს წამების დანაშაულის აღმოფხვრის ნება“-ამბობს, ზურაბ მახაშვილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.