სიახლეები

ყველაფერი მაშინ იწყება, როცა…

30.05.2012 • • 1905
ყველაფერი მაშინ იწყება, როცა…

ავტორები: (მოქალაქე ჟურნალისტები)  გიგა ახალაია, გვანცა სამნიძე, ლუიზა ბალაძე, მარიკა ზაქარაძე და ნინო ადეიშვილი.

[slideshow] ყველაფერი მაშინ იწყება, როცა 6 წლის გახდები და სკოლის კედლებში ლამაზი თაიგულით, თეთრი პერანგითა და დაზეპირებული ლექსით პირველად შეაბიჯებ. საკლასო ოთახის კარებთან  მზრუნველი  თვალებით მომღიმარი  პირველი მასწავლებელი გეგებება. თავიდან უცხო, მაგრამ შემდეგ ძალიან ახლო და მოსიყვარულე. ასე გრძელდება  12 წელი და ცხოვრების ამ ეტაპზე  მას ემორჩილები,  ის საფუძველს უყრის მომავალი თაობის სწორ აღზრდას. “მასწავლებელი-ზოგჯერ უშვილო,  მაგრამ ათასი  ბავშვის  მშობელი”. (ი.ნონეშვილი)

ერთ დღესაც  კი, როცა სტუდენტი ხდები ყველაფერი უნივერსიტეტში გრძელდება და მასწავლებელსაც ლექტორი ანაცვლებს, მასაც იგივე მოვალეობა და მიზანი აქვს. ლექტორის მოვალეობაა – გაუზიაროს  სტუდენტებს   როგორც  თეორიული  ასევე  პრაქტიკული ცოდნა. თუმცა, ფაქტია  რომ  ლექტორი  მხოლოდ  თეორიული   მასალით  შემოიფარგლება, ამის  გამომწვევი მიზეზია: თანამედროვე ტექნიკის ნაკლებობა  უნივერსიტეტSი. რეალურად, თეორიული   ცოდნა  ვერ   ხორციელდება   პრაქტიკაში. თეორიის მნიშვნელობა  მხოლოდ  10%-ია,  პრაქტიკისა  კი  90%. აქედან  გამომდინარე, მხოლოდ  თეორია  არ  არის საკმარისი იმისათვის, რომ  სწავლის დასრულების  შემდეგ  სტუდენტმა  მოძებნოს სამსახური და გახდეს წარმატებული.

სოციალური ქსელის გამოყენებით სტუდენტებში  ჩავატარეთ გამოკითხვა: „როგორი უნდა იყოს თქვენთვის მისაღები ლექტორი?“ უმეტესობას მიაჩნია, რომ საუკეთესო ლექტორი უნდა იყოს, პირველ რიგში, თავისი საქმის პროფესიონალი, თანამედროვე, უნდა შეეძლოს ლექციების საინტერესოდ წაკითხვა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული, მეგობრული, მომთხოვნი, სამართლიანი და „უბრალო ადამიანი“. სინამდვილეში ეს მხოლოდ სურვილია  და არა  რეალობა. ლექტორისა და სტუდენტის  ურთიერთობა შემოიფარგლება მხოლოდ ლექციითა და ყოველდღიური სემინარებით.

საინტერესოა რა არის  ამის მიზეზი? ფაქტი ერთია, რომ ნებისმიერი ადამიანი  პიროვნებასთან ამყარებს მეგობრულ ურთიერთობას მაშინ, როდესაც მას  ეს ადამიანი საინტერესოდ მიაჩნია ან ის ახლოსაა მის  პიროვნებასთან.  რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, სტუდენტი სწორედ მაშინ ცდილობს ლექტორთან  მეგობრობას, როცა მისგან რაიმე  სახის სარგებელს ელის. რა თქმა უნდა, ეს ყველა სტუდენტს არ ეხება, მხოლოდ გარკვეულ ნაწილს, თუმცა, ამ სტრატეგიის მცდელობა ყოველთვის არსებობს, მიუხედავად იმისა ის გაამართლებს თუ არა. საბოლოოდ კი ვღებულობთ მოჩვენებით მეგობრულ ურთიერთობას ლექტორსა და სტუდენტს შორის.

არადდა, მეგობრული  ურთიერთობა უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს განვითარებასა და ადამიანად ჩამოყალიბებაზე.

გადაბეჭდვის წესი