Batumelebi | ძვირადღირებული და იაფი დასვენება ბათუმში ძვირადღირებული და იაფი დასვენება ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

ძვირადღირებული და იაფი დასვენება ბათუმში

ძვირადღირებული-და-იაფი-დ

სასტუმროები, ჰოსტელები, კერძო ბინები, კაფეები, რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები, კლუბები და ბუნგალოები – ამ ობიექტებით სარგებლობენ ბათუმში ჩამოსული ტურისტები. სად შეიძლება დახარჯოს დამსვენებელმა ყველაზე ბევრი თანხა ან სად და როგორ შეიძლება დასვენება ყველაზე იაფად? რა სხვაობაა ძვირადღირებულ და იაფფასიან მომსახურებას შორის?

ხატია ღოღობერიძე

სწრაფი კვების ობიექტში – „კიდო მინდა“ საკვების ფასი 60 თეთრიდან იწყება და ყველაზე ძვირად ხორციანი ღვეზელი ფასობს – 1.80 ლარი. აქ დღის განმავლობაში დაახლოებით 100 ადამიანი იკვებება.
„ყველაზე იაფი ქადაა, რომელიც, ძალიან მოწონთ უცხოელებს. თუმცა, ყველაზე მეტი მომხმარებელი მაინც ხაჭაპურს ჰყავს. ხშირად მოდიან ოჯახებიც და რამდენიმე სახეობის საკვები მიაქვთ ერთდროულად. ერთი უცხოელი ყოველ დღე ჩვენთან იკვებება“, – ამბობს ობიექტის თანამშრომელი, სოფო დოლიძე.
ზღვისპირას მდებარე „აკროპოლისი“ სტუმრებს ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების სამზარეულოს სთავაზობს. აქ მინიმალური ფასი 25 ლარია, 50 ლარად კი ერთი ადამიანი შეძლებს როგორც გართობას, ასევე – კერძების დაგემოვნებას. ყველაზე იაფი ქართული სამზარეულოა, ძირითადად, მწვადი, ჩაშუშული და ა.შ., რომელთა ფასი 10-12 ლარია. ყველაზე ძვირად კი თევზეული და ზღვის პროდუქტები ფასობს, რომელიც ნიუ-იორკიდან ჩამოაქვთ. ამ პროდუქტებით დამზადებული კერძის ერთი პორცია დაახლოებით 80 ლარი ღირს.
„აკროპოლისში“ ყოველ დღე, საღამოს 11 საათიდან ცოცხალი მუსიკის მოსმენაა შესაძლებელი, ჰყავთ დიჯეიც. როგორც შპს „რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფის“ დირექტორი (ჯგუფი მართავს რესტორან „აკროპოლისს“), ვანო კანდელაკი ამბობს, „აკროპოლისის“ ძირითადი მომხმარებელი 30 წელს გადაცილებული, უფრო მაღალი წრის ადამიანები არიან, მათ შორის – უცხოელებიც.
„წელს უფრო მეტ ადამიანს ველოდებოდით ზაფხულში… ყოველ საღამოს გვაქვს პროგრამა, ლაივ ჯაზ ბენდი უკრავს, გვყავს მომღერლები და მუშაობს დიჯეი. ყოფილა შემთხვევები, როცა ძლიერი წვიმის დროსაც კი, ხალხი ბოლომდე იჯდა და ერთობოდა. მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ცოტაა მომხმარებელი, ყოველ საღამოს ჩვენთან ხალხი, დილის ოთხამდე და ხუთამდე არის“.
დაბალი ფასებით ბათუმში კაფე „ბათა“ გამოირჩევა. ყველაზე ძვირი აქ 12-ლარიანი პიცაა, იაფი კი – 1.20-ლარიანი ფენოვანი ლობიანი. კაფეს ხშირად სტუმრობენ ტურისტები და ოჯახებიც. ყველაზე ხშირად აჭარულ ხაჭაპურს უკვეთავენ, რომელიც ზომის მიხედვით ხუთი, ექვსი ან ცხრა ლარი ღირს.
5 ლარი ღირს აჭარული ხაჭაპური ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კაფე „არტბულვარშიც“, თუმცა აქ მხოლოდ ერთი, საშუალო ზომის ხაჭაპურს ამზადებენ. კაფე დღის განმავლობაში დაახლოებით 500 ადამიანს მასპინძლობს და მათ ქართული და ევროპული სამზარეულოს გარდა ცოცხალ მუსიკას სთავაზობს. ყველაზე ძვირი აქ საფირმო კერძი „არტბულვარია“, რომელიც სამნაირი ხორცის, ზეთისხილისა და ანანასისგან მზადდება და 35 ლარი ღირს. ყველაზე იაფი კი კარტოფილი ფრი, რომლის დაგემოვნება სამ ლარად შეიძლება.
„სურსათზე ფასების ზრდასთან ერთად, კერძების ფასმაც მოიმატა დაახლოებით 10%-ით, მაგრამ არ უჩივის მომხმარებელი, ჩვენ გვაქვს ყოველდღიურად ახალი პროდუქცია. ჩვენ არ გვაქვს იაფფასიანი ხორცი, ყველი. ყველაფერი არის ის, რაც ყველაზე ძვირი ღირს ბაზარში და, შესაბამისად, საუკეთესოა“.
„არტბულვარს“ ჰყავს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებელი. ადგილობრივები ყველაზე ხშირად პიცას და ხაჭაპურს უკვეთავენ, უცხოელები კი – თევზს. მათ შორის ბევრია ისეთი, ვინც სხვადასხვა პრესტიჟულ სასტუმროში ცხოვრობს და აქ სადილობს.
ცნობადობითა და პრესტიჟულობით ბათუმში ერთ-ერთია სასტუმრო „შერატონ ბათუმი“. ბიზნესკლასის სასტუმროში 202 ნომერია და ზაფხულის სეზონზე ნომრის ტიპის მიხედვით ღირებულება 200 დოლარიდან იწყება. მაქსიმალური ფასი დღეში 400 დოლარია. თუმცა, ეს ფიქსირებული ფასი არაა და სეზონის მიხედვით იცვლება. ხშირად სასტუმროს ყველა ნომერი დაკავებულია. 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ღამის გათევის გარდა „შერატონ ბათუმის“ სტუმრებს სასტუმროში არსებული კლუბ „კალადიუმის“, რესტორან „ვერონიკას“ და სპა ცეტრის მომსახურებით სარგებლობაც შეუძლიათ, შესაბამის ფასად.
„ფასები მუდმივად იცვლება, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ ბაზარს. ახალგახსნილ სასტუმროში რთულია დაბალი ფასები გქონდეს, რადგან როდესაც ხარ ბრენდი, გაქვს ხუთვარსკვლავიანი მომსახურება და გყავს პროფესიონალი მომსახურე პერსონალი, შესაბამისად, მაღალ ბიუჯეტზეა საუბარი. ჩვენი სასტუმრო საკმაოდ დატვირთული იყო ზამთარშიც. წლევანდელი ზაფხული ძალიან კარგად დაიწყო, ხშირად ჩვენთან ადგილი საერთოდ არ არის, 202-ვე ნომერი დაკავებულია. იმედია, არამარტო ჩვენ, არამედ სხვა სასტუმროებიც იქნება დაკავდება. რაც მეტი სასტუმრო იქნება დაკავებული, მით უკეთესი, რადგან ეს აუცილებლად იმოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე. ძალიან ბევრი სტუმარი გვირეკავს წელს. ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ „შერატონი“ მოეწონათ, ეს ნიშნავს, რომ ქალაქი მოეწონათ, ამ ადამიანებს მოსწონთ ბათუმი“, – ამბობს „შერატონ ბათუმის“ გაყიდვების კოორდინატორი, მარიამ ქუთათელაძე.
სასტუმროს ჰყავს როგორც უცხოელი, ასევე, ქართველი მომხმარებელი. უცხოელებს განსაკუთრებით მოსწონთ ის, რომ „შერატონი“ ბათუმშიც სთავაზობს მომსახურების იგივე ხარისხს, როგორსაც სხვა ქვეყნებში.
ბათუმში ერთგვარ ბრენდად ჩამოყალიბდა ჰოსტელებიც, რომლებსაც უკვე ჰყავს მომხმარებელი. მას ქალაქის დასათვალიერებლად ჩამოსულები ირჩევენ. ბათუმში სულ რამდენიმე ჰოსტელია. ოცადგილიან „როვერში“ ღამის გათევა 25 ლარი ღირს, ჯგუფების შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლებაც. აქ, ძირითადად, უცხოელებს მასპინძლობენ და ქართველებს ხშირად უარს ეუბნებიან – „დღეს ორი ქართველი მივიღეთ, მოგზაურობდნენ ისინიც. მხოლოდ იმიტომ, რომ აქ გაჩერება სასტუმროსთან შედარებით იაფია, ვერ შემოვუშვებთ სტუმარს. ცუდი გამოცდილება გვაქვს. აქ უცხოელი გოგონები ჩამოდიან, ცოტა სხვანაირად უყურებენ ამ გოგონებს. ჩვენთან საერთო სამზარეულოა, საერთო მაცივარი და ყავა და ჩაი რომ უფასოა, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ყუთი ყავა მხოლოდ ერთმა უნდა დალიოს“, – ამბობს ლიკა ჩხარტიშვილი, „როვერის“ ადმინისტრატორი.
ჰოსტელს სტუმრები, ძირითადად, ღამის გასათევად იყენებენ, იქ იშვიათად რჩებიან. საერთო სამზარეულოს გარდა სარგებლობა საერთო აბაზანითაცაა შესაძლებელი.
თუ დამსვენებელს სასტუმროში გაჩერებისთვის საკმარისი თანხა არ აქვს და არც ჰოსტელის პირობები აკმაყოფილებს, იგი კერძო ბინის ძებნას იწყებს. ამაში მას ოფიციალურად მაკლერები, არაოფიციალურად კი, ტაქსისტები ეხმარებიან. ბათუმის ცენტრში ბინის ქირაობა დღეში 100 დოლარადაა შესაძლებელი, გარეუბანში კი ერთი საწოლი 10-15 ლარი ღირს. ფასს ბინაში არსებული კომფორტი განსაზღვრავს.
რაც შეეხება გართობას, ღამის კლუბებში შესვლა 10 ლარიდან იწყება. ბევრ მათგანში არის ე.წ. „დეპოზიტი“ – 100 ლარიდან. „აჭარა მუზიკ ჰოლში“ შესვლა ქართველებისთვის 15, ხოლო უცხოელებისთვის 20 ლარია. აქ არ აქვთ ფიქსირებული თანხა, რომელიც აუცილებლად უნდა დახარჯოს სტუმარმა. სოციალურ ქსელში აქტიურობის ან ქუჩის აქციებში მონაწილეობის შედეგად, კლუბში შესვლა უფასოდაცაა შესაძლებელი. როგორც კლუბის არტმენეჯერი, ტატო ხარჩილავა ამბობს, აქ ბარის ფასებიც ისეთივეა, როგორც ნებისმიერ კაფეში.
წელს „აჭარა მუზიკ ჰოლს“ განსხვავებული პროგრამა აქვს და არც ერთი არტისტი, რომელიც წელს ჩამოვა, მანამდე არ ყოფილა ამ კლუბის სტუმარი – „გარდა ამისა, მუსიკალური პროგრამა შედგენილია ისე, რომ არტისტი ცნობილი იყოს როგორც ევროპელებისთვის, ასევე – სტუმრებისთვის მეზობელი ქვეყნებიდან. დიჯეები, რომლებიც კარგად იციან ევროპაში, შეიძლება ამ ქვეყნებში არ იცოდნენ. აქ კარგად იციან თუნდაც პოლინა გრიფიტი, რომლის კონცერტიც ჩვენ გვქონდა 7 აგვისტოს. ანუ პროგრამა ორიენტირებულია მეზობელ ქვეყნებზე, ევროპელ ტურისტებზე და რა თქმა უნდა, ქართველებზე, რადგან ყველაზე მეტი სტუმარი მაინც ყოველთვის თბილისიდანაა, მუსიკალური პროგრამაც ძირითადად, მათთვისაა შერჩეული.
ყოველ საღამოს იმართება ბარმენების ძალიან ლამაზი შოუ, რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს აძლევს ამ ყველაფერს და მაქსიმალური კომფორტი ექმნება ნებისმიერ სტუმარს, ვინც კი შემოვა მუზიკ ჰოლში“, – ამბობს ტატო ხარჩილავა. მისივე თქმით, წელს უცხოელი სტუმარი ნაკლებია.
და ბოლოს, სანამ დამსვენებელი გართობის, კვების თუ განტვირთვის საშუალებებით დაინტერესდება, მანამ საავიაციო, სარკინიგზო ან საავტომობილო ტრანსპორტით სარგებლობს. ბათუმის აეროპორტში პირდაპირი რეისები ხორციელდება სტამბულიდან, ანკარიდან, კიევიდან, დონეცკიდან, მოსკოვიდან და სხვა ქალაქებიდან. ყველაზე იაფი კიევი-ბათუმის რეისია, 382 ლარი, ყველაზე ძვირი კი მოსკოვი-ბათუმის – 626 ლარი. თბილის-ბათუმის რეისი კი – 98 ან 120 ლარი ღირს.
რაც შეეხება სარკინიგზო ტრანსპორტს, ყველაზე იაფი ე.წ. „პლაცკარტია“, 5.5 (არამოდერნიზებული) და 15 ლარი (მოდერნიზებული). არის 18 და 23-ლარიანი კუპეები, ე.წ. „ესვეთი“ შეუძლიათ მგზავრობა კი 40 ლარად შეიძლება. სარკინიგზო ტრანსპორტით ბათუმში ერევნიდანაცაა ჩამოდიან, ბილეთი 72 და 82 ლარი ღირს.
სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა თბილისიდან ბათუმამდე 20 ლარი ღირს. ყველაზე „იაფი“ კი ავტოსტოპია. მგზავრობის ამ ხერხს, ძირითადად, ახალგაზრდები იყენებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge