სიახლეები

ცოტნე ანანიძის სასამართლო პროცესის დეტალები

30.05.2012 • • 1783
ცოტნე ანანიძის სასამართლო პროცესის დეტალები

ავტორი: ეთერ თურაძე

შოთა გიორგაძე 21 მაისისი აქციაზე (მარჯვენა მხარეს)

დღეს, 16 ნოემბერს, 11 საათზე, მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა 21 მაისის აქციის მონაწილის, ცოტნე ანანიძის მორიგ სასამართლო პროცესზე 3 მოწმე დაკითხა. მოწმეები შოთა გიორგაძე, გელა გელაძე და ლაშა ჯაყელი პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს გამომძიებლები არიან.

ცოტნე ანანიძე

შოთა გიორგაძემ, რომელიც „ბათუმელების“ ფოტო კამერამ 21 მაისის აქციაზე დააფიქსირა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე „აქტიური“ უუნიფორმო ადამიანი, რომელიც მომიტინგეებს გამეტებით სცემდა და სიტყვიერად შეურაცხყოფდა, სასამართლოს უთხრა, რომ პირადად არ იცნობს ბრალდებულს. შოთა გიორგაძემ ასევე თქვა, რომ დაინახა და გაიგონა, როგორ მოუწოდა მომიტინგეებს ცოტნე ანანიძე აჭარის ტელევიზიაში შეჭრისკენ და ისიც, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს ცოტნე ანანიძე აღარ დაუნახავს.
ცოტნე ანანიძეს პირადად არ იცნობენ გელა გელაძე და ლაშა ჯაყელიც. ამ მოწმეებმაც თქვეს, რომ გაიგონეს მისი მოწოდება, რაც აჭარის ტელევიზიაში შეჭრის საფრთხეს შეიცავდა; თქვეს, რომ არ დაუნახავთ წინააღმდეგობის გაწევის პროცესში თუ იღებდა მონაწილეობას ბრალდებული ცოტნე ანანიძე.
მოწმეებს შეკითხვებს მხოლოდ პროკურორი უსვამდა, ადვოკატებს მოწმეებთან კითხვები არ ჰქონიათ.
პროცესის დასრულების შემდეგ, ადვოკატმა ედიშერ მახარაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმების თაობაზე არ მიმდინარეობს მოლაპარაკება პროკურატურასთან.
23 წლის ცოტნე ანანიძე, რომელიც ბათუმში ნინო ბურჯანაძის მომხრეების აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ცოტნე ანანიძეს 6-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ცოტნე ანანიძეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით _ 222-ე და 353-ე მუხლებით ედავება.
პროკურორმა ცოტნე ანანიძის წინასწარი პატიმრობის აუცილებლობა ორი მიზეზით დაასაბუთა: 1. შეიძლება მიიმალოს 2. მოწმეებს დაემუქროს, შეაშინოს.
21 მაისს აქციის შემდეგ ცოტნე ანანიძე თბილისში წავიდა. ის მონაწილეობას იღებდა 26 მაისის აქციაშიც. ბათუმში დაბრუნების შემდეგ კი, როგორც პროკურორმაც დაადასტურა, ანანიძე ორჯერ დაიბარეს დაკითხვაზე და ორჯერვე გამოცხადდა სამართალდამცავებთან. ის მესამე დაკითხვის შემდეგ დააკავეს, მესამედაც საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში. მეტიც, როგორც ადვოკატმა ედიშერ მახარაძემ უთხრა მოსამართლე ვერა დოლიძეს, ცოტნე ანანიძემ სამართალდამცავებს პირადი ტელეფონის ნომრის შეცვლის შესახებაც აცნობა, მასთან დაკავშირება რომ არ გასჭირვებოდათ.
21 მაისის აქციის შემდეგ აჭარის ტელევიზიისთვის ხელშეშლის ბრალდებით კიდევ 7 ადამიანსა ასამართლებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
ცოტნე ანანიძის მორიგი სასამართლო პროცესი 24 ნოემბერს, დღის 2 საათზე გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი