ვის მოვთხოვოთ პასუხი ავტოავარიების გამო? ანუ ხუთი შეკითხვა ვიცე-მერს

ავტორი: ნათია ზოიძე

„ბათუმის ტერიტორიაზე  ხშირ შემთხვევებში  საგზაო ნიშნების არარსებობის, ან არასათანადოდ  თვალსაჩინოდ განთავსების გამო ხდება  ავტოავარიები, იღუპებიან  მოქალაქეები.  ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამის გამო ?“– ეს და კიდევ  ხუთი მთავარი  კითხვის ადრესატი  ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბათუმის ვიცე მერი, ჯემალ ანანიძე იყო.
Continue reading “ვის მოვთხოვოთ პასუხი ავტოავარიების გამო? ანუ ხუთი შეკითხვა ვიცე-მერს”

ვის ეკუთვნის ოქროს ფონდი

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

აჭარის ოქროს ფონდში დაცული განძი ბათუმის არქეოლოგიური და მხარეთმცოდნეობის მუზეუმების თანამშრომლებში დღემდე დავის საგანია, გამოფენისთვის ოქროს საცავიდან გადმოტანას ორივე მუზეუმში ელოდებიან.მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი, ბათუმის საკრებულოს წევრი გოდერძი ტოტოჩავა ამბობს, რომ „განძი მისია“, არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი ამირან კახიძე კი „ბათუმელების“ კითხვებს არ პასუხობს “ …რას მომაჩემდით? – არ გიპასუხებთ. სანამ მთავრობა გადაწყვეტილებას არ მიიღებს, არაფერს ვიტყვით და ეს ჩემი საბოლოო პასუხია.“

Continue reading “ვის ეკუთვნის ოქროს ფონდი”

ვინ „ისტინგიცა” ბათუმში

თეონა თურმანიძე

ამ მოსაზრებას კონცერტიდან მესამე დღეს ვწერ. კონცერტამდე სამი დღით ადრე კი მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ ბილეთი მაჩუქა. მოულოდნელი სიხარული და იმ დღის ემოცია ბოლომდე გამყვება.

8 საათს სულ რამდენიმე წუთი აკლდა, პიაცასთან ვიყავი. კაბები, ვარცნილობები… გაცისკროვნებული თვალების რიგში ჩავდექი. საზოგადოება არკვევდა ე.წ. „ვიპ“ შესასვლელი რომელი იყო და ვინ საიდან უნდა შესულიყო. „ვიპ“ სტუმრები ერთმანეთს ათვალიერებდნენ, თვალებით ეუბნებოდნენ ერთმანეთს, აჰა, შენ ჩვენიანი ხარ:) (ვხუმრობ, ოღონდ ნახევრად).

რამდენიმე წუთში 2000 ადამიანი თავის ადგილს ეძებდა. კონცერტის დაწყებამდე დარბაზი გადავათვალიერე, 30-მდე ბათუმელი თუ იქნებოდა. Continue reading “ვინ „ისტინგიცა” ბათუმში”

ვინ ყიდულობს საავადმყოფოებს?

ავტორი: ეთერ თურაძე, მაია მეცხვარიშვილი

ბათუმის სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო ლევან ვარშალომიძემ კომპანია „ნიუ ლაიფს“ 1,5 მილიონ ლარად მიყიდა. ამ კომპანიის მფლობელებმა – ზაზა კაპანაძემ და გია ნაცვლიშვილმა გასულ ივნისში 10 მილიონ ლარად იაშვილის კლინიკაც იყიდეს თბილისში. „ბათუმელებმა“ ერთკვირიანი კვლევის შედეგად დაადგინა, რომ ამ კომპანიის მესაკუთრეები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობენ. ნაცვლიშვილი კი 2004 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. Continue reading “ვინ ყიდულობს საავადმყოფოებს?”

ვინ უსმენს პრეზიდენტ სააკაშვილს და მინისტრ მერაბიშვილს?!

საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებს, რომელთა მმართველობის პერიოდში ფარული სატელეფონო მიყურადება და შემდეგ ფარული ჩანაწერების სატელევიზიო ეთერში გაშვება ტრადიციად დამკვიდრდა, ამჯერად თავად უხდებათ იმ აუდიოჩანაწერებზე კომენტირება, რომელიც ინტერნეტსაიტმა – Copoka.net-მა (წყარო – https://www.copoka.net/site.php?cat=down&idItem=2773) გახადა საჯარო. საუბარია საქართველოს პრეზიდენტის, შინაგან საქმეთა მინისტრის, იუსტიციის მინისტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის ექვს სატელეფონო ჩანაწერზე. გამომდინარე იქედან, რომ ყველა ჩანაწერი ფოტორეპორტიორების სკანდალურ საქმეს ეხება, შეიძლება დავასკვნათ, რომ აუდიოჩანაწერები სამი კვირის წინანდელია. ყველაზე საინტერესო ვანო მერაბიშვილისა და პრეზიდენტ სააკაშვილის სატელეფონო ჩანაწერია. მინისტრი პრეზიდენტს უყვება, თუ როგორ ევაჭრა ერთ-ერთ ფოტოგრაფს და რას დაჰპირდა რუსეთის ჯაშუშობის აღიარების სანაცვლოდ.

Continue reading “ვინ უსმენს პრეზიდენტ სააკაშვილს და მინისტრ მერაბიშვილს?!”

ვინ აახდენს “ქართულ ოცნებას” აჭარაში

ჯერ ზუსტად არ იციან, სამომავლოდ ერთ პოლიტიკურ კოალიციაში ვინ და რა შემადგენლობით იქნება. აჭარაში პოლიტიკური პარტიების რეგიონალური ორგანიზაციები არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოლოდინის რეჟიმში არიან. ვინ იქნება პოლიტიკური “ქართული ოცნების” ლიდერი აჭარაში? _ ამ კითხვის პასუხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ეს კითხვა ახლაც ღიაა, და კიდევ უფრო ბუნდოვანი, ვიდრე ერთი თვის წინ იყო. პოლიტიკოსები ერთმანეთთან სასაუბროდ ესპისტოლარულ ჟანრს ირჩევენ, ავრცელებენ განცხადებებს და პასუხსაც განცხადების ფორმით სცემენ. Continue reading “ვინ აახდენს “ქართულ ოცნებას” აჭარაში”

ვეჭვობ, რომ ლავროვს ყურადღებით მოუსმინეს, განსაკუთრებით საქართველოში

ავტორი: ემზარ კახიძე, ისტორიკოსი

ლავროვმა თავისი მუქარანარევი გამოსვლა ბრიუსელში საკმაოდ ავისმომასწავებელი ფრაზით დაამთავრა: „იმედია, ყურადღებით მისმენდითო“. დამეთანხმებით, რომ მსგავსი მინიშნებები 2008 წლის ომის წინ საკმაოდ ხშირად „იპარებოდა“, მაგრამ ნ. ნიკოლაძის სიტყვებით რომ ვთქვათ `ცხრა მთის გადაღმიდან მოყვანილ ძიძას (ნებაყოფლობით, ე.კ.) მიბარებულმა“ ქართველებმა (პირდაპირ გაოცებას იწვევს საუკუნისწინანდელი რეალიებისა და დღევანდლობის მსგავსება, იხ. https://www.presage.tv/?m=society&AID=8564) ეს გაფრთხილებები ერთ ყურში შევუშვით და მეორედან გამოვუშვით, ისე როგორც უამრავჯერ ჩვენს ისტორიაში…
Continue reading “ვეჭვობ, რომ ლავროვს ყურადღებით მოუსმინეს, განსაკუთრებით საქართველოში”

ვაშაძე სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი მეზღვაურების შესახებ

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, პირველი კომენტარი გააკეთა 16 ბათუმელ მეზღვაურთან დაკავშირებით, რომლებიც სომალელი მეკობრეების ტყვეობაში იმყოფებიან. გრიგოლ ვაშაძის თქმით, “თქვენ თუ წინა ისტორიებს შეისწავლით, ნახავთ, თუ რამდენი მოქალაქე მოხვდა მსგავს სიტუაციაში და რამდენი დავიხსენით. არის განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები და სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს ახლა საქმე, როდესაც კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებთ იმიტომ, რომ არ დავაზიანოთ ტყვეობაში მყოფი ჩვენი მეზღვაურები და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნა”.
Continue reading “ვაშაძე სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი მეზღვაურების შესახებ”

ვარშალომიძეების ოფიციალური ქონება

ავტორი: ლელა დუმბაძე 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის, ოჯახის ქონებამ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონს მიაღწია. ლევან ვარშალომიძის მამა, გურამ ვარშალომიძე და ძმა – ირაკლი ვარშალომიძე ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში 11056 კვ/მეტრი მიწის მფლობელები ხდებიან. მათი ქონება იზრდება ბათუმში, სადაც ამჟამად მთავრობის თავმჯდომარე და მისი ოჯახი ცხოვრობს. Continue reading “ვარშალომიძეების ოფიციალური ქონება”

ვაპროტესტებ უწყლობას

ნაზი ჩხაიძე

გაგიგიათ, გსმენიათ რომ ტურისტულ ქალაქში წყალი გრაფიკით იყოს? სამი წლის წინ ბანკიდან მცირე კრედიტი ავიღე, ბინა გავარემონტე, დამსვენებლებიც არიან და მეც და ისინიც კმაყოფილი ვიქნებოდით, წყალი რომ მოდიოდეს ნორმალურად. გამოზოგვით და დღეგამოშვებით კი არა, ყოველ დღე, მთელი დღის მანძილზე. რამე განსაკუთრებულს ვითხოვ?  – არა მგონია.

მინდა ხმა მივაწვდინო ყველას, ვისაც ეხება ეს პრობლემა. მე არ ვიცი სად ვეძებო პრობლემის მოგვარების გზა. წყალკანალში მეუბნებიან რომ მილები კეთდება და წყალი ამიტომ არ არის, ტელევიზიით ყოველდღე ვისმენ რომ მილები გაკეთდა. გამაგებინეთ, თუ გაკეთდა, რატომ არ გვაქვს წყალი ნორმალურად, თუ არ გაკეთებულა, ეს ტყუილი რაღას ნიშნავს?

სახლში ათამდე ადამიანი ვართ, სამ იოჯახის წევრი და დამსვენებლების ოჯახი, რომელიც მეორე წელია ჩვენთან ისვენებს. რამდენ ჭურჭელში უნდა ავიღო წყალი, რომ საკმარისი იყოს საბანაოდ,  ჭურჭლის დასარეცხად, საპირფარეშოსთვის, სახლის დასალაგებლად. ზუსტი გრაფიკიც კი არავინ იცის, როდის მოვა და როდის წავა წყალი. მინდა ვიცოდე, ვისზეა ეს დამოკიდებული და როდის მოგვარდება, ან მოგვარდება თუ არა საერთოდ.

ვანო მერაბიშვილი ბათუმში პედაგოგებს შეხვდა

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს ბათუმში ამომრჩეველს შეხვდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გელა დეკანაძის ინფორმაციით, ძალოვანი მინისტრი პოტენციურ ამომრჩეველს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი პედაგოგებს, არა როგორც მინისტრი, არამედ როგორც პარტიის წარმომადგენელი შეხვდა, მათ ერთგვარი ანგარიში ჩააბარა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„… აქ არ ყოფილა დაპირებები, ან რაიმე სახის თხოვნა – ხმა მომეცითო. ეს იყო პარტიის ერთგვარი ანგარიში იმ გეგმების შესახებ, რაც უკვე შესრულდა. საუბარი იყო ასევე იმ სამომავლო გეგმებზე, რაც უნდა შესრულდეს. არავის უთქვამს ხმა მოგვეცითო და ამას ვერც ერთი რესპონდენტი ვერ დაგიდასტურებთ,“ – განაცხადა გელა დეკანაძემ „ბათუმლებთან“ სატელეფონო საუბრისას.

ვანო მერაბიშვილთან ერთად პედაგოგებს პარტიის გენერალური მდივანი მიხეილ მაჭავარიანი, ყოფილი გენერალური მდივანი ზურაბ მელიქიშვილი, საქართველოს განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და აჭარის განათლების მინისტრი გია აბულაძე შეხვდნენ.

მთავრობის წევრები პედაგოგეგებს ბათუმის სპორტო  სკოლის დარბაზში შეხვდნენ. ამ შეხვედრისთვის დარბაზის დაქირავების მიზნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სპორტსკოლის ხელმძღვანელთან ხელშეკრულება რამდენიმე დღით ადრე გააფორმა. Continue reading “ვანო მერაბიშვილი ბათუმში პედაგოგებს შეხვდა”

ექსპერტები კლიმატის ცვლილების საკითხებზე მუშაობენ

ავტორი: ცაგო კახაბერიძე 

ექსპერტთა ჯგუფი აჭარაში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გარკვეულ სფეროებში რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რაც კლიმატის ცვლილების მესამე ეროვნული შეტყობინების პროგრამაში შევა.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ კონცელიძის ინფორმაციით რეკომენდაციების შემუშავება 1990-2011 წლების მდგომარეობით არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე იგეგმება. „დამუშავდება ინფორმაცია, რის შემდეგაც მომზადდება სათანადო წინადადებები რეკომენდაციების სახით, რომელიც შემდეგ ინვესტორს ან დონორებს მიეწოდება, ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების მიზნით. ეს ყველაფერი უკავშირდება კლიმატის ცვლილებას და პრობლემების აღმოფხვრისკენაა მიმართული. ერთ-ერთ მაგალითად გეტყვით, რომ აუცილებლად განვიხილავთ სანაპიროს წარეცხვის პრობლემას და რეკომენდაციებში სხვა პრობლემებთან ერთად ნაპირგამაგრებითი სამუშაოების დაჩქარებასაც შევიტანთ.” – ამბობს ნოდარ კონცელიძე. მისივე თქმით, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით მომუშავე ჯგუფს მსოფლიო ბანკი დააფინანსებს.

ეს შენც გეხება, ანუ რა გეხება შენ?

პარმენ ჯალაღონია
ავტორი: პარმენ ჯალაღონია საიასაჭარის ფილიალის თავმჯდომარე

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის არაერთი ნორმა ბუნდოვანია და მისი მრავალხრივი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, რიგ შემთხვევებში კი კანონით არ არის განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების პროცედურა და წესი.
Continue reading “ეს შენც გეხება, ანუ რა გეხება შენ?”

ეს შენც გეხება

 ფსიქიკური ჯანმრთელობა და სტიგმა

ავტორი: ნანა კვაჭაძე 

მას შემდეგ, რაც 34 წლის ანა ს.-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რამდენიმე წელი სახლიდან არ გასულა. ანამ სამსახური დატოვა და დროის უმეტეს ნაწილს ტელევიზორთან ატარებდა: „სამი წელი საერთოდ არ გავსულვარ სახლიდან, მხოლოდ ექიმთან თუ წავიდოდი, ისიც მშობლების თანხლებით. რატომ? მეშინოდა, ერთი მხრივ, ჯანმრთელობის გამო, მეორეს მხრივ – ადამიანების, ვგრძნობდი, რომ ზოგიერთს ეშინოდა ჩემი, ზოგიერთიც კიდევ გამაგრდიო – მეუბნებოდა. არადა, ეს ფრაზა კი არ გამხნევებს, პირიქით, უფრო გკეტავს საკუთარ თავში. თანდათან ყველა შემოგეცლება და მარტო რჩები. „ეჰ, რა კარგი გოგო იყოო – სინანულით იტყვიან, თითქოს უკვე აღარ არსებობ, ახალ ცხოვრებაში აღმოჩნდი და მარტო ხარ. ეს ადვილი არ არის“.
Continue reading “ეს შენც გეხება”

ეროსი კიწმარიშვილი მაესტროში შეიჭრა

ეკა აკობიამ, „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ეს წუთია „ბათუმელებს“ დაუდასტურა გავრცელებულ ინფორმაცია, რომ დღეს დილიდან ტელეკომპანია „მაესტროში“ ჟურნალისტები ვერ ახერხებენ შესვლას, რადგან იქ დილიდან იმყოფება ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც არ აძლევს ჟურნალისტებს შენობაში შესვლის შესაძლებლობას. Continue reading “ეროსი კიწმარიშვილი მაესტროში შეიჭრა”

ეროვნული ჭიდაობების საერთაშორისო ფედერაცია

ავტორი: მირანდა მიქაძე
იბრაჰიმ ოზტეკი და ჯემალ წულუკიძე

ეროვნული ჭიდაობების საერთაშორისო ფედერაცია

23-24 ივლისს თურქეთის ქალაქ ანთაკიაში მე-2 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა თურქულ ეროვნულ ჭიდაობაში. „აბას“ საჭიდაოდ თურქულმა მხარემ რვა ქვეყანა – საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ბულგარეთი, რუსეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი მიიწვია. საქართველოს აჭარის ქართული ჭიდაობის დელეგაცია წარმოადგენდა. გუნდურ ჩათვლაში საქართველო მე-3 ადგილზე გავიდა. ინდივიდუალურში კი იაგო ცივაძემ ასევე მე-3 ადგილი დაიკავა, რომელიც 6-გრამიანი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. Continue reading “ეროვნული ჭიდაობების საერთაშორისო ფედერაცია”

ერთხმად არჩეული რექტორი

ავტორი: ლელა დუმბაძე

ბათუმის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აკადემიურმა საბჭომ რექტორის თანამდებობაზე მეორე ვადით ალეკო ბაკურიძე ერთხმად  აირჩია.

არჩევნებამდე ალეკო ბაკურიძემ აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის მიხედვით, ახალი რექტორი სამომავლოდ უნივერსიტეტში ინტეგრირებულ სწავლებას, ელექტრონულ საგანმანათლებლო პროგრამების და ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების   დანერგვას გეგმავს.

ალეკო ბაკურიძეს არჩევნებზე კონკურენტი არ ჰყოლია, იგი რექტორობის ერთადერთი კანდიდატი იყო.  წინა არჩევნებზე ალეკო ბაკურიძის ერთადერთი კონკურენტი პროფესორო რამაზ ხალვაში იყო. ამ არჩევნებზე არც მას გამოუხატავს ინტერესი. მისი აზრით, „ეს საბჭო დაკომპლექტებულია ისეთი ადამიანებით, რომლებიც ალეკო ბაკურიძის გარდა სხვა კანდიდატურას ვერ აირჩევენ“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2012 – სიახლეები

2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა გათვალისწინებული: 2012 წლიდან აბიტურიენტებს არა 7, არამედ 20 ფაკულტეტის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, გაუქმდება ე.წ. მეორადი ჩარიცხვები. ეს ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა – მეორადი ჩარიცხვების შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ დარჩენილი ადგილები არ იძლეოდა ოპტიმალური არჩევანის გაკეთების საშუალებას. ამასთან, მეორადი ჩარიცხვების პროცესი მნიშვნელოვნად ახანგრძლივებდა გრანტების განაწილების პროცესს, რაც პირველადი ჩარიცხვებით მოხვედრილთა სამართლიან უკმაყოფილებას იწვევდა.
Continue reading “ერთიანი ეროვნული გამოცდები 2012 – სიახლეები”

ერთი ქვეყანა – ორი სამყაროს ბავშვები

ავტორი: ეთერ თურაძე

1 მარტიდან საქართველოში არც ერთი ე.წ. მინუსიანი სკოლა აღარ უნდა იყოს. რა შეიცვლება მთავრობის ამ გადაწყვეტილებით პატარა სკოლების მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის?-  რამდენად შეუწყობს ეს ხელს ისეთი სკოლის ჩამოყალიბებას, რომელიც, ძირითადად, ბავშვზე იქნება ორიენტირებული, ხოლო მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით თანაბარ პირობებში ჩააყენებს. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ სოფლებში ბავშვებს ისეთივე შესაძლებლობა ჰქონდეთ განათლების მიღების, როგორც ქალაქებში.

აჭარის მაღალმთიან სკოლებში 25 ათასამდე მოსწავლე სწავლობს, რაც ქალაქების მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის 17 ათასით ნაკლებია. როგორ პირობებში სწავლობენ ბავშვები მთებში? რა არის იმის მიზეზი, რომ, მაგალითად, ხულოს მუნიციპალიტეტში განათლების მიღების კუთხით, ბავშვები ყველაზე დაბალ საფეხურზე იმყოფებიან, როგორც ეს შეფასების ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული კვლევების მიხედვით დადგინდა.

არსებული მდგომარეობის ანალიზი „ბათუმელებმა“ გულნარა შაინიძეს, ხულოში, სოფელ წაბლანას საჯარო სკოლის დირექტორს სთხოვა. ამ სკოლაში 153 მოსწავლე სწავლობს და იგი ეგრეთ წოდებული მინუსიანი (მცირეკონტიგენტიანი სკოლა, რომელსაც მოსწავლეთა ვაუჩერის თანხები არ ჰყოფნით) სკოლების კატეგორიას მიეკუთვნება.

გულნარა შაინიძე პრობლემებს რამდენიმე პუნქტად აყალიბებს:

პრობლემა 1. ეროვნულ გამოცდებზე ბავშვები, ძირითადად, ხვდებიან ფასიან ჯგუფებში, მშობლები კი ვერ იხდიან გადასახადს, შესაბამისად, მათ სწავლის გაგრძელების შანსი არ აქვთ. ამის გამო მოტივაცია არის ძალიან დაქვეითებული. ჩვენი ბავშვები, სკოლები, კონკურენციას ვერ უწევენ ქალაქის ბავშვებს. თუ, მაგალითად, თბილისელი ბავშვების პირისპირ დავაყენებთ ჩემი სკოლის მოსწავლეებს, ისე როგორც ეს ეროვნული გამოცდების დროს ხდება, ჩემები ყოველთვის დამარცხდებიან. სახელმწიფომ მათ განათლების მიღების თანაბარი პირობები უნდა შეუქმნას.

პრობლემა 2. გასულ წელს ჩატარდა ტრენინგები მასწავლებლებისთვის, მაგრამ ხულოდან მასწავლებლებმა ვერ მივიღეთ მონაწილეობა. ტრენინგის თაობაზე ჩვენამდე ზუსტმა ინფორმაციამ არ მოაღწია, ამიტომ სულ 5 კაცი შევიკრიბეთ. ტრენერმა, რომელიც თბილისიდან იყო ჩამოსული, ამ ხუთ პედაგოგთან აღარ იმუშავა. ასე დავრჩით შუა გზაზე. მხოლოდ ერთი სერტიფიცირებული მასწავლებელი მყავს სკოლაში.

პრობლემა 3. ბავშვების განკარგულებაშია მწირი ბიბლიოთეკა, ხოლო ინტერნეტი და კომპიუტერი მთელ სოფელში სამ ოჯახს თუ აქვს.
პრობლემა 4. ბავშვებს დამატებით ვერ ვამეცადინებთ. Continue reading “ერთი ქვეყანა – ორი სამყაროს ბავშვები”

ერთი კვირის ფასი ბათუმში

გასული წლისგან განსხვავებით, წელს აჭარაში დასვენების მსურველებს კიდევ უფრო მეტი თანხა დასჭირდებათ, მიზეზი – ფასების ზრდაა. შარშანდელთან მიმართებაში სტაბილური ფასები მხოლოდ სასტუმროებმა შეინარჩუნეს. სასტუმროს ტიპის სახლებსა და ბინებში ერთი ღამის გათევის ფასი, ისე როგორც კვების ფასი კაფე-ბარებში.

Continue reading “ერთი კვირის ფასი ბათუმში”

ერთი თეფში აზიისკენ, მეორე – ევროპისკენ

ავტორი: ნინო ყიფშიძე
რეპორტაჟი სოფელ ქედლებიდან
სოფელი ქედლები ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ცენტრიდან დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე. მთის ფერდობებზე შეფენილი სოფელი ცენტრიდან ძალიან ახლოს მოჩანს, თუმცა, შებინდებისას, თოვლში ჩაფლულსა და ყინვისგან ხელებდამზრალს შეიძლება აღმართ-აღმართ სიარული რთულ ამოცანად მოგეჩვენოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადგილობრივი არ ხარ. ადგილობრივები კი ამ მონაკვეთს თითქმის ყოველ დღე გადიან, ზამთარსა და ზაფხულში.
Continue reading “ერთი თეფში აზიისკენ, მეორე – ევროპისკენ”

ერთი დღე მოსამართლე ბეჟანიშვილთან ერთად

თამარ ბეჟანიშვილიავტორი: ეთერ თურაძე

ადვოკატები ფეხის ხმაზე ცნობენ – სასამართლოს დერეფნებიდან წამოსული მისი ფეხსაცმლის ქუსლის ხმა სხდომის დარბაზშიც ყურს გჭრის. ამ ხმის გაგონებაზე იურისტები ამბობენ – „მოდის“… ხაშურში დაბადებული 34 წლის თამარ ბეჟანიშვილი 2009 წლიდან ყვარლის მოსამართლეა და ბათუმში მუშაობს. მოსამართლე ბეჟანიშვილს ეკუთვნის ფრაზა: გამამართლებელი განაჩენი იმიტომ ვერ გამომაქვს, რომ პროკურატურა „გამართულად“ და „ეფექტურად“ მუშაობს. 2007 წლიდან, ანუ აჭარაში მუშაობის პერიოდში ბეჟანიშვილს არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანია. 11 აპრილს ბეჟანიშვილმა 5 სისხლის სამართლის საქმე განიხილა. Continue reading “ერთი დღე მოსამართლე ბეჟანიშვილთან ერთად”

ენრიკე, გაიხადე მაისური!

 გავიგე თუ არა, რომ ენრიკეს კონცერტი უფასოდ ჩატარდებოდა, მაშინვე გეგმები დავაწყვე კონცერტზე წასასვლელად. მეგობარმა VIP მოსაწვევი მაჩუქა, გახარებული წავედი კონცერტზე, 10 000 მაყურებელში არ ამოვიჭყლიტებოდი. VIP ადგილებიდან ყველაფერი კარგად, ჩანდა კომფორტულად ვგრძნობდი თავს, სტუმრებს ბარიც ემსახურებოდა, სადაც საკმაოდ მაღალი ფასები იყო, წყალი ლიმომის წვენით 10 ლარი ღირდა, 50 თეთრიანი წყალი – 2 ლარი.

კონცერტზე შესვლა 5-ზე დაიწყო მეც 5 საათზე უკვე ადგილზე ვიყავი, თუმცა კონცერტი მხოლოდ 8-ის ნახევრისთვის დაიწყო. კონცერტზე მხოლოდ 10 000 მსმენელი მოხვდა დანარჩენი კი თეატრისა და ბულვარის წინ დამონტაჟებულ მონიტორებზე შესცქეროდნენ  ენრიკე იგლესიასს.

კონცერტი STEFANE  END 3G -მ გახსნა,  სამი სიმღერა შეასრულეს, მათ შორის We Don’t Wanna Put In. ამის შემდეგ 20 წუთი მოუნდნენ სცენაზე აპარატურის შეცვლას, შემდეგი შემსრულებელი კი სოფო ნიჟრაძე იყო.

 სწორედ სოფოს გამოსვლისას, კონცერტზე პრეზიდენტი მოვიდა და სცენასთან ახლოს მივიდა, სოფოს გამოსვლის დასრულების შემდეგ კი მოედანი დატოვა.

 სოფოს შემდეგ Eldrine გამოვიდა სცენაზე, ასევე 20 წუთიანი ლოდინის შემდეგ.  ამ ჯგუფმა  7 სიმღერა შეასრულა  მათ შორის ახალი სიმღერებიც.

 ენრიკე იგლესიასი კი სცენაზე თერთმეტის ნახევარზე გამოჩნდა, ამის შემდეგ კი რაც მოხდა იმის აღწერა რთულია, ზოგჯერ მავიწყდებოდა, რომ ეს ბათუმი იყო, ენრიკე ხშირად ახსენებდა ბათუმს სცენაზე სადღეგრძელოც კი თქვა „კონიაკით” თავის ბენდზე და ბათუმზე.  ”My band, my life” , „ბათუმი გაგიმარჯოთ!”  

იგლესიასი  მთელი კონცერტის განმავლობაში მადლობას ქართულად გვიხდიდა მსმენელებს, მთლიანად დაიხარჯა, ყველა ის მოქმედება შეასრულა, რაც მას ახასიათებს ხოლმე სცენაზე დგომისას, სიურპრიზებით აღსავსე იყო მთელი საღამო, ამის მიუხედავად რამდენიმე VIP სტუმრის სურვილი  იგლესიასს არ დაუკმაყოფილებია და მაისური მთლიანად არ გადაუძრია.

„გაიხადე მაისური” -იძახდნენ ვიპ-აივნიდან. მომღერალმა  მხოლოდ ერთი მაისური გაიხადა და სცენაზე თეთრი მაისურით დარჩა. იგლესიასის ბენდის ერთ-ერთი წევრი სცენაზე ქართული ჩოხით გამოვიდა, ეს მართლაც შოკის მომგვრელი იყო.  მოედანზე აქტიურად მოქმედებდა მედპუნქტები, არაერთი მელომანი გახდა ცუდად, ყველაზე ცუდად კი ის გოგონა იყო რომელიც enrique-მ  hero-ს შესრულებისას სცენაზე აიყვანა ამის აღწერა უბრალოდ არ შემიძლია, მგონი სჯობს ვიდო ნახოთ.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=sjNWfiPA3Y4&w=425&h=349] 

ენრიკე იგლესიასი ბათუმში

2 აგვისტოს ბათუმში „ემთივის“ დაჯილდოვება გაიმართება, რომელსაც ენრიკე იგლესიასი დაესწრება. კონცერტი ევროპის მოედანზე შედგება და იგლესიასს 8 ათასამდე ადამიანი მოუსმენს. დასწრება თავისუფალია. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი რა სიმღერებს შეასრულებს მომღერალი.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=koJlIGDImiU&w=560&h=349]

ენა, რომელიც ხელისუფლებას ესმის

სულხან ღლონტი

ამ კვირაში რამდენიმე ბრიფინგი გვქონდა თანამოაზრეებს. ვითხოვდით ადგილობრივ საკაბელო ტელევიზია ტვ-ერას ჩაერთო ის ტელევიზიები, რომლებიც „რუსთავი 2“-ისგან განსხვავებულ ინფორმაციას გადმოსცემენ. ჩემთვის ასეთი ტელევიზიებია მაესტრო, მეცხრე არხი და კავკასია.

საკაბელო ტელევიზია „ერა“, როგორც ინფორმაციის დამხშობი

ავტორიტარულ მმართველობაში ხელისუფლებას უნდა, რომ მოქალაქეებმა არაფერი იცოდნენ. ერთ პატარა ქალაქში, სადაც ყველა ყველას იცნობს, ხელისუფლება ახერხებს შექმნას საკუთარი „სიმართლე“ და ყველაფერ ამას ახერხებს განსხვავებული აზრის დახშობის ხარჯზე. განსხვავებული აზრის დამხშობი კი არის საკაბელო ტელევიზია, რომელსაც მოქალაქეები ყოველთვიურად 12 ლარს უხდიან, ანუ ფულს ვიხდით იმაში, რომ ვიცოდეთ ტყუილი. Continue reading “ენა, რომელიც ხელისუფლებას ესმის”

ენა – ბურჯი ეროვნებისა

ნაზი მიქელაძე, აკადემიური დოქტორი

ენა (მეტყველება) საზოგადოებრივი ურთიერთობის უმთავრესი იარაღია. მისი მეშვეობით ადამიანები ერთმანეთთან კონტაქტს ამყარებენ და აღწევენ გაგებინებას (კომუნიკაციას). ენა წარმოიქმნება კოლექტივში (საზოგადოებაში) და კვდება მის სიკვდილთან ერთად. ეს კოლექტივი შეიძლება იყოს გვარი, ტომი, ხალხი და ერი. მათგან გვარი არის ყველაზე ძველი და ამასთან ყველაზე მარტივი უჯრედი, საზოგადოების განვითარების ადრეული წარმონაქმნი. გვარების გაერთიანების შედეგად ვღებულობთ ტომს, ტომების გაერთიანება ქმნის ხალხს. ეთნიკურ ერთეულთა შორის ყველაზე მსხვილი და ამასთან ყველაზე მაღალი საფეხური არის ერი.

Continue reading “ენა – ბურჯი ეროვნებისა”

ეთიკური სტანდარტები ახალ მედიაში

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გიწვევთ დიდი ბრიტანეთის პრესის საჩივრების საბჭოს წევრის, უილიამ გორის 
საჯარო ლექციაზე „ეთიკური სტანდარტები ახალ მედიაში”.
საჯარო ლექცია გაიმართება 2011 წლის 31 ივლისს, 15:00 საათზე “პრეს კაფეში”
მისამართი: ბათუმი, საბაჟოს შესახვევი – მელაშვილის შესახვევი 2/1

ევროპული არჩევანი

დისკუსია სახალხო დამცველის ოფისში 

 ავტორი: ლელა დუმბაძე

დღეს, სახალხო დამცველის ბათუმის ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე, „ევროპული არჩევანი საქართველოსთვის“. დისკუსიის მთავარი კითხვა იყო, რა პრინციპებზე დგას დღეს ქართული სახელმწიფო და არის თუ არა ქართული სახელმწიფოს არჩევანი ევროპული ღირებულებები. საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორის ბაქარ ბერეკაშვილის მოსაზრებით, ქართული სახელმწიფო, ევროპულ ღირებულებებზე არ დგას: „ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება. ეს არის ნეოლიბერალური, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და ინდივიდუალიზმის მომხრე ხელისუფლება. მაგრამ ევროპა სრულიად საპირისპირი პრინციპებზე დგას, – პოლიტიკურად ლიბერალური, უფრო მეტად სოციალურ-დემოკრატიული, რეგულირებად საბაზრო ეკონომიკაზე და გაჯერებულია კოლექტიურიდა ინდივიდუალიზმის პრინციპებით. შესაბამისად, როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ის არის ევროპული ღირებულებების მატარებელი, იტყუება“.

Continue reading “ევროპული არჩევანი”

ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ

ივანიშვილთან დაკავშირებული ცვლილება არ დაამტკიცეს;
რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ ცნოს;
საქართველოს ხელისუფლება „უფრო ფართოდ შევიდეს ოპოზიციასთან „კონსტრუქციულ დიალოგში“;
„საქართველო – აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი პარტნიორია“;
სასამართლო სისტემაში, შრომის უფლებებთან დაკავშირებით შემდგომი გაუმჯობესებაა საჭირო. Continue reading “ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ”

დღეს საღამოს რას აკეთებთ?!

19 ივლისს, სასტუმრო „ინტურისტში“, კაფე „ბაკურიანში“ 21 საათზე, „სითი ლაივ ბენდის“, ასევე, აჩიკო ნიჟარაძის, „უანდერის“, დიჯეი რემბოს, ივენთი იმართება, დეპოზიტების ფასი 100 და 300 ლარია, მაგიდები 6-7 ადამიანზეა გათვლილი.

ასევე, დღეს და ხვალ 20 ივლისს, კლუბ „საბლაიმში“ პეტერბურგიდან ჩამოსული დიჯეი ვოგი დაუკრავს. შესვლის ღირებულება 20 ლარი, დეპოზიტის ფასი: 200, 300 და 700 ლარი.
ამავე კლუბში 22 ივლისს, დიჯეი უჯინრეი, 23 ივლისს კი დიჯეი ბენე და ნიკა დაუკრავენ. შესვლა გოგონებისთვის 10, ბიჭებისთვის 20 ლარი.

დუმბაძის კომენტარი: „არ არის გენით ქართველი“ და რეაქციის მოლოდინი

ავტორი: ნათია ზოიძე

სოციალურ ქსელებში ასეულობით ნახვა აქვს ვიდეოს, სადაც მურმან დუმბაძე  ყოფილი და მომავალი თანგუნდელის, რესპუბლიკელ გიორგი მასალკინის ეთნიკურობაზე აკეთებს კომეტარს. „გიორგი მასალკინი, არ მინდა ახლა ვთქვა, მოკლედ ვთქვათ, უნდა გავხსნათ რა, არ არის გენით ქართველი, ვერ მიხვდა ამან რა არის საქართველო“, – განაცხადა  სტუდია „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში მურმან დუმბაძემ.

ამ სიტყვებს წინ უსწრებდა გიორგი მასალკინის სატელეფონო ზარი, პოლემიკა სატელევიზიო ეთერით მურმან დუმბაძესა და გია  მასალკინს შორის  31 მარტის საპროტესტო აქციაში „ქართული ოცნების“ მონაწილეობის გამო გაიმართა (მურმან დუმბაძე ამტკიცებდა, რომ აქციაში მონაწილეობდა „ქართული ოცნება“, საპირისპიროს ამბობდა გია მასალკინი, რომელიც ასევე  კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია).

მურმან დუმბაძის განცხადებას ოფიციალური შეფასება ჯერჯერობით არც პოლიტიკური და არც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან  არ მოჰყოლია.

განცხადებიდან სამი დღის შემდეგ, „ბათუმელები“ აჭარის რეგიონში მოქმედ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლს დაუკავშირდა.
Continue reading “დუმბაძის კომენტარი: „არ არის გენით ქართველი“ და რეაქციის მოლოდინი”

დისკუსია ,,პრივატიზაციის პოლიტიკა საქართველოში“

პრესრელიზი
13.10.2011

ბათუმის პრესკაფეში გრძელდება დისკუსიების ციკლი ,,მედია და საზოგადოება“. ამჯერად, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი სადისკუსიო თემად გთავაზობთ ,,პრივატიზაციის პოლიტიკას საქართველოში“.

დიკუსიაზე მოხსენებას გააკეთებენ დავით ნარმანია – კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და სუნილ ტანკა – როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დოქტორი.

დოქტორ სუნილ ტანკა მოხსენებაში ისაუბრებს პრივატიზაციის პროცესის ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე: პრივატიზაციის მიზნების განსაზღვრა, პრივატიზაციის მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება,
დაინტერესებულ აქტორებთან ურთიერთობის დარეგულირება და საჯარო სექტორის რეფორმის განხორციელება.

Continue reading “დისკუსია ,,პრივატიზაციის პოლიტიკა საქართველოში“”

დილის 7 საათზე, უნივერსიტეტთან

[youtube https://www.youtube.com/watch?v=Daitg82g9g8&w=560&h=349] დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებმა და მათმა გულშემატკივრებმა დილის 7 საათიდან ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიყარეს თავი. გამოცდა 8 საათზე დაიწყო. სტუდენტები პირველ გამოცდას ქართულ ენაში აბარებენ.

დიდი მოთამაშე ნავთობის ბაზრიდან

ავტორი: ნანა კვაჭაძე 

ნაციონალური ყაზახური კომპანია „კაზტრანსოილის“ შვილობილი კომპანია, შპს „ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგი“, ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია. ამ კომპანიას ეკუთვნის ბათუმის საზღვაო ნავსადგური და ნავთობტერმინალი. „ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგის“  თავმჯდომარესთან, აბაი ტურიკპენბაევთან  ინტერვიუ გასულ კვირას შედგა.

ბატონო აბაი, მას შემდეგ, რაც ბათუმის საზღვაო ნავსადგურსა და ნავთობტერმინალს თქვენი კომპანია მართავს, რამდენად გაუმჯობესდა კომპანიის ბიზნესსაქმიანობა და უკანასკნელ წლებში  რა ოდენობის თანხა შეიტანა თქვენმა კომპანიამ საქართველოს ბიუჯეტში?

– 2008 წელს ნაციონალურმა ყაზახურმა კომპანია „კაზრტანსოილმა“ შეისყიდა  აქტივები, მათ შორის ბათუმის პორტი 49-წლიანი ვადით და ბათუმის ნავთობტერმინალი. 2009 წლიდან ამ კომპანიებს ყაზახური მენეჯმენტი მართავს. რაც შეეხება თანხას, რომელიც ჩვენს კომპანიას შეაქვს ბიუჯეტში, რასაკვირველია, ეს ციფრი ყოველწლიურად იცვლება. 2008 წელს იყო 5 მილიონ 878 ათასი დოლარი,  2009 წელს – 2 მილიონ 179 ათასი, 2010 წელს –  2 მილიონ 242 ათასი, 2011 წელს -1 მილიონ 828 ათასი დოლარი. ბიუჯეტში შენატანი დამოკიდებულია ნავთობპროდუქტების ტვირთბრუნვაზე, რაც უფრო დიდია ტვირთბრუნვა, ბუნებრივია, მეტია შემოსავალიც და ბიუჯეტშიც შენატანიც.

– 2008 წლიდან რატომ შემცირდა შემოსავალი? Continue reading “დიდი მოთამაშე ნავთობის ბაზრიდან”

Exit mobile version