საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსკოველ წარმომადგენელს ვალერი ლევინს 22 ოქტომბერს საზღვრის გადმოკვეთისას აღმოაჩნდა “უჩვეულო მინერალები და ბეჭდური მასალა”, ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ ეს მინერალები ჯანმრთელობისთვის საშიში არ იყო და ის “მომავლის განჭვრეტისთვის” გამოიყენებოდა. Continue reading “შსს-მ “უჩვეულო მინერალები”ივანიშვილს დაუბრუნა”
შსს ჟურნალისტებს მორიგებას სთავაზობს
ნეტგაზეთი
26 მაისს დაზარალებულ ჟურნალისტებსა და მედიაორგანიზაციებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მორიგებას სთავაზობს, თუმცა, პირობები უცნობია. Continue reading “შსს ჟურნალისტებს მორიგებას სთავაზობს”
შიში და ბათუმიის მერიის აუთვისებელი 30 მილიონი
ავტორი:ნათია ზოიძე
ბათუმიის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას ბიზნესმენები ერიდებიან
ბათუმიის მერიის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები ჩავარდა, რადგან ტენდერში მონაწილეობის მსურველები არ გამოჩნდნენ. საბოლოოდ ბათუმის მერიამ, ცხრა თვის ანგარიშის შედეგის მიხედვით, 30 მილიონი ლარი ვერ აითვისა.
Continue reading “შიში და ბათუმიის მერიის აუთვისებელი 30 მილიონი”
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება “მაესტროსთან” დაკავშირებით
შინაგან საქმეტა სამინისტრო ვებ–გვერდის საშუალებით დღეს ტელეკომპანია “მაესტრო”–ში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სრულად გთავაზობთ განცხადების ტექსტს “საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შემოსულ იქნა შეტყობინება ტელეკომპანია მაესტროდან, რის შემდეგაც ადგილზე გამოცხადდა საპარტულ პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფი. საპატრულო პოლიციის ადგილზე ყოფნის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს, რომ მხარეებს შორის არ მოხდეს კონფლიქტი, ფიზიკური შეხლა-შემოხლა და სიტუაციის დაძაბვა.”– ნათქვამია განცხადებაში

შთამბეჭდავი ექსკურსია რაჭა-იმერეთში
ვახტანგ მაკარაძე, მერი ცისკარაძე, ფერიის საკარო სკოლის პედაგოგები
ექსკურსია მეტად ახარებს მოსწავლეს, ახალგაზრდობას, განსაკუთრებულ სტიმულს აღძრავს მასში, აყვარებს სასწავლო საგანს, ამიტომ სწავლების ეს ფორმა გონივრულად, მომზადებულად უნდა გამოვიყენოთ.
Continue reading “შთამბეჭდავი ექსკურსია რაჭა-იმერეთში”
შვილებმა უნდა იცოდნენ,რომ სუროგატი დედების დახმარებით გაჩნდნენ
ავტორი: ნათია ზოიძე
“ფეისბუქში” ყურადღება ერთ-ერთი მეგობრის ფოტომ მიიქცია. როცა ახალდაბადებულ ბავშვებს ისე აცვიათ, როგორც დიდებს, ბუნებრივია, ეს კარგ ხასიათზე გაყენებს. გინდა ამ პატარების სხვა ფოტოც ნახო. მერე სხვის კომენტარებსაც ავლებ თვალს. „ვააა, მარიამ შენი შვილები არიან, როდის გააჩინე? „კი ლაშა, ჩემი შვილები არიან, სუროგატმა დედამ გამიჩინა“. 8 თვის მათეს, ელენეს და გიორგის დედა პროფესიით ექიმი მარიამ კუკუნაშვილია. მარიამთან ინტერვიუ ჩავწერეთ არა როგორც ამ ბიზნესით დაკავებულ ადამიანთან, არამედ ქალთან, რომელმაც გადაწყვიტა ყოლოდა შვილები, რომლებიც სხვამ გაუჩინა.
Continue reading “შვილებმა უნდა იცოდნენ,რომ სუროგატი დედების დახმარებით გაჩნდნენ”
შვეიცარიის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის ადგილი ბათუმი
დღეს ბათუმში საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტების შხვედრა იგეგმება. აჭარის მთავრობაში ამ ეტაპზე ამ ინფორმაციის შესახებ დეტალები არ იციან.
კვირას რუსეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, შვეიცარიის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელინ კალმი–რეი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ორშაბათს საღამოს ბათუმში შეხვდება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ 31 ოქტომბერს. Continue reading “შვეიცარიის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის ადგილი ბათუმი”
შეხვედრის ადგილი ბათუმის ბულვარი – საპროტესტო აქცია [ვიდეო]
საზოგადოებრივი მოძრაობის -„შეხვედრის ადგილი-ბათუმის ბულვარი“ მიზანია ბათუმის ძველი ბულვარის პერსპექტივის დადგენის პროცესში ბათუმის მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა.
მოძრაობა აპოლიტიკურია და ღიაა ყველა მოქალაქისათვის, ვინც იზიარებს მოძრაობის მიზანს. ბათუმის ძველი ბულვარის განაშენიანება 1881 წელს დაიწყო, 130 წლის განმავლობაში ბულვარი ქალაქის საკუთრება და ბათუმელების თავშეყრისა და დასვენების საყვარელი ადგილი იყო.
ბოლო წლებში ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარეობს კაპიტალური მშენებლობების პროცესი, ა.წ. აპრილის თვეში ბათუმის ბულვარს კიდევ ერთი, 4 504 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ჩამოეჭრა და ცათამბჯენის მშენებლობისათვის შპს `საქართველოს რკინიგზას~ უსასყიდლოდ გადაეცა. ეს ადგილი ბათუმის თვითმმართველობამ 1884 წელს ბულვარის გასაფართოებლად შეიძინა, მიმდინარე მდგომარეობით კი აუდიტორული დასკვნის (შპს აუდიტორულ-საკონსულტაციო კორპორაცია „ინტერაუდიტი“ #1/16-72, 19.04.2011წ.) თანახმად 1 824 120 ლარად არის შეფასებული.
პროცესის დინამიკა აღძრავს საფუძვლიან ეჭვს, რომ ახლო მომავალში კვლავ არსებობს ბულვარის ტერიტორიის ნაწილების გაჩუქება/გასხვისებისა და მათი მაღლივი მშენებლობებისთვის გამოყენების საფრთხე, რაც ძველი ბულვარის ფაქტობრივ განადგურებას გამოიწვევს.
მოძრაობა მხარს უჭერს ბათუმის ეკონომიკური და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებს, ქალაქის ახალ რაიონებში თანამედროვე არქიტექტურული კონცეფციების რეალიზებას, მაგრამ არა ტურისტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბათუმის ძველი ბულვარის განადგურების ხარჯზე.
მოძრაობის ამოცანაა, ბათუმის მოქალაქეთა მხარდაჭერით, ხელისუფლების ყველა კომპეტენტურ რგოლთან დიალოგის დაწყება და ბათუმის ძველი ბულვარის განვითარების პროცესში ბათუმელთა ინტერესების დაცვა.
დაგვიკავშირდით, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება!
ბათუმელებო, გავერთიანდეთ ძველი ბულვარის გადასარჩენად!
მობრძანდით, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: ბათუმი, მ. აბაშიძის ქ. #48, II სართული, „გაზეთ ბათუმელების“ ოფისი, ტელ.: +995 422 7 03 59; ელ.ფოსტა: batumi.bulvari@gmail.com; https://www.facebook.com/home.php?sk=group_207169999316341
შეჩერდება თუ არა აჭარაში ივანიშვილის პროექტები
ავტორი: ლელა დუმბაძე
221 მოქალაქის მოლოდინი
„ხმა არ ამოიღო მაგაზე, თორემ იგერ გორაზე მეექვსე კამერა თავისუფალია… ვისთვის და ყველასთვის. ჩვენთვის განსაკუთრებით“, _ ამ ფრაზით ბათუმის ზოოპარკის თანამშრომლებმა სცადეს `ბათუმელების თავიდან მოშორება~. საქმე იმაშია, რომ ზოოპარკს, როგორც ბინადრების კვებას ისე ადმინისტრაციის ხელფასებს ბიძინა ივანიშვილის ფონდი აფინანსებს. ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ბათუმში ზოოპარკთან ერთად აფინანსებს, 6 მაისის პარკის, დელფინარიუმის და ბათუმის ბოტანიკურ ბაღის თანამშრომლებს, სულ 221 მოქალაქეს. ხელფასის მოლოდინში მყოფი ადამიანები ამბობენ: „აქამდე ყველაფერი რიგზე იყო და აწი რა იქნება არ ვიცით“.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, ხელისუფლების პოზიციები მის მიმართ მკვეთრად შეიცვალა. პირველი რადიკალური ნაბიჯი „ქართუ ბანკის“ საინკასაციო მანქანის დაკავება და რამდენიმე მილიონი ლარის ამოღება იყო. სწორედ ამ ბანკის მეშვეობით ურიცხავს მილიარდერი თანხას საქართველოში არსებული იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დღემდე მისი მეურვეობის ქვეშე იმყოფებიან. ბათუმის ბოტანიკურ ბაღის 115 თანამშრომელს ხელფასს სწორედ ივანიშვილის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უხდის. ასევე დელფინარიუმს, 6 მაისის პარკსა და ზოოკუთხეს, სადაც ეგზოტიკური ცხოველები ბინადრობენ.
Continue reading “შეჩერდება თუ არა აჭარაში ივანიშვილის პროექტები”
შერჩევითი სამართალი
ავტორი: გენო გელაძე, იურისტი, „დემოკრატიის ინსტიტუტი"
„საპროცესო შეთანხმების“ ინსტიტუტი
საქართველოში იმდენი მსჯავრდებულია, რომ თითქმის არ არსებობს ოჯახი, რომლის თუნდაც ერთი ნათესავი, მეზობელი, მეგობარი ან საერთოდაც ოჯახის წევრი ნასამართლევი არ არის.
ადამიანის დაპატიმრების, გამოძიებისა და სასამართლო პროცესები, როგორც წესი, ჭორაობის, შეცოდების, სიბრალულის, შურის და ა.შ. საგანია. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ძალიან ხშირად, თითქმის ყველგან საუბრობენ, ვერ გაიგებთ სიტყვას – „გაამართლეს!“
ის ფაქტი, რომ საქართველოში, ზოგადად, გამამართლებელი განაჩენის კრიზისია და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების „ინიციატივებს“ სასამართლოებში, სანოტარო მოქმედების მსგავსად, უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ადასტურებენ, უკვე არახალია.
ბევრს საუბრობენ, რომ ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, რომ ადვოკატის ფუნქცია დაკნინებულია და ა.შ. ეს მოსაზრებები არგუმენტირებულია და საერთო შეფასებით ნაწილში ვეთანხმები, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ყველაფრის სათავე საქართველოში უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი – „საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტია“. Continue reading “შერჩევითი სამართალი”
შეაჩერე წამი ბათუმში
ხვალ, საღამოს ექვსიდან 9 საათამდე სასტუმრო „ინტურისტის” წინ მდებარე სკვერში ფოტოგამოფენა – „შეაჩერე წამი ბათუმში”, გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ექვსი ფოტოხელოვანის ნამუშევრები. ესენი არიან: ლელა მეფარიშვილი (რუსთავი); შოთა გუჯაბიძე (ბათუმი); კახა ემირიძე (ბათუმი); ირაკლი ძნელაძე (ბათუმი); სულხან სალაძე (ბათუმი); გელა ძნელაძე (ბათუმი). როგორც გამოფენის ორგანიზატორები გვპირდებიან, გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, გარდა ფოტო ნამუშევრების დათალიერებისა, საჩუქრად გადაეცემათ ბათუმის თემატიკაზე შექმნილი ღია ბარათების კრებული.

შეაჩერე წამი
„შეაჩერე წამი ბათუმში” – ასე ეწოდებოდა ბათუმის ბულვარში გამართულ ფოტოგამოფენას, სადაც 6 ფოტოგრაფის 50 ნამუშავი იყო წარმოდგენილი.
[youtube https://www.youtube.com/watch?v=yAK5XVx7P3k&w=425&h=349]
[youtube https://www.youtube.com/watch?v=3RLmXojFbvE&w=425&h=349]

შარდენის ტიპის ქუჩა ბათუმში
ცაგო კახაბერიძე
უფრო მეტი გამწვანება, პატარ-პატარა გაზონები დეკორაციული ყვავილებით, რომლებიც წლის ოთხივე სეზონზე იყვავილებენ, გაფართოებული ტროტუარები, მაღაზიები და ღია კაფეები – ეს ყველაფერი ერთ თვეში, ანუ საკურორტო სეზონის დაწყებამდე უნდა მოესწროს. ბათუმის მერია მემედ აბაშიძის ქუჩაზე, „ცეროდენადან“ გამსახურდიას კვეთამდე, თბილისური შარდენის მსგავსი ქუჩის გაკეთებას გეგმავს.
შანსი სტუდენტებისთვის
ლელა თურმანიძეავტორი: ეთერ თურაძე
7 მაისს ცნობილი გახდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტის ვინაობა, რომლებიც შემდეგ სასწავლო კურსს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში გააგრძელებენ. კონსორციუმი, რომლის წევრიც არის ბათუმის უნივერსიტეტი, სტუდენტებს მომავალში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს. პროექტის შესახებ, ანუ ევროპაში განათლების მიღების შესაძლებლობაზე ”ბათუმელებს” რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და, პროექტის კოორდინატორი ლელა თურმანიძე ესაუბრა: Continue reading “შანსი სტუდენტებისთვის”
ყველაფერი მაშინ იწყება, როცა…
ავტორები: (მოქალაქე ჟურნალისტები) გიგა ახალაია, გვანცა სამნიძე, ლუიზა ბალაძე, მარიკა ზაქარაძე და ნინო ადეიშვილი.
[slideshow] ყველაფერი მაშინ იწყება, როცა 6 წლის გახდები და სკოლის კედლებში ლამაზი თაიგულით, თეთრი პერანგითა და დაზეპირებული ლექსით პირველად შეაბიჯებ. საკლასო ოთახის კარებთან მზრუნველი თვალებით მომღიმარი პირველი მასწავლებელი გეგებება. თავიდან უცხო, მაგრამ შემდეგ ძალიან ახლო და მოსიყვარულე. ასე გრძელდება 12 წელი და ცხოვრების ამ ეტაპზე მას ემორჩილები, ის საფუძველს უყრის მომავალი თაობის სწორ აღზრდას. “მასწავლებელი-ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”. (ი.ნონეშვილი) Continue reading “ყველაფერი მაშინ იწყება, როცა…”
ყველაზე ცხელი დღეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობით 29 და 30 ივლისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.
აგრილებას ბათუმში 31 ივლისიდან უნდა ველოდოთ, როცა წვიმიანი დღეებია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა თანდათან დაიწევს 29-31 გრადუსამდე.
შავი ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის მონაცემებით, ბათუმში ყველაზე ცხელი ზაფხული 1981 წელს დაფიქსირდა, როცა ჰაერის ტემპერატურამ 41 გრადუსს მიაღწია.

ყველაზე დიდი საკონტეინერო გემი ბათუმის პორტში
„MSC UKRAINE“ – გემი, რომლის სიგრძე 202 მეტრი და სიგანე 31 მეტრია, ბათუმის პორტში რამდენიმე კვირის წინ შემოვიდა. ტერმინალმა 44 საათი საოპერაციო დროის განმავლობაში ამ გემზე საერთო ჯამში 2400 TEU-ს ( 1 TEU – 20 ფუტიანი კონტეინერის ექვივალენტი) დაცლა-დატვირთვის ოპერაცია განახორციელა.
„MSC UKRAINE“ აგებულია პოლონეთში 1989 წელს და ამჟამად საქართველოში უმსხვილესი საზღვაო ხაზის და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავის – Mediterranean Shipping Company-ს ფლოტის შემადგენლობაშია, რომლის ცენტრალური ოფისი შვეიცარიაში, ჟენევაში მდებარეობს.
Continue reading “ყველაზე დიდი საკონტეინერო გემი ბათუმის პორტში”
ყველა გზა „პირველთან“ მიდის?!
ავტორი: გენო გელაძე, დემოკრატიის ინსტიტუტი
საკითხი, რომელზედაც გაზეთის ამ ნომერში ჩემს მოსაზრებას ვთავაზობ მკითხველს, ალბათ ყველასთვის ნაცნობია. საქართველოში, როდესაც რაღაც საკითხთან დაკავშირებით ე.წ. დაბალი რანგის ჩინოვნიკის, ან რაიმე სერვისის (მთავრობასთან ასოცირებულს) მომწოდებელს მივმართავთ დახმარების ან/და განმარტების თხოვნით, ძალიან ხშირად ეს პირები იწყებენ წუწუნს, რომ ეს საკითხი იმიტომაც გადაწყდა/დარეგულირდა ისე, როგორც არის, რომ ამგვარად „ზემოთ“ დაადგინეს. თუ ამ ადამიანის ზემდგომს ვნახავთ, უშუალოდ დაველაპარაკებით და ჩვენს „გასაჭირს“ ავუხსნით, ისიც ზუსტად იმავეს გაიმეორებს: შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, გეთანხმებით, მართალი ხართ, მაგრამ რა ვუყოთ, მე ვერაფერს შევცვლი რადგან „ზემოთ“ ასე დაადგინეს. ამგვარი ლოგიკით თითქმის ყველა საკითხზე საბოლოოდ მივიღებთ შემდეგ პასუხს: „პირველმა“ გადაწყვიტა, მე რა გიყო! Continue reading “ყველა გზა „პირველთან“ მიდის?!”
ყავის გულისთვის, თორემ რავა გაკადრებდით ამას?!
დათო ტრაპაიძე, ბლოგერი მთვარის კლუბი „აუ, წამო დღეს სადმე გავიდეთ. არ მოგწყინდა სახლში ჯდომა?! გავიდეთ, ყავა მაინც დავლიოთ! – გავიდეთ. მაგრამ სად?! აუ, ოღონდ იქ არ მიმიყვანო, რა… ვერ ვიტან იმ ოფიციანტს.”ოჰ, ეს გაურკვეველი ქართული სიამაყე და თავმომწონეობა. სხვათა შორის, ამ ქართულ კეკლუცობას ერთი, ძალზე სახასიათო თვისება აქვს. როგორც ღვინის ზოგიერთი სახეობა, ისიც ვერ უძლებს ტრანსპორტირებას და სხვაგან ეგრევე ფუჭდება.აბა, სხვაგვარად როგორ ავხსნათ ის, რომ აქ „მაგას რავა ვიკადრებ“ სიტყვების პატრონი სხვა ქვეყანაში – „რაზეა საუბარი, ვიზამ აბა რას ვიზამ”-ზე გადადის. სხვები ვერ გვხედავენ? უფრო სწორედ, სხვა ქართველი ვერ დაგვინახავს და ვერ დაგვცინებს?! შე კაი ადამიანო, იქ თუ შეძელი, აქ რა გეტაკა?! არა, სათაკილოზე და უკადრებელზე ნამდვილად არაფერზე ვსაუბრობ. Continue reading “ყავის გულისთვის, თორემ რავა გაკადრებდით ამას?!”
ქსენია სობჩაკის საარჩევნო მოწოდება
ქონება მთავრობის ახლობლებისთვის
სტუდია „მონიტორის“ მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, „ბათოილის“ და სხვა კომპანიების მფლობელმა, რომელიც ვანო მერაბიშვილის მეგობარია, სახელმწიფოსგან ნაჩუქარი ან იაფად გადაცემულ მიწების გაყიდვით 26 მილიონი დოლარი მოიგო. სახელმწიფო ქონების იაფად გაყიდვის პრაქტიკას ეწევა აჭარის მთავრობაც. რა წესით ხელმძღვანელობს რეგიონის მთავრობა ინვესტორების შერჩევის დროს? – ამ საკითხს „ბათუმელები“ ერთი ქართული და ერთი უცხოური კომპანიის მაგალითზე განიხილავს. Continue reading “ქონება მთავრობის ახლობლებისთვის”
ქიბარ ხალვაში: „ახალაიას, მერაბიშვილს, ადეიშვილს და მიშა სააკაშვილს სასამართლო წესით პასუხს ვაგებინებ“
რას და სად მოღვაწეობს ქიბარ ხალვაში _ ერთ დროს საკმაოდ გავლენიანი ბიზნესმენი საქართველოში, რომელმაც გერმანიის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარი 4 წლის წინ სთხოვა. მაშინ როცა ქიბარ ხალვაშს პრობლემები შეექმნა ხელისუფლებასთან დააკავეს მისი ძმაც, როგორც თავდ ამბობს, ძმის თავისუფლების სანაცვლოდ სახელმწიფოს მისი კუთვნილი კომპანია დაუთმო, რომლის ღირებულებაც 14 მილიონი ლარი იყო. Continue reading “ქიბარ ხალვაში: „ახალაიას, მერაბიშვილს, ადეიშვილს და მიშა სააკაშვილს სასამართლო წესით პასუხს ვაგებინებ“”
ქვეყანა, სადაც შეუძლიათ თავისუფლება
ავტორი:ჯაბა ანანიძე
ქველმოქმედება და სოლიდარობა
ავტორი: ივეტა ამაღლობელი (მოქალაქე ჟურნალისტი)
ქდმ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ კანონპროექტს აპროტესტებს
აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ კანონპროექტს, რომლის მიზანი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებაა , ქდმ აპროტესტებს. უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ქrისტიან დემოკრატების” თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა რომ მისი სასოფლო სამეურნეო სამუშაოების საწარმოებლად, ხე–ტყის (ვენახის ბოძი, სარი, ჭიგო, ღობე და ა.შ.), ასევე საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის სამასალე ხე–ტყის გაცემაზე 2011 წლის 1 ივლისამდე ფონდი საერთოდ არ ყოფილა გამოყოფილი. ხოლო წინა წლებში გამოყოფილი ფონდი სანახევროდაც ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ამის გამო სოფელში მცხოვრები მოსახლეობა საჭიროების შემთხვევაში იძულებული იყო კანონი დაერღვია და ზამთრის შედეგად მოთხრილ–მოჭრილი და ქარწაქცეული ხეები პირადი მოხმარებისათვის გამოეყენებინა. Continue reading “ქდმ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ კანონპროექტს აპროტესტებს”
ქდ-მ ლევან ვარშალომიძისგან მუშაობის ანგარიში მოითხოვეს
ფრაქცია – „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე ნუგზარ ფუტკარაძე ლევან ვარშალომიძისგან მუშაობის ანგარიშის წარდგენას ითხოვს. ამის შესახებ მან განცხადება რამდენიმე წუთის წინ პლენარულ სხდომაზე გააკეთა. „ჩვენ არ გვექნება ჩამჭრელი კითხვები, ჩვენ გვექნება კითხვები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს“, – განაცხადა ნუგზარ ფუტკარაზემ სხდომაზე. – მოგვიანებით „ბათუმელებთან“ დააკონკრეტა, რომ „ქრისტიან-დემოკრატები“ ლევან ვარშალომიძესთან „ხელვაჩაურისა და ქობულეთის ხარჯზე ქალაქის გაფართოების გამო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების არასასოფლოდ გადაქცევის შემდეგ, გლეხის უმიწოდ დარჩენისა და მაღალმთიანეთში დიდ თოვლობასთან არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრებენ…“ Continue reading “ქდ-მ ლევან ვარშალომიძისგან მუშაობის ანგარიში მოითხოვეს”
ქართული ოცნება – ბერას სიმღერის ტექსტი
ერთად დადგომა რომ შევძლოთ,
ბოლო იმედი არ არის წასული,
მთელი ცხოვრებაა ვოცნებობთ,
ეს ოცნებაა ქართული.
ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო
ხვალ, 12 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო ბიბლიოთკაში გაიმართება გამოფენა, რომელზედაც დასწრება თავისუფალია.
ქართულ ციტრუსი შეიძლება პოლონეთის ბაზარზე გავიდეს
წელს, შარშანდელთან შედარებით, აჭარაში ციტრუსის გაორმაგებულ მოსავალს ელიან. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, დონარა სურმანიძის ინფორმაციით, წელს, სავარაუდოდ, 85 ათას ტონა ციტრუსს მოკრეფენ აჭარის სოფლებში.
– “ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ქართული ციტრუსი წელს პოლონეთშიც გავიდეს. პოლონეთიდან იყვნენ ჩამოსულები ამ საკითხზე”, – ამბობს მინისტრი.
ყველზე დიდი ბაზარი, სადაც ქართული ციტრუსი გააქვთ, უკრაინაა. გასულ წელს უკრაინის საბაჟოზე პრობლემური იყო ციტრუსის განბაჟება. დონარა სურმანიძე ამბობს, რომ უკრაინიდან 20 დღის წინ ჩამოსულ საბაჟოს დელეგაციასთან ეს საკითხი განიხილეს და წელს საბაჟო პროცედურები გაცილებით გამარტივებული იქნება, ვიდრე წინა წლებში იყო.
მინისტრის ინფორმაციით, ადგილზე ციტრუსის გადამუშავებაზე წელს, ძირითადად, კომპანია “ციტრო” იმუშავებს. ასევე შეიძლება შემოვიდეს უკრაინული კომპანიაც, რომელიც ყოფილ “ქართული პროდუქციის საწარმოოს” განაახლებს.
შარშან ერთი კილოგრამი მანდარინის ფასი 50 თეთრიდან იწყებოდა.
გასული წლის მონაცემებით აჭარიდან ციტრუსი ექსპორტზე 9 ქვეყანაში გადიოდა, მათგან ყველაზე დიდი რაოდენობით უკრაინასა და ბელორუსიაში. წელს მათ რიგებს შეიძლება პოლონეთიც შეუერთდეს.

ქართუ ბანკიდან” ფულის გატანის მაჩვენებელი გაიზარდა
ქართველები უცხოეთში, ტურისტებად
უცხოურ კურორტებს შორის ქართველები ყველაზე ხშირად თურქეთის ქალაქებს ირჩევენ. რატომაა მათზე განსაკუთრებული მოთხოვნა და სხვა რომელ ქვეყნებს ანიჭებენ უპირატესობას ქართველები, რა ღირს უცხოეთში დასვენება და რა სხვაობაა ფასებს შორის?
ხატია ღოღობერიძე
ქალები პოლიტიკაში თუ სახლში
ავტორი: ნათია ზოიძე
„რეგიონული თოქ-შოუს პირდაპირ ეთერში როცა ვსაუბრობდი, ვინ დგას აჭარაში განხორციელებულ ინვესტიციების უკან და რატომ არ არის ეს პროცესი გამჭირვალე, მოქალაქის ზარი შემოვიდა. ზარის ავტორი მამაკაცი იყო და პირდაპირ ეთერში მომიწოდა: „ხათუნა ძალიან კარგი გოგო ხარ, წადი სამზარეულოში და ფხალობია გააკეთე, უფრო მოგიხდება არ გირჩევნია “ – იხსენებს ხათუნა სამნიძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო აქტიურ პოლიტიკაში . მისი მხრიდან ამ ამბის გადაფასება არ მომხდარა. მაშინაც და დღესაც ამ ფაქტს დისკრიმინაციად აფასებს.
ხათუნა სამნიძე იხსენებს , რომ მის პოლიტიკური აქტიურობისას ეს ერთადერთი ფაქტი არ ყოფილა. გამხდარა პოზიტიური დისკრიმინაციის მსხვერპლიც, როდესაც უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიკროფონთან მისულა, სესიის სპიკერს მოუწოდებია კოლეგებისთვის, რომ „არ შევეზღუდე რეგლამენტით, რადგან ვიყავი ქალი”. ამბობს, რომ ორივე შემთხვევა მიუღებელია. ის პოლიტიკიდან ამ დისკრიმინაციული ფაქტების სიმრავლის გამო არ წასულა, ხათუნა სამნიძე დღეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთი მიზანიც რეგიონში თავისუფალი, სამართლიანი და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და გენდერული დემოკრატიზაციის პოპულარიზაციაა. Continue reading “ქალები პოლიტიკაში თუ სახლში”
ქალები და დემოკრატიული ღირებულებები
ავტორი: ლელა დუმბაძე
„პოლიტიკაში მნიშვნელოვანი უკუსვლაა, რადგან ქალებს მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვთ. ამ ფორმალიზმს შინაგანი თავისუფლების დეფიციტი აჩენს, რომელიც თვალშისაცემია ქართულ საზოგადოებაში. თავისუფლება არის საფრთხე ტოტალიტარული რეჟიმებისთვის, რომელთაც იდეოლოგიური აზროვნება ახასიათებს, ასეთი აზროვნება კი ადამიანების თავისუფლებას ზღუდავს“.
ქალები და დემოკრატიული ღირებულებები – ამ თემაზე „სამოქალაქო აქტივობების კლუბის“ და „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელშეწყობით დისკუსია სამოქალაქო აქტივობების ცენტრში გაიმართა.

ქალაქში „მოდნიცები“ არ გვყავს
თეონა თურმანიძე
აქვს საკუთარი მაღაზია, საკუთარი საქმე და 10-წლიანი გამოცდილება. მასთან იმოსებიან ქართველები, უკრაინელები და ის ადამიანები, რომლებიც ზაფხულობით ბათუმში ისვენებენ.
25 წლის დიზაინერი, ინტერნეტშეკვეთებზეც მუშაობს, მზა სამოსისა და დაკვეთილის ფასები თითქმის ერთნაირია.
გოგა ნიქაბაძე: „ენდობიან ჩემს გემოვნებას. ძირითადათ, მზა სამოსი მოდის კვირეულზე იყიდება. ბევრი სირთულის მიუხედავად, არასდროს მიცდია, სპონსორის ძებნა, ყოევლთვის ოჯახი მედგა გვერდით, ჩემი ბრენდი ცნობადი და მოთხოვნადია.”
-რა ღირს შენთან ჩაცმა?
ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულები
ამ დრომდე უცნობია იმ პირთა ვინაობა ,რომლებიც ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. დაკავება განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმის მიერ . ტელევიზიებმა უკვე გავრცელეს ამოღებული ფულის კუპიურების კადრები “ქრონიკის “ინფორმაციით საუბარია ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ფულზე.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულებს თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება) .
საქმეს ძველი თბილისის რაიონული სამმართველო იძიებს.

ფრთხილად მძღოლებო! თქვენს მანქანებს ბლოკირება ელოდება
ავტორი: ნათია ზოიძე
თუ მანქანა ბათუმის ქუჩებში ისე გყავთ გაჩერებული, რომ პარკირების წესი გაქვთ დარღვეული, თქვენს ავტომანქანას ბლოკირება ელოდება.
ამ შემთხვევაში თქვენი ავტომანქანის საბურავებს სპეციალური რკინის ხელსაწყო უკეთდება, რაც ავტომანქანის გადაადგილებას შეზღუდავს, საქარე მინაზე კი დაგხვდებათ გაფრთხილება: თქვენი მანქანა ბლოკირებულია (ავტომანქანის მოძრაობაში მოყვანის მცდელობამ შეიძლება ავტომანქანა დააზიანოს). Continue reading “ფრთხილად მძღოლებო! თქვენს მანქანებს ბლოკირება ელოდება”