სიახლეები

ქართულ ციტრუსი შეიძლება პოლონეთის ბაზარზე გავიდეს

30.05.2012 • • 1460
ქართულ ციტრუსი შეიძლება პოლონეთის ბაზარზე გავიდეს

წელს, შარშანდელთან შედარებით, აჭარაში ციტრუსის გაორმაგებულ მოსავალს ელიან. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, დონარა სურმანიძის ინფორმაციით, წელს, სავარაუდოდ, 85 ათას ტონა ციტრუსს მოკრეფენ აჭარის სოფლებში.

– “ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ქართული ციტრუსი წელს პოლონეთშიც გავიდეს. პოლონეთიდან იყვნენ ჩამოსულები ამ საკითხზე”, – ამბობს მინისტრი.

ყველზე დიდი ბაზარი, სადაც ქართული ციტრუსი გააქვთ, უკრაინაა. გასულ წელს უკრაინის საბაჟოზე პრობლემური იყო ციტრუსის განბაჟება. დონარა სურმანიძე ამბობს, რომ უკრაინიდან 20 დღის წინ ჩამოსულ საბაჟოს დელეგაციასთან ეს საკითხი განიხილეს და წელს საბაჟო პროცედურები გაცილებით გამარტივებული იქნება, ვიდრე წინა წლებში იყო.

მინისტრის ინფორმაციით, ადგილზე ციტრუსის გადამუშავებაზე წელს, ძირითადად, კომპანია “ციტრო” იმუშავებს. ასევე შეიძლება შემოვიდეს უკრაინული კომპანიაც, რომელიც ყოფილ “ქართული პროდუქციის საწარმოოს” განაახლებს.
შარშან ერთი კილოგრამი მანდარინის ფასი 50 თეთრიდან იწყებოდა.

გასული წლის მონაცემებით აჭარიდან ციტრუსი ექსპორტზე 9 ქვეყანაში გადიოდა, მათგან ყველაზე დიდი რაოდენობით უკრაინასა და ბელორუსიაში. წელს მათ რიგებს შეიძლება პოლონეთიც შეუერთდეს.

გადაბეჭდვის წესი