სიახლეები

ქდ-მ ლევან ვარშალომიძისგან მუშაობის ანგარიში მოითხოვეს

30.05.2012
ქდ-მ ლევან ვარშალომიძისგან მუშაობის ანგარიში მოითხოვეს

ფრაქცია – „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე ნუგზარ ფუტკარაძე ლევან ვარშალომიძისგან მუშაობის ანგარიშის წარდგენას ითხოვს. ამის შესახებ მან განცხადება რამდენიმე წუთის წინ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.  „ჩვენ არ გვექნება ჩამჭრელი კითხვები, ჩვენ გვექნება კითხვები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს“, – განაცხადა ნუგზარ ფუტკარაზემ სხდომაზე. – მოგვიანებით „ბათუმელებთან“ დააკონკრეტა, რომ „ქრისტიან-დემოკრატები“  ლევან ვარშალომიძესთან „ხელვაჩაურისა და ქობულეთის ხარჯზე ქალაქის გაფართოების გამო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების არასასოფლოდ გადაქცევის შემდეგ, გლეხის უმიწოდ დარჩენისა და მაღალმთიანეთში დიდ თოვლობასთან არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრებენ…“

ფუტკარაძემ მთავრობის თავმჯდომარის მოწვევისთვის სასურველ თარიღად დეკემბრის შუა რიცხვები დაასახელა.

„ეს ის შემთხევაა, როდესაც ჩვენ უმცირესობის მიერ დაყენებულ საკითხს ვეთანხემბით, გვაქვს წინადადება მთავრობასთან ერთად განვიხილოთ ბიუჯეტი, რომელთან დაკავშირებითაც გვაქვს კითხვები და განვსაზღვროთ 2012 წლის პრიორიტეტები“, _ გამოეხმაურა კოლეგას უმაღლესი საბჭოს უმრაველოსობის ფრაქციის თავმჯდომარე გელა დეკანაძე. თუმცა მან ფუტკარაძისგან განსხვევებით, იმის შესახებ თუ რა კითხვები აქვთ მას და მის კოლეგებს ლევან ვარშალომიძესთან, არ დააკონკრეტა.

სამთავრობო საათის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს წევრებმა ცივ და ჩაბნელებულ დარბაზში მიიღეს. ბათუმის საკრებულოს შენობაში, სადაც დეპუტატებმა სხდომა გამართეს, შუქი გამორთული იყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.