სიახლეები

ქალაქში „მოდნიცები“ არ გვყავს

30.05.2012 • • 1304
ქალაქში „მოდნიცები“ არ გვყავს

თეონა თურმანიძე

აქვს საკუთარი მაღაზია, საკუთარი საქმე და 10-წლიანი გამოცდილება. მასთან იმოსებიან ქართველები, უკრაინელები და ის ადამიანები, რომლებიც ზაფხულობით ბათუმში ისვენებენ.
25 წლის დიზაინერი, ინტერნეტშეკვეთებზეც მუშაობს, მზა სამოსისა და დაკვეთილის ფასები თითქმის ერთნაირია.
გოგა ნიქაბაძე: „ენდობიან ჩემს გემოვნებას. ძირითადათ, მზა სამოსი მოდის კვირეულზე იყიდება. ბევრი სირთულის მიუხედავად, არასდროს მიცდია, სპონსორის ძებნა, ყოევლთვის ოჯახი მედგა გვერდით, ჩემი ბრენდი ცნობადი და მოთხოვნადია.”

-რა ღირს შენთან ჩაცმა?

-პრეტ –ა- პორტეს ხაზი (ყოველდღიური სამოსი) სპეციალურად იქმნება, ფასი 100 ლარიდან იწყება, აქსეუარები 50-დან 100 ლარამდე ღირს. ასევე, არის უფრო ძვირადღირებული კოლექციებიც, ქვედაბოლოები 150 ლარი ღირს, შარფი 150 ლარიც შეიძლება ღირდეს, 200-დან 300 ლარი – კაბები, პალტო – 400 ლარი, ჩექმა – 400 და ა. შ. მოდიან დიდი ზომის ქალბატონებიც, რომლებიც ენდობიან ჩემ მიერ აღქმულ სილუეტს. არასოდეს ვიმეორებ მოდელებს. ეს ყველაფერი 10-წლიანი მუშაობის შედეგია. ტანსაცმლის დიზაინი არის პრაქტიკა.

– ბათუმში გვყავს „მოდნიცები“? ან თუ არის ბათუმელებისთვის მისაღები „Made in Georgia“?

– არა. ქართული ბრენდისთვის მზადყოფნა არ არის, და საერთოდაც, ბევრი ხელოვნურად შეწუხებული ადამიანია, რაღაცები არ მოსწონთ და როგორ გინდა მათ ჩემი სამოსი მოაწონო? არც არის აუცილებელი, 95-მა პროცენტმა არ იცის, რა და როგორ ჩაიცვას, თუმცა ამბიციურები არიან.
ბევრი ქართველი ნიჭიერი დიზაინერია, არის რამდენიმე კარგი ბრენდიც, კარგი გემოვნების მქონე ადამიანი „სეილებზე“ იყიდის ტანსაცმელს. არც მე მქონდა ბავშვობაში საშუალება, რომ ბრენდები ჩამეცვა, მაგრამ გემოვნებით ყოველთვის მეცვა.
გემოვნება – შენი არჩევანია, შეიძლება ერთი კონტრასტული ფერის შარფი მოიხვიო და მორჩა, უკვე ძალიან კარგი ხარ.

– რას ნიშნავს „მოდნიცა“?

– გარდერობში არ უნდა გქონდეს თვეების წინ ნაყიდი, თუნდაც მოდური სამოსი, უნდა იყო ტენდენციების ადამიანი, ბუნებრივია, ეს ნიშნავს – უნდა იყო მდიდარი.
შეიძლება იყიდო უბრალო კაბა და შეიკერო მოდური პიჯაკი – უკვე გემოვნებიანი ხარ. აქსესუარი არის ის დეტალი, რომელიც ყველაფერს ამბობს შენზე, ეს უნდა იგრძნო, ჩემთან კონსულტაცია უფასოა და ბევრ ადამიანს ვეხმარები.

– ადვილია, მიეჩვიო ქართულ სამოსს?

– ეს ჭარბ წონას ჰგავს, უფრო სწორად, როცა ახალ რეჟიმს ეჩვევი, ჯერ არ მოგწონს, გაფორიაქებს, მაგრამ ხვდები, რომ შედეგი ძალიან კარგია. ამდენად, უნდა მიხვიდე, შეიკერო და მიეჩვიო. როგორ შეიძლება იმაზე კარგად გამოხვიდე სამოსში, ვიდრე მიჩვეული ხარ. ევროპაში ამას სტილისტები აგვარებენ.

– საკუთარი მაღაზიის ქონა ამბიციაა?

– რატომაც არა, თუმცა მთავარია, იყო შრომისმოყვარე და არ გაწუხებდეს კომლექსები, არ უნდა შეგრცხვეს თუნდაც ბაზრობაზე მოგიწიოს წასვლა და რაღაცის არჩევა. უნდა იცოდე, რა სჭირდება შენს საქმეს და როცა ფინიშისკენ წახვალ, უნდა მოგწონდეს… ხდება ისეც, რომ ვიღაცას უნდა შენი ჩრდილში ყოფნა, ეს დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან შენი პიარი შენი საქმეა.

– რა გეგმები გავქს სამომავლოდ? ან ახალი მაღაზია იქნება კიდევ?

– 14 წლიდან ვმუშაობ და ვაწყობ ჩვენებებს, არასოდეს მომიტყუებია მაყურებელი, არასოდეს მითქვამს , რომ მყავს მოდელები, როგორც ამას აკეთებენ ხშირად, ჩემს სამოსს მეგობრები აჩვენებდნენ, ახლა შეიცვალა ბუნებრივია, არის შემოთავაზებები მეზობელი ქვეყნებიდან. მახსოვს, ჩემთვის უთქვამთ, ფუ, რას აკეთებო, მაგრამ მე ვიცი, რასაც ვგრძნობ და რომ გულწრფელი ვარ. ზუსტად ამან დამამკვიდრა.

– ჟან პოლ გოტიეს სახლის დირექტორმა როგორ გაგიცნო?

– მიხარია ის ფაქტი, რომ „ფეშენ გრუპის“ შემოქმედებით ჯგუფს ჩამოჰყავს ხალხი, ვისაც მსოფლიო მოდაში სიტყვა ეთქმით, ჟან პოლ გოტიეს სახლის დირექტორმა „როიტერთან“ თქვა, რომ მოვწონვარ, მერე ყველამ დაიტაცა ჩემი სამოსი.

-დედაქალაქში უფრო ანაზღაურებადი იქნებოდი?

იქ უფრო ფასდება „მეიდ ინ ჯორჯია“. ძალიან მალე გავხსნი ახალ მაღაზიას, მე ბათუმი მიყვარს და წარმატება ამ ქალაქმა მომიტანა.

– რა შეგიძენია შენი საქმით? და რა გაცვია?

– ყველაფერი მაქვს, რომ მკითხო, რა გინდაო, ვერ გეტყვი. ბევრი რამე შემიძენია, მაგალითად, მაღაზია საკუთარი ფინანსებით. ყოლედღიურად „გოგა ნიქაბაძე“ არ მაცვია, თუმცა ჩემი აქსესუარი მიკეთია.

– რა არის წელს მოდაში?

2011 მოდური ტენდენციები ყვავილები, მაქმანები და თეთრი ფერია, სილუეტი თავისუფალი და გამოყვანილიც. ქაოსური ტენდენციაა, ერთადერთი, საცურაო კოსტიუმებია მაღალწელიანი და თითქმის დახურული, გასარუჯად არ გამოდგება.

გადაბეჭდვის წესი