სიახლეები

ქველმოქმედება და სოლიდარობა

30.05.2012
ქველმოქმედება და სოლიდარობა

ავტორი: ივეტა ამაღლობელი (მოქალაქე ჟურნალისტი)

ივეტა ამაღლობელი

შემთხვევით წავიკითხე „გაზეთ ბათუმელების“ ერთ-ერთი სტატია, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში ადამიანებს მაინცა და მაინც გულთან ახლოს არ მიაქვთ სხვისი გასაჭირი. იქვე მოყვანილი იყო ერთი ფაქტი, როდესაც უსახლკაროთა ღამის თავშესაფარში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ამ თავშესაფრის ხელმძღვანელობა თბილ ტანსაცმელს ითხოვდა.

თავიდან ამ განცხადებისთვის ყურადღება არც მე მიქცევია, მაგრამ ვნახე, რომ მეორე კვირასაც გამოქვეყნდა იგივე განცხადება. მესამე კვირასაც რომ ვნახე იგივე თხოვნის ტექსტი გაზეთში და თანაც მოსაზრებაც წავიკითხე, – არავინ გამოეხმაურა თავშესაფრის ხელმძღვანელობის თხოვნას, შევშფოთდი. მეორე დღესვე მივედი სამსახურში – ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და შენობის ყველა სართულზე გამოვაკარი განცხადება – „დავეხმაროთ თავშესაფარს“… ჩემი თანამშრომლები, თავიანთი ოჯახების შესაძლებლობის მიხედვით დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ამ საქმეში.

მართალია, ქველმოქმედებას ბევრი ლაპარაკი არ შვენის და ამ ამბის მოყოლას არც მე ვაპირებდი, მაგრამ გამახსენდა – გაზაფხულზე ადამიანები თავიანთ თბილ ტანსაცმელს ხშირ შემთხვევაში რომ აღარ ინახავენ, ყრიან კიდეც. ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო, ნურც გადაყრით და ნურც დაწვავთ ტანსაცმელს, რადგან სხვა ადამიანებს შეიძლება ძალიან აკლიათ თბილი ტანსაცმელი.

ისე თავშესაფარს არც საზაფხულო ტანსაცმელი აწყენდა. მართალია, ამ სეზონზე გაცილებით ადვილია შემოსვა, მაგრამ ჩაცმა მაინც საჭიროა.
მოკლედ, ვინც გადაწყვეტთ, რომ გინდათ დაეხმაროთ უსახლკაროთა ღამის თავშესაფარს და არც ჩემთან დაკავშირება დაგეზარებათ, მაშინ დამირეკეთ 595 33 08 04.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.