სიახლეები

ქართუ ბანკიდან” ფულის გატანის მაჩვენებელი გაიზარდა

30.05.2012 •
ქართუ ბანკიდან” ფულის გატანის მაჩვენებელი გაიზარდა

ავტორი:ნინო ნატროშვილი
ბანკი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ გუშინდელი ინციდენტის მიუხედავად, ბანკის ყველა ფილიალი გამართულად მუშაობს და მომსახურე პერსონალი სიმშვიდეს ინარჩუნებს.

თუმცა, ჯავახიშვილი არ გამორიცხავს, რომ თუ ბანკის მიმართ მსგავსი ინციდენტი კიდევ განხორციელდა, კომპანიის იმიჯი შეილახება და შესაძლოა, კაპიტალის გადინება დაიწყოს: „ბანკი ყველაზე მგრძნობიარე დაწესებულებაა ყველა ბიზნესსტრუქტურასთან შედარებით. – “„ქართუ“ ბანკს“ აბსოლუტურად უსამართლოდ, ყაჩაღური მეთოდებით წაართვეს ფული, შესაძლოა ხვალაც წაართვან, რადგან სიტუაციის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ მეანაბრეებმა საკუთარი ფულის უსაფრთხოების მიზნით შეიძლება საკუთარი თანხა უფრო უსაფრთხო ბანკში გადაიტანონ. ეს ბანკისთვის დამღუპველი იქნება“– ამბობს ჯავახიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

რაც შეეხება ბანკიდან კაპიტალის გადინების თემას, ჯავახიშვილის განმარტებით, 19 ოქტომბრის მდგომარეობით საგანგაშო არ არის, მაგრამ ბანკიდან ანგარიშის გადატანის მოთხოვნები უკვე დაფიქსირდა: „ საბედნიეროდ, მომხმარებლის მხრიდან ასეთი სერიოზული მოწოლა დღეს არ არის. როგორც ჩანს, საზოგადოება ელოდება კვანძის გახსნას, თორემ ბანკთან უკვე იქნებოდა რიგები. დღეის მონაცემებით, ბანკიდან კაპიტალის გადინება საშუალოზე მეტია, ანუ საშუალო არითმეტიკულ სტატისტიკას აჭარბებს, მაგრამ კატასტროფიული არ არის. ანგარიშების გადატანის სურვილით ბანკს რამდენიმე მომხმარებელმა დღეს დილიდან მიმართა.“

რაც შეეხება ცვლილებებს მენეჯმენტში, როგორც ჯავახიშვილი აცხადებს, ჯერჯერობით ბანკში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. არც განვითარების სტრატეგიაა მზად, რადგან განვითარებული მოვლენების შედეგად, ბანკის სამეთვალყურეო საბჭო და აქციონერები ვერ შეიკრიბნენ. როგორც ჯავახიშვილი განმარტავს, ბანკის ადმინისტრაცია მოვლენების განვითარებას ელოდება და რეალური სტრატეგია მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით ჯავახიშვილი „ნეტგაზეთთან“ ასეთ განმარტებას აკეთებს: „ ბანკი გუშინ ე.წ. „გამაგრების ოპერაციას“ ახორციელებდა. „საქართველოს ბანკიდან“ მოგვქონდა ორი მილიონი დოლარი და ერთი მილიონი ევრო. აქ არ არის საუბარი ასეულ მილიონებზე, ეს ბანკითვის არის მიზერული თანხა. „გამაგრების ოპეარცია“ ეს ჩვეულებრივი და ყოველდღიური თანამშრომლობაა ბანკებს შორის. რატომ გადაწყვიტეს „საქართველოს ბანკიდან“ თანხის წამოღება, მე არ მიკითხავს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს თანამშრომლობა ბანკებს შორის არის. „გამაგრების ოპეარციის“ განხორციელება ეროვნული ბანკიდანაც ხდება, მაგრამ საკომისიოს გვახდევინებენ და ბანკები ცდილობენ ერთმანეთთან ითანამშრომლონ. ეს ოპერაციები ბანკებს შორის საკომისიოს გარეშე ხდება და ერთმანეთს უფასოდ ვემსახურებით. „

ჯავახიშვილის განმარტებით, „ფულის გათეთრების ოპერაცია არ შეიძლება ინკასატორმა განახორციელოს. ის არის გადამზიდავი. თუ ბანკი ასეთ დანაშაულებრივ ქმედებას ჩადის, მაშინ დამნაშავეები კომპანიის ზედა რგოლებში უნდა ეძებონ. ხშირ შემთხვევაში ინკასატორმა საერთოდ არ იცის, რა დევს ტომარაში. ის ლუქს ამოწმებს და თანხა გადააქვს“.

“ქართუ ბანკის” 100%–ანი წილის მფლობელი სს “ქართუ ჯგუფია”, რომლის დამფუძნებელია ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია.სააქციო საზოგადოება კომერციული ბანკი „როსიისკი კრედიტი– ქართუ’’ 1996 წელს დაფუძნდა. ერთი წლის შემდეგ მან საბანკო ლიცენზია მიიღო. 1998 წელს სააქციო საზოგადოება კომერციულ ბანკს სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუ“ დაერქვა. 1998 წელს ბანკმა მიიღო ფასიანი ქაღალდების გამოშვების უფლება და ამ დროიდანვე ბანკი ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. 2011 წლის 30 ივნისის მონაცემებით, ბანკის მთლიანი აქტივები 188 476 201 ლარია. უცხოურ ვალუტაში აქტივების მოცულობა 331 677 951 დოლარია. ჯამში, ბანკის აქტივები სულ 520 154 452 ათასი ლარს შეადგენს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აქტივებისა და პასივების მოცულობით “ქართუ ბანკი” საქართველოში მოქმედ 21 ბანკს შორის მეხუთე ადგილზეა.

გუშინ ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს “ქართუ ბანკის” საინკასაციო მანქანა და 6 თანამშრომელი. თანამშრომლები დაკითხვის შემდეგ მალევე გამოუშვეს, თუმცა საქმე აღძრულია დიდი ოდენობის ფულის გათეთრების ფაქტზე. პოლიციის მიერ ამოღებული 1 მილიონი აშშ დოლარი და 1 მილიონი ევრო “ქართუ ბანკის” საკუთრება იყო.
https://netgazeti.ge/GE/78/business/6531

გადაბეჭდვის წესი