ქართველები-უცხოეთში-ტურ
უცხოურ კურორტებს შორის ქართველები ყველაზე ხშირად თურქეთის ქალაქებს ირჩევენ. რატომაა მათზე განსაკუთრებული მოთხოვნა და სხვა რომელ ქვეყნებს ანიჭებენ უპირატესობას ქართველები, რა ღირს უცხოეთში დასვენება და რა სხვაობაა ფასებს შორის?
ხატია ღოღობერიძე
ტურისტული სააგენტო „ვანდერლენდის“ მომხმარებლის უმრავლესობა სამოგზაუროდ თურქეთს, ეგვიპტეს და ევროპას ირჩევს. ხშირად მიდიან ეგზოტიკურ ქვეყნებშიც. თუმცა, რადგან ვიზის გამო ევროპაში წასვლა საკმაოდ პრობლემურია, ლიდერი მაინც თურქეთია. როგორც გაყიდვების მენეჯერი, ქეთი დოჭვირი ამბობს, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ფასი და მომსახურების ხარისხიც – „ფასები თითქმის ერთი და იგივეა ჩვენთან და თურქეთში, თან იქ გაცილებით დიდი არჩევანია, ხარისხი ბევრად მაღალია და მომსახურებაში ყველაფერი შედის, ზედმეტი თანხის დახარჯვა არ სჭირდებათ. ძალიან დიდი კონკურენციაა თვითონ სასტუმროებს შორის, ცდილობენ, რომ გააუმჯობესონ მომსახურებაც და ფასებიც შედარებით კონკურენტუნარიანია, ვიდრე ჩვენთან. იქ იმდენად არც ამინდის პრობლემაა“.
ყველაზე იაფიც თურქეთსა და ეგვიპტეში გამგზავრებაა. ამ ეტაპზე მინიმუმ 500-600 დოლარად მიიღებ ავიაბილეთს, სასტუმროს, ოთხჯერადი კვებით, ტრანსპორტირებას აეროპორტიდან სასტუმრომდე და პირიქით.
ვიზის აღების სირთულის მიუხედავად, ევროპის ქვეყნების მიმართ ინტერესი დიდია. „ვიზის მხრივ მომხმარებელს მნიშვნელოვან დახმარებას ვერ ვუწევთ – საბუთების მოწესრიგებაში ვეხმარებით, რათა ისეთი ფორმით წარუდგინონ საკონსულოს დოკუმენტები, რომ პრობლემები არ შეექმნათ. ჩვენ ამ მხრივ დადებით გავლენას მაინცდამაინც ვერ ვახდენთ. საბუთების შეტანიდან ვიზის დამზადებას მინიმუმ ორი კვირა სჭირდება“, – ამბობს ქეთი დოჭვირი.
სხვადასხვა ქვეყანაში გასამგზავრებლად სხვადასხვა დოკუმენტია საჭირო. გამგზავრებისთვის განსაკუთრებით ბევრ მონაცემს ევროპის ქვეყნები ითხოვენ, ყველაზე მარტივი კი თურქეთში გამგზავრებაა. სასურველია ტურის წინასწარ შეკვეთა, ამ შემთხვევაში ფასები უფრო ხელსაყრელია და სასტუმროების არჩევანიც დიდია.
`ვანდერლენდის~ მონაცემებით, დასასვენებლად უცხოეთში გამგზავრების მსურველთა რიცხვი შარშანდელთან შედარებით დიდად არ შეცვლილა, მნიშვნელოვანი ზრდა ან კლება არ არის.
ტურისტული სააგენტო „კალიფსო თრეველი“ მომხმარებელს ტურებს ყველა მიმართულებით სთავაზობს, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც ვიზის პროცედურა გამარტივებულია – მალე მზადდება და შედარებით იაფიც ჯდება: `ვიზის აღება ჩვენი დახმარებით გამარტივებულია, ვინაიდან გვყავს ძალიან სანდო პარტნიორები. ჯერჯერობით, არანაირი პრობლემა ან ტურისტს, ან ჩვენს კომპანიას ამ მხრივ არ შეჰქმნია. ვიზის მომზადებას საშუალოდ 7 სამუშაო დღე სჭირდება. თუმცა, ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებით სირთულეები გვაქვს და სააგენტო მომხმარებელს მხოლოდ აპლიკაციის შევსებაში ეხმარება“, – ამბობს სააგენტოს ტურმენეჯერი, ირმა კიღურაძე.
სააგენტომ ზაფხულის განმავლობაში დაახლოებით 50-70 დამსვენებელი გაუშვა საზღვარგარეთ. შარშანდელთან შედარებით მატებაა.
სააგენტოს ტურებს შორის ყველაზე იაფი თურქეთის კურორტებია, ახლანდელი ფასდაკლებით ტური ორ ადამიანზე 600-700 დოლარი ჯდება – ღირებულებაში შედის ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, სამჯერადი კვება, ასევე ტკბილეული მთელი დღის განმავლობაში, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები, ანიმაცია, დისკოთეკა, თურქული აბანოები, საუნა, აუზები. ზაფხულში განსაკუთრებით მოთხოვნადი აქაც თურქეთის კურორტებია, ირმა კიღურაძის აზრით, ამის მიზეზი დაბალი ფასები, ხარისხიანი მომსახურება და უვიზო რეჟიმია – „ამინდის გამო მიილტვის ხალხი თურქეთში, იქ ნალექი იშვიათადაა. გვქონდა შემთხვევები, როცა აქ ჩამოსული ტურისტი, რომელიც ბათუმში დასვენებას გეგმავდა, ამინდის გამო წავიდა თურქეთში. სავარაუდოდ, სერვისიც უნდა იყოს მიზეზი. იქ ყველა ადამიანს აქცევენ ყურადღებას, რაც თურქებს ნამდვილად სატრაბახოდ აქვთ, ჩვენგან განსხვავებით. მნიშვნელოვანია ფასებიც. არის კონკრეტული თარიღები, როცა ფასდაკლებებია. სექტემბრის შუა რიცხვებიდან უკვე საგრძნობლად იკლებს ფასები და ძალიან კარგი სეზონია“.
ზამთრის პერიოდში ყველაზე აქტუალური ეგვიპტეა და სააგენტო მომხმარებელს აქაც ისეთივე სერვისს სთავაზობს, როგორც თურქეთში. არის მოთხოვნა მალდივების კუნძულებზე, ტაილანდზე, ასევე დუბაიზე.
„კალიფსო თრეველის“ მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს განვადებითაც, თანხის ოდენობას ბანკი წყვეტს, მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. თუმცა, როგორც ირმა კიღურაძე ამბობს, მომხმარებლის უმეტესობა არ სარგებლობს განვადებით.
ტურისტული სააგენტო „არგოტურის“ მომხმარებელიც ყველაზე ხშირად თურქეთსა და ეგვიპტეში მიდის. ვიზის აღებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო მომხმარებელი ნაკლებად ირჩევს ევროპის ქვეყნებს.
ქეთევან ცეცხლაძე, „არგოტურის“ ტუროპერატორი – „ქემერი, ბოდრუმი – ძირითადად ანტალიის ამ ქალაქებზეა მოთხოვნა, სხვა კურორტებთან შედარებით იაფია და რაც მთავარია, უვიზო რეჟიმია. ბათუმში ბოლო დროს ისე გააძვირეს ყველაფერი, ბევრს ურჩევნია, თურქეთში დაისვენოს. იქ ფასებიც და ინფრასტრუქტურაც უფრო მოწესრიგებულია, თან საინტერესოა უცხო ქვეყანაა, სიახლეა“.
ტურისტული სააგენტო „ფრეშ ტური“ მომხმარებელს ევროპის ქვეყნებში ტურებს საერთოდ არ სთავაზობს. სააგენტო ორი წელია არსებობს და მომხმარებელი სტაბილურად გაჰყავს ანტალიასა და ქემერში. დამსვენებელი 560 დოლარს იხდის ერთკვირიან პაკეტში – სასტუმრო, კვება და ტრანსპორტირება.
ლელა ჩხარტიშვილი, „ფრეშ ტურის“ გაყიდვების მენეჯერი – „იქაური სერვისები განსხვავდება ჩვენისგან, ამიტომაც ურჩევნიათ იქ წასვლა. კარგი იქნებოდა მომსახურება, სერვისი უფრო სწრაფი იყოს, თუნდაც გამგზავრებასთან დაკავშირებით, პირდაპირი რეისები იყოს და დამსვენებელს გადასაფრენად თბილისში ჩასვლა არ სჭირდებოდეს“.
„ფრეშ ტურს“ სექტემბერი უკვე დაგეგმილი აქვს – ძირითადად, დუბაის მიმართულებით.