სიახლეები

ქვეყანა, სადაც შეუძლიათ თავისუფლება

30.05.2012 • • 1173
ქვეყანა, სადაც შეუძლიათ თავისუფლება

ავტორი:ჯაბა ანანიძე

ჯაბა ანანიძე

„ასეთ რთულ პირობებში მუშაობა მომენატრა. მგონი, უფრო საინტერესოა, როცა რაღაცის კეთებას გიშლიან და ჩინოვნიკები საშინლად ღიზიანდებიან სიმართლეზე“, – ახლაც თვალწინ მიდგას ჟურნალისტი სტივი, რომელიც ამას გულწრფელად ნატრობდა. სტივი „WDBJ7“-ის ჟურნალისტია. ეს ის ტელეკომპანიაა აშშ-ში, ქალაქ როანოკეში, რომელსაც „ტვ 25“-ის ოთხი თანამშრომელი ერთი თვის წინ გამოცდილების გაზიარების მიზნით, აირექსის პროექტის ფარგლებში ვსტუმრობდით.

ამ სატელევიზიო სადგურში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებას დაახლოებით 70 ადამიანი ამზადებს, ტელევიზიის დანარჩენი 70 თანამშრომელი კი რეკლამის მოზიდვაზე, და ტელევიზიის სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს. გეგმები გულდაგულ მუშავდება და ყოველ დილით სხვადასხვა ჯგუფი იკრიბება სამუშაო დღის, თვის, თუ თუნდაც მომავალი საშობაო გადაცემის დასაგეგმად. „მენეჯერი იგებს იმას, რასაც საქმეში ჩადებს და არა იმას, რასაც მოელის“, – ეს ამ ტელევიზიის მთავარი მენეჯერის, ჯეფის სიტყვებია. მისი თქმით, ამერიკაში ტელევიზია ქმნის ამინდს, რადგან ის საზოგადოების მთავარი პარტნიორია.

ყველაზე კარგად გაყიდვადი პროდუქტი – ამინდის პროგნოზია. შესაბამისად, ამინდის პროგნოზის წამყვანი ლეო – ყველაზე პოპულარული. ქართველი წამყვანებისგან განსხვავებით, ამერიკული ტელევიზიის წამყვანი შოუმენი უნდა იყოს. „მაყურებელი ნებისმიერი ხერხით უნდა შეაყოვნო ეკრანთან“, – ასეთია მენეჯერების პასუხი ჩვენს რეპლიკაზე: „თუკი წამყვანი ემოციას გამოხატავს, მას შეიძლება ტენდენციურობა დააბრალონ“.

– რატომ შეიძლება ამინდის პროგნოზი, მაგალითად, პოლიტიკურ დებატზე უკეთესი სანახავი იყოს? – ეს შეკითხვა ტელევიზიის თითქმის ყველა თანამშრომელს დავუსვი და ყველასგან ერთნაირი, თავდაჯერებული პასუხი მივიღე: – ჩვენ იმას ვაკეთებთ, რაც საზოგადოებას სურს.
და ჩვენც ყოველდღე ვნახულობდით, როგორ იკლაკნებოდა და ემოციებისგან სრულად იცლებოდა ლეო (ამინდის პროგნოზის ერთ-ერთი წამყვანი). „ისე უნდა მოვყვე, წვიმაც რომ იყოს, მზედ მოეჩვენოთ და ხალისიანად იგრძნონ თავი“, – გვიხსნის ლეო.

ნიუსრუმში სიმშვიდეა. თითოეულმა ჟურნალისტმა იცის, რომ დღეში ერთი სიუჟეტი უნდა მოამზადოს და ბალანსი აუცილებლად დაიცვას. აუცილებელია, ჟურნალისტმა ისე მარტივად და მოკლედ მოყვეს ამბავი, რომ ნებისმიერი აჩქარებული მაყურებელი შეაჩეროს ტელევიზორთან და თითოეული ადამიანის ინფორმირება მოახერხოს. ამისთვის ჟურნალისტის გარდა, დღეში 7 პროდიუსერი მუშაობს.

ეფექტური შედეგის მისაღწევად სამუშაო დღეს ჟურნალისტები დილით გეგმავენ. შემდეგი შეკრება დღის 2 საათზეა, როცა უკვე გრაფიკოსებთან ერთად წონიან თითოეული სიტყვისა და კადრის მნიშვნელობას. როანოკელი კოლეგები ჩვენი სამუშაოს პირობებითაც ინტერესდებიან.

„WDBJ7“ – ეს როანოკელებს მას შემდეგ აღმოხდათ, რაც გაიგეს, რომ თურმე ნეკროლოგი შეიძლება გაუშვა ტელევიზიით და მეტიც, ამით შეიძლება ტელევიზიამ იარსებოს კიდეც. ამერიკელ კოლეგებს ავუხსენით ისიც, თუ როგორ შეიძლება 30-მა კაცმა 4 გადაცემა მოამზადოს და ოთხივე ერთი პატარა სტუდიიდან გაუშვა პირდაპირ ეთერში. მოვუყევით იმ სირთულეებზე, რომლის წინააღმდეგაც უწევს ბრძოლა დამოუკიდებელ მედიას საქართველოში.

ჰოდა, მოუნდა ჟურნალისტ სტივსაც ქართულ ჟურნალისტიკაში მუშაობა. აბა, წარმოიდგინეთ, რაღა სიამოვნებაა, როცა სასამართლოს სხდომას ვიდეოკამერით ესწრები და მოსამართლე, ქართველი მოსამართლეებისგან განსხვავებით, იღებს ამის გადაწყვეტილებას; როცა გამოდიხარ ქუჩაში და ქალაქის მერი მარტო მიმავალი გხვდება იღლიაში ქოლგაამოჩრილი და როცა გაკვირვებული გპასუხობენ საქართველოდან ჩასულს: „რად უნდა კანონი სისუფთავის დაცვას? ყველამ ვიცით, რომ ნაგავი ქუჩაში არ უნდა დააგდო“.

ყველაზე მეტად მაინც ამერიკულმა სტუმარ-მასპინძლობამ, მოხუცებისადმი, გამოცდილი ადამიანებისადმი პატივისცემამ გაგვაკვირვა. პირველად როანოკეში უთბილესმა მასპინძლებმა – ჯო და ჯონმა (ისინი ბათუმში ივნისის თვეში იმყოფებოდნენ) მეორე მსოფლიო ომის დიდების მემორიალი გვაჩვენეს. მე ქუთაისში დანგრეული მემორიალი და ბათუმში ასაღები ობელისკი გამახსენდა. აღმოჩნდა, რომ ამერიკელ კოლეგებს გაცილებით მეტი ჰქონდათ სალაპარაკო წარსულზე.

ამერიკული მასპინძლობის აღმოჩენა ღამით ქუჩაში დაიწყო, როცა გავიგეთ, რომ როანოკეში მუნიციპალური ტრანსპორტი თურმე არ დადის (ყველას თავისი ავტომანქანა ჰყავს). „გავაჩეროთ რომელიმე მანქანა, ვთხოვ და მიგვიყვანს სასტუმროში“, – ამბობს თარჯიმანი ნათია სირაბიძე. გვიკვირს და ვიცინით. ამერიკაში დიდ ხანს ცხოვრობდა და იცის ამერიკა, მაგრამ ასე იქცევიან ვითომ სადმე? ჩერდება მანქანა, გადმოდის მძღოლი და „იქსკიუზ მი, იქსკიუზ მი“-ო გაიძახის. მოგვიბოდიშა როანოკელმა – მანქანაში ადგილი არ ჰქონდა, იქვე მაღაზიაში შევიდა და კონსულტანტს ტაქსის გამოძახება სთხოვა. კონსულტანტმა მაღაზიაში მიგვიპატიჟა, – სანამ ტაქსი მოვა, დაელოდეთო. ტაქსის გამოჩენამდე ყავაც შემოგვთავაზა და საქართველოს არსებობის შესახებაც გაიგო.

„ეს რა პატარა სახლი ყოფილა“, – ასეთი იყო თითოეული ჩვენგანის შეფასება, ვინც ვაშინგტონში თეთრი სახლი პირველად ვნახეთ. ობამას ადმინისტრაციის გარშემო სრული მრავალფეროვნებაა: საპროტესტო აქციები, სამხიარულო აქციები, მომღერლები, რელიგიით მღაღადებლები… ჩავუარეთ სახლს, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს იღებენ და გამახსენდა საქართველოს პრეზიდენტის ორჯერ თუ უფრო მეტად დიდი რეზიდენცია, ან ლევან ვარშალომიძის აპარატის ახალი სამყოფელი, რისთვისაც მინიმუმ 7 მილიონი ლარი დაიხარჯება. გაგვახსენდა აშშ-ის ელჩი საქართველოში – ჯონ ბასი, რომელმაც თბილისი-მიუნხენის რეისზე ჩვენთან ერთად იფრინა „ეკონომკლასით“.

მე მაინც კომფორტულად მცხოვრები კელის (ჭDBჟ7-ის ინტერნეტპორტალის რედაქტორი) გაღიმებული სათამაშოებით გამოტენილი მინის კარადა დამამახსოვრდა. ეს სათამაშოები იყო ჩემთვის ამერიკული თავისუფალი ხასიათის გამომხატველი და იმის მანიშნებელიც, რომ მასპინძელი იქ „კაი ტიპობის“ მტკიცებას და სართულებიანი სუფრის მოწყობას არ ცდილობს. მისი მიზანია, სტუმარს „შინ“ გაგრძნობინოს თავი და დაგაფიქროს, რომ ცხოვრება სათამაშოა, რომელმაც უნდა გაგაღიმოს.

გადაბეჭდვის წესი