აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ კანონპროექტს, რომლის მიზანი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებაა , ქდმ აპროტესტებს. უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ქrისტიან დემოკრატების” თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა რომ მისი სასოფლო სამეურნეო სამუშაოების საწარმოებლად, ხე–ტყის (ვენახის ბოძი, სარი, ჭიგო, ღობე და ა.შ.), ასევე საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის სამასალე ხე–ტყის გაცემაზე 2011 წლის 1 ივლისამდე ფონდი საერთოდ არ ყოფილა გამოყოფილი. ხოლო წინა წლებში გამოყოფილი ფონდი სანახევროდაც ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ამის გამო სოფელში მცხოვრები მოსახლეობა საჭიროების შემთხვევაში იძულებული იყო კანონი დაერღვია და ზამთრის შედეგად მოთხრილ–მოჭრილი და ქარწაქცეული ხეები პირადი მოხმარებისათვის გამოეყენებინა.
ქდმ–ს ინფორმაციით ამას კი შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის სახელმწიფოს მხრიდან ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება მოჰყვა. ქვეყანაში და განსაკუთრებით სოფელში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოსახლეობის უმეტესობა ჯარიმებს ვერ იხდის და ერიცხებათ საურავები.
”ქრისტიან-დემოკრატებს” მიგვაჩნია რომ სახელმწიფოს მხრიდან უნდა გამოიხატოს კეთილი ნება და მოხდეს ბუნებრივი რესურსებისა და ხე-ტყის მოხმარების სფეროში 2011 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილ სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სახდელებისაგან გათავისუფლება.“
”მოვუწოდებთ აჭარის ა.რ.-ის მთავრობას, შეიმუშაოს რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე სატყეო მეურნეობის მართვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ოპტიმალური წესები, რომელიც სამართალდარღვევის პრევენციას შეუწყობს ხელს და არა პროვოცირებას.” – განაცხადა ნუგზარ ფუტკარაძემ.