„ბათუმური საღამოები“ – ფესტივალი ბათუმში

 

ფესტივალს 12  თებერვალს ალეკო აბაშიძის ფოტოგამოფენა  „ფესტივალიდან ფესტივალამდე“ გახსნის. იმავე დღეს გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის, რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლისა და მელიტონ ბალანჩივაძის  ხელოვნების სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

 

ფესტივალში მონაწილეობას ნინო ქათამაძე, რომა რცხილაძე და სოფო ხალვაში  მიიღებენ. 27 თებერვალს მუსიკალური ცენტრის სოლისტის, ევროპაში მოღვაწე ტენორის ირაკლი კახიძის სოლო კონცერტი „წვიმიანი მზიანეთი“ გაიმართება.

 

 „ბათუმური საღამოები“  1 მარტს ანრი ჯოხაძის კონცერტით დასრულდება. 

 

 

ხანძრის გამომწვევ მიზეზს კრიმინალისტები დაადგენენ

 

სოფელ მეტეხიაში მაშველები და მეხანძრეები ცეცხლს ოთხი საათის განმავლობაში აქრობდნენ.  „შეშის დამზადების პროცესი დასრულებულია, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ, შესაძლოა, გამიზნულ ქმედებებთან და დივერსიასთან გვქონდეს საქმე.

წინასწარი ვარაუდოთ გამოვრიცხავთ გლეხის დაუდევრობას“-აღნიშნა   აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ  „ბათუმელებთან“ საუბრისას.

 რთული რელიეფის გამო სახანძროს მანქანებს შემთხვევის  ადგილზე მისვლა გაუჭრიდათ ხანძრის ლიკვიდაციას ძლიერი ქარი აფერხებდა. ხანძარი სამ ჰექტრამდე ტერიტორიას, ჩაის პლანტაციებსა და ტყის მასივს გაუჩნდა. 

მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის მორიგე ჯგუფებმა, სახანძრო სამსახურისა და შსს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა  ნიჩბებით ჩააქრეს ხანძარი.

 

ევროკავშირის რჩეული ფილმები ბათუმში

მათ შორის: ტასოს ბულმეტისის ფილმი, – „სანელებლების გემო“, რეჟისორ დენის ბოტსის ფილმი, – „მაგარი ბავშვები არ ტირიან“. ფილმში ლეიკემიით დაავადებული გოგონას ამბავია გადმოცემული. ჰოლანდიური მაღალბიუჯეტიანი მარია პეტერსის ფილმი, – „სანი ბოი“, რომელიც შავკანიანი სურინამელი მამაკაცისა და თეთრკანიანი ჰოლანდიელი ქალის აკრძალული სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს.

 

ფესტივალზე ნაჩვენები იქნება, ლარს ფონ ტრიერის ფილმი, „მელანქონია“, ანა-გრეტე-ბიარუპ რისის ფილმი, – „ეს ცხოვრება“. ფილმი ეფუძნება ფილების ოჯახის რეალურ ისტორიას, რომელიც ნაცისტური გერმანიის მიერ დანიის ოკუპაციის პერიოდში ოკუპანტებს დაუპირისპირდა.

 

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ასევე, ულრიხ კოლერის კინოსურათი -„ძილის ავადმყოფობა“. რეჟისორ ფეო ალადაგის ფილმი „როცა ჩვენ ვცხოვრობთ“, პაოლო ბიანკინის ფილმი, „მზე შიგნით“, რეჟისორ ივან ნიტჩევის ნაწარმოები „სამყაროს დასასრულის შემდეგ.

 

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ნიკოლა ფილიბერის ფილმი, „ „ყოფნა და ქონა“, სადაც აღწერილია საფრანგეთის პროვინციაში არსებული ერთოთახიანი სკოლის დოკუმენტური პორტრეტი.

 

ჩეხური ფილმი, „ავაზაკები“, რომელიც ახალგაზრდა წყვილისა და მათი სამი შვილის შესახებ მოგვითხრობს.

 

რეჟისორ ლაილა პაკალნინას  ფილმი, „პიცები“. ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ასევე რეჟისორ შტეფან ტოლცის დოკუმენტური ფილმი საქართველოზე, „სრული სვლით დასავლეთისკენ-საქართველო მომავლის ძიებაში “ და  კიდევ რამდენიმე საინტერესო კინოსურათი.

 

ფილმების ჩვენება 18:00 საათზე  კინოთეატრ  „აპოლოში“ გაიმართება. ფესტივალზე დასწრება უფასოა.

 

კინოფესტივალი ბათუმში

 

 

 

45 მლნ წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის

 

მომდევნო ეტაპში, რომელიც პროექტის ფინანსური მხარის განხილვას ითვალისწინებს, მხოლოდ ის კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც წინასაკვალიფიკაციო ეტაპს – ტექნიკურ პირობებს დააკმაყოფილებენ. სააბოლოო შედეგები დაახლოებით 2 თვეში გახდება ცნობილი.

აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 7 მლნ ევროს შეადგენს, აქედან 4 მლნ ევროს სამეზობლო ინვესტირების ფონდი (NIF) გრანტის სახით აფინანსებს, ხოლო დარჩენილ თანხას ადგილობრივი თვითმმართველობა გაიღებს.

ჯამში, წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის სამუშაოებისთვის 45 მლნ ევრო დაიხარჯება, რომლითაც თამარის, ბონი-გოროდოკის, ანგისის და აეროპორტის დასახლებების წყლის სისტემების რეაბილიტაცია და მშენებლობა არის გათვალისწინებული.

პარალელურად, ბათუმის თვითმმართველობა ჭაობის სანიაღვრე სისტემის გამართვისთვის 7 მლნ ევროს დახარჯავს.

 

უმაღლესი საბჭოს წევრი, ბორდის დაკომპლექტებას თამაშს უწოდებს

„ეს არის რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილების პირდაპირი იგნორირება, რაც რთულად აისახება აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართვლოს პარლამენტს შორის მომავალ ურთიერთობაზე.

 

ვფიქრობ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს არჩევანს პატივი სცეს ქართული ოცნების უმრავლესობამ. რომ აღარ მოხდეს ორჯერ წარდგენილი ღირსეული კანდიდატის ჩავარდნა. 

 

იმისათვის რომ უმრავლესობის ლობირებული კანდიდატი არ დამტკიცდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გენო გელაძის კანდიდატურის დამტკიცებას, არ უნდა  მიიღონ   კენჭისყრაში მონაწილეობა, თანამდებობა კი ვაკანტური დარჩება” – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ პრესკონფერენციაზე.

 

უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის 5 წევრის შერჩევაზე კიდევ ერთხელ გამოაცხადებს კონკურსს.

 

 

პეტრე ზამბახიძე

 

 

 

საკრებულოს მრჩეველთა საბჭოში წევრები შეიცვლებიან

საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა საბჭო  19 წევრისგან შედგება. ქალაქ ბათუმში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორისა და მასმედიის საშუალებების ორ–ორი წარმომადგენლისაგან.

საბჭოს დანარჩენ 13 წევრს წარმოადგენს ადგილობრივი მოქალაქეები, ბათუმის 13-ვე ტერიტორიული ერთეულის მიხედვით („საზოგადოებრივი დარბაზის“ თავმჯდომარეები).

საბჭო არის საკრებულოს სათათბირო–საკონსულტაციო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობას და მის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობას.

საბჭოს წევრების არჩევა ხდება ერთი წლის ვადით.

პასუხი სოფლის მეურნეობის მინისტრს

 

„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ  მინისტრის გაღიზიანება და არაკორექტულობა გამოიწვია ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციისა და მინისტრის ბიზნეს-ინტერესების კავშირმა“-აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.

 ორგანიზაციის წევრებმა  24 იანვარს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბრიფინგი გამართეს და მინისტრის გადადგომა მოითხოვეს, რადგან  მათ დროულად ვერ მიიღეს საჯარო ინფორმაცია,  რომელიც „საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიხედვით ვაუჩერების გაცემას ითვალისწინებდა.

ზაურ ფუტკარაძემ არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს ასე უპასუხა: „ძალიან სუსტი მოსწავლეები ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ გაზრდილი, ადამიანმა ჯერ რძე შეიშროს და ისე ისაუბროს სამინისტროზე“.

მინისტრის განცხადებით, ინფორმაციას რომელსაც ორგანიზაციის წევრები მისგან მოითხოვნდნენ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან უნდა გამოეთხოვათ. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, მათთვის მიუღებელია, მინისტრის მცდელობა, ორგანიზაციის საქმიანობა დაუკავშიროს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.

 

შესაძლოა ბათუმში არსებული ყველა საშაურმე შემოწმდეს

 

ორშაბათს შევიკრიბებით და ალბათ დაიგეგმება უნდა შემოწმდეს თუ არა ყველა საშაურმე“.   მისივე თქმით, ორშაბათისთვის თბილისიდან მონიტორინგის  ჯგუფი  ბათუმში მოდის, რომელიც კიდევ ერთხელ გააკეთებს დეტალურ შემოწმებას.

მანამდე კი სურსათის უვნებლობის სააგენტოს აღებული აქვს ნიმუშები თუ რა ინგრენდიენტებისაგან შედგებოდა საკვები და საიდან იძენდა აღნიშნული ობიექტი პროდუქციას.

თამარ ბერძენიშვილის განმარტებით,  მასალები შესასწავლად თბილისშია გადაგზავნილი. პასუხი ოთხი დღის შემდეგ გახდება ცნობილი.   

ბათუმში მოწამლულთა რიცხვი იზრდება

 

მომხდარს სწავლობს სურსათის უვნებლობის სააგენტოც“-განაცხადა  „ბათუმელებთან“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარო ჩხაიძემ.  

ამ დროისთვის პაციენტებიდან ერთია მხოლოდ სტაციონარში, დანარჩენებმა ამბოლატორიული შემოწმება გაიარეს და დატოვეს ინფექციური საავადმყოფო. როგორც მარო ჩხაიძე ამბობს,  მათ სიცოცლეს საფრთხე არ ემუქრება.

ღებინებით, მუცლის ტკივილისა და სისუსტის შეგრძნებით,  ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე 21 ადამიანი მიიყვანეს. როგორც „ბათუმელებს“  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს, პაციენტები  ამბობენ,  რომ სწრაფი კვების ობიექტში შაურმით მოიწამლენ. 

 

წიგნები ფასდაკლებით პრესკაფეში

 

ბაზრობაზე ხუთი სხვადასხვა გამომცემლის: „ქარჩხაძის“, „ლოგოს პრესის“, „დიოგენეს“, „სულაკაურისა“ და „პალიტრას“ შემეცნებითი, საბავშვო, ისტორიული და მხატვრული სახის წიგნებია წარმოდგენილი. წიგნების ბაზრობის ორგანიზატორი პრესკაფე და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“.

ორგანიზაციის თავმჯდომარის ასლან ჭანიძის თქმით: „წიგნების ბაზრობა გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე. ყველაზე მეტად მშობლები აქტიურობენ. ისინი საბავშვო და შემეცნებით ლიტერატურას ყიდულობენ.

ახალგაზრდებს მხატვრული ლიტერატურა უფრო აინტერესებთ, მაგალითად ორჰან ფამუქის წიგნები, აკა მორჩილაძის ნაწარმოებები, ზოგი სტივენ კინგის პროზას ირჩევს, ზოგს სიუზენ კოლინზის „შიმშილის თამაშები იტაცებს“.

წიგნის ბაზრობა მომავალში პერიოდულად გაგრძელდება და ქალაქის სხვასასხვა უბანში თვეში ორჯერ გაიმართება. ასლან ჭანიძის განმარტებით,  ეს წამოწყება წიგნის პოპულარიზებისა და კითხვის დონის ამაღლების შესაძებლობას იძლევა. წიგნების გამოფენა-გაყიდვა 26 იანვარს, დღის ბოლომდე გაგრძელდება.

 

ბათუმში მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილის საქმეს პროკურატურა იძიებს

 

ექიმების თქმით, მშობიარობის დროს აღმოჩნდა, რომ ქალს გადიდებული ჰქონდა ღვიძლი და ელენთა, რამაც საკეისრო  კვეთის აუცილებლობა გამოიწვია. „ოპერაცია 24 იანვარს 23:20 წუთზე გაკეთდა და ნორმალურად ჩაიარა. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა დილით გართულდა. „აუცილებელი გახდა საშვილოსნოს ამოკვეთა“-უთხრა „ბათუმელებს“ სამშობიარო სახლის დირექტორმა ლამარა ჩაზმავამ.

მორიგე ექიმის განმარტებით,  მშობიარის დაღუპვა  ქრონიკულმა დაავადებამ ანემიამ, გადიდებულმა ღვიძლმა და ელენთამ გამოიწვია.   ცხედარი პროზექტურაშია, მას ექპერტიზას უტარებენ. გარდაცვალების ფაქტზე   გამოძიება დაიწყო. 

 

ნაფიც მსაჯულებმა გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს

 

ბრალდების თანახმად,  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის გასაცემი კომპენსაციის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით,  თბილისში    მცხოვრები ანდრია ჭულუხაძე, რომელსაც 2009 წლის 27 აგვისტოდან ეკავა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დაუკავშირდა    ქურთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს გულნარა კახნიაშვილს,  რომელმაც გასცა ყალბი ცნობა ანდრია ჭულუხაძის გორის რაიონის სოფელ აჩაბეთში რეგისტრაციის შესახებ.

 

ამავე განზრახვით, ასევე თბილისში მუდმივად მცხოვრებმა კახა გოჩაშვილი დაუკავშირდა ქემერტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულ თამაზ კასრაძეს, რომელმაც ასევე პირადი მოტივით გასცა ყალბი ცნობა, გორის რაიონის სოფელ  ხეითში მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

 

ყალბი ცნობების საფუძველზე, კახა გოჩაშვილმა და ანდრეა ჭულუხაძემ, 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ,  როგორც  უსახლკაროდ დარჩენილებმა სახელმწიფოსგან მიიღეს ფულადი კომპენსაცია 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

 სულ გაიმართა 10 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 20  მოწმე, ასევე თავად ბრალდებულები, რომლებმაც თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბარალდებაში. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.

  ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული გამამართლებელი ვერდიქტი საბოლოოა და არ საჩივრდება.

ინტოქსიკაციის მიზეზად შაურმას ასახელებენ

 

 

 როგორც „ბათუმელებს“  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს, პაციენტები  ამბობენ,  რომ სწრაფი კვების ობიექტში შაურმით მოიწამლენ.  სურსათის უვნებლობის სამსახური ინტოქსიკაციის გამომწევევ მიზეზს იკვლევს. ამ დროისთვის ერთი პაციენტი სტაციონარშია მოთავსებული, ექვს ადამიანს კი ამბულატორიული დახმარება გაუწიეს.

 

მოწამლულთა უმრავლესობა ახალგაზრდებია და როგორც მათ ექიმებს უთხეს, შაურმა ერთი და იგივე ობიექტზე იყიდეს. ინტოქსიკაციის გამომწვევ მიზეზს 24 საათში დაადგენენ. 

მოსწავლეების აქცია

 

 

აქციის მონაწილეებმა ამ მოწოდებით რამდენიმე ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს და ბუკლეტები მაღაზიების გამყიდველებს დაურიგეს.   მე-14 საჯარო სკოლის  სამოქალაქო კლუბის წევრები ამ ფორმით ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებას, რომ არ შეიძლება სკოლის მოსწავლეებს გამყიდველებმა ალკოჰოლი და სიგარეტი მიყიდონ. 

 

 

საკუთარი თავის დიზაინერი

 

 

ბავშვობიდან ოცნებობდა დიზაინერობაზე, ამბობს, რომ დედის გავლენით: “ბავშვობაში ვხატავდი, ესკიზებსაც ვქმნიდი, განსაკუთრებული მონდომებით საღამოს კაბებს, დედაჩემი მხატვარია, საქორწინო კაბების სალონიც აქვს, მისგან გამომყვა ალბათ ეს ნიჭი. ჩემი ესკიზები დედას ძალიან მოსწონდა, მახალისებდა კიდეც, მაგრამ მერე დიზაინერობა გადავიფიქრე, ახლა მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვდიზაინერობ, დედაჩემის ყველა ძველი სამოსი გადავაკეთე. როცა რაიმეს ვყიდულობ, ჩემთვის ის არის მასალა, რომელიც აუცილებლად უნდა გადავაკეთო, მეორად მაღაზიებშიც დავდივარ, რაღაც საინტერესოს წავაწყდები, მერე გადავაკეთებ, მოვირგებ… საინტერესო პროცესია, მე ძალიან მომწონს.” – ამბობს ანა. აღმოჩნდა, რომ ანას ერთი სამოსი გადაკეთების რამდენიმე ეტაპს გადის, შარვლისგან ქვედა ბოლოს აკეთებს, შემდეგ – მაისურს, საბოლოო ჯამში კი შეიძლება ჩანთა დაიტოვოს. შექმნილ ტანსაცმელსა და აქსესუარებს არ ყიდის, ვერ ელევა.

 

სამყაროს, სადაც ბევრი ფერებია, საკერავი მანქანა და უამრავი სამოსი, ანა თავის სამყაროს ეძახის, აქ ყოფნისას ყოველგვარი დაძაბულობა ეხსნება: “ყველაფერი ხდება მარტივად, გონებაში მოდის ყველა შეხამება, უცებ ვახერხებ გადახალისებას, ეს ამასთან წავა, ეს – იმასთან, თითქოს ბუნებრივი პროცესია. ნათელი ფერები მიყვარს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ჯინსებს იშვიათად ვიცვამ, რაღაც შემბოჭველია. სახლიდან უმაკიაჟოდ არასოდეს გავდივარ, ეს პროცესი მომწონს. ყოველთვის ვცდილობ თმებს მეტი მოცულობა მივცე, თმას ვიჩეჩავ ხოლმე, ამის გამო მეგობრები ზედმეტსახელად “აბიომას” მეძახიან.”

 

ანა გაზაფხულისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება, გარდერობის გადახალისება უკვე დაიწყო: “ვცდილობ, მეტალი არ იყოს ჩემს გარდერობში, მეტალით გაწყობილი ერთი ჩანთა მაქვს, რომლის თავიდან მოშორებაც მინდა. ირგვლივ ყველა გადამეტალებულია, მე კი არ მომწონს ის, რაც მასიურია, წელსაც აქტუალურია ფერები. ამ პერიოდში ჩემი მთავარი აქსესუარი არის სათვალეები. სამკაულებიც მიყვარს, თუმცა გადატვირთვა არა.”

 

მამისგან, ცნობილი ჯგუფის, “ბეთლემის” სოლისტისაგან, ანას მუსიკალური ნიჭი ერგო, გიტარაზე უკრავს და მღერის: “მუსიკასთან ყოველთვის ახლოს ვიყავი, დაკვრა მამამ მასწავლა, თუმცა არასოდეს ჩარეულა ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში. ამის გამოა, რომ ჩემი მუსიკალური არეალი საკმაოდ ფართოა, განსაკუთრებულად მიყვარს ჯაზი, ყველაზე ახლოსაა ჩემს სულიერ მდგომარეობასთან. უფრო ჩემთვის ვუკრავ, ვიდრე მსმენელისთვის. სცენისკენ არ მივისწრაფი, უბრალოდ გიტარით ხელში განტვირთვას ადვილად ვახერხებ. ჩემი ოჯახის ყველა წევრი კარგად წერს, დედა ჩანახატებს აკეთებს, მამა სიმღერის ტექსტებს წერს, მეც ვაკეთებ ჩანახატებს, საკმაოდ ბევრი დამიგროვდა, თუმცა ჯერ ადრეა ჩემი ხელოვნებასთან დაკავშირება მთლიანად, ჯერ სხვა გეგმები მაქვს.”

 

ანა კარგად სწავლობს. სტიპენდიანტია, უნივერსიტეტში კი 100-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა: “სკოლაშიც ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. მომავალი აუცილებლად მინდა დავუკავშირო კულტურულ ცხოვრებას, საზღვარგარეთ მინდა სწავლის გაგრძელება, უფრო ამერიკაში, ხელოვნების მენეჯმენტს მინდა დავეუფლო, ეს სფერო საქართველოში ნაკლებადაა ათვისებული.” ანა უნივერსიტეტის გაზეთისთვის სტატიებსაც წერს, ამბობს, რომ ეს საქმე ძალიან მოსწონს, კარგ გამოცდილებას იღებს.

 

მომავალი გეგმები არასამთავრობო ორგანიზაციას უკავშირდება, ახალი თაობის განვითარების ცენტრი ორიენტირებული იქნება განათლებისა და კულტურული პრობლემების მოგვარებისკენ: `რეგიონალური მასშტაბით ვიმუშავებთ, პროექტები დაგეგმილი მაქვს, მინდა, რომ დავეხმარო ჩემი თაობის წარმომადგენლებს. საზღვარგარეთ ცხოვრებას არ ვაპირებ, იქ გამოცდილებას დავიგროვებ და მერე ჩემს ქვეყანას მინდა დავეხმარო ამ გამოცდილებით.” გვიყვება ანა და თან სიცილით დასძენს: “რა ამბიციური ადამიანი ვარ”, თუმცა მალევე ავითარებს აზრს: “ჯანსაღი ამბიცია საჭიროა.”

 

ანას დრო გართობისთვისაც რჩება, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად მეგობრებში ყველაზე აქტიური და ენერგიულია, მეგობრები ამბობენ, რომ არასოდეს იღლება, `დაუოკებელი ენერგია აქვს, სულ კარგ ხასიათზეა, იღიმის და სხვებსაც გვამხიარულებს.”  გვიყვებიან ანას მეგობრები.

 

შავი ზღვის საკრუიზო პლატფორმის სამუშაო შეხვედრა ტრაბზონში

 

შავი ზღვის აუზის ქვეყნებს აქვს საკრუიზო ტურიზმის მაღალი პოტენციალი. ახლო მომავალში რეგიონში მოსალოდნელია საერთაშორისო მასშტაბით საკრუიზო ტურიზმის მიმართ ინტერესის ზრდა. საკრუიზო პლატფორმის სამუშაო შეხვედრაზე შესაძლებელი იქნება ერთობლივი სამუშაოების გატარება შავი ზღვის აუზის ქვეყნების მსოფლიო ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად. აღნიშნული პლატფორმა ხელს შეუწყობს საკრუიზო ტურიზმისათვის საერთო პოლიტიკის ჩამოყალიბებას, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნების ნავსადგურებისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატების ურთიერთ-თანამშრომლობას.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომას ითხოვენ

 

ასოციაციის ხელმძღვანელი  ლაშა ადამია სოფლის მეურნეობის მინისტრის  პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს და აცხადებს რომ ზაურ ფუტკარაძე უნდა გადადგეს.  მისი განცხადებით სამინისტროსგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეს, რომელიც არ მიეწოდათ. 

 

„ვითხოვდით საგაზაფხულო ვაუჩერების შესახებ ინფორმაციას.  თუ რამდენი ბენეფიციარი ჰყავს  უშუალოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს. რამდენმა მოქალაქემ აიღო ვაუჩერი. რამდენი ვაუჩერი განახლდა. სამწუხაროდ ორი თვე დაჭირდა აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმის მოსაწერად რომ ისინი არ არიან კომპეტენტურები და სრული პასუხი ექნებოდა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

 

მაშინ როცა აჭარის სოფლის  მეურნეობის სამინისტრო ვერ ართმევს თავს ვერც ციტრუსის სეზონს და ვერც ვერაფერს, მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.  აზრს ვერ ვხედავ ამ მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის, მანდარინის და კივის ხეს ჩვენც ვარჩევთ და ამისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრი არ გვჭირდება,“ – განაცხადა ლაშა ადამიამ.

 

ადამიას განცხადებას დღესვე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოეხმაურა. ზაურ ფუტკარაძის განცხადებით საჯარო ინფორმაცია ორგანიზაციამ 27 ნოემბერს მოითხოვა, და ხუთ სამუშაო დღეში მიიღო კიდეც.

 

„წერილში ითხოვდა მიგვეწოდებინა ინფორმაცია რეგიონში ვინ მიიღო  საგაზაფხულო აგრო ბარათი. ბუნებრივია  ჩვენ გვაქვს ჩვენი ინფორმაცია,  მაგრამ ამ პროგრამის გამხორციელებელი, როგორც გასულ,  ისე მიმდინარე წელს არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.  პასუხში მივწერეთ სწორედ ეს და განვუმარტეთ რომ მათგან მიიღებდნენ ამომწურავ პასუხს,“ – აცხადებს  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე.

 

რაც შეეხება ჩავარდნილ მანდარინის სეზონს, მინისტრის განმარტებით  65 ათასი ტონა მანდარინია ამ ეტაპზე  ექსპორტზე გატანილი. ზაურ ფუტკარაძე აცხადებს რომ მის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული პროცესია.

 

 „მე ვთქვი სატელევიზიო ინფორმაციის კომენტარის დროს. შეშფოთებულია, აღშფოთებულია და არ სძინავთ ღამე ნაციონალური მოძრაობის  წარმომადგენლებს. იმის გამო რომ ციტრუსის სეზონი არის ჩვენთან წარმატებული. ამდენი ობიექტი გაკეთდა, ასე კარგად არის ექსპორტი ორგანიზებული. ამიტომ  იყენებენ ისევ მათ მიერ შექმნილ ორგანიზაციებს, რომ ისინი  გამოვიდნენ და გააკეთონ მოწოდებები ჩემს წინააღმდეგ,“ – აცხადებს ზაურ ფუტკარაძე.

 

ასოციაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსათვის“  ორშაბათს საპასუხო ბრიფინგის გამართვას გეგმავს.

 

ქობულეთელი ხანდაზმულების სოლიდარობა უკრაინელ ხალხს

 

 

„გვინდა აღვნიშნოთ და ჩვენი დიდი პატივისცემა დავუდასტუროთ უკრაინელი ხანდაზმულების საოცარ ენთუზიაზმს, რომლებიც საკუთარი თავგანწირვის ფასად თავიანთ წილ აგურს დებენ ევროპული არჩევანის მოსაპოვებლად.  ხანდაზმულები ალაგებენ ევრომაიდანის ტერიტორიას, მომიტინგეებს საკუთარ ლუკმას უნაწილებენ, მოხუცები ტეხავენ ყინულებს ძალაყინით, ყრიან ტომრებში და მიაქვთ ბარიკადებზე, 89 წლის ქალბატონმა კი სანატრელ გამარჯვებას თავისი უკანასკნელი პენსია – 300 გრივნი შესწირა.  ამ ბრძოლას სოლიდარობას უცხადებს საქართველო და მათ შორის ასოციაცია „ღირსეული სიბერე“, საქართველოს და უკრაინის არჩევანი ხომ ევროპულ ოჯახთან თანაცხოვრებაა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

ასოციაციის წარმომადგენლები წარმომადგენლები უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერ აქციებში თბილისსა და ბათუმშიც მონაწილეობდნენ.

 

ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი მოსახლე დააზარალა

 

შემთხვევის ადგილზე გეოლოგები და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი  ნადიმ ვარშანიძე იმყოფებოდა.

 

„ოჯახის წევრები გავაფრთხილეთ რომ არ შევიდნენ სახლში რადგან იქ ცხოვრება არ შეიძლება. ერთი-ორი დღე ალბათ ნათესავებში იქნებიან. მერე სადაც ეს ოჯახი მონახავს საცხოვრებელ ადგილს ერთი-ორი თვით გადავუხდით ქირას,“ – განაცხდა ხელვაჩაურის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ.

 

გამგებლის თქმით ადგილზე მუშაობენ გეოლოგები, მუნიციპალიტეტისა და სამთავრობო კომისია. ისინი შეისწავლიან მომხდარ ფაქტს, დაიდება დასკვნა, რომლის მიხედვით მთავრობა შემდგომში შეძლებს დახმარებას. მისივე ინფორმაციით სახლის გარეშე დარჩენილი ჩოხარაძეების 6 სულიანი ოჯახი ამჟამად ნათესავებთან აფარებს თავს.

 

მემორანდუმი ბათუმის საზღვაო აკადემიასა და კორეის საზღვაო ინსტიტუტს შორის

 

ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი   ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ და სუნგ გუი კიმმა მოაწერეს.

 

ასევე საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ორმხრივი შეხვედრები გაიმართა და მხარეებმა დარგში არსებულ ვითარებაზე  ინფორმაცია გაცვალეს.

 

სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტისა და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა კორეის მხარეს  ევროკავშირის მიერ ქართველ მეზღვაურთა დიპლომების აღიარების შესახებ აცნობეს. ეს ფაქტი  ქართველ მეზღვაურებს ევროპულ გემებზე დასაქმების შესაძლებლობას აძლევს. 

შუახევის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები გადაეცა

 

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან რომ რაიონული ბიბლიოთეკების ბიუჯეტი  ძალიან დაბალია  ხშირ  შემთხვევაში ისინი წიგნების შეძენას ვერ ახერხებენ.

 

„აქედან გამომდინარე  ნებისმიერი წიგნი თუნდაც ეს რამდენიმე ათეული  იყოს, მით უფრო თუ იქნება ახალი გამოცემები,  რაიონებში  საბიბლიოთეკო პროცესს წაადგება.  თუმცა ეს არ არის ბუნებრივია ამ ბიბლიოთეკების ერთადერთი საშველი. უფრო მეტი აქტიურობები და ვთქვათ საკუთარი განვითარების კონცეფციები ამ ბიბლიოთეკებმა თვითონ უნდა წარმოადგინოს. ჩვენ ყოველთვის  დავეხმარებით წიგნებით და სხვა შესაბამისი საშუალებებით, მაგრამ  თუ  ისინი ვერ შეძლებენ იყვნენ მიმზიდველები იქაური მკითხველებისთვის სხვადასხვა აქტივობებით, ბუნებრივია მათი არსებობის საკითხი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ გიორგი კეკელიძემ.

 

რაიონულ ბიბლიოთეკებს ლიტერატურა პროექტ „ელექტრონული განვითარების სინდიკატის“ ფარგლებში გადაეცემათ.   

 

ვისია ქუჩა

 

დისკუსიის ერთ-ერთმა მომხსენებელმა ფილოსოფოსმა მირანდა ჩარკვიანმა მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი წარმოადგინა. ვიდეო კოლაჟში ნაჩვენები იყო ის ინერტულობა,  რაც მირანდა ჩარკვიანს სამოქალაქო საზოგადოების თვითშეგნების ყველაზე დიდ პრობლემად მიაჩნია. ვიდეოში ნაჩვენები იყო, როგორ იდგა ღია კაფეს წინ თავად ექსპერმენტის ავტორი და ჩანთიდან დაკუჭულ ქაღალდებს გამვლელების თვალწინ ძირს ყრიდა. არც ერთ გამვლელს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, არც შენიშვნა მიუცია.

 

 „სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, რომელიც გვეკისრება ყველას – მშობლებს, მასწავლებლებს… ხშირად შევხვედრივარ სიტუაციას, პარკში ვიღაც აბინძურებს გარემოს და გამვლელები ასეთ ფაქტებს უყურადღებოდ ტოვებენ. დღეისათვის ყველაზე დიდი პრობლემა ინერტულობაა, რაც აუცილებლად დასაძლევია“- განაცხადა მირანდა ჩარკვიანმა.

 

 

„გულგრილობის მიზეზია ის, რომ ქვეყანაში ყველას ეშინია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება“ – განაცხადა დისკუსიის მეორე მომხსენებელმა, ფოტოგრაფმა ლაშა ფალავანდიშვილმა. მისი აზრით საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლებას სახელმწიფოს მიერ გატარებულ სადამსჯელო ღონისძიებები შეუწყობს ხელს.

 

ადმინისტრაციულ ზომების გამკაცრება მიაჩნია გამოსავლად დისკუსიის კიდევ ერთ მონაწილეს, მაღაზია „წიგნები ბათუმში“ მფლობელს ირაკლი ბაკურიძეს.

 

 

„როცა ამოყრილი ქვაფენილების ქვებს ვაწყობ უკან, ამ საქციელზე სხვები იცინიან. ვცდილობ ყველას ავუხსნა, ვინც არ ერიდება ქუჩების დანაგვიანებას, რომ ეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა, თუმცა არაფერი გამოდის. ამ პრობლემის საუკეთესო საშუალებად ადმინისტრაციული ზომების გამკაცრება – ჯარიმების გაზრდა მიმაჩნია“ – განაცხადა რაკლი ბაკურძემ.

 

 

თუ რა უნდა მოიმოქმედოს კონკრეტულმა მოქალაქემ? მირანდა ჩარკვიანი თვლის, რომ საჭიროა სიტყვა „სამოქალაქოს“ სწორი დეფინიცია, რათა თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს პასუხისმგებლობის გრძნობა:

 

 

„როცა დავფიქრდი, აღმოვაჩინე, რომ სიტყვა „მოქალაქის“ და „სამოქალაქოს“ ცნებაზე საზოგადოება არ არის შეთანხმებული, რადგან ეს სიტყვა ჩაიკეტა და ასოცირდება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციასთან. საჭიროა დაირღვეს სტერეოტიპი, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის აუცილებლად არასამთავრობო ორგანიზაცია. სამოქალაქო საზოგადოებას ქმნის ის მოქალაქე, რომელიც დატვირთულია გარკვეული პასუხისმგებლობებითა და ვალდებულებებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველანი პოსტსაბჭოთა ადამიანები ვართ,   საკმაოდ აბსტაგირებული ვიყავით ასეთ საკითხებისგან. ვფიქრობდით, რომ ეს ვიღაცას უნდა ეკეთებინა. დღეს ყველა ინდივიდის პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ამიტომ მგონია ახალ თაობაში ამ პასუხისმგებლობის ჩადება ეს არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს სკოლამ“.

 

 

გარემოს დაბინძურებაზე პასუხისმგებლობის არაღებას ლაშა ფალავანდიშვილი საბჭოთა ინერციას უწოდებს. იგი ფიქრობს, რომ სწორი დამოკიდებულება ბავშვობიდან ყალიბდება:

 

 

„ჩემი თაობა მაინც საბჭოთა ინერციის ხალხი ვართ და იქამდე მივედით, რომ ვამბობთ – ქუჩა არავისია, მაგრამ საზოგადოებრივი ადგილია და არ შეიძლება დანაგვიანება. არასდროს მქონია შემთხვევა, სკოლაში ეთქვას ვინმეს, რომ საჭიროა კარგი მოქალაქეები ვიყოთ სკოლის გარეთ. ეს სკოლაში არ ისწავლება, სამწუხაროდ. უნდა იყოს მოქალაქეობის შეგრძნების გაკვეთილები, რომ მოსწავლეებმა თავიდანვე გაიგონ, რომ მათ გარდა და მათ გარშემო არსებობს სამყარო“.

 

დისკუსიას „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ კოორდინატორის მოადგილე თეონა დიასამიძე უძღვებოდა. სწორედ მისი ინიციატივით გაიმართა მსჯელობა ამ საკითხზე.

 

 

სოლიდარობა უკრაინელ ხალხს – აქცია ბათუმში

უკრაინელი ხალხისადმი მხარდასაჭერის გამოსაცხადებლად აქციაზე ასამდე ადამიანი მივიდა. მათ შორის სტუდენტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

“უკრაინელი ხალხი საჭიროებს ჩვენს თანადგომას. დღეს ბათუმში საზოგადოების ერთი ნაწილი შევიკრიბეთ იმისათვის, რომ გამოვუცხადოთ თანადგომა მათ,” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თამარ ბაუჩაძემ.

სოფლის რწმუნებულებს თაღლითობაში დებენ ბრალს

 

 

სილაბაურის რწმუნებულის, ლევან ცეცხლაძისა და კაპრეშუმის რწმუნებულის, დავით თურმანიძის ადვოკატის დათო ჯაფარიძის განმარტებით, მათ ბრალი წინასწარ განზრახულ თაღლითობაში წარედგინათ, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის, 341-ე მუხლის, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რაც ნიშნავს თაღლითობას (7 დან 10 წლამდე პატიმრობა), სამსახურებრივ სიყალბესა (2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და ყალბი დოკუმენტების დამზადებას (3-დან 6-წლამდე პატიმრობა).

 

„დღეს ვამზადებ გირავნობის დოკუმენტაციას, ერთი პირის ქონება არის მოძიებული. იმედია, საღამოს გათავისუფლდებიან“, – განაცხადა „ბათუმელებთან“  დავით ჯაფარიძემ.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, რომელსაც სასამართლოზე პროკურორი ანზორ უსტიაშილი წარმოადგენდა, სოფლის რწმუნებულებს მიწების უკანონოდ მითვისებაში ედავება.

 

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ისინი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.


სასამართლომ მომდევნო სხდომა 2014 წლის 4 მარტს 14 საათზე ჩანიშნა, რომლის დროსაც წარმოდგენილი იქნება მტკიცებულებები.  

ბათუმის დინამო ჯერ-ჯერჯერობით ეკიპირებისა და ანტალიის გარეშე რჩება

 

 

ამ შეთავაზებით ჯერჯერობით არავინ დაინტერესებულა. წინადადებების მიღების ვადა კი დღეს იწურება. კლუბის მიერ გამოცხადებული ტენდერის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 45-კაციანი შემადგენლობის ანტალიაში შეკრება 8-22 თებერვალს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავება სამჯერადი კვებით, ფეხბურთელების უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის სავარჯიშო მინდვრით, ორჯერადი წვრთნის და ოთხი მოსამზადებელი თამაშის (სპარინგი) ორგანიზება და ამხანაგური თამაშები აღმოსავლეთ ევროპის კვალიფიციურ გუნდებთან. სატენდერო პირობების თანახმად, აუცილებელია გუნდი განთავსდეს ერთ სართულზე; სასტუმრომ ულიმიტოდ უნდა უზრუნველყოს სასმელები (ყავა, ჩაი, წვენი, კოლა, წყალი სასტუმროს ბარში) გარდა სპირტიანი სასმელებისა; 90 წუთიანი ვარჯიში; ტრანსფერი სავარჯიშო მოედნებზე; საუნა და თურქული აბანო; დაფარული საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი; მოწყობილობები და მასაჟის ოთახები; უნიფორმის გარეცხვა დღეში ორჯერ; შეხვედრის ოთახი; ულიმიტო წყალი ვარჯიშისთვის; მინერალური წყლები და წყალი მინი ბარში (დღეში ერთხელ); გამოყოფილი ადგილი რესტორანში; ოთხი ამხანაგური მატჩი (მსაჯები, ტრანსფერი, მოედანი); ჯგუფური ტრანსფერი გუნდისთვის (სასტუმრო-აეროპორტი-სასტუმრო); ერთი ოთახი (ერთ კაცზე) უფასოდ.

 

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში გამარჯვებული ვერ გამოვლინდება, საფეხბურთო კლუბი მერიის თანხმობით, სავარუდოდ შეკრებაზე გამგზავრების საკითხს ერთ პირთან მოლაპრაკების გზით გადაწყვეტს.

 

აღსანიშნავია, რომ „დინამო ბათუმი“ ჯერ-ჯერობით ახალი ეკიპირების გარეშეა დარჩენილი. სპეციალური ტანსაცმელის, აქსესუარების, ფეხსაცმელისა და გასართობი მომსახურებების (სულ 954 ერთეული 47 დასახელების საქონელი) შეძენაზე გამოცხადებული ტენდერი შეწყდა. როგორც სატენდერო კომისიაში აცხადებენ დაზუსტება და სრულყოფა მოითხოვა სატენდერო დავალებამ. კერძოდ: შესასყიდი ეკიპირების რაოდენობამ და მომსახურების გაწევის ვადამ. ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა გუნდის წევრთა რაოდენობა გაიზარდოს. ბათუმის დინამოს ეკიპირებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 60 ათასამდე ლარი უნდა დაიხარჯოს. შეწყვეტილ ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა („Umbro-Georgia“, „პინაკი“, „მორვილი“). მათგან შეთავაზებული ყველაზე დაბალი ფასი კი, 54 990 ლარი იყო.

სასწავლო ტრენინგ-პროგრამები საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებისთვის

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერებულმა პირებმა რეგისტრაციის ფორმის შესაბამისად, განაცხადი უნდა წარადგინონ ბათუმის მასწავლებელთა სახლში, შემდეგ მისამართზე – ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა №121, პირველი სართული ან მიაწოდონ ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციას ან შესაბამისს რესურსცენტრს. 

 

მსმენელებმა განაცხადში უნდა მიუთითონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული, მისთვის სასურველი საგნის კონკრეტული მოდული. 

 

2014 წლის იანვარ-თებერვლისთვის ტრენინგების გრაფიკი და რეგისტრაციის ფორმა

402 განცხადება 10 ვაკანსიაზე უმაღლეს საბჭოში

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში აცხადებენ, კონკურსის პირველი ტურის შედეგები დღეს გახდება ცნობილი. „დღის მეორე ნახევარში საკონკურსო კომისიის სხდომა იქნება, გაფორმდება ოქმი, რომელშიც მეორე ტურში გადასული კონკურსანტების ვინაობა ჩაიწერება, დღის ბოლოს კი კონკურსანტების ვინაობის შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდზე აიტვირთება“.

ქობულეთში კულტურის სახლი აშენდება

 

 

 „ახალი ტექნოლოგია-2009“-ის მონაცემებით (პროექტის საბოლოო ვარიანტი ამ კომპანიამ მოამზადა) ობიექტი შედგება ორი – სამაყურებლო და ადმინისტრაციული ნაწილისაგან. ესპანელი სპეციალისტების მიერ კი დაპროექტებული იყო ორი განხვავებული და განცალკევებული ფორმის შენობა დამოუკიდებელი შესასვლელებით. „გამომდინარე იქიდან, რომ ესპანელი სპეციალისტების მიერ დამუშავებული ესკიზური პროექტი არ შეესაბამებოდა ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ პირობებს (როგორც გეგმარებით, ასევე ფართით) ჩვენს მიერ, დამკვეთთან შეთანხმებით მოხდა პროექტის გადამუშავება, რაც ძირითადად გამოიხატა ობიექტის გაბარიტების გაზრდაში, კერძოდ მოხდა სამაყურებლო ნაწილის სიგანის მნიშვნელოვანი გაზრდა, ხოლო ერთსართულიანი ადმინისტრაციული ნაწილი გახდა ორსართულიანი“, – აცხადებენ კომპანიაში.

 

პროექტის მიხედვით, შენობის ფასადები თეთრი ფერის მასალით იქნება მოპირკეთებული. მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიაში მშენებლობის მსურველთა წინადადებების მიღება 5 თებერვალს დაიწყება და 10 თებერვალს შეწყდება.

 

დისკუსია პრესკაფეში: „საშობაო ეპისტოლე – აქცენტები და მინიშნებები“

 

 

7 იანვარს საზოგადეობამ მოისმინა საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორეს საშობაო ესპისტოლე, რომელსაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. 

დისკუსია მზადდება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პიპულარიზაცია“. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით.

 

მომხსენებლები იქნებიან სტუდენტები: თამარ ბაუჯაძე და მირიან ცეცხლაძე.

 

ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

 

 საღამოს  ექვსის ნახევარზე მოქალაქეები ვარდების ბაღში შეიკრიბებიან და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას გამოუცხადებენ.

 

აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

 

 

ბათუმელი “ანჯელინა ჯოლი”

 

 

როგორია მარი იორდანაშვილი?

 

 ჩვეულებრივი გოგო ვარ, სხვებს ჰგონიათ, რომ ამაყი ვარ, ამ დროს ძალიან უბრალო, მეგობრული და მშვიდი ვარ, არ მიყვარს კლუბური ცხოვრება. სიმშვიდე მიყვარს, ბუნებაში ყოფნა, ვერ ვიტან ხმაურს და გადაღლას, ჯანსაღი ცხოვრება მომწონს. სახლში წიგნის კითხვა მირჩევნია, ახლა “სუნამოს” ვკითხულობ.

 

 როგორ იწყება შენი დილა?

 

 ყოველი ჩემი დილა იწყება ვარჯიშით, საათნახევარი ვვარჯიშობ, ველოსიპედით ვსეირნობ, სანაპიროზე ჩემს ძაღლთან ერთად დავრბივარ.

 

გარდა ამისა, ჯანსაღად ვიკვებები, დილით ვსვამ მწვანე ჩაის და ვჭამ მწვანე ვაშლს, დღის განმავლობაშიც მსუბუქად ვიკვებები, არ მიყვარს მძიმე საჭმელი, წლებია ასე ვარ, ამას მარტო წონის შესანარჩუნებლად არ ვაკეთებ, ყველაფრისთვის კარგია ეს. გარდა ამისა, რვა საათის შემდეგ აღარაფერს ვჭამ, ამის გამოა, რომ დიეტა არასოდეს დამჭირვებია, მიმაჩნია, რომ დიეტა არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის.

 

 

რა დროს უთმობ თავის მოვლას და რა პროცედურებს მიმართავ?

 

 

 ყველაზე მეტ დროს სწორედ თავის მოვლას ვუთმობ, თითქმის მთელი დღე სარკის წინ ვტრიალებ, მომწონს კარგად, რომ გამოვიყურები, დილით მოწესრიგებისთვის მინიმუმ ერთი საათი მჭირდება, მაკიაჟისთვის მაინცადამაინც არ ვკარგავ დიდ დროს, გადაჭარბებული არაფერი მომწონს, ტონალურს არ ვიყენებ, მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ, ტანსაცმელს კი ხასიათის მიხედვით ვარჩევ.

 

 ტანსაცმელს სად ყიდულობ?

 

 ბათუმის მაღაზიებში. რაც მიხდება და რაც მომწონს, იმას ვყიდულობ. უფრო ხშირად კი ვიკერავ, ასე ყველასგან განსხვავებულად მაცვია, ჩვეულებრივ მაღაზიებში ნაყიდ ტანსაცმელსაც გადავაკეთებ ხოლმე, ჩემი ინდივიდუალური შტრიხები შემაქვს ტანსაცმელში.

 

მარი, სად სწავლობ და რა პროფესია გაქვს?

 

 

 რამდენიმე თვეა რაც კოლეჯი დავამთავრე, პროფესიით ოფისის მენეჯერი ვარ, ჯერჯერობით არ ვმუშაობ, სხვა გეგმები მაქვს. რამდენჯერმე შემომთავაზეს ქართულ ფილმში გადაღება, აქამდე არ ვთანხმდებოდი, რატომღაც არ მინდოდა, არც მოდელობა მინდა, სამოდელო სააგენტოებს უარი ვუთხარი, არ წარმოადგენს ჩემი ინტერესის სფეროს, ფილმებზე კი დავფიქრდი, შეიძლება მივიღო მონაწილეობა. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი მაქვს, ცეკვას დავუბრუნდე.
 

 

რა სტილის ცეკვებს ცეკვავ?

 

 ხუთი წლის შემიყვანეს ქართულ ცეკაზე, სოლისტი ვიყავი, სანამ ქუთაისში ვცხოვრობდი, ქუთაისის ანსამბლში ვცეკვავდი, ბათუმში რომ გადმოვედით, თავი დავანებე. 16 წლის რომ ვიყავი, მომინდა ლათინური ცეკვები მეცეკვა, დავიწყე კიდეც ცეკვა, განსაკუთრებულად მომწონს რუმბა, ჩა-ჩა-ჩა, ჯაივი და ტანგო. ყოველი ჩემი დღე ცეკვითაც იწყება, დღეში მინიმუმ ორი საათი ვცეკვავ, მეზობლებს ვაღვიძებ ხოლმე. ვაპირებ, ცეკვას ისევ დავუბრუნდე, არ შემიძლია ცეკვის გარეშე, მოყვარულის დონეზე მხიბლავდა ყოველთვის, მომავალშიც ასე იქნება.

 

 ბათუმელი ხარ?

 

 მამა მყავს ქუთაისელი, დედა – ბათუმელი, 9 წლის ვიყავი, ბათუმში რომ გადმოვედით, ჩემს მშობლებს უნდოდათ ბათუმში ცხოვრება. მიყვარს ბათუმი, ვერც კი წარმომიდგენია სხვა ქალაქში ცხოვრება.

 

 მშობლებთან ერთად ცხოვრობ?

 

 დიახ, სამწუხაროდ დედისერთა ვარ, ადრე ძალიან მომწონდა ეს, ყველა მანებივრებდა, ახლა აღარ მომწონს. ოჯახში მეოთხე წევრიც გვყავს, ჩემი ძაღლი მილა, რომელიც მამამ მაჩუქა, ერთი წელია მე და მილა დროს მშვენივრად ვატარებთ ერთად.

 


 ალბათ ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავს…

 

 კი, სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივი, ხანდახან მაწუხებენ კიდეც, სახლთანაც მოდიან, მაგრამ უფრო მეტად სასიამოვნოა. საჩუქრებს მჩუქნიან, ყვავილებს, თოჯინებს, სუნამოებს… ყველა გოგოს სიამოვნებს მსგავსი ყურადღება, თუმცა არ ვთვლი, რომ რაიმეთი განსაკუთრებული ვარ, სამწუხაროდ ტყუილად წუხდებიან, ჩემი გული დაკავებულია. 21 წლის ასაკში შემიყვარდა პირველად, ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.

 

 როგორ გაიცანით ერთმანეთი?

 

 საერთო მეგობარი გვყავს ფეისბუქზე, ჩემი ფოტოები ნახა და მოვეწონე, კარგა ხანს მწერდა, მაგრამ არ ვპასუხობდი, საზღვარგარეთ ცხოვრობს, ჩემს გასაცნობად ჩამოვიდა ბათუმში, მე არ ვხვდებოდი, საერთო მეგობარმა მოგვიწყო შეხვედრა. მსგავს ყურადღებას არ ველოდი, ძალიან თბილი და მოსიყვარულეა. ერთადერთი, რაზეც მწყდება გული, ის არის, რომ საზღვარგარეთ მომიწევს ცხოვრება, ბათუმის დატოვება არ მინდა, თუმცა სადაც არ უნდა ვიყო, მასთან ერთად ყველგან ბედნიერად ვგრძნობ თავს. 21 წელი ვეძებდი მას (იცინის), უახლოეს მომავალში ერთად ყოფნას ვგეგმავთ.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორი რწმუნებული დააკავეს

 

„ძველ ამბავთან დაკავშირებით შეექმნათ პრობლემები, ადრე მათ ბეჭედი ჰქონდათ. ვნახოთ რას დაადგენს გამოძიება. მეტი არაფერი ვიცი.“ – უთხრა „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ.

 

ფინანსური პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა 10500 კვადრატული მეტრი მიწა ფიზიკურ პირებზე უკანონოდ დაარეგისტრირეს, ამისთვის კი ყალბი ოფიციალური დოკუმენტები გამოსცეს. ფიზიკურმა პირებმა სახელმწიფოს კუთვნილი 169541 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები უკანონოდ მიითვისეს“.

მთავრობა ახლადშეძენილი სახლების ეკომირანტებისთვის გადასაცემად განაცხადების მიღებას იწყებს

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განსახლების დეპარტამენტის თანამშრომლის, დავით კაიკაციშვილის ინფორმაციით, რომელიც ბათუმში იმყოფება „განაცხადებს სპეციალური კომისია შეისწავლის და პირველ ეტაპზე იმ ოჯახებს დააკმაყოფილებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელწიფოს დახმარება“.

 

გასულ წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში ეკომიგრანტების განსახლების მიზნით 33 სახლი შეიძინა. 

 

სახელმწიფო სწორედ ამ 33 სახლში აპირებს ეკომიგრანტი ოჯახების შესახლებას.

„სოკარის“ განმარტება

 

დავით ლეკიშვილმა ისევ გაიმეორა, რომ აქცია, გაზგაყვანილობაზე მომუშავე სხვა კომპანიების მიერ იყო სპეციალურად ორგანიზებული და მიზანმიმართულად ემსახურება „სოკარ-ჯორჯია აჭარის დისკრედიტაციას.

 

მან გაზიფიცირების პროცესის წარმოების შესახებ ხუთ პუნქტზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომპანიას მოპოვებული აქვს ლიცენზიის უფლება და მოქმედებს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობის ფარგლებში. „მოსახლეობას და ყველა დაინტერესებულ პირს გვსურს განვუმარტოთ გაზიფიცირების პროცესი, რომელიც კანონმდებლობით რეგულირდება. რა ვალდებუებები გააჩნია მომხმარებლებს და ლიცენზიატ კომპანიას:

 

„1.სოკარ-ჯორჯია გაზი აჭარასთან“, როგორც ლიცენზიანტ კომპანიასთან შეთანხმებული უნდა იყოს გაზიფიცირების ყველა პროექტი, თუ ეს პროექტი არ არის თავად „სოკარის“ მიერ შესრულებული და შესრულებულია სხვა, კერძო სამშენებლო-სამონტაჟო კომპანიის მიერ.

 

2. მხოლოდ „სოკარ-ჯორჯია გაზი აჭარასთან“, როგორც ლიცენზიანტ კომპანიას აქვს უფლება გასცეს ტექნიკური პირობა, რომ მის კუთვნილებაში არსებულ გაზგამანაწილებელ ქსელზე ახალი აბონენტისთვის დაერთოს უფლება.

 

3. მიუხედავად იმისა თუ ვის მიერ ხორციელდება ახალი მომხმარებლის კუთვნილი ობიექტების გაზიფიცირება, ან არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მშენებლობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და გამანაწილებელ ქსელზე შეჭრის სამუშაოები უნდა შესრულდეს განაწილების ლიცენზიანტის მიერ.

 

4. ყველა დასრულებული სამონტაჟო სამუშაოების ექსპლუატაციაში მიღებას ახორციელებს მხოლოდ „სოკარ-ჯორჯია აჭარა“, როგორც განაწილების ლიცენზიანტი.

 

5. „სოკარ-ჯორჯია აჭარა“, როგორც ლიცენზიანტი ვალდებულია, პოტენციური აბონენტის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში მოსახლესთან და არა კომერციულ მომხმარებელთან ერთ წერტილზე გაზიფიცირების სამუშაოები განახორციელოს არაუმეტეს 600 ლარისა 24 თვეზე განაწილების პირობით.“

 

როგორც დავით ლეკიშვილმა აღიშნა, სხვა კომპანიები თავის დროზე ვალდებული იყვნენ მოსახლეობისთვის აეხსათ, რომ სამონტაჟო სამუშაოების უფლება მათ არ ჰქონდათ. მისი თქმით, ამ კომპანიებს მხოლოდ არსებული გაზგამანაწილებელ სისტემიდან მილის საცხოვრევრებელ სახლში გაყვანის უფლება აქვთ, სხვა დანარჩენ სამუშაოებს კი მხოლოდ ლიცენზიანტი კომპანია ასრულებს.

 

ონკოლოგიურ დაავადებათა მქონე პაციენტების გამოკვლევებს დააფინანსებენ

 

პროგრამა საშვილოსნოს, საკვერცხეების, მკერდისა და ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიის ონკომარკერებით გამოკვლევას, საშვილოსნოს ყელის კოლპოსკოპიასა და ექოსკოპიას ითვალისწინებს. დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, დაფინასდება საშვილოსნოს ყელის დაზიანების ამოკვეთა ან დაშლა მორფოლოგიით – ექსციზიური მკურნალობა, ასევე რადიოტალღური ან ლაზერული მკურნალობა.

 

ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიანოსტიკის, პრევენციისა და მკურნალობის პროგრამა 1400 პაციენტზეა გათვლილი და 91 ათას 900 ლარით ფინანსდება.

Exit mobile version